Category: არქივი

  • 17 მაისი არის ოჯახის სიწმინდის დღე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი (ვიდეო)

    იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს,მირანდა ერემაძეს  უსმენენ.

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატს კითხვით მიმართა. გოცირიძე დაინტერესდა, რატომ თვლიდა 8 მარტს ქალთა დრესასწაულად ირემაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს იყო საერთაშორისო დღე. 

    გოცირიძის შემდეგი შეკითხვა 17  მაისს ეხებოდა. ერემაძემ განაცხადა, რომ 17 მაისი მისთვის  ოჯახის სიმტკიცის დღეა.

    “17 მაისი არის ეკლესიის მიერ დაწესებული ოჯახის სიმტკიცის დღე”-უპასუხა ერემაძემ.

    “რატომ არ ამბობთ, რომ 17 მაისი არის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო დღე?-მიმართა გოცირიძემ ერემაძეს.

    „მანდამაინც თარიღში თანხვედრა რომ მოხდა, იმას არ ნიშნავს, რომ ერთს ან მეორეს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ. სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის გადაწყვეტილებებში. ეს ეკლესიის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ,”- განაცხადა მირანდა ერემაძემ.

    დეპუტატი ასევე დაინტერესდა იყო თუ არა შემთხვევითობა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ეკლესიის მიერ დღესასწაულის დაწესება, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ არ იცის.

  • ხურჩაში, საგუშაგოზე წვევამდელი დაიჭრა

    ხურჩაში საოკუპაციო ხაზთან მოწყობილ საგუშაგოზე წვევამდელი დაშავდა. მას ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • “და აი, დადგა დრო სიამაყით გაუწყოთ”-ნანუკა ჟორჟოლიანი

    ნანუკა ჟორჟოლიანმა ახლადშექმნილი “მთავარი არხის” მორიგი წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. “სხვა ნანუკას” წამყვანი რეიტინგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2-სა” და “მთავარ არხს” თითქმის თანაბარი რაოდენობის მაყურებელი ჰყავს.

    “და აი, დადგა დრო სიამაყით გაუწყოთ რეიტინგები 

    ორი კვირის გახსნილი, ჯერ სატელიტზე არ გასული, მთავარის რეიტინგი 5,07%

    და 25 წლის ჩვევის მიუხედავად, კურიერი პირველი სატელევიზიო ეთერი 5,79%

    სხვა ნანუკასაც ძალიან კარგი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ ამას, ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

    ბედნიერი ნანუკა გისურვებთ იგივეს თქვენც”-წერს ჟორჟოლიანი.

  • ფინანსთა მინისტრი, მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს

    ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს ს სიცრუეში ადანაშაულებს. მაჭავარიანმა ხაზარაძის იმ განცხადებას, უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე კომპანიების რეკეტი მაჭავარიანის კაბინეტში ხდებოდა.

    “მე არ მესმის რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით და სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს. ის, რაც ხდებოდა ჩემს კაბინეტში ადრე და მოხდება მომავალში, იქნება ერთადერთი – ერთის მხრივ პრობიზნეს გადაწყვეტილებები, მაგრამ იმავდროულად დაბალანსებული სახელმწიფო ინტერესის,” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

    მაჭავარიანი აცხადებს ვალების განულების პროცესი სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. 

    “შეგიძლიათ გამოიძიოთ და ნახოთ, ვერც ერთს ვერ იპოვით, რომელსაც არათუ დაემუქრნენ ან ამის მერე რამე მოყვა, არც უთხოვია არავის და არც დაინტერესებულა, ხომ არ შეცვალეს გადაწყვეტილება. ვინც დარჩა და ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ სარფიანად იხეირა ყველამ, რადგან იყო დიდი კომპონენტი უიმედო ვალების, რომლების ამოღება პრაქტიკულად ვერ ხდებოდა და აბსოლუტურად ყველას კომპენსირება მოხდა ერთი და იმავე განაკვეთით, რომ არ ყოფილიყო სპეკულაციები. წაბრძანდით და მოიკითხეთ იმათთან ვინც მონაწილეობდნენ ან არ მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, იყო თუ არა მუქარა, ან ვინც არ მიიღო მონაწილეობა რაიმე ტიპის გართულება მოყოლია თუ არა, – აცხადებს მაჭავარიანი.

  • შემთხვევა სოფელ ლიაში – თხევადი აირის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
    წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო ბრიგადა.მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

  • ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე მივიდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

    უწყებაში შესვლამდე მას ჟურნალისტებმა შეკიტხვები სკანდალური შეწყალების შესახებ დაუსვეს. მან არცერთ შეკითხვას არ უპასუხა.

    “არ გპასუხობთ. გამოძიებას გავცემ პასუხს,” – განაცხადა ხუციშვილმა.

    შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

    “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი და მასში  რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია მონაწილეობს.გაბუნიამ კი ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ შესასწყალებენ პატიმართა სიის შედგენას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა.

  • “ბიჭო არ ვარ მე შენი, ბიჭოთი მიმართე შენს თანაგუნდელებს”-დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

    ცოტა ხნის წინ, პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს,  ხმაური იყო. “ევროპული საქართველოს” დეპუტატი გიგა ბოკერია და უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

    კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოკერიამ განაცხადა,  რომ უმრავლესობის დეპუტატებს შორისაც მოიძებნებიან გონიერი ადამიანები. ბერაიამ ბოკერიას “ბიჭოთი” მიმართა, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია. 

    “ბიჭო არ ვარ მე შენი, ბიჭოთი მიმართე შენს თანაგუნდელებს”-მიმართა ბოკერიამ ბერაიას.

    ბოკერიამ ასევე განმარტა, რომ მისი შეფასება,  უმრავლესობის დეპუტატების შორისაც მოიძებნებიან გონიერი ადამიანები, მხოლოდ კომპლიმენტი იყო.

  • ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის სასაფლაოების მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისში ცხოვრობდა და ძმასთან ერთად სოფელ კოღოთოში, ერთ-ერთ საოჯაო სასტუმროში მუშაობდა.ის  რამდენიმე დღის წინ გაუჩინდა.

    დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი გუშინ ღამით მწყემსსმა აღმოაჩინა და სამართალდაცმველებს შეატყობინა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

  • “მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის”-მაია ასათიანის გადაცემის ახალი პრომო, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა (ვიდეო)

    მაია ასათიანის გადაცემის ახალი პრომო “რუსთავი 2-ის” ფეისბუქის გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.როგორც ჩანს შემოქმედებითმა ჯგუფმა პრომოსთვის ოკუპაციის თემა აირჩია და გადაცემის წამყვანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის მთავარ მტერზე პოზიციას მკვეთრად აფიქსირებს.

    “ჩემი სამშობლოს 20% დღემდე დაპყრობილია, რუსეთი ჩემი ქვეყნის მთავარი მტერია, ომი რუსეთმა დაიწყო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის-” აცხადებს ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი ასათიანი.

    ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში მაია ასათიანს არხზე დარჩენის გადაწყვეტილებას უწუნებენ,ზოგს კი თავად პრომო არ მოეწონა.

    “პირველად ხდება რომ მე არ გითანაგრძნობ,და ამ არჩევანში მხარს არ გიჭერთ”
    “რომელ ჯარისკაცობაზე საუბრობ???ღალატი არაფერს ნიშნავს???”-წერენ მაყურებლები.

  • საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი – სერგეი ლავროვი

    საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი- ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა  “კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

    „მე ამ ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიხვდა იმ პროვოკაციული ხრიკის კონტრპროდუქტიულობას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, დარბაზში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობის დროს. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ  ჩაშალეს ეს ღონისძიება და ამის შემდეგ რუსეთს დააბრალეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც თითქოს რუსოფობიური კამპანია გააჩაღა. მაგრამ, იქ არაფერი მომხდარა შეთანხმებული პროცედურის გარდა, რომელიც მძვინვარე ხალხის ჯგუფმა შეაჩერა. მათ წინასწარ მომზადებული პლაკატები ჰქონდათ. ისინი ამას გააზრებულად აკეთებდნენ. რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა არ ყოფილა. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას“, – განაცხადა ლავროვმა.

    შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა რუს დეპუტატ გავრილოვს სხდომის გაგრძელების უფლება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ მისცეს, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 8 ივლისიდან საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა შეწყდა.