Category: არქივი

  • H1N1-ი ვირუსის პრევენციის მიზნით პეტიცია შეიქმნა


    {{ARTICLEIMAGE}}7 იანვარს მოქალაქე გიორგი ქოქიაშვილმა შექმნა პეტიცია H1N1-ი ვირუსის პრევენციის მიზნით. მოქალაქე პეტიციაში მოითხოვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ,პრევენციის სახით, მიიღოს გადაწყვეტილება, სასწავლო დაწესებულებების დროებითი დათხოვნის შესახებ.პეტიციას უკვე 5798 ადამიანმა მოაწერა ხელი.

    რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ სტატისტიკას, ლაბორატორიულად დღეისათვის დადასტურებულია გრიპის ვირუსის 162შემთხვევა.

    “ეპიდემიის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია განსაკუთრებით ისეთ დაწესებულებებში, სადაც ხდება ასობით და ათასობით ადამიანის ერთმანეთთან ახლო კონტაქტში შესვლა, ფაქტობრივად მინიმალურ დონეზეა ალბათობა იმისა, რომ ვირუსი არ გავრცელდეს და ფართომასშტაბიანი არ გახდეს. შესაბამისად, ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებმა, უნდა გაითვალისწინონ 5 ათასზე მეტი ადამიანის მოთხოვნა, რომელთა რიცხვიც ყოველ წუთს იმატებს, დროულად უნდა მოახდინონ სათანადო რეაგირება და შეაჩერონ სასწავლო პროცესი არამხოლოდ საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებშიც, ვინაიდან, ჩვენ, სტუდენტები, ამ ქვეყნის ისეთივე სრულუფლებიანი მაცხოვრებლები ვართ, როგორიც საბავშვო ბაღისა და სკოლის აღსაზრდებელი. გვიწევს იმ გარემოში ყოფნა, როგორშიც მათ. შესაბამისად, ვიტოვებ იმედს, რომ ორივე ორგანო, მოსახლეობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაითვალისწინებს მოთხოვნას და დაითხოვენ სამივე სასწავლებლის მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ერთი სასწავლო დაწესებულება მაინც დარჩება ფუნქციონირებადი, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ყველას მოთხოვნა”- განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი ქოქიაშვილმა.

  • თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    7 იანვარს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დაჭრეს. ის საავადმყოფოში მკურნალობს, მდგომარეობა სტაბილურია.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყება სხვა ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

  • გორში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა

    {{ARTICLEIMAGE}}
    გორში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა, მიზეზი ჯერ უცნობია – გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ბებია უვლიდა, რადგან დედა გორის ერთ-ერთ კლინიკაში ინფექციური დაავადების გამო მკურნალობდა. პირველი არხის ცნობით, გარდაცვლილი, რომელსაც ინფექციური დაავადება ჰქონდა, კლინიკიდან რამდენიმე თვის წინ გაწერეს. ამავე წყაროს თანახმად, ბავშვის ოჯახი ექსპერტიზაზე უარს აცხადებს.

  • დააკავეს ჰაკერი, რომელმაც გერმანელი პოლიტიკოსების პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა

    {{ARTICLEIMAGE}}გერმანიაში დააკავეს 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ქსელში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის და ჟურნალისტის პირადი მონაცემები გაავრცელა. ახალგაზრდა ჰაკერმა, რომელიც ესენის მიწაზე მშობლებთან ერთად ცხოვრობს დაკავებამდე საკუთარი კომპიუტერის განადგურება მოასწრო.მანამდე პოლიციამ ქალაქ ჰაილბრონეში ბინა გაჩხრიკა, რომელშიც პროგრამისტი ცხოვრობდა. მათი ინფორმაციით პროგრამისტს კავშირი ჰქონდა დღეს დაკავებულ ჰაკერთან და ასევე იყო ეჭვმიტანილი ჰაკერულ შეტევაში.თუმცა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ინტერნეტ დანაშაულთან მებრძოლი სტრუქტურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 20 წლის ჰაკერი მარტო მოქმედებდა, აქამდე მას კანონი არასოდეს დაურღვევია და არც “მესამე პირებთან ქონდა კავშირი.“

    პოლიციის ვერსიით ეჭვმიტანილი არცერთი უცხოური ქვეყნის სპეცსამსახურთან არ არის დაკავშირებული.ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით მან ინტრნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის და სხვა საჯარო პირების პირადი მონაცემები მხოლოდ პირადი მიუღებლობის გამო გამოფინა. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ ამ ადამიანების საჯარო განცხადებები ნერვებს უშლიდა.ჰაკერული შეტევის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. ინტერნეტში გაჟონა სახელმწიფოს პირველი პირების, მათ შორის კანცლერ ანგელა მერკელის, პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის, მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის, რობერტე ხაბეკეს, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ზიგმად გაბრიელის პირადმა მონაცემებმა. გამოქვეყნდა მათი მობილური ტელეფონის ნომრები, მისამართები, საკრედიტო ბარათების მონაცემები, პირადი მიმოწერის ფრაგმენტები და ოჯახური ფოტოები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეტევია ჯერ კიდევ შობის წინ მოხდა და ბუნდესტაგის ყველა პარტიას შეეხო, გარდა ულტრამემარჯენე პარტიისა – “ალტერნატივა გერმანიისთვის“.

  • გრიპის ვირუსი საქართველოში: რა მდგომარეობაა ამ დროისთვის

    {{ARTICLEIMAGE}}
    გორში ვირუსული ინფექციით დღეს 25 წლის ქალი გარდაიცვალა. ის გორმედის ცენტრალურ კლინიკაში პარასკევს მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადებაც აღენიშნებოდა.

    სავარაუდოდ ასევე გრიპის ვირუსით გარდაიცვალა 83 წლის მოხუცი გურიაში. ექიმების თქმით, პაციენტს, რომელმაც საავადმყოფოს 2 იანვარს მიმართა, თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, გულის ქრონიკული უკმარისობა.

    ვირუსული ინფექციების გამო რთული ვითარებაა თბილისის კლინიკებშიც. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ამ დროისთვის 78 პაციენტი იმყოფება, აქედან H1N1 ტიპის ვირუსი 46 შემთხვევაში დადასტურდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე მიმართვიანობა სტაბილურად მაღალია, თუმცა ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი კლებას დაიწყებს. თებერვლიდან კი გრიპის შემთხვევების მეორე პიკს ელოდებიან.

    მძიმე ვითარებაა ქირურგიის ეროვნულ ცენტრშიც, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობამ კატასტროფულად მოიმატა. კლინიკაში ამბობენ, რომ ძირითადად მძიმე პაციენტები მიმართავენ. მათ შორის დაახლოებით 50-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

    გრიპის ვირუსის გამო ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინია გამოცხადებული. მნახველებს არც მცხეთის და რუსთავის რამდენიმე კლინიკაში უშვებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ე.წ ღორის გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

  • 18 წლის საუდელ გოგონას, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ტაილანდი იცავს

    18 წლის საუდელ გოგონას, რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნს, რომელმაც ისლამი უარყო და ამის გამო სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ტაილანდის ხელისუფლება იცავს. ის თავშესაფრისთვის ავსტრალიაში ჩასვლას აპირებდა, მაგრამ ბანგკოკის აეროპორტში დააკავეს. გოგონას ქუვეითში დეპორტაცია ემუქრებოდა, სადაც მისი ოჯახი ამჟამად იმყოფება.

    რაჰაფი, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, სასტუმროს ოთახში ჩაიკეტა და აცხადებდა, რომ არ გამოვიდოდა, რადგან დეპორტაციის შემთხვევაში სიკვდილით დასჯიდნენ. რაჰაფ მუჰამედი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისართან შეხვედრას ითხოვდა. საბოლოოდ ტაილანდის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გოგონა არ დაადეპორტოს. მან აეროპორტი დატოვა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მზრუნველობის ქვეშაა. ავსტრალიის მთავრობაში კი ამბობენ, რომ რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს ყურადღებით შეისწავლიან.

  • თურქეთში ტურისტებისთვის ახალი გადასახადი ამოქმედდა

    {{ARTICLEIMAGE}}2019 წლის 1 იანვრიდან თურქეთში ტურისტებისთვის ახალი გადასახადი – უსაფრთხოების გადასახადი ამოქმედდა. 1.5 ევროს ოდენობის გადასახადს ტურისტებს ქვეყანაში ჩაფრენისას გადაახდევინებენ.

    თავდაპირველად თურქეთის ხელისუფლება ორჯერ მეტი თანხის – 3 ევროს დაწესებას აპირებდა, თუმცა თურქეთის ტურისტულ სააგენტოთა გაერთიანებამ გადასახადის თანხის შემცირება მოითხოვა. მათი განცხადებით, მილიონობით ტურისტმა 2019 წლისთვის თურქეთში მოგზაურობა უკვე დაგეგმა და თანხაც გადაიხადა, შესაბამისად დამატებითი გადასახადი მთლიანად ტუროპერატორებს დააწვებოდათ კისერზე, რადგან ისინი გაყიდულ ტურებზე დამატებით გადასახადს კლიენტებს ვეღარ მოსთხოვდნენ.

  • დედამიწაზე ყველაზე საშიშმა მედუზებმა ავსტრალიას შეუტიეს

    {{ARTICLEIMAGE}}ავსტრალიაში, ქვინსლენდში 22 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში შხამიანი მედუზა ირუკანჯის ნაკბენის გამო. შედარებით მსუბუქად კი ათასობით ადამიანი დაზარალდა.

    ავსტრალიური მედიის ინფორმაციით დაზარალებულთა რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა ბოლო 10 წლის მანძილზე დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს.

    მედუზა ირუკანჯი წყნარი ოკეანის მედუზების ჯგუფს მიეკუთვნება და უჩვეულო შხამიანობით ხასიათედბა. ის ყველაზე საშიშ მედუზად ითვლება. მასთან კონტაქტიდან 20 წუთის შემდეგ ადამიანი ზურგის და მუცლის არეში საშინელ ტკივილს განიცდის. როგორც წესი, მედუზის ეს სახეობა ავსტრალიის ჩრდილოეთით, ტროპიკულ წყლებში გვხვდება, თუმცა წყლის დათბობის გამო წვიმების შემდეგ ხანდახან სამხრეთითათ ინაცვლებს.