Category: არქივი

  • არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულმა მარნეულის მერმა საპატიმრო დატოვა

    {{ARTICLEIMAGE}}
    მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ შეეცვალა. პროკურატურის განცხადებით, “გამოკვლეულია წერილობითი მტკიცებულებები და გამოკითხულია ძირითადი მოწმეები, შესაბამისად მოწმეებზე ზემოქმედების რისკი მოხსნილია”.

    თავად ყოფილი მერი აცხადებს, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებს, რადგან მისი დაკავება უკანონო იყო და პროვოკაცია მოუწყვეს. “ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა “ნაციონალურ მოძრაობაში” გადასვლა. რეალურად, ეს ადამიანი იყო “ქართული ოცნების” წარმომადგენელი”, განაცხადა აბაზოვმა.

    თემურ აბაზოვი 7 თვის განმავლობაში პატიმრობაში იყო. ის მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით იყო დაკავებული. მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

  • რუსეთში 2019 წლის კალენდარი სტალინის პორტრეტით და ციტატებით გამოიცა

     

     

  • თბილისის ცენტრში 4 ადამიანი დაჭრეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ კლუბთან 4 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა 14 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა. 

    წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. დაჭრილები,რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ ოპერაცია, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი ადამიანი კი ალადაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მას ასევე დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. 

    მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებისგან სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ასევე არ ვრცელდება ახალი დეტალები ცნობილი, როგორია დაჭრილების მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ.

  • აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ევროსასამართლომ რუსეთის მოქალაქეების 2 სარჩელი არ მიიღო

    {{ARTICLEIMAGE}}
    ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეების ორი სარჩელი განსახილველად არ მიიღო. სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის მცხოვრებლებმა შეიტანეს. 

    სარჩელები ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეხებოდა: ესენია სიცოცხლის უფლების დარღვევა, არაადამიანური მოპყრობა, საკუთრების უფლების დარღვევა, სამართლებრივ დაცვის უფგლების დარღვევა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა.

    სასამართლომ ორი სარჩელი არ მიიღო განსახილველად, რადგან განმცხადებლები მართალია განიცდიდნენ მნიშვნელოვან დისკომფორტს, მაგრამ მათი მდგომარეობა არ იყო იმდენად სერიოზული, რომ ეს კონვენციის მუხლების დარღვევად ჩათვლილიყო.

    სარჩელები დედა-შვილმა იზოლდა და ნინო კუდუხოვებმა, ასევე, ცოლ-ქმარმა კლარა ნანიევამ და უმარ ბაგაევმა შეიტანეს. ისინი საქართველოს მიერ კონვენციის დარღვევაზე ჩიოდნენ: “რომ ქართველი სამხედროებისგან იღებდნენ მუქარას, ხოლო მათი საცხოვრებელი დანგრეული იყო”. თუმცა სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია.

    მიიღებს თუ არა მას განხილვაში მესამე სარჩელს, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რაზეც უკვე გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლებაც. ეს სარჩელი ხადიჯა ჯიოევასა და მის ორ ქალიშვილს – ალიონა და ირინა კაჩმაზოვებისაა, ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან და 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში ცხოვრობდნენ.

    ჯიოევას თქმით, 7 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც სროლებისა და მძიმე არტილერიის ხმა გაიგო, იძულებული გახდა საკუთარი სახლის სარდაფისთვის შეეფარებინა თავი. მეორე დღეს კი, როცა სახლში დაბრუნდა ტანსაცმლისა და საკვებისთვის, სწორედ ამ დროს, მისი საძინებლის კედელს ტყვია მოხვდა. 10 აგვისტოს, ის წავიდა ცხინვალიდან და შეხვდა ქალიშვილებს, რომლებიც მანამდე სოფელში გადავიდნენ. 2008 წლის სექტემბერში, ისინი დაბრუნდნენ საკუთარ სახლში და ნახეს, რომ მას სერიოზული ზიანი ჰქონდა მიყენებული. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯიოევას სარჩელის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას აცნობებს, ხოლო მისი ქალიშვილების სარჩელების მიღებაზე უარი თქვა, რადგან ისინი სოფელში წავიდნენ და მათი სიცოცხლისთვის სერიოზული რისკი არ არსებობდა.

    2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

    ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

  • საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკან გაიწვევს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საპარლამენტო უმრავლესობამ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ცვლილებების კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. განაცხადა.  

    “ვიდრე ამაზე პარლამენტს გარეთ ძალიან სერიოზული და შეიძლება ითქვას, ხელოვნური აჟიოტაჟი იყო, გუნდის შიგნით მიმდინარეობდა რეალური არგუმენტებით გაჯერებული მსჯელობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კანონპროექტი განხილული აღარ იქნება, ანუ გაწვეული იქნება და ამისი არგუმენტები იყო ძალიან მყარი, მაგრამ მეორე მხრიდანაც ძალიან სერიოზული არგუმენტები იყო”, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის ინიციატორებიც დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დღესვე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მცდელობაა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს ადამიანების დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება.

    “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის მოხსნას და მათი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან გათანაბრებას ითვალისწინებდა. კანონპროექტი პრეზიდენტს საშუალებას აძლევდა სამსახურში კონკურსის გარეშე აეყვანა და თავისი შეხედულების მიხედვით გაეთავისუფლებინა ნებისმიერი პირი.

  • ევროპარლამენტი რუსული გაზსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგება

    {{ARTICLEIMAGE}}
    ევროპარლამენტი რუსული გაზსადენის “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ეს შეფასება ევროკავშირისა და უკრაინის ასოცირების შეთანხმების შესრულების პირველ ანგარიშშია ასახული, დოკუმენტს კენჭი გუშინ უყარეს და მას მხარი 433 ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

    მათი შეფასებით, “ჩრდილოეთის ნაკადი 2” პოლიტიკური პროექტია, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას, ევროპარლამენტარებისთვის ასევე მიუღებელია ახალი გაზსადენის მშენებლობა- უკრაინის გვერდის ავლით.

    “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მილსადენები რუსეთს გერმანიასთან უკრაინის გვერდით ავლით, ბალტიის ზღვით დააკავშირებს. გაზსადენს “გაზპრომის” კუთვნილი კომპანია აშენებს, რომლის პარტნიორებიც გერმანული კომპანიები არიან. გაზსადენის მშენებლობას სასტიკად ეწინააღმდეგება აშშ-ის ხელისუფლება და პროექტის მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.

  • კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

     

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

     

     

     

    ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე უძღვებოდნენ. სამ გამარჯვებულს, რომელიც 22 პიესიდან შეირჩა, ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.

     

     

     

    პირველი პრემია გადაეცა დავით ნაცვლიშვილს პიესისთვის “MShT-15” (მტვერსასრუტის მისტერიული დრამა); მეორე პრემია ალექს ჩიღვინაძეს – „თქვენთანაც აბრახუნებენ?“ მესამე პრემია კი პიესისთვის „ხუთშაბათი“ თამარ ბართაიას ჯგუფს.

     

     

     

    კონკურსი „ახალი ქართული პიესა“ წელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.

     

  • კობახიძე:მარგველაშვილი ცდილობს, კუდი მოიქნიოს

    {{ARTICLEIMAGE}}
    უფლებამოსილების ამოწურვამდე გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კრიტიკის ობიექტი კვლავ ხდება. კობახიძის შეფასება ამჯერად გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომ არსებობენ პორტირებული “ნაციონალები”, ექსპორტირებული “ნაციონალები” და ჭეშმარიტი “ნაციონალები”. 

    “არ ვიცი პორტირებულში რა იგულისხმება. თუ საუბარია “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რას გულისხმობს პრეზიდენტი არ ვიცი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას ეწურება უფლებამოსილების ვადა და ამის ამოწურვის ბოლო დღეებში ცდილობს, რაღაცნაირად თავისი შეხედულებით “კუდი მოიქნიოს”. ეს არ არის ღირსეული საქციელი”,განაცახდა კობახიძემ.