Category: არქივი

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში მოწინავე ოცეულში შევიდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    7 იანვარს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მსოფლიოს რეიტინგი განაახლა,სადაც ქართველი სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოფიციალურად გახდა TOP 20-ეულის წევრი.26 წლის ქართველი ჩოგბურთელი აქამდე ოცეულს მიღმა იყო, წინა კვირაში ჩატარებულ დოჰას ტურნირზე აღებული ქულებით, ყატარის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია. ბასილაშვილს ამ დროისთვის 1820 ქულა აქვს და რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებს.

    2019 წელი დოჰას ღია პირველობით დაიწყო და ორ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება. ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.მომდევნო ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იქნება, რომელიც 14 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება

  • რა წერილის გასაჯაროებას გეგმავს მეუფე პეტრე:სკანდალური ანონსი

    {{ARTICLEIMAGE}}

    მეუფე პეტრე საგაზაფხულო სინოდის სხდომის მიმართ გაგზავნილი იმ წერილის გასაჯაროებას გეგმავს, რომელშიც მისი თქმით, ის მოითხოვს, რომ სხდომაზე განიხილონ საპატრიარქოს თანამშრომელთა უპასუხიმსგებლო განცხადებები.

    “წერილი პატრიარქისა, მოსაყდრისა და წმინდა სინოდს მიმართ – რომ საკითხი განხილულიყო სასულიერო პირების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და გამოსვლების შესახებ, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, განხილული და დღეს საჭიროდ მივიჩნევ, რომ ეს ჩემი წერილი წმინდა სინოდის მიმართ, გასული წლის ივნისში გაგზავნილი, გავასაჯაროვო. ვითხოვდი, რომ ყოფილიყო კომისია შემქნილი და შეფასებული სასულიერო პირების უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლური განცხადებები, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლებისა. შეიძლება, გავიხსენოთ დღემდე საპატრიარქოს იურისტად წოდებული პიროვნება, ედიშერ ქარჩავას სახით, რომელიც დღემდე დაუსჯელია და ჩემი ინფორმაციით, ისევ საპატრიარქოს თანამშრომელია, რომელმაც ცილისმწამებლურად , ეთერში, საჯაროდ დამაბრალა პატრიარქის მოკვდინება და ა.შ.”, განაცხადა მეფე პეტრემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას


  • პარლამენტის თავმჯდომარე: არავის ვურჩევ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ წასვლას

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არავის ურჩევს ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ წასვლას. ის სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის შიგნით დაპირისპირებული ჯგუფების არსებობის თაობაზე.

    “შარშან ამ დროს იყო ამაზე მეტი სირთულეები. ეს დასრულდა ერთი დეპუტატის გარიცხვით პარტიიდან, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას… არის თეორიული რისკი იმისა, რომ შეიძლება მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს “ქართული ოცნების” გუნდის რღვევას”, განაცხადა კობახიძემ.

    “რეალურად ეს არის ერთი გუნდი, ეს არის “ქართული ოცნების” გუნდი, რომელსაც ჰყავს ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი… და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, რადგან ეს არ დასრულდება მათთვის სასარგებლოდ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ეკა ბესელია ფრაქციის თავმჯდომარე მდინარაძეს ურჩევს, გააკონტროლოს რას ლაპარაკობს

    {{ARTICLEIMAGE}}

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “გააკონტროლოს რას და რატომ ლაპარაკობს“. ბესელიამ თქვა, რომ მამუკა მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი აქვს.

    “მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი მაქვს. მდინარაძეს ვურჩევ გააკონტროლოს რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს. ფრაქციასთან და უმრავლესობასთან შეხვედრის საკითხი მე თვითონ დავსვი. არ ვფიქრობ, რომ მდინარაძეს უნდა ველაპარაკო. მე უნდა ველაპარაკო კოლეგებს, რომლებთანაც საჭიროა ამ საკითხზე დისკუსია“, განაცხადა ბესელიამ “ტვპირველის” ეთერში.

    ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა რომ  ეკა ბესელია ჯერ არ დაკავშირებია, თუმცა თუ გამოთქვამს სურვილს, ის ყოველთვის მზად იქნებოდა, გუნდის წევრებს შეხვედროდა.

    “ნუ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადებები. ფრაქციაში ვიმოქმედეთ, როგორც იყო სწორი გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე და რეგლამენტის წესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეულ წევრს ჩვენი გუნდის და არ გვინდა, რომ ჩვენი განცხადებებით დავძაბოთ სიტუაცია”.

     

  • ბესელია მმართველ გუნდს პირობას უყენებს და ამბობს, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში გუნდს დატოვებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე პოლიტიკაში “გამოუცდელ გუნდის წევრებს მოუწოდებს, ყვითელ ბარათებს და გარიცხვებზე საუბარს თავი დაანებონ და არსებობს კონკრეტული საკითხი – მოსამართლეების სია გაიწვიონ უკან”. 

    “თუ მოსამართლეები სანდოობის ნიშნით არ შეირჩევიან და პარლამენტი მხარს დაუჭერს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის და ადეიშვილის რეჟიმს, მე მათ გვერდით ადგილს ვერ ვხედავ”,განაცხადა ბესელიამ “ტვპირველის” ეთერში.

    ბესელია ადასტურებს, რომ ივანიშვილს შეხვდა, კობახიძეს კი ურჩევს, თითის დაქნევას თავი დაანებოს

    ბესელია:პარლამენტის თავმჯდომარე ცრუობს, მისი მოადგილე არ გავხდები

  • შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა. არიან დაღუპულები

    {{ARTICLEIMAGE}}სატვირთო გემი “ვოლგო ბალტი“, რომელიც პანამის დროშით დაცურავდა თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა. ხომალდის ეკიპაჟი 13 კაცისგან შედგებოდა . აქედან 9 უკრაინის, 2 რუსეთის, 2 კი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო. მაშველებმა განგაშის სიგნალი თბილისის დროით დილის ცხრა საათისთვის მიიღეს. ამ დროს გემი სამსუნიდან 80 კილომეტრში იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით დაიღუპა ეკიპაჟის 6 წევრი. დანარჩენების გადარჩენა მოხერხდა. ეს ინფორმაცია მედიას სამსუნის პროვინციის გუბერნატორმა, ოსმან კაიმაკმა მიაწოდა.

  • ბესელია ადასტურებს, რომ ივანიშვილს შეხვდა, კობახიძეს კი ურჩევს, თითის დაქნევას თავი დაანებოს

    {{ARTICLEIMAGE}}
    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირდაპირ ეთერში პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა პარტიის ლიდერი საჯაროდ პოზიციას თავად დააფიქსირებს. ბესელი ივანიშვილზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ არ შეიძლება, მთელი ქვეყნის ტვირთი ერთ ადამიანზე გადაიტანო.

    “მლიქვნელობით პარტიის ლიდერს ვერ დავეხმარებით. ჩემი როლი არ არის მაამებლობა. ჩემი როლი არ არის ის, რომ დღეს გამახსენდა სამართლიანობა, ამისთვის ვიბრძვი. ვისურვებდი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. მშვიდობაში კაბინეტები და თანამდებობები, არ გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც სახელმწიფოებრივ პოზიციას არ აფიქსირებს. ჩემი გამოცდა დასრულდა მაშინ, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. თითის ქნევას თავი დაანებონ”, განაცხადა ბესელიამ “ტვპირველის” ეთერში.

  • ბესელია:კობახიძე ცრუობს, არასდროს გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც სახელმწიფოებრივი პოზიცია არ ექნება

    {{ARTICLEIMAGE}}

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირდაპირ ეთერში პირველად ისაუბრა. ბესელიამ თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ მას მოსამართლეების საკითხის განსახილველად იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომის დაჩქარებული წესსით ჩანიშვნა სთხოვა, რაც მისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ბესელიამ აღნიშნა, რომ ის ირაკლი კობახიძეს ცალკეც ესაუბრა და უთხრა, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი ასეთი ფორმით გაადწყდეს და არ შეიძლებოდა, რომ მას (კობახიძეს) ასეთი პოზიცია ჰქონოდა. 

    “ვიდრე ბატონი ირაკლი ახლა იმ კაბინეტთან დგას და, ასე მგონია, იცავს იმ კაბინეტის თემას, გავაგრძელებ იმ ფასეულობებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლას და მის დაცვას, რისთვისაც იმ კაბინეტზეც და ბევრ უკეთეს კაბინეტზეც უარი მითქვამს და კიდევ ვიტყვი, იმიტომ, რომ არ არის არც ერთი კაბინეტი და არც ერთი თანამდებობა საპირწონე ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემების, როგორიც არის სამართლიანობა და შენი, ჩემი და ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი შვილების მომავლის გარანტიების შექმნა”, განაცხადა ბესელიამ. ის ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მოსამართლეების თემა არ იყო მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი.

    “მლიქვნელობით პარტიის ლიდერს ვერ დავეხმარებით. ჩემი როლი არ არის მაამებლობა. ჩემი როლი არ არის ის, რომ დღეს გამახსენდა სამართლიანობა, ამისთვის ვიბრძვი. ვისურვებდი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. მშვიდობაში კაბინეტები და თანამდებობები, არ გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც სახელმწიფოებრივ პოზიციას არ აფიქსირებს. ჩემი გამოცდა დასრულდა მაშინ, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. თითის ქნევას თავი დაანებონ”,განაცხადა ბესელიამ “ტვპირველის” ეთერში.

    მისივე თქმით, ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზების იდეა ირაკლი კობახიძისგან მოდის, მაგრამ ამ იდეის მოფიქრების დროს ის ალბათ მარტო არ იყო.

    “ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის მომხიბვლელი გზა ეჩვენებინათ, რაზეც მაშინაც გამეღიმა და ვთქი, რომ თანამდებობები არ მაინტერესებს და პოლიტიკაში კომფორტისთვის არ მოვსულვარ. კომფორტის ზონიდან მაშინ გავედი, როცა თავისუფალი პროფესია მქონდა და მხოლოდ ჩემს თავს ვეკუთვნოდი. ვიყავი ადვოკატი და წავედი ბრძოლის ველზე. ვთქვი, რომ ჩემთვის კომფორტის ზონაში გადასვლა საინტერესო არ არის. ვთქვი, რომ მზად ვარ, საერთოდ წავიდე პოლიტიკიდან, საერთოდ წავიდე სახლში, მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ეს სამართლიანობის იდეას არ გაამრუდებს და კომიტეტს არ დავტოვებთ, მაგალითად ვანო ზარდიაშვილის ხელში“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

    მის ამ განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რჩება თუ არა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხვის კანდიდატად, კობახიძის თქმით, დღეს არასწორია რაიმე ტიპის სანქციაზე, მათ შორის უმკაცრესი ტიპის სანქციაზე – გარიცხვაზე საუბარი.

    “ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია, რომ ბესელია რიგით წევრად რჩება. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მანვე აღნიშნა, რომ ამ კომენტარს იმ კაბინეტის წინ აკეთებდა, რომელსაც ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერობისთვის უმზადებდნენ.

    “რეალურად ეს არის ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელსაც ჰყავს ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი… და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, რადგან ეს არ დასრულდება მათთვის სასარგებლოდ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


    დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის ნაწილს შორის ორი კვირაა გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. გასულ კვირას უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა გედევან ფოფხაძე  იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. როგორი იქნება ამ გადაწყვეტილებაზე ეკა ბესელიას რეაქცია და დატოვებს თუ არა ის უმრავლესობას – უცხოეთში მყოფი ეკა ბესელია ამბობდა, რომ ამ საკითხზე განცხადებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა.

  • საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გამო სასამართლოს მიმართავენ

    {{ARTICLEIMAGE}}
    “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” და მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერებას სთხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

    შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ისინი 8 იანვარს მიმართავენ. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ 40 წლამდე მოქალაქეების დაგროვებითი საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა გაუმართლებლად ზღუდავს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

    “მოქალაქეების იძულებას გააკეთონ დანაზოგი კანონმდებელი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვისა და მათი უზრუნველი სიბერის მოტივით ამართლებს. თუმცა, სახელმწიფომ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, ადამიანების ნაცვლად გადაწყვიტოს, როგორ არის უკეთესი განკარგოს საკუთარი ქონება. სახელმწიფო დასაქმებულს საკუთრების უფლებას მისივე კეთილდღეობის მოტივით უზღუდავს მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუცია საკუთრების უფლების შეზღუდვას მხოლოდ საჯარო ინტერესებისთვის ამართლებს”,განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

    მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეთა სახსრებით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა ასევე სცდება სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს. მათი აზრით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქმედი სახით საქართველოს კონსტიტუციას რამდენიმე მიმართულებით არღვევს. მათ შორის, პრობლემურია ისიც, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს აიძულებს საკუთარი ქონება დიდი ალბათობით რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ.

    დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო ხდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს ზემოთ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია.