Category: არქივი

  • ასეთი ტრაგედიის დროსაც გამონახა საშუალება, რომ იღლიცინოს – ოპოზიციონერი თბილისის მერის “უცნაურ რჩევას” პასუხობს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის განცხადებებს გულისამრევს უწოდებს:

    "უპასუხისმგებლო უინტელექტო მერის განცხადება, რომელმაც ასეთი ტრაგედიის დროსაც გამონახა საშუალება, რომ იღლიცინოს და საზოგადოებას მიაყენოს შეურაცხყოფა. ლექსიკა, რომელსაც იყენებს კალაძე, არის სამარცხვინო და ამ ფორმით ის ხალხს და საკუთარ თავს აყენებს შეურცხყოფას. ნაცვლად იმისა, მთელი მთავრობა და მერია მომართული იყოს ტრაგედიის დროს დაზარალებულებზე, იფიქროს პრევენციაზე, იზრუნოს მომავალში, ჰყოფნის დრო, რომ ოპონენტებს თავს დაესხას. ვწუხვარ კალაძის და თბილისელების გამო, რომ ასეთი მერი ჰყავთ",განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა solostudio.agency/-ს.

  • თბილისის მერი:მიშა ჰოლანდიიდან გამოექანოს, შალიკო და ხაბეიშვილი – მთაწმინდიდან (ვიდეო)

    დედაქალაქის მერი ოპოზიციის წევრების განცხადებას პასუხობს:

    “თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციას ვაპირებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები, აბრძანდნენ და… ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს”, ამბობს დედაქალაქის მერი. 

    ლევან ხაბეიშვილმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში კახა კალაძე დაკითხოს. ოპოზიციონერი ამბობს, რომ კალაძე ყაზტრანსგაზის არაოფიციალური მენეჯერია და ის დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია.

    ოპოზიციური პარტია “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

    “საშინელი ტრაგედია მოხდა, უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და სრულიად საქართველოს. ეს შესაძლებელი გახდა სახელმწიფო კორუფციისა და უპასუხისმგებლობის გამო, როგორც მოგეხსენებათ, “ყაზტრანსგაზი” ხელში ჩაიგდო კახი კალაძემ და მაფიოზა ბეჟუაშვილმა, რომლებმაც გააფორმეს ოფშორში და გადავიდნენ მარტო გადასახადის ამოგლეჯვაზე და უსაფრთხოება დაიკიდეს ფეხებზე. მე მოვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ეს ორი დამნაშავე პერსონალურად დ დამონტაჟდეს სენსორები ყველა ოჯახში ქალაქსა და სოფელში, სადაც გაზია შეყვანილი. იმიტომ, რომ ჩვენ წელიწადში ვკარგავთ 30-ზე მეტ ადამიანს გაზის აფეთქების შედეგად და უპასუხისმგებლობის გამო უპირველესად”.

  • განათლების სამინისტრო სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს და სთხოვს მათ, სწავლის პროცესის დაწყებამდე, ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ, სწავლის პროცესის აღდგენის შემდეგ კი, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი.

    სკოლებმა უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს”,ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

  • წითელას აცრა ყველასთვის უფასო იქნება

    {{ARTICLEIMAGE}}
    წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი.  

    მინსიტრის თქმით, “წითელას ვაქცინა არის მაღალი ხარისხის, რომელილც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულია”.

    იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახსოვს, რომ თითქოს გაიკეთა, მაგრამ დადასტურებული არ აქვს, მაინც უნდა გაკეთდეს, რადგან თუკი ჰქონდა გაკეთებული და კიდევ გაიკეთა, ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. ბავშვთა ასაკში ვაქცინაცია უნდა მოხდეს კალენდრის მიხედვით, ხოლო 40 წელზე მაღალ ასაკში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი წითელასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად უნდა დავუჭიროთ ამ კამპანიას მხარი იმისათვის, რომ 200 ათასი ადამიანი დღეს, რომელსაც იმუნიტეტი არ აქვს და უკვე ეპიდაფეთქება გვაქვს, არის მაღალი რისკის ქვეშ. უკლებლივ ყველა მათგანმა უნდა ჩაიტაროს ეს მარტივი მანიპულაცია, ვაქცინაცია, რომელიც გარანტირებულად დაიცავს ამ დაავადებისაგან”, განაცხდა სერგეენკომ.

    დღემდე წითელას ვაქცინაზე თანაგადახდა მოქმედებდა.

  • მთავრობის სხდომა დღეს გაიმართება

    {{ARTICLEIMAGE}}
    18 იანვარს, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, მთავრობის სხდომა თავდაპირველი ანონსის მიხედვით, 17 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა დიღომში მომხდარი აფეთქების გამო,  17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

  • პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტის თემა მინისტრებთან განიხილა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან და თავდაცვის მინისტრ, ლევან იზორიასთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

    პრეზიდენტის პრესსამსახურის ვნობით, “შეხვედრებისას განხილული იყო 21-23 იანვარს ბრიუსელში დადგემილი ვიზიტის საკითხები და ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის”.

  • დიდ დიღომში მომხდარი “აფეთქების მიზეზი “ყაზტრანსგაზისთვის” უცნობია”

    {{ARTICLEIMAGE}}
    კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისი” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქება, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

    “16 იანვარს, 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია”, წერია “ყაზტრანსგაზის” განცხადებაში. კომპანია აღნიშნავს, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

    როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

    აფეთქებისას გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 8 ადამიანი და ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.

  • “ყაზტრანსგაზი“: 16 იანვრის დილას საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ყაზტრანსგაზ თბილისი” დიდ დიღომში, საცხოვრებელ ბინაში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს:

    “2019 წლის 16 იანვარს, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცხელ ხაზზე (114) შემოვიდა მოქალაქე გიორგი იმედაძის შეტყობინება დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ. აღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა. ამავდროულად კომპანიის ცხელ ხაზზე, იგივე მისამართიდან მეორე, მოქალაქე გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა. კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და ზემოხსენებული მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე, ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა”, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

    როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

    აფეთქებისას გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 8 ადამიანი და ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.

  • თბილისის მერი: პირდაპირ მე მაკავშირებენ აფეთქებასთან

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვიდრე არაკვალიფიციური პოპულისტები, თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები, პოლიტიკური მოტივით სრულიად უაპელაციო და არაკომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებენ და ასეთ ტრაგედიაში სრულიად უაპელაციოდ გაიშვერენ თითს ვინმესკენ, ურჩევნიათ კანონმდებლობას ჩახედონ”. 

    თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვისგან მომხდარი აფეთქების ფაქტზე განმარტებები გააკეთა და იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც მისი თქმით, ორი დღეა, ისმის. კალაძის თქმით, “რუსთავი2” მა მომხდატი ტრაგედია ექსპლუატაციაში კორპუსის შესვლას დაუკავშირა, კორუფციულ სქემაზე ისაუბრეს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კალაძის თქმით, ამის საშუალებას მათ თბილისის მერია არ მისცემს. 

    “ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, ვაკის პარკში გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა; ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და სამშენებლო ნებართვა გასცა; ადამიანები, ვინც სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ის წინ მოედანი გაასხვისა და მისცა მშენებლობის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. შესაბამისად, ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრების პროცესში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი”, აცხადებს კახა კალაძე.

    როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
    აფეთქებისას გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 8 ადამიანი და ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.