Category: არქივი

  • გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საჯარო აქტივობა განაახლეს და გეგმები გაასაჯაროვეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სისტემასა და შუალედური არჩევნების საკითხზე ისაუბრეს.

    ოპოზიციის ინიციატივით, უნდა მოხდეს უცხოელი ექსპერტებისთვის ვეტოს უფლების მინიჭება მოსამართლეთა შერჩევის დროს. 

    “ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მაშინ როდესაც სპორტული ფედერაციის თავმჯდომარეების რომლებიც სინამდვილეში არიან ქურდული “ოცნების” ზონდერები ურტყამენ ევროპის ჩემპიონებს, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ტელევიზიის ეკრანზე მთავარი ამბავი. როდესაც ცემა-ტყეპა გახდა ჩვენი ცხოვრების ნორმალური წესი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება უბრალოდ. საჭირო არის შეიქმნას ექსპერტთა საბჭო, რომელშიც იქნებიან მარტო საქართველოს არა მოქალაქეები, უცხოელები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. რომლებსაც ექნებათ შესაბამისი სამართლებრივი, ცხოვრებისეული, მორალური გამოცდილება იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაბლოკონ ის კანდიდატები რომლებიც არ იმსახურებენ არანაირად მოსამართლის მაღალ წოდებას,”განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

    დღესვე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და რიგგარეშე არჩევნების თემაზე ისაუბრეს. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიმართა კონსულტაციები სხვადასხვა პარტიებთან და ახლა უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა.

    “მოვისმინეთ ამ კონსულტაციის შედეგები და უკვე არის მზაობა, რომ გადავიდეთ აქტიურ ქმედებაზე”,განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს – კომუნიკაციების კომისია

    {{ARTICLEIMAGE}}კომუნიკაციების კომისია თვლის რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

    კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

    “პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, მყისიერად დაიწყო საკითხის შესწავლა. კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.

    კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.

    ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს.”


  • ინფორმაცია მათთვის, ვინც იტალიაში მოგზაურობას აპირებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს: “მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არ შემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ჰქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი.

  • გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზება ხელისუფლებას(ვიდეო)

    {{ARTICLEIMAGE}}
    სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას იუსტიციის საბჭოსთან არსებულ უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნას სთავაზობს. გიორგი ვაშაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში სასამართლოს კუთხით უმძიმესი ვითარებაა, აუცილებელია მოხდეს ევროპული პრაქტიკის გამოყენება, რაც სასამართლოს განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, აღნიშნულ საბჭოში ევროპის ქვეყნების მაღალი რანგის მოსამართლეები შევლენ და მათ ექნებათ უფლება მოსამართლეობის კონკრეტულ კანდიდატურებს ვეტო დაადონ.

  • ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი:განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოსთან ურთიერთობებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    ვილნიუსში ლიეტუვის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, საულიუს სკვერნელისის და მამუკა ბახტაძის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.


    პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაგრძელდა გაფართოებული ფორმატის შეხვედრით, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს და ლიეტუვის მთავრობების და პარლამენტების წევრები. განხილვის მთავარი თემები იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ფორმატები, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ქართულმა მხარემ ლიეტუვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.


    პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად ვილნისუში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია.


    ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი: ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ლიეტუვა მრავალი წელია, განსკათრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამ კურსის გაგრძელებას გეგმავს მომავალშიც. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ურთიერთობებში დაუშვებელია ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა. მხარს ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მტკიცე მისწრაფებას ევროკავშირსა და NAtO-ში სრული ინტეგრაციისადმი, ლიეტუვას მაგალითის მსგავსად. ასევე მხარს ვუჭერდით და მომავალშიც განვაგრძობთ მხარდაჭერას საქართველოს არჩევანისადმი, შექმნას ღია, დემოკრატიულ და სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული აყვავებული სახელმწიფო. ჩვენ აღნიშნულს ვახორციელებთ და განვახორციელებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.


    ვიზიტის პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები მხოლოდ ახლა დაიწყო, თუმცა ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს არაერთი საკითხი, რომელიც მოიცავს როგორც სიმბოლურ თემატიკას, ასევე ძალზე პრაქტიკურ მიმართულებებსაც. მიმდინარე წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი დიპლომატიური ისტორია 550 წელზე მეტს ითვლის. ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის კონტექსტში გამორჩეულ აქცენტს წარმოადგენდა მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, ჩვენ საქართველოს ვუწოდებთ მის ავთენტურ დასახელებას, ხოლო ჩვენი მეგობრები ჩვენს ქვეყანას ლიტვის ნაცვლად ლიეტუვას უწოდებენ.


    ასევე კარგი სიახლეა ის, რომ აპრილიდან ამოქმედდება პირდაპირი ავიარეისები ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის და ბიზნესკავშირების განვითარებას.

    ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა. ამასთან, ვფიქრობთ, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ვისაუბრეთ, რომ ლიეტუვას შეუძლია, იამაყოს შესანიშნავი “სტარტაპებით”, რომელთა მოცულობა უკანასკნელ წლებში 5-ჯერ გაიზარდა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მოვიზიდეთ 183 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და იმედი მაქვს, ამ სფეროშიც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის.


    უაღრესად იმედისმომცემია თანამშრომლობა მუნიციპალიტეტების დონეზე. ჩვენს ქვეყანაში არსებული 60 მუნიციპალიტეტიდან ნახევარს საქართველოში ჰყავს პარტნიორები.

    ჩვენ მხარს ვუჭეთ საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, როგორც კონკრეტული ნაბიჯებით, ასევე საქმით. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც დეკემბრიდან შევიდა ძალაში, დაფიქსირებულია ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფება. ამასთან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები და შეიარჩუნოს ლიდერობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ დიდ წარმატებებს.

  • ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

    “TVპირველის” გადაცემა  “დღის ამბების” წამყვანი ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ჟურნალისტი უგრეთის დედაქალაქში კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო. 

    ლევან ჩხაიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მედიასაშუალებებში: ტელეკომპანია “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია” და “რადიო მაესტრო”.

    solostudio.agency/ თარაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.