Category: არქივი

  • მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობიდან არავის გარიცხვას აპირებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ გუნდის გადაწყვეტილებებზე საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ისაუბრებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ რომელიმე დეპუტატის გარიცხვაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    “ჩვენ გამოვნახეთ გზა ხარვეზის გამოსასწორებლად და ვინმეს გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა. რაც არ უნდა კამათი და გაუგებრობა იყოს, გუნდის წევრებს ვუფრთხილდებით და ვცდილობთ, გუნდის შიგნით დავალაგოთ სიტუაცია”, განაცხადა მდინარაძემ კაჭრეთში მმართველი გუნდის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.  

    რაც შეეხება მოსამართლეთა სიის გაწვევის საკითხს, მდინარაძე ამბობს, რომ “მოსამართლეთა სიის პარლამენტიდან გაწვევა იუსტიციის საბჭოს და სასამართლოს საქმეა და არა პარლამენტის.

    “ჩვენი ვალდებულებაა, განვიხილოთ თითოეული კანდიდატურა და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“, განაცხადა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

    მისივე თქმით, უსაფუძვლოა განცხადებები იმის შესახებ, თითქოს მოსამართლეთა სადავო სიას ბიძინა ივანიშვილი ლობირებს.

    “პარტიის თავმჯდომარის, ასევე საპარლამენტო ხელმძღვანელობის მხრიდან საუბარი იყო არა იმაზე, რომ ვინმეს დავუჭიროთ თუ არა მხარი, არამედ იმაზე, რომ ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი“,აღნიშნა მდინარაძემ.

     

  • აშშ აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფოს 99% გაანადგურა

    {{ARTICLEIMAGE}}აშშ–მ სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს შესაძლებლობების 99% გაანადგურა. ეს განცხადება აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ სირიიდან ქვეყნის სამხედრო ძალების გამოყვანის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

    “ჩვენ გავანადგურეთ ხალიფატის 99 პრცენტი, აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ყველა მეთანხმებით?“ – დაუსვა კითხვა პომპეომ ჟურნალისტებს.

    შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში ისლამური სახელმწიფო დაამარცხეს. მოგვიანებით იმავე დღეს თეთრმა სახლმა სირიიდან ამერიკული სამხედრო ძალების გამოყვანის შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ სირიაში აშშ–ს მეთაურობით საერთაშორისო კოალიციის მიერ წარმოებული კამპანია დასრულდება. თუმცა ამ გადაწყვეტილების გამო დონალდ ტრამპს მოკავშირეების ღალატში ადანაშაულებენ.

  • სქესის შეცვლის ოპერაციის გამო შვედმა სპორტსმენმა კარიერა შეწყვიტა

    ფეხბურთელი ამას არ მალავდა. ის ამბობს, რომ ბოლო დროს თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ახლა კი მიხვდა, რატომაც. “მე შეცდომით სხვა სხეულში დავიბადე… თავს ყოველთვის ვგრძნობდი როგორც ლუი სანდი და არა ლუიზა სანდი“ განაცხადა ხელბურთელმა. ის ამბობს, რომ წინ რთული პერიშვედმა ხელბურთელმა ლუიზა სანდმა გადაწყვიტა სპორტი მიატოვოს და სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთოს. ამის შესახებ შვედური მედია წერს. სპორტსმენი, რომელიც საკუთარ ლესბოსელობას ოდი ელის, თუმცა იცის, რომ ბოლოს თავს კარგად იგრძნობს.

    სანდმა კარიერა 26 წლის ასაკში დაასრულა. ის ფრანგულ კლუბებში თამაშობდა, ასევე შვედეთის ნაკრებშიც გამოდიოდა.

    2017 წლის ნოემბერში სპორტიდან წავიდა აშშს ნაკრების ყოფილი წევრი რობი როჯერსი. ის პირველი ღიად გაცხადებული ჰომოსექსუალრი ფეხბურთელი იყო ამერიკის უმაღლეს სპორტულ ლიგებში. გამოსამშვიდობებელ წერილში მან სხვა სპორტსმენებსაც მოუწოდა არ დამალონ თავისი გრძნობები და “ქამინგ აუთი“ გააკეთონ.

  • გამოძიება თიბისი ბანკით დაინტერესდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    მთავარი პროკურატურა თიბისი ბანკიდან ამოღებულ დოკუმენტაციას სწავლობს. საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რა საქმეზეა საუბარი, არ აკონკრეტებენ. პროკურატურის ინფორმაციით, ყველა დეტალს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.

    ბანკის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ არ იციან, ამოღებულია თუ არა ბანკიდან დოკუმენტაცია.

  • კიდევ ერთი ინციდენტი გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავზე

    {{ARTICLEIMAGE}}გერმანიაში კიდევ ერთი სამთავრობო თვითმფრინავი დაზიანდა, რის გამოც გერმანიის ეკონომიკის მინისტრის აფრიკაში ვიზიტი შეფერხდა. Deutsche Welle–ს ცნობით ძრავში სარქველის დაზიანების გამო გერდ მიულერმა მალავიდან ზამბიაში გამგზავრება ვერ შეძლო. გამოცემის ცნობით თვითმფრინავის რემონტს ორი დღე დასჭირდება.

    მინისტრის პრეს მდივანმა თვითმფრინავის დაზიანება დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მინისტრი ზამბიის ქალაქ ლუსაკაში ქვეყნის პრეზიდენტთან, ედგარ ლუნგუსთან შეხვედრაზე უკვე ჩავიდა.

    2018 წლის ნოემბრის ბოლოს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თვითმფრინავი რომელიც არგენტინაში მიფრინავდა ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებული გახდა კიოლნში დაბრუნებულიყო. საბოლოოდ მერკელი ბუენოს აირესში G20–ის სამიტზე ჩვეულებრივი რეისით ჩაფრინდა.

    მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო შორეული ფრენებისთვის Airbus A330 ან A350 –ს შეძენას გეგმავს. ამ მიზნისთვის გერმანიის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ევრო გამოიყოფა.

  • გრიპის ვაქცინის მსოფლიო პრაქტიკა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2018 წლის გრიპის ვაქცინა ეფექტურად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, გრიპი 42 შტატშია გავრცელებული და დაავადების შემთხვევები მზარდია. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წელს H1N1, იგივე “ღორის გრიპი” დომინირებს. შტატებში გრიპის შემთხვევების 90% სწორედ H1N1 აღმოჩნდა, დანარჩენ 10%-ს კი გრიპის ბევრად უფრო მძიმე სახეობა H3N2 შეხვდა.

    ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2018 წლის ვაქცინა სწორედ იმ შტამებს შეიცავს, რომლებიც ეფექტურად მუშაობს H1N1 და H3N2 ვირუსების წინააღმდეგ. შესაბამისად, აცრილ ადამიანებს გრიპი და მისი გართულებები ნაკლებად ემუქრებათ.

  • დაგროვებით საპენსიო რეფორმაში იძულებით ჩართვის მექნიზმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ:სარჩელი საკონსტიტუციოში

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს სარჩელით მიმართავს და დაგროვებით საპენსიო რეფორმაში იძულებით ჩართვის მექნიზმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

    არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი ამბობს, ეს ნორმა არღვევს როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულის უფლებებს. ედუარდ მარუკაშვილის განცხადებით, იძულებით ჩართვის მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს, რადგან რამდენიმე სხვა მიზეზთან ერთად, სახელმწიფო მოსახლეობას აიძულებს, ქონება რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციოს. 

    დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო ხდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს ზემოთ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა ისინიც, ამ სქემაში ავტომატურად ჩართეს და სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვთ, მხოლოდ 3 თვის შემდეგ თქვან უარი დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე.

     

  • თეთრი ღვინო მარსზე?

    {{ARTICLEIMAGE}}
    თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე? ამ სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს და მარსზე ქართული ღვინის “მირთმევის“ შესაძლებლობას განიხილავს. ჟურნალისტი წერს, რომ ღვინის სამშობლოდ მიჩნეული საქართველო ცდილობს, გაარკვიოს რომელი სახეობის ღვინო “მოწრუპოს” ერთ დღეს მარსზე.

    “ეს მიზნები ჩანს იმ პროექტის მიღმა, რომელიც ცდილობს, იპოვოს საუკეთესო ყურძნის ჯიში წითელი პლანეტისთვის. კვლევამ უნდა უპასუხოს შეკითხვებს მარსზე არსებული რადიაციის, მტვრისა და სიცოცხლისთვის საჭირო რესურსების შესახებ. ამის შემდეგ დაისმება შეკითხვა – ვის სურს ერთი ჭიქა ღვინით მიესალმოს ახალ წელს წითელ პლანეტაზე“, წერია სტატიაში, რომლის ავტორიც საქართველოში რამდენიმე რესპოდენტსაც ესაუბრა:

    “თუ ერთ დღეს მარსზე ცხოვრებას ვაპირებთ, საქართველომ ამ მიზნის განხორციელებაში წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს ღვინო ჩვენს პლანეტაზე, ახლა კი, შეგვიძლია, იგივე მარსისთვის გავაკეთოთ”, ამბობს კოსმოსური კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

    აღსანიშნავია, რომ მარსისთვის შესაბამისი ყურძნის ჯიშის შერჩევა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ელონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია “SpaceX”-ი 2024 წლისთვის ამ პლანეტაზე გამგზავრებას გეგმავს: ამ განცხადებამ შთააგონა ქართველები, შეერჩიათ საუკეთესო ყურძნის ჯიში წითელი პლანეტისთვის, თუმცა სხვა ქვეყნებიც ცდილობენ, შეარჩიონ საუკეთესო ყურძნის ჯიში, რომელიც მარსის კლიმატს შეეგუება”, წერს ამერიკული გამოცემა და აღნიშნავს, რომ უკვე წლის დასაწყისში პროექტზე მომუშავე ჯგუფი საქართველოდან იმედოვნებს, რომ საწყის ეტაპზე ქვეყნის პირველი ვერტიკალური მეურნეობის ლაბორატორია დედაქალაქში შეიქმნება.

    “შემდეგ კი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი გეგმავს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო კვლევაში ჩართვას. ჩვეულებრივ, ზოგიერთისთვის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – წითელი ღვინო საუკეთესო ფსონი არ არის – ქართველი მეცნიერები თვლიან, რომ თეთრი ღვინო მარსისთვის უკეთესი იქნება“,წერია სტატიაში.

    ამასთან ამერიკული გამოცემის ჟურნალისტი პროექტის ავტორების ფანტაზიებზეც მიუთითებს:

    “კოსმოსური კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე ღიმილით წარმოიდგენს, როგორ სვამს ქართულ ღვინოს მარსზე: წერს ჟურნალისტი და აქვე მის კომენტარსაც ურთავს: “მალე ჩვენ რადიაციაზე ტესტის ჩატარებას დავიწყებთ, რაც აქამდე შეუძლებელი იყო“.

    როგორც ცნობილია, 1977 წელს NASAM კოსმოსში ე.წ ოქროს ჩანაწერი გაგზავნა, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის ქართული ჩაკრულოც იყო. ამავე პერიოდში მოსკოვი ამბობდა, რომ კომსოსურ სააგენტოს რუსული სიმღერაც უნდა აერჩია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არჩევანი ქართულ ნაწარმოების სასარგებლოდ გაკეთდა,რამაც საქართველოს უბიძგა, დაეწყო ფიქრი ახალ პროექტზე.

  • საფრანგეთი მანიფესტაციების დროს არეულობის მომწყობი პირების მიმართ სასჯელს გაამკაცრებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საფრანგეთის მთავრობა ახალ კანონს ამზადებს, რომლითაც მანიფესტაციების დროს არეულობის მომწყობი პირების მიმართ სასჯელი გამკაცრდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა.


    მისი თქმით, “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციების ფარგლებში ხუთი ათასზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული.

    “მიუღებელია, რომ სრული დაუსჯელობის ატმოსფეროში არეულობებს აწყობდნენ. ეს დაუშვებელია. შს და იუსტიციის სამინისტროებს მივმართე სისტემატურად დააკავონ ისინი, ვინც არეულობებს აწყობს”, განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა

    “უნდა შევინარჩუნოთ შეკრების თავისუფლება საფრანგეთში და არ შეიძლება მათი დასჯა, ვისაც მშვიდობიანად სურს ამ უფლების გამოყენება. ამიტომაც, მთავრობა მხარს უჭერს იმას, რომ ახალი კანონი იქნას მიღებული იმ პირებისთვის, ვინც არ ასრულებს მოთხოვნებს, ნიღბებით მოდის მანიფესტაციაზე და არეულობას აწყობს”,  განაცხადა ფილიპმა.

  • რა სამკაულს ირჩევენ ვარსკვლავები. კიდევ ერთი დაკვირვება ოქროს გლობუსის წითელი ხალიჩიდან

    ოქროს გლობუსი ისევე, როგორც სხვა კინო დაჯილდოებები, ფესტივალები და ცერემონიალები არა მხოლოდ ნომინაციებით იქცევს ყურადღებას, არამედ წითელი ხალიჩით და ვარსკვლავების ჩაცმულობით თუ აქსესუარებით. გასული წლისგან განსხვავებით, როცა სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად ვარსკვლავები შავი ფერის სამოსში გამოეწყვნენ, წლევანდელი ცერემონიალი მრავალფეროვანი და თვალისმომჭრელი იყო. თუმცა ამჯერად სამოსზე კი არა აქსესუარებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. ვნახოთ, რომელი იუველირული სახლების სამკაულები ეკეთათ ვარსკვლავებს ოქროს გლობუსის ცერემონიალზე:

    ლედი გაგა: Tiffany & Co ს საყურე, ყელსაბამი და სამაჯური.

    სირშა რონანი: Chopard –ის საყურე

    პენელოპა კრუსი: Atelier Swarovski

    ჯულიანა მური: Chopard

    ემა სტოუნი: Louis Vuitton–ის საყურე

    ჯულია რობერტსი: Chopard

    ლუპიტა ნიონგო: Bvlgari

    ნიკოლ ქიდმანი: Harry Winston

    კეტრინ ზეტა ჯონსი: Lorraine Shcwartz

    რეიჩელ ვაისი: Cartier

    დაკოტა ფანინგი: Beladora Jewelry

    ჰოლი ბერი: Roberto Coin

    ლილი რეინჰარტი: Swarovski

    შარლიზ ტერონი: Bvlgari

    ჰაიდი კლუმი: Lorraine Schwartz

    კრისტენ ბეილი: Harry Winston

    ემილი ბლანტი: Neil Lane

    {{ARTICLEIMAGE}}