Category: არქივი

  • თიბისი ბანკის საქმე: პრემიერის განცხადება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე “თიბისი” ბანკის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს კითხვების დასმა საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედებს

    “სამწუხაროდ, აქ მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს, რაც ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მიმაჩნია მე პირადად პრობლემად”, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ “თი-ბი-სი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფინანსური სექტორი არის განსაკუთრებით მდგრადი რეგიონში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის შორს არის მოსაზრებისგან, რომ თუ კითხვები გაჩნდა რომელიმე ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ეს გამოიწვევს ამ დიდი მონაპოვარის შესუსტებას.

    “ჩემი პირადი მოსაზრებაა, ისევე როგორც ჩემი გუნდის და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის, რომ როდესაც ჩვენი კომპანიები, განსაკუთრებით ფინანსური ინსტიტუტები, წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ბირჟაზე, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას გაფრთხილება უნდა. ამასთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ ჩვენი ფინანსური სექტორი არის განსაკუთრებით მდგრადი რეგიონში და ამავე დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. მე ნამდვილად შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ თუ კითხვები გაჩნდა რომელიმე ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ეს გამოიწვევს ამ ძალიან დიდი მონაპოვარის გარკვეულ შესუსტებას. ჩვენი უპირატესობა და წარმატება გახლავთ ის, რომ მოხდა ბევრი ორგანიზაციის ინსტიტუციონალიზაცია და შესაბამისად, მათი ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენაც არის ამის ძალიან კარგი მაგალითი. სამწუხაროდ, აქ მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს, რაც ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მიმაჩნია მე პირადად პრობლემად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარი იმაზე, რომ შეიძლება საქართველოში ფინანსურ სტაბილურობას რამე საფრთხე შეექმნას, რეალობას არ შეესაბამება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

    “თიბისის”, ისევე როგორც საქართველოს სხვა ნებისმიერი ბანკის ერთობლიობა უდრის საქართველოს ფინანსური სექტორის მყარ ფინანსურ სტაბილურობას, შესაბამისად, ასე განპიროვნებება მე ვფიქრობ, სწორი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თუმცა იმ მოსაზრებას, რომ კითხვების დასმა საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედებს, ვერ დავეთანხმები, რადგან მოწყვეტილია რეალობას. ეს ნამდვილად არ არის ასე. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მონაპოვარია, რომ ჩვენი კომპანიები წარმოდგენილი არიან ლონდონის ბირჟაზე, მათ შორის პრემიუმ ლისტინგში, რომელიც განსაკუთრებული პატივია და დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს, ვინაიდან ამან გზა გაუხსნა სხვა ქართულ კომპანიებს, რომ წვდომა ჰქონდეთ საერთაშორისო კაპიტალზე, ჩვენი ფინანსური სტაბილურობა არის ძალიან მაღალი და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეიყვანა

    {{ARTICLEIMAGE}}
    გერმანიიის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა საქართველო, ტუნისი, მაროკო და ალჟირი და მხარი არ დაუჭირა შუამდგომლობას აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე. 

    ამ ნაბიჯს დიდი ხნის განმავლობაში უჭერდნენ მხარს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი და მემარჯვენე კანონმდებელთა ნაწილი, რომელიც იმიგრაციის შეზღუდვას მოითხოვს. თუმცა, საკითხს კენჭი უნდა უყაროს გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ, სადაც “მწვანეები” აცხადებენ, რომ შეეცდებიან დაბლოკონ ბუნდესტაგის გადაწყვეტილება, რაც მათ ერთხელ უკვე მოახრეხეს გასულ წელს.

    გერმანელი “მწვანეებისათვის”, რომლებიც ეწინააღდგებიან უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის ზომების გამკაცრებას, – ასეთ მიდგომას არ შეუშლია ხელი, რომ მოეპოვებინათ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ხმები ბოლო რეგიონულ არჩევნებზე.

    გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის მიერ 2015 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ასეულათასობით დევნილისათვის თავშესაფრის მიცემაზე, გასული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანანმდებლო ორაგნოსკენ ფართოდ გაუხსნა ულტამემარჯვენე ძალებს.

    სწორედ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი ხელმძღვანელობს მემარჯვენე პოლიტიკოსთა ფრაქციას, რომელიც თავის ამოცანად მიიჩნევს, ზოგიერთი ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ მთავრობას არ დაუკარგავს კონტროლი იმიგრაციაზე.

    საქართველოს, ტუნისის, მაროკოსა და ალჟირის გამოცხადება უსაფრთხო ქვეყნებად, გააიოლებს თავშესაფრის შუამდგომლობაზე უარის თქმას.

    გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ზეეჰოფერმა, პარლამენტში აღნიშნა, რომ უფრო ადრე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცხადებას უსაფრთხო ქვეყნებად, არ მოჰყოლია არანაირი გართულებები.

  • კაცი პატრიარქმა გაგხადა, საწყალი ხარ – დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის

    {{ARTICLEIMAGE}}
    ერთმანეთს ამჯერად სხალთელი ეპისკოპოსი და ჭყონდიდის მიტროპოლიტი დაუპირისპირდნენ. მიზეზი მეუფე სპირიდონის ქადაგება გახდა, რომელშიც მან მეუფე პეტრეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და საქართველოს ეკლესიაში შფოთის ატეხვის მცდელობაში დაადანაშაულა. შენ ჩემო ძამიკო, ცოცხალთათვის პანაშვიდი უნდა გიტარონ, რადგან დაღუპული ხარ,” ამბობს მეუფე სპირიდონი.

    მის ამ სიტყვებს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა უპასუხა:

    ქვეყნის სიყვარული, ღვთისა და ერის წინაშე მიღებული მღვდელმთავრული პასუხისმგებლობა მაიძულებს ვუპასუხო არათუ დასმულ შეკითხვებს, არამედ თქვენს მიერ გამოთქმულ ცილისწამებასაც. თქვენი ქადაგება მრევლში დიდი ხანია გაორებას იწვევს და არაერთგზის დამსახურებულად იყავით მხილებული. ვიდრე ეკლესია სამართლებრივად შეეხება დასმულ საკითხს, როგორც სინოდის წევრი თავს ვალდებულად ვთვლი, გამხილოთ და მოგიწოდოთ საჯარო სინანულისკენ.

    ჩემი გულისტკივილი და მწუხარება გამოიწვია ეკლესიაში დაგროვილი პრობლემური საკითხებისადმი გულგრილობამ და არასათანადო მიდგომამ. თითქმის 2 წელიწადი გავიდა მას შემდეგ რაც უდანაშაულო სასულიერო პირი პატიმრობაშია, რომელიც თავის ოჯახთან ერთად დიდ განსაცდელშია და ამ ფაქტით ყველა ჩვენთაგანი როგორც მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ…


    როდესაც საპატიმროში მოვინახულე დეკანოზი გიორგი მამალაძე და მოვისმინე მისგან დეტალური ახსნა აბსურდული ბრლადებების საპირწონედ, დავრწმუნდი რომ ეს ადამიანი არც მკვლელია და არც დამნაშავე, ის მხოლოდ მსხვერპლია უსამართლობის და უზნეობის, რომელსაც უპირობოდ და უკომპრომისოდ უნდა ვებრძოლოთ და დავუპირისპირდეთ. თქვენ კი უსამართლობასთან, უზნეობასთან, უპრინციპობასთან და ფარისევლობასთან დაპირისპირება მზაკვრულად გინდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან დაპირისპირებად წარმოაჩინოთ, ამით ნუთუ ვერ ხვდებით რომ საქართველოს ეკლესიის მამამთავარს ნებსით თუ უნებლიედ აიგივებთ ამ ყველაფერთან და ლოგიკურად თავად მიდიხართ მის დისკრედიტაციამდე.


    ციანიდის საქმის რეზონანსულობის მიუხედავად თქვენგან არასდროს გვსმენია ამ საკითხზე საჯაროდ გამოხატული აზრი. ნუთუ, მართლა გჯერათ, ეკლესიისთვის მეტად შეურაცხმყოფელი და ცინიკური ვერსიისა, რომ დეკანოზი ციანიდით მიემგზავრებოდა გერმანიაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოსაწამლად და ამ ბოროტებას სჩადიოდა კარიერული წინსვლისათვის. ანუ მკვლელ და დევნილ დეკანოზს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი ეპისკოპოსად გამოარჩევდა და აკურთხებდა?! მაშინ როდესაც, როგორც დეკანოზი იხსენებს კათოლიკოს პატრიარქი ციანიდის საქმემდე რამდენიმე თვით ადრე პირადად სთავაზობდა მას ახალი ეპარქიის შექმნას ქობულეთში და მღვდელმთავრად გამორჩევას, თუმცა მამაომ ამ შეთავაზებაზე თქვენგან განსხვავებით თავი ღირსად არ ჩათვალა და უარი განაცხადა! თქვენ კი ამ ყველაფერზე გვავალდებულებთ დუმილს? ისევე როგორც, თქვენის აზრით უნდა დადუმებულიყო ეკლესია 80-იან წლებში უდანაშაულო მღვდლის დახვრეტისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო ავადსახსენებელი 90-იანების მოვლენებისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო კრემლის დავალებით ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობისას, თქვენის ჩათვლით? ესეთი აზროვნება ხომ საბჭოთა მემკვიდრეობაა და სამწუხაროდ თქვენი სიტყვიდან და ქადაგებებიდან გამომდინარე თქვენში დავინახე საბჭოთა ადამიანი, მწყემსი კეთილის ნაცვლად.


    როგორც ვიცით, უფალი არათუ მართალ და უდანაშაულო, არამედ ცოდვილ ადამიანსაც არ ტოვებს მისი მფარველობის გარეშე. მოციქულთა 52-ე კანონი სწორედ ამაზე მეტყველებს: ,, ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც ცოდვისაგან მოქცეულს არ შეიწყნარებს, არამედ განაძევებს, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, რადგან ის თავისი ქმედებით ქრისტეს ეწინააღმდეგება, რომელმაც თქვა: “… ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა…” (ლუკ. 15,7). (I მსოფ. 8; ტრულ. 43,102; ბასილი დიდი 74). ასევე უნდა გვახსოვდეს ფსალმუნის სიტყვები: ,,ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა””(ფს. 105. 3). აქვე მინდა შეგახსენოთ რომ ადამიანისთვის მთავარი ადამაინობაა, ჯერ უნდა იყო კაცი, მერე მღვდელი და მერე მღვდელმთავარი. თქვენ ეტყობა ფიქრობთ რომ ,,კაცობა”” მღვდლობითა და მღვდელმთავრობით მოიპოვეთ, თქვენგან განსხვავებით მსგავსად არასდროს მიფიქრია და მღვდელმთავრობა ეკლის გვირგვინად მივიღე, თქვენგან უკვე ძმარიც კი შევსვი. ეკლესიაში კი ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის დარდმა და ბოლო ჟამის განცდამ მომიყვანა და გადავწყვიტე სულის საცხოვნებლად მონოზვნური ცხოვრება ამერჩია, თუ გამოქვაბულში არა, საქართველოს რომელიმე ერთ-ერთ მონასტერში ვყოფილიყავი ღვთის სათნო მონოზონი და თავი ღმერთისა და სამშობლოსათვის შემეწირა. დანარჩენი კი ღვთის ნებად უნდა მივიჩნიოთ. რამეთუ მაღალ სასულიერო წოდებაზე არასდროს მიფიქრია. ნუთუ თქვენ არც ღვთის ნება გამოგიძიებიათ არასდროს? მხოლოდ პატრიარქის ნებას ეძიებთ?!


    კანონიკური სამართლის მიხედვით, ეპისკოპოსს რომელსაც ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს… ნურავის ეგონება, რომ საეკლესიო სასამართლოსაგან ამ ეტაპზე თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს (მოც. 34, 37, 75; II მსოფ. 6; IV მსოფ. 9,17,19,21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14,15,20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8, 10,11,12,15,18,19,59,104,107,128,129,130,132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9). მაშინ როდესაც ჭყონდიდელ მიტროპოლიტს საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა საჯაროდ ცილი დასწამა და პატრიარქის მოკვდინებაში დაადანაშაულა თქვენ რატომ არ დაინტერესდით? თუ ეს ბრალდება სიმართლეს შეესაბამებოდა მაშინ ,,დამნაშავე”” უფრო მეტ რისხვას არ იმსახურებდა? ვიდრე, მაშინ როდესაც გულისტკივილით თქვა რომ პატრიარქის ქმედება უდანაშაულო მღვდელთან მიმართებაში არ იყო მწყემსი კეთილის საქციელი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ, როგორც სინოდის წევრი რატომ არ დაინტერესდით მღვდელმთავრის მიმართ ამ ბრალდებით? ნუთუ არ გესმით რომ ერთი ადამიანის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის?!



    თქვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა, რაზეც ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ნაცვლად სინანულისა, კადნიერად და უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ. მე როგორც სინოდის წევრს, ჩემი სინდისი მავალდებულებს ხმა აღვიმაღლო ამ უსამართლობისა, უზნეობისა და უპრინციპობის წინააღმდეგ. თქვენ კი ბრალს მდებთ, რომ თითქოს სხვის დავალებას ვასრულებ და ვახმოვანებ. ეჭვი მიჩნდება რომ სინდისის ხმას არასოდეს აყოლილხართ ან არ შეუწუხებიხართ და არ განგიცდიათ სინდისის ზეწოლა ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. და რა დოზითაც ჩაერიეთ 80-იანი წლების ბოლოს ეკლესიისა და მცხეთის სასულიერო სემინარიის შიდა საქმეებში, როგორც ჩანს ეს არ იყო არც რწმენით, არც სინდისის ხმით ნაკარნახევი და არც ეროვნული სულისკვეთებით გამოწვეული. ეჭვი მაქვს, რომ სინდისი როგორც პატარა ღმერთი არ გაგაჩნიათ. ამიტომ აძლევთ თავს ამდენის უფლებას, სინდისის გარეშე კი ადამიანი ნამდვილად არის ცოცხალ-მკვდარი!



    კართაგენის საეკლესიო კრების თანახმად ვითხოვ საეკლესიო სასამართლოს, სადაც იქნება განხილული ყველა ბრალდება და იმ შემთხვევაში თუ არ დამტკიცდება კათედრა უნდა დატოვოთ (კართაგენის 100 კან.) ასევე ვითხოვ ექვსი თვის ვადაში თქვენი ქმედებების განხილვა წარმოებაში მიიღონ მეზობელმა ეპისკოპოსებმა (იხ. კართაგენის 121 კან.) ერში შფოთის, დავისა და გაუგებრობის ასაცილებლად.


    თქვენი საგარეო პოლიტიკური სიმპატიები კი მახსენებს მიტროპოლიტ დიმიტრი აბაშიძეს, როდესაც საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის ჟამს ამბობდა: ,,დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდი და საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდება””, მისი ადგილი კი ისტორიული სამართლიანობით სამშობლოში ნამდვილად არ დარჩა…
    უსინდისობის შემთხვევაში ძალიან მარტივია ადამიანი დაადანაშაულო და ქამის მსგავს პიროვნებას შეადარო, რომელმაც მამას დასცინა. წარმოუდგენელია ვერ გაგერჩიათ ჩემი გულისტკივილით ნათქვამ სიტყვა ცინიზმისაგან!



    როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, ადამიანი რომ განკურნო უნდა იცოდე რითია დასნეულებული: ზედმეტი მხურვალებისაგან თუ პირიქით – ზედმეტი სიგრილისაგან. თქვენს შემთხვევაში ფარისევლობის მხურვალებას ვხედავთ და დაგროვილი პრობლემებისადმი გულგრილობას. თქვენზეა ნათქვამი უფლის სიტყვები: ,,მშვილდივით მოუზიდავთ ენა სიცრუისთვის და უმართლობით მტკიცდებიან ამ ქვეყანაზე, რადგან სიავიდან სიავისკენ მიიწევენ, მე კი არ მცნობენ” (იერემია 9. 3.).



    თქვენს სიტყვებს რომ მივენდოთ ეკლესიაში თითქოს ყველაფერი წესრიგშია, გაბრწყინვებამდე ცოტა გვაკლია და სადაცაა აღთქმულ ქვეყანაში შევალთ. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ეპოქაშიც რუის-ურბნისის კრების მოწვევამდე შეიძლება ბევრი სასულიერო თუ საერო პირი ფიქრობდა ასე…



    რჯულის კანონის მიხედვით: ,,არ უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ დრო არის საკმარისი განკურნებისათვის, რადგან კურნებას დრო კი არ მოიტანს, არამედ მთავარია ნება და არჩევანი მისი, რომელსაც სურს მოიქცეს, და ისწრაფვის, განიკურნოს თავი… მე მწამს, რომ ამ წერილს მიიღებ როგორც წმინდა ნიშანს და ძღვენს არ შეურაცხყოფ. თუნდ შენს მაღალგონიერებაზე დაბლა იდგეს იგი”.


  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

    “დაგეგმილი გვაქვს ოფიციალური ვიზიტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ლიეტუვაში, ლიეტუვა არის ჩვენი მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე იცავს ჩვენს ინტერესებს. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტის შედეგად ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, დავოსში ვიზიტისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან.

    “ჩვენ გვექნება ოფიციალური ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან, რამდენიმე ძალიან მსხვილ კომპანიასთან ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები და ვიმედოვნებ, რომ დავოსში ამ შეხვედრების შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას მოვახერხებთ ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • როგორ მიიღო ნათელაშვილმა თბილისის მერის შეთავაზება, “გამოექანოს მთაწმინდიდან”

    {{ARTICLEIMAGE}}
    ოპოზიციური პარტია “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისის მერის “გაწიწმატების” მიზეზად პოლიტიკოსის მიერ მერის მხილებას ასახელებს.

    “რა ინტელექტი და გაქანებაც აქვს, იმით გადის იოლად. სამწუხაროა, რომ მსოფლიოში უდიდესი კულტურით და ეთიკით, მეცნიერებით ცნობილი საქართველოს დედაქალაქის მერია. ის ასეთ ფრაზეოლოგიას იყენებს ოპონენტებთან ურთიერთობაში, რისთვისაც მე ვუხდი ბოდიშს თბილისელებს”,განაცხადა შალვა ნათელაშვილმა “ტვპირველის” ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს.  

    ოპოზიციური პარტია “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

    “საშინელი ტრაგედია მოხდა, უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და სრულიად საქართველოს. ეს შესაძლებელი გახდა სახელმწიფო კორუფციისა და უპასუხისმგებლობის გამო, როგორც მოგეხსენებათ, “ყაზტრანსგაზი” ხელში ჩაიგდო კახი კალაძემ და მაფიოზა ბეჟუაშვილმა, რომლებმაც გააფორმეს ოფშორში და გადავიდნენ მარტო გადასახადის ამოგლეჯვაზე და უსაფრთხოება დაიკიდეს ფეხებზე. მე მოვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ეს ორი დამნაშავე პერსონალურად დ დამონტაჟდეს სენსორები ყველა ოჯახში ქალაქსა და სოფელში, სადაც გაზია შეყვანილი. იმიტომ, რომ ჩვენ წელიწადში ვკარგავთ 30-ზე მეტ ადამიანს გაზის აფეთქების შედეგად და უპასუხისმგებლობის გამო უპირველესად”.

  • “ყაზტრანსგაზის” დაკავებული თანამშრომელი პირველ კომენტარს აკეთებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ყაზტრანსგაზის” დაკავებული თანამშრომელი პირველ კომენტარს აკეთებს. დიდი დიღმის პოლიციაში შეყვანამდე ერთ-ერთმა დაკავებულმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და თქვა, რომ დიდ დიღომში, იმ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირის სუნი არ შეინიშნებოდა.

  • დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე “ყაზტრანსგაზის” სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

    “დაკავებულები არიან “ყაზტრანსგაზის” სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე “ყაზტრანსგაზის” ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა “ყაზტრანსგაზის” სპეციალისტებმა – ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები”,-წერია შსს-ს განცახდებაში.

    დიდ დიღომში მომხდარი “აფეთქების მიზეზი “ყაზტრანსგაზისთვის” უცნობია”

  • კახას სიტყვები არაეთიკურია? იუმორი არის ყოველთვის კარგი – პრემიერი “მთაწმინდიდან გამოქანებაზე” თბილისის მერის განცხადებას აფასებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სიძულვილის ენა ხელისუფლების ოპონენტების არჩევანია, ასეთი ენა კი მმართველი გუნდისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, რამდენად ეთიკურია, როდესაც თბილისის მერი პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ასეთ ლექსიკას ირჩევს.  

    “თქვენ გინდათ თქვათ, რომ კახას სიტყვები არაეთიკურია? – თქვენი შეკითვა პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. ყველაზე ცუდი დასამსახსოვრებლად რაც გვქონდა უკანასკნელ არჩევნებში, ეს იყო სიძულვილის ენა, ვინ იყო ამ სიძულვილის ენის ინიციატორი, საზოგადოებამ იცის. ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის კახას პოზიცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, რომ ეს მიუღებელია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების დიდი ნაწილი განაგრძობს იგივე რეჟიმში ცხოვრებას, რადგან ეს მათი ცხოვრებისეული ფასეულობაა. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობს იუმორი და იუმორი არის ყოველთვის კარგი.

  • საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია გერმანიიდან

    {{ARTICLEIMAGE}}
    გერმანიის საქსონიის რეგიონიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. გერმანული მედია იუწყება, რომ აქედან 26 პირს უარი ეთქვა თავშესაფარზე, საქსონიის რეგიონში, ხოლო დანარჩენები კი თავშესაფარს გერმანიის სხვა რეგიონებში ითხოვდნენ. გერმანული მედია აღნიშნავს, რომ წინა წლებში საქსონიიდან საქართველოში სამი ჩარტერული რეისი განხორციელდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მოხდა.