Category: არქივი
-
ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და დიპლომატებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრას ესწრებოდნენ: ესტონეთის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.როგორც პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პოლარიზაციის შესამციებლად მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, რომელსაც არა აქვს დესტაბილიზაციისაკენ მიმართული მოწოდებები და იდეები.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სტაბილურობის კერას წარმოადგენს, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია ვის აწყობს საქართველოში ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია.“ელჩებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ მზად ვარ შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს.ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა გაერთიანებაში, შერიგებაში და ჩვენს ევროპულ გზაშია,”-აცხადებს პრეზიდენტი. -
პასუხი რუსეთს: მამუკა ხაზარაძე მზად არის ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად 10 ჩარტერული რეისი დააფინანსოს
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართულებით ფრენების შეჩერებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზიტის შეზღუდვის შესახებ არაერთი კამპანია მოჰყვა, რომლის მიზანი რუსი ტურისტების სხვა ქვეყნის ტურისტებით ჩანაცვლებაა. ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ამბობს, რომ მზად არის საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად ათი ჩარტერული რეისი დააფინანსოს:“მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“ – წერს მამუკა ხაზარაძე. -
“ნუ მაბრმავებ! რუსეთი ოკუპანტია!” – Open Air 2019 ოკუპაციისა და ძალადობის პროტესტით დაიწყო
21 ივნისს, Lisi Wonderland-ში, Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-10 ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ პროტესტით გაიხსნა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციების პარალელურად Open Air-იც მართავს ფესტივალს ლისზე, ორგანიზატორებმა აღნიშნეს რომ ისინი საერთოდ არ არიან საფესტივალო განწყობაზე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო თუმცა ასეულობით არტისტი უკვე საქართველოში იმყოფება და ამ ფესტივალისთვის ემზადებიან, თუმცა ორგანიზატორების თქმით ისინი საკუთარ სათქმელს ფესტივალზეც დააფიქსირებენ. აღსანიშნავია რომ ფესტივალზე მოეწყო სივრცე სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებს პირდაპირ ეთერში უყურებენ და თვალს ადევნებენ მიმიდნარე მოვლენებს. Open Air-ზე ფეტივალის სტუმრები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ მიმართვებს ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ
“მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაყენებს საფესტივალო განწყობაზე, ძალიან ვწუხვართ და ვბრაზობთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო.Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, უკვე მეათე წელია.ამ დროისთვის უკვე ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, საფესტივალო ქალაქი გაშენებულია და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან.Tbilisi Open Air 2019 იწყება, ვგმობთ ძალადობას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას – თავისუფლებას!”- წერს “Tbilisi Open Air”-ის საორგანიზაციო ჯგუფი.
{{PHOTOGALLERY}}
-
ნინო ქათამაძეს დღეს მოსკოვში კონცერტი აქვს
ქართველ მომღერალს 22 ივნისს რუსეთში ღონისძიება აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია ქათამაძის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ. მას დაგეგმილი აქვს მოსკოვში კონცერტი მიმდინარე წლის 22 ივნისს და ასევე 2020 წლის 27 მარტს. ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight ფესტივალ Усадьба Jazz-ზე გამოვლენ. ნინო ქათამაძის გარდა ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ The Black Eyed Peas, ბრიტანელი მომღერალი ჯეიმი კალუმი და ასევე რუსი მომღერლები.
ჯერ-ჯერობით უცნობია გააუქმებს თუ არა ნინო ქათამაძე მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებას თუმცა ვებ-გვერდზე კონცერტის ჩატარების თარიღი ჯერ-ჯერობით ისევ იძებნება.
-
თბილისამდე სულ 200 კილომეტრია – კადიროვის მუქარა
“მინდა შეგახსენოთ, გროზნოდან თბილისი მხოლოდ 200 კილომეტრშია”- ამ განცხადებით, საქართველოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი მიმართავს. კადიროვი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარდა და რომელიც საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა.
აქციები სლოგანით – “რუსეთი ოკუპანტია” თბილისში უკვე მესამე დღეა იმართება. კადიროვი კი რუსეთ-საქართველოს მეგობრობაზე წერს და იქვე ახსენებს თბილისს, რომ გროზნოდან, მხოლოდ 200 კილომეტრი აშორებს, რუსეთში კი მილიონამდე ქართველი ცხოვრობს.
ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ მსოფლიომ ქართული კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება რუსეთის წყალობით გაიცნო. მისივე განცხადებით, ქართველებს ბევრი მიზეზი აქვთ რუსეთთან მეგობრობისთვის და არც ერთი სიძულვილისთვის.
კადიროვი ამბობს, რომ 20 ივნისს, მაშინ როდესაც რუსი დეპუტატები საქართველოში იმყოფებოდნენ, ვითარება იმ პოლიტიკოსებმა დაძაბეს, ვისაც დიდი ხანია სურს სიტუაციის გამწვავება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეა, რომ არ უზრუნველყო რუსი დეპუტატების, რადიკალებისგან უსაფრთხოება.
-
“პუტინის მუქარაზე საქართველოს ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია”- ხიდაშელი პუტინის გადაწყვეტილებაზე
„სტატისტიკა ამ ქვეყანაში ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებულ ტრაგედიასთან არ გვექნება საქმე“, – ეს განცხადება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა, რომელმაც ავიაკომპანიებს რუსი ტურისტების საქართველოში გადაყვანა აუკრძალა.
თინა ხიდაშელისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას გააცნოს სამოქმედო გეგმა, თუ რას დაუპირისპირებს ის პუტინის მუქარას.
„ყველაზე უფრო დამთრგუნველი ამ ვითარებაში არის ის, რომ თითქმის 24 საათი გავიდა პუტინის მუქარიდან და საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ ხმა არ ამოუღია და მოსახლეობისთვის არაფერი არ უთქვამს, არ ოპტიმისტური, არც პესიმისტური, არც მოსამზადებელი, არც რაიმე სტრატეგიული ან ტაქტიკური მნიშვნელობის გეგმა არ წარმოუდგენია. არადა ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ყველაზე უფრო სწრაფად და რაც შეიძლება მომზადებული გვჭირდება ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის ნათქვამი სიტყვა. თავისთავად სტატისტიკა ამ ქვეყანაში ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებულ ტრაგედიასთან არ გვექნება საქმე, მაგრამ ისევ და ისევ ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება იმასთან, პოლიტიკური მზაობა როგორი აქვს ხელისუფლებას გაუმკლავდეს ამ მუქარას, რომელიც გუშინ პრეზიდენტ პუტინისგან ყველამ ერთად მოვისმინეთ,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
-
“მყიფე პოლიტიკის პირობებში, რომელიც აქვს „ოცნებას“, შეიძლება საკმაოდ სერიოზული დარტყმები მივიღოთ,“ – ვაშაძე პუტინის გადაწყვეტილებაზე
„სუსტი და მყიფე პოლიტიკის პირობებში, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, ჩვენ შეიძლება საკმაოდ სერიოზული დარტყმები მივიღოთ,“ – ამ განცხადებით, ეხმაურება „ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსეთის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული რუსულ ბაზარზე.
ვაშაძე განმარტავს, რომ თუ ხელისუფლება შეძლებს და სიტუაციიდან გამოსავლის ნახვას შეეცდება, არაერთი მექანიზმი არსებობს, რაც შეიძლება სახელმწიფომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
„ნათლად ვხედავთ, რას ნიშნავს რუსეთზე ან რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება, რომ მათ ყოველთვის გამოიყენონ ეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მთავარი აქ არის მოქმედება ხელისუფლების. იმიტომ, რომ თუ ისინი მიდიან სანქციების მიმართულებით გარკვეულ საკითხებზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს, ერთ-ერთი მთავარი პირობა საქართველოსთვის იმისთვის, რომ მიეცა მათთვის თანხმობა გაწევრიანებაზე, გარდა იმისა, რომ ქართულ-რუსული საზღვრის კონტროლი უნდა მოხდეს, იყო ის, რომ მას სანქციები უნდა მოეხსნა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე, რომ არსებობს მექანიზმები, რომელზეც მუშაობა აუცილებელია, თუმცა, სუსტი და მყიფე პოლიტიკის პირობებში, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, ჩვენ შეიძლება საკმაოდ სერიოზული დარტყმები მივიღოთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
“პუტინს საკუთარი ხალხი ჰგონია ნახირი” – რომან გოცირიძე ტურისტულ ემბარგოზე
პუტინის ტურისტულ-ეკონომიკური ემბარგო პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა – ოპოზიცია რუსეთის პრეზიდენტის სადამსჯელო გადაწყვეტილებას აფასებს. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ პუტინის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტმა ტურისტულ კომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა, მთავრობას კი რუსი ტურისტების დასაბრუნებლად ზომების მიღება დაავალა.
გოცირიძის თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ თავად რუსეთის მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხს “ნახირივით” მოექცა.
„ფაქტია, რომ დღეს ივანიშვილის ხელისუფლება არის ჩამოშლილი და პუტინი ასეთ აგონიაში ღებულობს უგუნურ გადაწყვეტილებას. რუსეთში არის აღშფოთება საშინელი თუ სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, პუტინს საკუთარი ხალხი ჰგონია ნახირი, ეუბნება, რომ 8 რიცხვამდე თავქუდმოგლეჯით დატოვეთ საქართველო, შემდეგ არ იქნება ფრენები და გარდა ამისა, ათეულ ათასობით ადამიანს უუქმდება ტური და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დიქტატორულ ბუნებას და მას მიაჩნია ხალხი ჭანჭიკად, საკუთარი ერი და პოლიტიკური ინსტრუმენტის იარაღად,“ – განაცხადა გოცირიძემ.
-
“ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა!”-ანიტა რაჭველიშვილი საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებს ეპატიჟება
ქართველი მეცო-სოპრანო საკუთარ ფეისბუქგვერდზე სტატუსს ქართულად, ინგლისურად და იტალიურად აქვეყნებს, სადაც ის ტურისტებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს.
“წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას!შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა!დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!”- წერს ანიტა რაჭველიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზეშეგახსენებთ რომ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც.ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ