Category: არქივი

  • მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებულ პროცედურებში ხელშეწყობისათვის, მოქალაქეს მოსთხოვა 2 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ 1 000 აშშ დოლარი აიღო.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

  • ომბუდსმენი: აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, კახეთის ინციდენტის დროს, გარკვეულ მომენტებში, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. კახეთის ინციდენტზე მორიგი განცხადება ომბუდსმენმა დღეს გააკეთა.

    ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის აცხადებს, რომ ეს საკითხი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა:

    “ვფიქრობ, ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების ფორმებსა და ფარგლებს.”

    ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს. ომბუდსმენის განცხადებით, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება უნდა წარიმართოს.

    “ჩვენ მთელი დღის მასალებს ვსწავლობთ, რათა დავადგინოთ ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი, მათ შორის, იმას, როგორ შეასრულეს თავისი ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი მოსაზრებები. ყველა ასეთ დელიკატურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს,” – განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა.

    ნინო ლომჯარიამ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ დავით კირკიტაძე სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს, ომბუდსმენი მის საქმეს შეისწავლის და ჩაერთვება.

    გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 17 დეკემბერს დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო.

    წყარო – “ნეტგაზეთი”

  • ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია დღეს არ გაიმართება

    გაერთიანებული ოპოზიცია გუშინ დაანონსებული აქციის გამართვას დღეს არ გეგმავს. ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. გიორგი ვაშაძის თქმით, მათ ყოველდღე უწევთ გეგმის შეცვლა და არ ელოდნენ, რომ დავით კირკიტაძეს დააკავებდნენ. “დღეს სამართლებრივ ენაზე უნდა დავალაგოთ ყველაფერი და მივაწოდოთ ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს”,განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    როგორც ცნობილი იყო, გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან უწყვეტ აქციებს იწყებდა. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ განაცხადა. მისივე თქმით, აქციების შესახებ დეტალებს საზოგადოება დღეს შეიტყობდა. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაც, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მეექვსე საშუალო სკოლის დირექტორი.

    “აქციები იქნება შეუწყვეტელი, რომელიც იქნება მშვიდობიანი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში”,-თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

  • დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

    {{ARTICLEIMAGE}}

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს ბრალს ხვალ წარუდგენენ”, ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ავრცელებს. ადვოკატი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი დავით კირკიტაძის მონახულებას გეგმავს. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოებიდან არავინ დაკავშირებია და ბრალდების შინაარსი მათთვის ცნობილი არ არის, თუმცა დავით კირკიტაძე არ ეთანხმება დაკავების კვალიფიკაციას და პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.


    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფარგლებში იგი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.

  • “აქ იქნება თქვენი სახლი”: ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    აქ იქნება თქვენი სახლი” – ასე დახვდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მისულ ჟურნალისტებს. სალომე ზურაბიშვილი მედიას ადმინისტრაციულ ფლიგელში უმასპინლა და იქვე მოაწყო ბრიფინგი. მას ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია.

    “მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი – ოფფ ტჰე რეცორდ, რომელიც საჭიროა თქვენთვის და არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა “ჩემი პრესკლუბი” და ამდაგვარი ფორმატი, მგონი, ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში დავიწყოთ ამ ფორმატში მუშაობა. ვფიქრობ, გვექნება ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩემი სურვილი და ამისთვის თქვენგანაც მადლობელი ვიქნები”, განაცხადა ზურაბიშვილმა.

    დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის წევრები ორ თანამდებობაზე უკვე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანალებს, საპარლამენტო მდივანი კი დიმიტრი გაბუნია იქნება.

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მუშაობა დაიწყო. მან ჟურნალისტებს რამდენიმე გადაწყვეტილება გააცნო. მაგალითად,  პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ლაშა ჟვანია და ის უკვე დანიშნულია ოფიციალურად. ასევე დაინიშნა საპარლამენტო მდივანი და ის დიმიტრი გაბუნია იქნება. რაც შეეხება პრესსამსახურს, ნათია პავლიაშვილი, რომელიც ზურაბიშვილთან წლებია, მუშაობს, პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ზურაბიშვილი ამბობს, რომ პიარის მიმართულება გაძლიერდება.

  • ზურაბიშვილმა საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნია დანიშნა, ადმინისტრაციას კი ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის წევრები ორ თანამდებობაზე უკვე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანალებს, საპარლამენტო მდივანი კი დიმიტრი გაბუნია იქნება. 

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მუშაობა დაიწყო. მან ჟურნალისტებს რამდენიმე გადაწყვეტილება გააცნო. მაგალითად,  პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ლაშა ჟვანია და ის უკვე დანიშნულია ოფიციალურად. ასევე დაინიშნა საპარლამენტო მდივანი და ის დიმიტრი გაბუნია იქნება. რაც შეეხება პრესსამსახურს, ნათია პავლიაშვილი, რომელიც ზურაბიშვილთან წლებია, მუშაობს, პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ზურაბიშვილი ამბობს, რომ პიარის მიმართულება გაძლიერდება.

    ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითვებს არ უპასუხა და თქვა, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის ე.წ. “ოფ ზე რიქორდ” (ჩაწერის გარეშე) შეხვედრებს აპირებს. ახალმა პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ჟურნალისტებისთვის პრესკლუბის რეჟიმში აპირებს ურთიერთობას და მის მოწყობას სასახლეში აპირებს: “როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მქონდა”,განაცხადა ზურაბიშვილმა. რაც შეეხება ზურაბიშვილის გუნდს, პრეზიდენტის თქმით, ძირითადი ბირთვის შესახებ სავარაუდოდ, მედიისთვის ორშაბათს გახდება ცნობილი.

  • სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში განთავსდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მუშაობა დაიწყო. მან ჟურნალისტებს რამდენიმე გადაწყვეტილება გააცნო. მაგალითად,  პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ლაშა ჟვანია და ის უკვე დანიშნულია ოფიციალურად. ასევე დაინიშნა საპარლამენტო მდივანი და ის დიმიტრი გაბუნია იქნება. რაც შეეხება პრესსამსახურს, ნათია პავლიაშვილი, რომელიც ზურაბიშვილთან წლებია, მუშაობს, პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ზურაბიშვილი ამბობს, რომ პიარის მიმართულება გაძლიერდება. 

    ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითვებს არ უპასუხა და თქვა, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის ე.წ. “ოფ ზე რიქორდ” (ჩაწერის გარეშე) შეხვედრებს გეგმავს. ახალმა პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ჟურნალისტებისთვის ე.წ. ჩემი პრესკლუბის რეჟიმში აპირებს ურთიერთობას და მის მოწყობას სასახლეში გეგმავს:”როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მქონდა”,განაცხადა ზურაბიშვილმა.

    რაც შეეხება ზურაბიშვილის გუნდს, პრეზიდენტის თქმით, ძირითადი ბირთვის შესახებ სავარაუდოდ, მედიისთვის ორშაბათს გახდება ცნობილი.

  • კირკიტაძე შიმშილობს

    {{ARTICLEIMAGE}}
    17 დეკემბერს დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას იწყებს. გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებს კახეთის სამხარეო სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ აცნობა, რომ “კირკიტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

    “ბატონი დავითი აცხადებს შიმშილობას. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხელისუფლების მხრიდან”, ამბობს ადვოკატი.

    შს სამინისტროს ცნობით, კირკიტაძე კახეთისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. უწყების ცნობით, “გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე. დანაშაული ისჯება როგორც ჯარიმით, ასევე თავისუფლების აღკვეთით.

  • პატიმრის გარდაცვალებაზე პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფასიეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ იღებდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, რომ მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ.

    “1983 წელს დაბადებული გიორგი ფასიეიშვილი მიმდინარე წლის 31 ივლისს დააკავეს, ხოლო პირველ აგვისტოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. გიორგი ფასიეიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და შიმშილობა გამოაცხადა, რის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობა.

    მიმდინარე წლის სექტემბრიდან სისუსტის გამო, გიორგი ფასიეიშვილი ხუთჯერ იყო ჰოსპიტალიზებული N8 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზე და ისევ N8 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა.

    24 ნოემბერს და 5 დეკემბერს ბრალდებული იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. 5 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი ჩაერთო სუიციდის პრევენციის პროგრამაში; 8 დეკემბერს ბრალდებული კვლავ გადაიყვანეს ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში, მაგრამ მანქანიდან არ გადმოვიდა და დაბრუნდა N18 დაწესებულებაში. 14 დეკემბერს ბრალდებული ღუდუშაურის კლინიკაში იქნა გადაყვანილი და იმავე დღეს დაბრუნდა პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში. 15 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი კვლავ იქნა გადაყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც იმყოფებოდა გარდაცვალებამდე. დაესვა დიაგნოზი – ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი თრომბოიტოპენია, დაუზუსტებელი კოაგულოპათია, ბოდვითი აშლილობა, ჰიპოგლიკემია. ბრალდებული გადაადგილებისას სარგებლობდა ინვალიდის ეტლით, აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე. ბრალდებული უარს აცხადებდა გამოკვლევებსა და გასინჯვაზე. გიორგი ფასიეიშვილი იმყოფებოდა ღუდუშაურის თერაპიულ სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოე და მიუხედავად ექიმების მცდელობისა და ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა”, წერია განცხადებაში.

  • გრიგოლ ვაშაძე გირაოს სანაცვლოდ დავით კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვს

    {{ARTICLEIMAGE}}
    გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დაკავებული თანამოაზრის დავით კირკიტაძის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვს და ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ამბობს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში დავით კირკიტაძე გამოძიებასთან ითანამშრომლებს

    “დავით კირკიტაძე თქვენი მხარდამჭერი არ არის. თუ მან შიმშილობა დაიწყო, ის იშიმშილებს ბოლომდე. ამიტომ კანონის და მორალის ფარგლებში გეუბნებით, გაათავისუფლეთ ეს ადამიანი გირაოს სანაცვლოდ, გინდ სხვა რაღაც მოუფიქრეთ. გაანებეთ თავი ჩვენს მხარდამჭერებს და თუ სამართალს რამე შეკითხვები აქვს, რამდენჯერაც საჭიროც იქნება, იმდენჯერ მივა სასამართლოში”,განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ თელავში, პოლიციის იზოლატორთან, სადაც 17 დეკემბერს ღამით “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლებმა დაკავებული დავით კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

    შს სამინისტროს ცნობით, კირკიტაძე კახეთისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. უწყების ცნობით, “გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე. დანაშაული ისჯება როგორც ჯარიმით, ასევე თავისუფლების აღკვეთით.