Category: არქივი

  • ეკონომიკის მინისტრი:დიასახლისები ამბობენ, რომ მუშაობა არ უნდათ

    {{ARTICLEIMAGE}}
    ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას დასაქმების პრობლემასაც შეეხო. 

    “3,7 მილიონი ადამიანიდან ჩვენი მუშახელი, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ, არის მიახლოებით 2 მილიონი. დანარჩენი არის 15 წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ხალხი. აგრეთვე, ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც ჰქვია სამუშაო ძალის გარეთ. ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა, მაგრამ აქ არის კიდე სხვადასხვა კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. აი ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, ნაწილობრივ მაინც, აგრეთვე ჩვენი ამოცანაა”.

  • ჯანდაცვის მინისტრი:მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული

    {{ARTICLEIMAGE}}
    დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დღეს “ექსპოჯორჯიაში” ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. განხორციელებული რეფორმები, სამომავლო გეგმები და მთავარი გამოწვევები – ეს ის საკითხებია, რაზეც დავით სერგეენკომ ისაუბრა. მისი განცხადებით მოსახლეობის ხელმისაწვდდობა ჯანდაცვის სისტემებზე გაზრდილია და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ერთ ადამიანზე წელიწადში 117 დოლარი იხარჯება. მინისტრის ინფორმაციით, მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული.

    მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წელს ჩატარებულ კვლევის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, გაზრდილია მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა, თუმცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება.

    პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა აკაკი ზოიძის განცხადებით, უფრო სწრაფი ტემპებია საჭირო.

    ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშროისო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. მამუკა ბახტაძემ ღონისძიების ფარგლებში ც ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა, რისთვისაც დავით სეგეენკომ მადლობა გადაუხადა.

  • პასუხი უნდა გასცეთ მოსახლეობას – როდის დავეწევით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას?

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართა და შეახსენა, რომ მან მოსახლეობისთვის ძალიან მარტივ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი.

    “ყველაზე დიდი პროტესტი გამიჩნდა მაშინ, როდესაც თქვით, რომ 2014, 2017 და 2018 წლებში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. “ქართული ოცნების” პირობებში არის საშუალოდ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა. თქვენ პასუხი უნდა გასცეთ მოსახლეობას ძალიან მარტივ კითხვაზე:ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას როდის დავეწევით? ამ საშუალო ეკონომიკური 4%-იანი ზრდით ათწლეულები ვერ დავეწევით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას. ამ ეკონომიკური ზრდით არ გვყოფნის სახსრები ყველაზე აუცილებელი საკითხების გადასაჭრელად. გვერდი აუარეთ და არ ახსენეთ, რომ რაც კი ამ წლების განმავლობაში დაფინანსდა, სამთავრობო ვალი გაიზარდა. მპს-თან მიმართებაში სამთავრობო ვალი 34%-დან ავიდა 43-44%-ზე. ეს არც კი გიხსენებიათ”, განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

  • ეკონომიკის მინისტრი:საქართველოში ლარი სტაბილურია და არ არსებობს კურსის ვარდნის რეალისტური საფუძველი

    {{ARTICLEIMAGE}}
    ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, საქართველოში ლარი სტაბილურია და არ არსებობს კურსის ვარდნის რეალისტური საფუძველი. გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ “ლარის კურსი, როგორც მინიმუმ, იქნება სტაბილური” და “ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნები”.

    გიორგი ქობულია თვლის, რომ ლარის კურსს შიში და პანიკა აზარალებს.

    “ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა იყოს ნაკლები ეკონომიკაში – ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც – ან იმპორტში უნდა გავიდეს. მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017 და 2018 წლებს შორის. ნაკლები კი არა, 65 მილიონი დოლარით მეტი დოლარი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი? ლარი შეიძლება გაიაფდეს მხოლოდ იმისგან ამ სიტუაციაში, თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები, თორემ ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს?! ამას ფიზიკის კანონები ეწინააღმდეგება და ეკონომიკის”, განაცხადა გიორგი ქობულიამ.

  • გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი 38 კვირის ორსული იყო

    {{ARTICLEIMAGE}}
    გრიპის ვირუსით დღეს გარდაცვლილი ქალი 38 კვირის ორსული იყო. დღეს მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    “შემოსვლისთანავე აღენიშნებოდა რთული მდგომარეობა, სუნთქვის უკმარისობა. პაციენტი იყო 38 კვირის ორსული. ის მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში. დაეწყო სათანადო მკურნალობა. ეჭვი გვქონდა გრიპზე, რის საფუძველსაც იძლეოდა მისი ანამნეზური მონაცემები. ოჯახის წევრების თქმით, იყო 2-3 დღის შემთხვევა. 24 საათის განმავლობაში განხორციელდა საკეისრო კვეთა. მდგომარეობა მკურნალობის განმავლობაში რჩებოდა უაღრესად მძიმე”, განაცხადა ექიმმა. მისივე ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს. 

    საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების უკვე ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • მოზარდების მკვლელობის საქმე:მიხეილ კალანდია სასამართლოში დაიკითხა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია სასამართლოში დაიკითხა. მისი დაკითხვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და პროცესიდან გამოსულმა ადვოკატმა მხოლოდ ის თქვა, რომ კალანდია მოწმის სტატუსით დაკითხეს, შინაარსზე მას არ უსაუბრია. 

    აღსანიშნავია, რომ გუშინ მიხეილ კალანდია საგამოძიებო უწყებაში იყო დაბარებული. პროკურატურაში ის ადვოკატთან ერთად მივიდა.

    ადვოკატ ანა კოტეტიშვილის თქმით, მიხეილ კალანდია პროკურატურაში სწორედ მის მომდევნო სასამართლო პროცესზე დაკითხვასთან დაკავშირებით გამოცხადდა.

    “ერთ-ერთ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოხდა დღეს ჩვენი დაბარება. სასამართლოში მისი სამომავლო დაკითხვის წესებისა და პროცედურების გავლასთან დაკავშირებით. თუმცა კონკრეტულად რომელი, ვერ დავაკონკრეტებ გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულებიდან გამომდინარე. მხოლოდ დაკითხვის პროცედურებზე იყო საუბარი”, განაცხადა ადვოკატმა.

    როგორც ცნობილია, მიხეილ კალანდია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანის ნათესავია. სწორედ მის დასჯას მოითხოვს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე.

    “მოვითხოვ არამხოლოდ კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა გამყალბებელი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას, თქვა სარალიძემ ჟურნალისტებთან რამდენიმე დღის წინ.

    ხომ არ იგეგმება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი პირის, მიხეილ კალანდიას დაკავება, ჟურნალისტების ამ კითხვას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა უპასუხა, რომ ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია.

    “წინასწარ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ზაზა სარალიძემ, როგორც დაზარალებულმა მხარემ მიიღო ის ინფორმაცია, რაც კანონმდებლობით შეგვეძლო, რომ მიგვეწოდებინა. სამინისტრო როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ამაზე საზოგადოება გაიგებს. ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია”, განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    მიხეილ კალანდიამ სასამართლოში პირველი დაკითხვისას პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და განცხადა, რომ მისი დაკითხვის მსვლელობისას მამამისს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ამის შემდეგ მიხეილ კალანდიამ ეს ინფორმაცია კვლავ სასამართლოზე დაკითხვისას უარყო და აღნიშნა, რომ მეგობრების გადარჩენის მიზნით სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციების გაჟღერების შემდეგ პროკურატურამ მოწმეზე სავარაუდო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მიხეილ კალანდიაც არის პასუხისგებაში მიცემული.

    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.

  • ეკონომიკის მინისტრი: იმის თქმა, რომ ხალხს უფრო და უფრო, უფრო და უფრო უჭირს, არ არის მართალი

    {{ARTICLEIMAGE}}
    ეკონომიკის მინისტრი მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. მინისტრი ამბობს, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს და ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი ღარიბია. გიორგი ქობულიას განცხადებით, მან რამდენიმე დღის წინათაც თქვა, რომ ხალხი ძალიან გაჭირვებულია.

    “კონკრეტულად მე ვთქვი, რომ ხალხს უჭირს, ძალიან უჭირს და თუ გადაახვევთ ჩემს ჩანაწერს, ძალიან კარგად წაიკითხავთ და კარგად მოისმენთ, რომ ასეთი რამ არ მითქვია. მე ვთქვი, რომ ხალხს ძალიან, ძალიან უჭირს. საქმე იმაშია, რომ ხალხს იმდენად უჭირს დღესდღეობით, იმიტომ, რომ ყოველი მე-5 ღარიბია, როგორ შეიძლება, ჩვენ ვთქვათ, რომ ხალხს არ უჭირს. ეს ხომ აბსოლუტურად არ არის მართალი და ეს ხომ ტყუილია. მე ვთქვი, რომ ეს გასაჭირი ისეთი მძიმეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის არ უარესდება, ეს გასაჭირი მაინც იმდენად მძიმეა, რომ ჩვენი პირველი პრიორიტეტია. შეიძლება იმას ისევე უჭირს, როგორც გუშინ უჭირდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაინც ეს გასაჭირი ძალიან მძიმეა,”- განაცხადა გიორგი ქობულიამ, რომლის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს. 

    ეკონომიკის მინისტრი დღეს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე წლიურ ანგარიშს წარადგენს. მინისტრმა რამდენიმე დღის წინ “ტვპირველის” ეთერში თქვა, რომ შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირთ, მაგრამ ეს ასე არ არის.

  • ქუთაისის მერია საახალწლო განათების შეძენის ნაცვლად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დააფინანსებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ერთ-ერთ დღის ცენტრს, ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი საახალწლო განათების ხარჯის დაზოგვის შედეგად დაუფინანსდება.

    ამის შესახებ მერის “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია. ამავე ინფორმაციის მიხედვით, “დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარია. ქალაქის საახალწლო განათებისთვის 110 000 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან მერიამ ახალი განათებების შეძენაზე უარი თქვა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა, აღნიშნული 30 ათასი ლარი დაზოგილიყო”.

  • გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ბათუმში 53 წლის ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ H1N1-ით გარდაცვალების კიდევ ერთი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა.

    დავით სერგენკოს თქმით, ორივე გარდაცვლილი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

    “სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. ორი სამწუხარო შემთხვევაა აჭარაში და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა”.

    ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადებულთა რაოდენობა მატულობს, თუმცა ქვეყანა ჯერჯერობით ეპიდემიის ზღვარზე არ არის.