Category: არქივი

  • ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

    ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ფაქტი გააძლიერებს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებას.

    დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია რეგისტრირებული. ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს “ვეფხისტყაოსნის” თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნა, რომელშიც ენათმეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტები არიან ჩართული.

  • შსს-მ დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე სხვა ავტომობილს შეეჯახა

    შსს-მ დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე ავტოსაგზაო სხვა ავტომობილს დაეჯახა.  შსს-ს ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული მოზარდი სოფელ ორთაშენში დააკავეს.ის ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული კ.წ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს გამთენისაას გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა, კ.წ. -მ ისარგებლა შექმნილი გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. კ.წ.-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

  • ტრამპისა და მაკრონის დარგული “მეგობრობის ხე” გახმა

    მუხის ხე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში მეგობრობის ნიშნად დარგეს, გახმა. მაკრონმა მუხის ხე დონალდ ტრამპს 2018 წელს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს საჩუქრად გადასცა.

    პრეზიდენტებმა ხე ერთობლივად საზეიმო ვითარებაში დარგეს, მათთან ერთად იმყოფებოდნენ   პირველი ლედები. 

  • ახალციხეში,მამაკაცი პოლიციის შენობაში დანით შეიჭრა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

    ახალციხეში,მამაკაცი საპატრულო პოლიციის შენობაში შევარდა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცს  დანა ეკავა. აღნიშნულ ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს.

    დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, პოლიციელების მოთხოვნის საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღი დააგდო.

    დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლმ უკვე იმსჯელა. 25 წლის ახალგაზრდას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

  • თვითმფრინავში მგზავრმა საპირფარეშოს ნაცვლად საავარიო გასასვლელი გახსნა

    “პაკისტანის ავიახაზებს” სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგა. 

    “პაკისტანის ავიახაზების” კუთვნილ თვითმფრინავში მგზავრმა შემთხვევით საპირფარეშოს ნაცვლად საავარიო გასასვლელი გახსნა.

    ამ დროისათვის თვითმფრინავი ჯერ  აფრენილი არ იყო. შემთხვევის  შედეგად, ფრენა დიდი ბრიტანეთიდან პაკისტანისკენ 7 საათით გადაიდო.

    შემთხვევის გამო ევაკუაცია გამოცხადდა,  ავიაკომპანიამ თვითმფრინავი მგზავრებისგან და მათი ბარგისგან დაცალა, რის შემდეგაც მგზავრები სასტუმროში გადაიყვანეს. თვითმფრინავის შემოწმების შემდეგ რეისი დაახლოებით 8 საათის დაგვიანებით შესრულდა. 

    საავარიო გასასვლელის გახსნაავიაკომპანიას 6–დან 30 ათას აშშ დოლარამდე უჯდება. ამას ემატება მგზავრების აეროპორტში გადაყვანის ხარჯებიც.

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7348 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7348 ლარი გახდა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7348 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7344 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 შეადგინა.

    ევროს  კურსი 3.0920 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0803 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0117 ლარი შეადგინა.

  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატი დაჭრეს

    ოკუპირებულ ცხინვალში  სროლის დროს ე.წ. დეპუტატობის კანდიდატი დაჭრეს. 

    რუსული მედიის ინფორმაციით,  ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში  მომხდარ ორმხრივ სროლაში  ე.წ. დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მათგანი  ხელშია დაჭრილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.