Category: არქივი

  • ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციის ვადა გაგრძელდება

     

    {{ARTICLEIMAGE}}ხვალ საფრანგეთში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია 2020 წლამდე გაგრძელდება.

     

    ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სამინისტროს საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს ასახავს. თავდაცვის მინისტრის თქმით, წელს საქართველო ავღანეთში მონაწილეობას 870 სამხედრო მოსამსახურით აგრძელებს.

    “ასევე ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის ფარგლებში ერთი ოცეულით ვართ წარმოდგენილი. მალიში ვართ ერთი ოფიცრის სახით და ბოლოს, ჩვენ ასევე ავღნიშნეთ NATO-ს რეაგირების ძალებში ჩვენი ასეულების მონაწილეობა”,თქვა თავდაცვის მინსიტრმა.

    საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე NATO-ს საერთაშორისო მისიას, “საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. ქართული გაძლიერებული ოცეულის ამოცანას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. მისიის მიმდინარეობისას ეტაპობრივად იცვლებოდა ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა და მათი ამოცანები. ქართული ქვედანაყოფები ახორციელებდნენ: ბაზების დაცვას; პატულირებას; ჩხრეკას; კორდონს; საკონტროლო-გამშვები პუნქტის ოპერაციებს; ავღანური არმიის საარტილერიო ქვედანაყოფების მომზადებას; სამხედრო ჰოსპიტალის დახმარებას. 2015 წლის 1 იანვრიდან, ავღანეთში, NATO-ს საერთაშორისო მისია “მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში მიმდინარეობს. 2015-2017 წლებში, სახმელეთო ჯარების სამანევრო ბრიგადების და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები, როტაციის წესით, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში არაერთხელ ჩაერთვნენ.

    ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში ერთი ბატალიონით და ორი ასეულით არის წარმოდგენილი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო შტაბებში მეკავშირე ოფიცრების პოზიციებზე არიან ჩართული.საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში, მძიმე დანაკლისი განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) დასრულებამდე დარჩებიან.

     





     

  • სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას სთავაზობს

    {{ARTICLEIMAGE}} საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს “დემოკრატიის პირველ წესს” ახსენებს. ზურაბიშვილის შეფასებით, დემოკრატიია, როდესაც წაგებას ეგუები და არჩევნებში დამარცხებას აღიარებ. არჩეული პრეზიდენტის ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლის გიორგი ლომიას შეფასებას მოჰყვა, რომელმაც ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 

  • ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

    {{ARTICLEIMAGE}}

    ვერის სასაფლაოს ეკლესიაში ნიკა რურუას პანაშვიდი გაიმართა, ხალხის ძალიან დიდი ნაკადის გამო დაკრძალვის ცერემონიალმა ერთი საათით გადაიწია. ნიკა რურუას ოჯახის წევრებს თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა მიუსამძიმრა, პანაშვიდზე იმყოფებოდა პრეზიდემტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ლაშა ჟვანია. ოჯახს მიუსამძიმრა პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ და ილია მეორის სამძიმრის წერილი გადასცა.


    “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გულის შეტევით 4 დეკემბერს გარდაიცვალა.

     

  • საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 23%-ით გაიზარდა.

     

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 4,688,177 მგზავრს მოემსახურა. ეს მონაცემი 23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წლის 11 თვე – 3,808,668 მგზავრი).

    ნოემბრის თვეში მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში 261,209 მგზავრს მოემსახურა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ნოემბერი 218,813 მგზავრი).

    ხოლო 11 თვეში – 3,547,553 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21% შეადგინა (2017 წლის 11 თვე – 2,943,553 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2018 წლის ნოემბერში 132%-ით გაიზარდა და 47,868 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ნოემბერი – 20,591 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560,254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია (2017 წლის 11 თვე 380,552 მგზავრი).

    ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 24,677 მგზავრმა ისარგებლა, რაც 33% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ნოემბერი 18,553 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 20%-ით გაიზარდა და 580,370 მგზავრი შეადგინა (2017 წლის 11 თვე 484,563 მგზავრი)