Category: არქივი

  • ექვსი წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

    {{ARTICLEIMAGE}}იაშვილის კლინიკამ 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები გახდა.


    “პაციენტთან კლინიკაში შემოსვლის დღიდანვე ტარდებოდა აგრესიული, კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სისხლის და სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია, სხვადასხვა სახის დამხმარე თერაპია, ფილტივის ხელოვნური ვენტილაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზია ჰემოფაგიოციტური ლიმფოჰისტიოციტოზიდი და ამ ფონზე განვითარებული მძიმე, პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები სისხლის შემადედებელ სისტემაში. “ – ნათქვამია განცხადებაში.

    6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა.ოჯახი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა. 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. დიაგნოზი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, უცნობი იყო.

  • მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

    {{ARTICLEIMAGE}}დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა“ , – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას.

    პატრიარქმა ნაკურთხი წყლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიმართა მრევლს, ნაკურთხი წყლით აკურთხონ სახლი, ეზო და ქუჩები.

    „ნაკურთხი წყალი ეს არის დიდი სიწმინდე. მთელი წლის განმავლობაში ნაკურთხი წყალი უნდა გქონდეთ სახლში, უნდა აკურთხოთ სახლი, ეზო, ქუჩები და ბოროტი სული ვეღარ მოგეკარებათ თქვენ. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლი სულისა წმინდისა თქვენს ზედა“ – განაცხადა პატრიარქმა.

  • მოქალაქეები 22 მილიონ ლარამდე ოდენობის დარიცხული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან

    {{ARTICLEIMAGE}}
    ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთლიანობაში საუბარია მოქალაქეების 22 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე.

    “ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება გამოდის დღეს მთავრობის სხდომაზე. ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს სახდელთან ერთად მასზე დარიცხულ საურავსაც ჩამოაწერს. ჩვენი მიზანია, რომ ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლდნენ და გარკვეული შვება მიეცეთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მასი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები ძალიან მძიმე ტვირთად აწევთ. მთლიანობაში ლაპარაკია ჩვენი მოქალაქეების 22 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე”,განაცხადა პრემიერმა.

  • ვალების განულების აქციაში 38-მა საფინანსო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვალების ჩამოწერის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დასრულდა.

    ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალი ჩამოეწერა.

    მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობამ დანაპირები პირნათლად შეასრულა მოქალაქეების დიდი ნაწილი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდა.

    15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პროექტში მონაწილეობა მიიღო 38-მა საფინანსო ორგანიზაციამ; ხოლო 2019 წლის 1-15 იანვრის პერიოდში, პრობლემური სესხების განულების პროექტში თანამშრომლობის სურვილი კიდევ 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა და ფონდმა “ქართუმ” მსგავსი ხელშეკრულება მათთანაც გააფორმა.

    მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფონდ “ქართუს” და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე ასეთი მასშტაბის და მართლაც უპრეცედენტო პროექტის რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა.

    “სამწუხაროდ, პროექტს მიღმა დარჩა საფინანსო ორგანიზაციების მცირე ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია, მათ მოვუწოდოთ, ასეთ შემთხვევაში თავად გაუწიონ შეღავათები მსესხებლებს, ისევე როგორც რამდენიმე ორგანიზაციამ ეს უკვე დააანონსა”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ

    {{ARTICLEIMAGE}}
    ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება, არ გაუუქმდებათ ხოლო მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ყველა არამონეტარული შეღავათი.

    “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენ დაგვეხმარება სიღარიბესთან ბრძოლაში. მე მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც იღებენ სოციალურ შემწეობას, რომ აქტიურად ისარგებლონ ამ შეღავათით. მინდა ყველას შევახსენო, რომ აღნიშნული ინიციატივა ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა ქულების რაოდენობა მონაცემთა ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას. ამასთან ერთად, დღესვე გამოდის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბავშვები, რომლებიც ამ ოჯახებში იზრდებიან, ჩვენ ხუთჯერ გავზრდით ფინანსურ დახმარებას 10 ლარიდან 50 ლარამდე”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.