Category: არქივი
-
“ავუხსნათ ამ ქვეყანას სიყვარული“–შენდეროვიჩი პუტინის ჯინაზე თანამოქალაქეებს საქართველოში სტუმრობისკენ მოუწოდებს
რუსი მწერალი და სატირიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მოუწოდებს რუსებს, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის საპასუხოდ, მის ჯინაზე წავიდნენ “ამ მშვენიერ ქვეყანაში და აუხსნან მას სიყვარული.“ის იხსენებს, რომ იგივეს ამბობდა 2006 წელს, “ საქართველოს მიმართ უმაღლესი დონის დეგენერატიული სიძულვილის წინა შეტევისა და თბილისთან ავიარეისების აკრძალვისას“.შენდეროვიჩი წერს, რომ არაფრის ახლიდან დაწერა აღარ ჭირდება და 13 წლის წინ დაწერილ ტექსტს აქვეყნებს. -
ზვიადის სავარძელში ჩაგვისვეს КГБ-ის თანამშრომელი – გია ბუღაძე პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა
პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილებს მხატვარმა გია ბუღაძემ მიმართა.
ბუღაძის თქმით, რუსეთი ცდილობდა, რომ ქართველები დაემცირებინა – „ზვიადის სავარძელში ჩაგვისვეს КГБ-ის თანამშრომელი“.
გია ბუღაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილიც ქართველების დამცირებას ცდილობს. მისი შეფასებით, ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, რადგან არ შეუძლია, რომ ხელისუფლება დათმოს.
„რა ვერ გათვალა ბიძინამ და მისმა დამქაშებმა, მისმა უფროსებმა ჩრდილოეთში. მათ იფიქრეს, რომ იგივე სქემაა ქართული მოდელი, ეს არის მიჩვეული განცხრომით ცხოვრებას, შეუქმნის სასათბურე, მაგრამ მახინჯ, დამჩაგვრელ მდგომარეობას და ის ამას გაჰყვება. გამოუშვა ამდენი აგენტურა ე.წ. ტურისტების სახით, ტკბილი გადაცემები საქართველოზე და იფიქრა, რომ ჩვენ ამით მოგვთაფლა, მაგრამ ნურას უკაცრავად! აღმოჩნდა, რომ ქართველები მასე არ ფიქრობენ. მათ მთავარი გამოეპარათ, რომ ქართველი მომავალზე ორიენტირებული ადამიანია, იმიტომ, რომ მხოლოდ მაშინ არის სახელმწიფო სახელმწიფო, რომელიც გეგმავს მომავალს,“ – განაცხადა გია ბუღაძემ.
-
20 ივნისის აქციაზე დაკავებულ 121 პირს პატიმრობა შეეფარდა — შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის ღამეს დაკავებული 305 პირიდან 121-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა დანარჩენი დაჯარიმდა ან გააფრთხილეს.უწყება ასევე აცხადებს, რომ “ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ საქმის განხილვა გადაიდო”.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და აზრი გამოხატონ კანონით დაშვებული მშვიდობიანი ფორმით”, წერია შსს-ს განცხადებაში.
-
დღის ბოლომდე გადადგეს შს მინისტრი და გაათავისუფლონ დაკავებულები – აქციის მონაწილეების ულტიმატუმი მთავრობას
რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავენ. ისინი ორ მთავარ მოთხოვნას აყენებენ – გათავისუფლდნენ 20 მაისის აქციაზე დაკავებული აქციის მონაწილეები და გადადგეს გიორგი გახარია. ამ ორი მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა დღის ბოლომდე აქვთ.
„ჩვენი მოთხოვნები იგივეა – დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული და ამისთვის გაძლევთ ვადას დღის ბოლომდე. გადადგეს გახარია! ამისთვისაც გაძლევთ დროს დღის ბოლომდე,“ – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
აქციის მონაწილეების მესამე მოთხოვნა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ისინი მოითხოვენ დაიწყოს პროცედურები ვადამდელი არჩევნებისთვის, რომელიც პროპორციული წესით გაიმართება.
პარლამენტის წინ აქცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა. საქართველოს მოქალაქეები პარლამენტთან უკვე მესამე დღეა აპროტესტებენ რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს, საპროტესტო აქციის დარბევას, მოქალაქეთა დასახიჩრებას და სწორედ ამის გამო აყენებენ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს.
-
შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
ნტისაოკუპაციო აქცია პარლამენტთან დღეს ისევ იმართება მოსახლეობა კი პარლამენტთან 19:00 საათიდან იკრიბება. მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელი რჩება.მშვილდაძის თქმით, გიორგი გახარია უნდა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა ოთხია და ეს გაჟღერდა თავიდანვე. პირველი მოთხოვნა არის, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებული ჰყავთ, აუცილებლად დასაჯონ პოლიციელები, რომლებიც სადისტურად იქცეოდნენ იმ ღამეს და გადადგეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მინისტრმა გახარიამ და მომდევნო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სიით, იმისათვის, რომ ადამიანებს დაუბრუნდეთ არჩევანი,’ – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
-
პუტინის განკარგულების მიუხედავად რუსი ტურისტები საქართველოში რჩებიან
პუტინი საქართველოს ტურისტულ ემბარგოს უწესებს და რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ადგილობრივი ტურისტების გადაყვანას უკრძალავს. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება რუსთაველის აქციაზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ მიიღო. ამ წუთებში საქართველოში ათიათასობით რუსი ტურისტი იმყოფება, რომლებიც აცხადებენ, რომ სრულიად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, კრემლის პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი მოქალაქეების უფლებებისგან უნდა გაიმიჯნოს.
„მე პირველად ვარ საქართველოში, ძალიან მირჩიეს და ჩამოვედი. მომწონს ყველაფერი ქვეყანა, ამინდი, ხალხი. მითხრეს რუსეთიდან, რაც თქვა პუტინმა, მეკითხებიან რამდენად უსაფრთხოა აქ ყოფნა. თუმცა მე ძალიან მშვიდად და უსაფრთხოდ ვაგრძელებ მოგზაურობას. მე მგონი პუტინს ამით უნდა ზეწოლა მოახდინოს ჩვენზე. აქ უკვე ირთვება პოლიტიკა. არ არის სწორი აურიო ერთმანეთში პოლიტიკური ინტერესები და რიგითი მოქალაქეების უფლებები“, – აცხადებს რუსი ტურისტი.
რუსი ტურისტები ქართველების სტუმართმოყვარეობაზე აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ საქართველოს რეკომენდაციას მეგობრებთანაც გაუწევენ.
„არ აქვთ უფლება გადაუწყვიტონ ყოფილ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას, რომ ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებაში უნდა იყვნენ. ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს ყველაფერს, მიმაჩნია, რომ არაფერი საშიში არ არის, იმაზე უფრო სტუმართმოყვარეები ხართ, ვიდრე ველოდით“, განაცხადა რუსმა დამსვენებელმა.
რუსეთის ემბარგოს პასუხად საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა კამპანია დაიწყო – „დაისვენე საქართველოში“. კამპანიის ინიციატორები და ცნობილი სახეები მოსახლეობას მოუწოდებენ შვებულება საქართველოში გაატარონ.
„წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადეგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას! შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა! დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!“, – აღნიშნულ სტატუსს ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
-
“კორდონის გარღვევის გამო არ უნდა დააბრმავო ბავშვები” – სანდრა რულოვსმა დაშავებულები მოინახულა
20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან სისხლიანი დარბევის დროს დაშავებულები მოინახულა სანდრა რულოვსმა. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, 20 ივნისის ღამეს პოლიციამ უკანონო მითითება შეასრულა და ოკუპანტის დასაცავად საკუთარ მოქალაქეებს დაუპირისპირდა.
სანდრა რულოვსი მომხდარის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
„მინდა გამოვხატო ჩემი მწუხარება, ჩემი დამოკიდებულება ამ მთავრობის მიმართ, რომელიც ძალიან უარყოფითია, ამ რეაგირების მიმართ. გასაგებია, რომ არ მოგწონს დემონსტრაციები, მაგრამ მშვიდობიანად ტარდებოდა ეს დემონსტრაციები და ახლა ფანჯრების გატეხვის ან კორდონის გარღვევის გულისთვის კი არ უნდა დააბრმავო ბავშვები. ჩემთვის ეს არის ომი“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
-
რუსეთი 8 ივლისიდან ფრენას ქართულ ავიაკომპანიებსაც უკრძალავს
რუსეთი ქართულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან ფრენებს უკრძალავს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ფრენების შეჩერების მიზეზი ფრენის უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფის აუცილებლობა და ვადაგადაცილებული დავალიანებაა, რომელიც ქართულ მხარეს მართებს. აეროსანავიგაციო მომსახურებისთვის საქართველოს დავალიანება დაახლოებით 793 000 დოლარია.“ფრენები შეწყვეტილი იქნება მანამდე, სანამ რუსულ მხარეს არ წარუდგენენ კომპანიების – Georgian Airways და MyWay Airlines საავიაციო უსაფრთხოების პროგრამას, მათ აუდიტს და რუსული მხარის თანხმობას, ასევე იმ მომენტამდე, სანამ ქართული მხარე სრულად არ დაფარავს საჰარო ნავიგაციის მომსახურების დავალიანებას“–ნათქვამია განცხადებაში.რუსეთის საავიაციო ხელმძღვანელობა ასევე აცხადებს, რომ მზად არის ქართულ მხარეს კონსულტაციები გაუწიოს.გუშინ საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აუკრძალა რუსულ ავიაკომპანიებს და მიზეზად რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაასახელა იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც საქართველოში 20–21 ივნისს განვითარდა. -
ისანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოკლეს
ისანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი სასიკვდილოდ დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
-
“იყო შემთხვევები აქციების დროს ტაძრის გაძარცვის“– რატომ დაკეტეს 20 ივნისის დარბევისას ქაშვეთი
საპატრიარქო ამტკიცებს, რომ 20 ივნისს, სისხლიანი დარბევის დროს, ქაშვეთის ტაძარი ღია იყო და არავის დაუკეტავს კარი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებზეც პოლიცია რეზინის ტყვიებით ნადირობდა.
საპატრიარქომ და ქაშვეთის წინამძღვარმა დღეს მეუფე პეტრე სიცრუეში დაადანაშაულეს, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ეკლესიის წინამძღოლი კარების ჩაკეტვის გამო გააკრიტიკა.
ბრალდებას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა მეუფე პეტრე. მიტროპოლიტის განცხადებით, მას ქაშვეთის წინამძღვარმა ტაძრის დაკეტვის მიზეზები აუხსნა და თქვა, რომ ცრემლსადენი აირით მოწამვლის გამო, მას სახლში დაბრუნება მოუწია, ტაძარი კი დაიკეტა ძარცვის თავიდან აცილების მიზნით.
“კურიერის” მიერ გადაღებულ კადრებში კი კარგად ჩანს, რომ სისხლიანი მოვლენების დროს ტაძრის კარები დახურული იყო მაშინ, როდესაც პოლიციისგან დევნილი ადამიანები თავშესაფარს სწორედ ეკლესიის ეზოში ეძებდნენ.
„მესმის, რომ ძალიან სჭირდებათ ამათ და ძალიან უნდათ მეუფე პეტრეს დისკრედიტაცია, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ბოროტი თავისი უგუნურებით ღვთის სამსახურშია. ეს ყველაფერი ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაც შეეხება ფაქტს, მე გუშინ ქაშვეთის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ელიზბარმა დამიდასტურა, რომ მან მიიღო გაზით მოწამვლა და ის იძულებული გახდა, სახლში დაბრუნებულიყო, ხოლო დაკეტილი ტაძარი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ აქციების დროს იყო შემთხვევები ეკლესიის გაძარცვისა და ქურდობისა, ამიტომ ისინი იძულებული იყვნენ ყოფილიყო ტაძარი დაკეტილი“, – აცხადებს მეუფე პეტრე