Category: არქივი

  • 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას-დიმიტრი გაბუნია

    200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას-ამის შესახებ დიმიტრი გაბუნიამ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის,გაბუნიას განცხადებით, შეწყალების საქმეზე მისი გამოკითხვის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს.

    „მე დავიკითხე მოწმის სახით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით და დეტალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია, რაც მე მქონდა. რაც შეეხება გამოძიების შეკითხვებს და დეტალებს, მე მოვაწერე ხელი გაუთქმელობის ხელწერილს და არ მაქვს უფლება მოგახსენოთ, კონკრეტულად რა პასუხები გავეცი. ის, რაზეც მე ვილაპარაკე რამდენიმე დღის წინ, ბუნებრივია, განხილვის საგანი იქნებოდა. დანარჩენი არის ძიების საგანი.
    „დღევანდელი გამოკითხვის მერეც მე დამრჩა ეს განცდა, რომ გამოძიება დაინტერესებულია გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. ჩემს ინტერესშია და მოვითხოვე კიდეც, რომ გამოვეკითხე გამოძიებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად, უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. უნდა დაიკითხოს აბსოლუტურად ყველა პირი“, – განაცხადა გაბუნიამ.

  • “წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ ბიჭო.შენობით მიმართე ვისთვისაც მიგიმართავს”-დაპირისპირება დეპუტატებს შორის (ვიდეო)

    “წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ ბიჭო.შენობით მიმართე ვისთვისაც მიგიმართავს”- ამ სიტყვებით ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაუპირისპირდნენ. კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

    დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასასმელად გამოყოფილ დროზე მსჯელობას მოჰყვა.

    ბექა ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ  14:00 საათზე მას შეხვედრა აქვს, რომლის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დრო შესაძლოა, უკვე დასრულებული იყოს. ამიტომ მოითხოვა მას ესარგებლა ამ დროით.  ოხანაშვილმა უპასუხა, რომ კომიტეტი მის დღის განრიგს ვერ მოერგებოდა.

    “ბექა, წადი, წადი, შეხვედრაზე არ დაგაგვიანდეს”- ასე მიმართა ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს.  რასაც დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა.

    “წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ, ბიჭო! ნუ აძლევ თავს ზედმეტის უფლებას,”- მიმართა ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს.

    კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, მას თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა და მიუთითა, რომ პარლამენტის წევრია.

    “ბიჭო შენი სასწავლებელი მე არაფერი მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ თუ არა. ნახე რა, თავში აუვარდა”, – მიმართა  ნაცვლიშვილმა ანრი ოხანაშვილს, ამის შემდეგ მან დარბაზი დატოვა.

  • 9-საათიან “კურიერს” ნათია ლაზაშვილი წაიყვანს

    9-საათიან “კურიერს” “რუსთავი 2-ზე” ნათია ლაზასვილი წაიყვანს. ამის შესახებ გადაცემა “სხვა შუადღის” ეთერში ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა. 

    „ნათია ლაზაშვილი არის და იყო „რუსთავი 2“-ის სახე. ნათია ლაზაშვილი ამ არხიდან არ წასულა იმიტომ, რომ მას აღარ უნდოდა ყოფილიყო ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მას აღარ ჰქონდა სურვილი ემუშავა იმ სარედაქციო კლიმატში, როდესაც საიდანღაც მოდიოდა მესიჯები და ეს მესიჯები უნდა შესრულებულიყო“,- განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

  • “მას არ უსწავლია მუსიკის წერა, ის უხილავ კავშირშია ზეცასთან”- ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი პატარა ქართველ “მოცარტზე” (ვიდეო)

    საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, დირიჟორმა, კომპოზიტორმა  და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა საზოგადოებას პატარა ვირტუოზი ცოტნე ზედგენიძე  რამდენიმე თვის წინ გააცნო. ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს სადაც წერს, რომ ცოტნეს 6 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, გადატანილი ტრაგედია კი მის შესრულებაში იგრძნობა. სწორედ ამიტომ რაჭველი აღნიშნავს, რომ რეპეტიციებს სადღესასწაული განწყობის მაგივრად იდუმალი განწყობა აქვს. 

    პატარა ცოტნე დიდი აუდიტორიისთვის 1 ოქტომბერს ოპერაში დაუკრავს. რაჭველი წერს, რომ ცოტნე ამით ქართული ხელოვნების უახლესი ისტორიის წერას იწყებს.

    “ბევრ ბრწყინვალე მუსიკოსს დაუკრავს ჩვენს ეროვნულ ორკესტრთან ერთად, დიდ შემსრულებლებასაც, უნიჭიერეს ახალგაზრდებსაც. ასეთი შეხვედრებით მართლაც განებივრებულები ვართ. რეაქციაც ყოველთვის შესაბამისია ხოლმე, აღფრთოვანება, სიხარული, აღტაცება… მაგრამ გუშინ და დღეს რაც ჩვენს სარეპეტიციოში ხდება, მსგავსს ვერავინ იხსენებს. ორკესტრან ერთად შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტის შესრულების შემდეგ (სხვათაშორის ამავე ნაწარმოების შესრულებით დახურა იუჯა ვანგმა წინანდლის ფესტივალი) ცოტნემ უფროს კოლეგებს თავისი ახალი ნაწარმოები “ატილა” მოასმენინა.

    ამ სრულიად წარმოუდგენელ ღვთიურ ნიჭთან ერთად იმხელა სიღრმე და გადატანილი ტრაგიზმი იგრძნობა მის ჰარმონიაში, მელოდიაში, ფორმაში და ბგერაში, რომ ტაშის დაკვრა ბანალურად გეჩვენება იმასთან შედარებით რასაც ისმენ, რასაც ხედავ და რა შეგრძნებებიც გეუფლება. (აღქმის ხარისხი საკუთარ მასშტაბზეც არის დამოკიდებული, თუმცა უპირობოდ გენიალურს სრულიად ყველა გრძნობს და აფასებს).

    ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ ეს რეპეტიციები არ გავს სხვებს. სხვათაშორის არ არის ეს სადღესასწაულო განწყობის სამუშაო პროცესი, ეს უფრო იდუმალია, სხვანაირი. მას არ უსწავლია მუსიკის წერა, ის უხილავ კავშირშია ზეცასთან, კოსმოსთან, რაც გვსურს ის დავარქვათ, ჩემთვის ამას ღმერთთან კავშირი ქვია.

    სწორედ ამ მოვლენის თანაზიარი ვხდებით ამ დღეების განმავლობაში.

    ცოტნე 6 წლის ხდებოდა ახალგაზრდა და ენერგიით სავსე დედა უცაბედად რომ გარდაეცვალა, დედა, რომელიც თავისი უკეთილესი თვისებებით ყველასგან გამოირჩეოდა, დედა, რომლის გარეშე მას ერთი საღამოც კი არ გაუტარებია. ტრაგედიისგან მიწასთან გასწორებულმა ბებიამ, ღვაწლიანმა პედაგოგმა და უმაღლესი გემოვნების მუსიკოსმა ნინა მამრაძემ მიიღო გადაწყვეტილება ბავშვებისთვის თავისი ქალიშვილი ჩაენაცვლებინა და ამას რა ძალა და ენერგია ჭირდება ალბათ მხოლოდ შვილგარდაცვლილმა მშობლებმა იციან… და აი შედეგი: დღეს ეს ადამიანი (აგვისტოში გახდა 10 წლის) უკვე წერს ჩემი სამშობლოს ხელოვნების უახლეს ისტორიას.

    1 ოქტომბერს გელით ოპერაში!
    ეს არ იქნება ჩვეულებრივი კონცერტი, ეს მისი გასავლელი დიდი გზის ათვლის წერტილია თქვენი მონაწილეობით!” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

    ვინ არის 9 წლის “ქართველი მოცარტი“.ნიკოლოზ რაჭველი ვუნდერკინდი ბიჭის შესახებ

    “ქართველი მოცარტი!!!”- ვინ არის ბიჭი, რომელმაც ნიკოლოზ რაჭველი აღაფრთოვანა

    ნიკოლოზ რაჭველი, “ქართველ მოცარტთან” ერთად, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ახალ სეზონს გახსნის

  • “რაღაც ერთ გზას დააგებენ, “ჯიპს” იყიდიან და ჰგონიათ, რომ უკვე მაგარი კომპანია აქვთ” – კალაძე

    “რაღაც ერთ გზას დააგებენ, “ჯიპს” იყიდიან და ჰგონიათ, რომ უკვე მაგარი კომპანია აქვთ”- ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მან  დაგვიანებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა.

    “მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. განსხვავებული მიდგომები აქვთ. აქვთ სამშენებლო კომპანია, რაღაც ერთ გზას დააგებენ, “ჯიპს” იყიდიან და ამით ჰგონიათ, რომ “ვსო”, უკვე მაგარი კომპანია აქვთ, აწყობილი აქვთ ყველაფერი… მიდის მერე პირამიდებით, რაღაცეებს მაიმუნობენ… სამუშაოს ვერ შეასრულებს, მერე ვინ არის დამნაშავე? საზოგადოებას არ აინტერესებს კონტრაქტორია დამნაშავე თუ სხვა. პასუხისმგებელი ხარ შენ – დედაქალაქის მერია და შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები” – განაცხადა  თბილისის მერმა.

  • “კურიერის” სარედაქციო პოლიტიკა დღეიდან დაფუძნებულია მიუკერძოებლობაზე-ირაკლი იმნაიშვილი

    “კურიერის” სარედაქციო პოლიტიკა დღეიდან დაფუძნებულია მიუკერძოებლობაზე- ეს განცხადება “რუსთავი 2-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა გადაცემა “სხვა შუადღის” განახლებულ ეთერში ცოტა ხნის წინ გააკეთა. მან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გადაცემის წამყვანებთან ერთად ისაუბრა.

    “გილოცავთ მაყურებელს, ძალიან მძიმე კრიზისიდან არხი ეთერში დაბრუნდა, რუსთავი 2-ს ყოველთვის შემოაქვს ახალი სტანდარტი, ახალი პროდუქტი. ჩვენი სეზონის მთავარი განმასხვავებელი იმისგან რაც იყო არის ძალიან მარტივი- “რუსთავი2-ის”, კურიერის სარედაქციო პოლიტიკა დღეიდან დაფუძნებულია მიუკერძოებლობაზე.ჩვენთვის ძალიან მთავარია არ ვიყოთ არცერთი პოლიტიკური ჯგუფის, ბიზნესის მხარეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვაქვს ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, კურიერში არ არის არცერთი ჟურნალისტი,ოპერატორიმ თანამშომელი რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ საქართველოსთვის ევროპულ  არჩევანს აქვს რამე ალტერნატივა”-განაცხადა იმნაიშვილმა.

  • არქტიკაში რუსულ გემს ლომვეშაპი თავს დაესხა და ჩაძირა

    არქტიკაში რუსეთის სამხედრო გემს ლომვეშაპა დაესხა თავს და  ჩაძირა. ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი წერს.ინციდენტი 18 სექტემბერს მოხდა. 

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, ლომვეშაპი გემს სავარაუდოდ საკუთარი ნაშიერების დასაცავად დაესხა თავს. 

    ბორტზე რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მკვლევრები და ექსპედიციის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

    თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • “ჩვენი დედაქალაქი ყარს” – მაკა ჩიჩუა

    ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა “ფეისბუქზე” წერს, რომ თბილისი ყარს და ამ გარემოში ცხოვრება საშიშია. პირველი ლედი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად დუშეთში ცხოვრობს. როგორც ჩანს, მას დღეს თბილისში ჩამოსვლა მოუწია და არსებული მდგომარეობით შეშფოთდა.

    „დღეს თბილისში შედარებით დიდხანს მომიწია გაჩერება …პირდაპირ ვიტყვი რომ ჩვენი დედაქალაქი ყარს საშიშია ეგეთ გარემოში ცხოვრება გადაჭარბების გარეშე“ – წერს მაკა ჩიჩუა.

  • “ეს ბოლო გაფრთხილებაა” – კალაძე კონტრაქტორ კომპანიებს აფრთხილებს

    თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაგვიანებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა.

    კალაძე კონკრეტულად 2 პროექტს შეეხო, ესენია გლდანში, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები და კიკვიძის ბაღში მიმდინარე სამუშაოები. კალაძე ამბობს, რომ თუ სამუშაოები დროულად არ დასრულდება და კიდევ ერთხელ მოხდება შემთხვევა, როცა ადგილზე ტექნიკა გაჩერებულია და არავინ მუშაობს, კომპანიებთან ხელშეკრულებები შეწყდება.

    დედაქალაქის მერის თქმით, ადგილობრივი კომპანიების ნაწილს მშენებლობის კულტურა არ აქვთ.

    “მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. განსხვავებული მიდგომები აქვთ. აქვთ სამშენებლო კომპანია, რაღაც ერთ გზას დააგებენ, “ჯიპს” იყიდიან და ამით ჰგონიათ, რომ “ვსო”, უკვე მაგარი კომპანია აქვთ, აწყობილი აქვთ ყველაფერი… მიდის მერე პირამიდებით, რაღაცეებს მაიმუნობენ… სამუშაოს ვერ შეასრულებს, მერე ვინ არის დამნაშავე? საზოგადოებას არ აინტერესებს კონტრაქტორია დამნაშავე თუ სხვა. პასუხისმგებელი ხარ შენ – დედაქალაქის მერია და შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები”, – განაცხადა კალაძემ.

    მანვე მოუწოდა შესაბამის პირებს, ორივე კომპანია მერიაში დაიბარონ.

    “დაიბარეთ ეს ორივე კომპანია და ბოლო გაფრთხილება მიეცით, ბოლო-ბოლო ჩამოვიყვანთ უცხოელებს და ვანახებთ როგორ უნდა განხორციელდეს ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები”, – განაცხადა კალაძემ.

    კიკვიძის ბაღში სამუშაოებს კომპანია “ინშაათ საქართველო” ახორციელებს, ხიზანიშვილი – ვეკუაზე კი – კომპანია “ენ სი სი”.

  • გამოკითხვა დასრულდა: ვაკელების გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გაგრძელდება

    გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება-ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. 

    „ჩავატარეთ გამოკითხვა და გამოკითხული ადამინების უმრავლესობა, 90% ამბობს , რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ვაკის გამგებლის ხელმძღვანელობით ვკითხეთ ადგილობრივ მოსახლეობასაც და ძალიან დიდი ნაწილი მომხრეა, რომ სამუშაოები გაგრძელდეს. გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა, ვფიქრობ, სწორია სამუშაოების გაგრძელება. ვეთანხმები მოსახლეობას.

    „პიქსელიდან“ არაყიშვილის ქუჩამდე 15 ოქტომბრამდე ქვედა ფენებში გზა მოწყობილი იქნება. ახლა ბოლო ეტაპია, სანიაღვრე ქსელის ჩადება ხდება. ალბათ, ვინც აქ გადაადგილდება, ხედავს, რა სამუშაოები მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, მართლაც, საშვილიშვილო სამუშაო კეთდება,“ – განაცხადა კალაძემ.