Category: არქივი

  • ზურაბიშვილმა ევროკომისარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელივანია ეს წელი საქართველო ევროკავშირის ურთიერთობისთვის, რადგან აღინიშნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

    სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან.


    საგარეო საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტი შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.


  • მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
    პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეეებმა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზრბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებააზე. ხაზი გაესვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც, ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზირისით, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში არსებობს.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრეს TANAP-ის პროექტის შესახებ, ასევე ქვეყნების სტრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით. შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.
  • თბილისის მერი: ეს იყო ამაზრზენი რამ, რაც სატელევიზიო ეთერით ვიხილეთ

    სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ფაქტზე საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მომხდარი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჟურნალისტებთან საუბარში თბილისის მერმა განაცხადა, რომ სატელევიზიო ეთერში გასული კადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, ამაზრზენია. “ყველა ნორმალური ადამინისთვის, ვინც საღად მოაზროვნეა, როგორ უნდა იყოს ეს მისაღები? როგორ უნდა იყოს მისაღები და დადებითი?! ეს იყო ამაზრზენი რამ, რაც სატელევიზიო ეთერით ვიხილეთ”,განაცხადა კახა კალაძემ. 

    საკითხზე კომენტირებისას მინისტრმა მიხეი ბატიაშვილმაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, უწყება გამოძიების შესაბამისად უფლებამოსილების ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას.

  • ბესელია საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის თემაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საპარლამენტო უმრავლესობა დღეს პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სხდომას გამართავს. შეკრებაზე დასასწრებად საქართველოში დაბრუნდა მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიაც, რომელიც მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფებოდა – ამბობს, რომ დღეს მთავარია გამართული მართლმსაჯულების საკითხი და არა ის, თუ სად იქნება ეკა ბესელია 

    მედიის მოლოდინი მმართველ გუნდთან დაპირისპირებულ წევრებთან დაკავშირებით ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხება – დარჩებიან თუ არა ისინი საპარლამენტო უმრავლესობაში, ამ შეკითხვაზე პასუხს ელის მედია “ქართულ ოცნებაში” შეხვედრის დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ შეხვედრას წინ უძღოდა მოსამართლეების განცხადება და მათი სიის გამო გამწვავებული დაპირისპირება მმართველ გუნდში. თუმცა როგორც ეკა ბესელიამ სხდომაზე შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი საკითხი, რაზეც არ ფიქრობს და რაზეც მის გონებაში ადგილი არ არის,  სწორედ მისი გარიცხვის თემაა და წუხს, რომ მედია ამ შეკითხვას ყველაზე ხშირად სვამს. 

    “რაც შეეხება გუნდურობას, ამაზეც მყარი არგუმენტები მაქვს – არ ვარ ის ადამიანი,რომელსაც ესწავლება, რა არის გუნდის შეხიდება. თუმცა ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებსა და შიდაპარტიულ ურთიერთობას შორის”, ამბობს ეკა ბესელია. 

    “ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს საქმიანი განწყობა და მოლოდინი, რომ სხდომაზე, რომელიც ამ ფორმატით დეკემბრის შუა კვირის შემდეგ პირველად იმართება, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი, არგუმენტირებული მსჯელობა ძალიან მნიშVნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლო რეფორმის საკითხი. მე ვარ მზად, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის ძალიან პრინციპულ, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი – არგუმენტებით სავსე შეხვედრა იქნება დღეს და მინდა დავიტოვო იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო პოზიციაზე”,განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დაწყებამდე.  

    რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ორი დღის წინ აცხადებდა: “საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას. სხდომაზე მსჯელობა გვექნება პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე, საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, ვიმსჯელებთ პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და კომიტეტების მუშაობის ანგარიშებთან დაკავშირებით”. 

    მედიას ასევე აქვს მოლოდინი, რომ სხდომაზე შესაძლოა, მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებები განიხილონ, თუმცა არჩილ თალაკვაძე ამ შესაძლებლობას არ უშვებს.

  • “მაგას ვყვირით ამდენი ხანი”:მერიამ ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვის მქონე კომპანიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია

    თბილისის მერის. კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში მასშტაბური მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია.

    თბილისის მერის თქმით, სასტუმრო “ბუდაპეშტის” ინვესტორი მერიის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს არ დათანხმდა, კიდევ ერთი შეხვედრა ამავე საკითხზე კი რამდენიმე დღეში გაიმართება.


    კალაძე აღნიშნავს, რომ თემა ეხებოდა ადგილმონაცვლეობის საკითხს: ან აღდგენილიყო იგივე შენობა, რესტორანი “ბუდაპეშტი”, რომელიც ვაკის პარკთან ერთად აშენდა; აღდგენილიყო იგივე ზომებში და მოცულობებში, რაზეც უარი მივიღეთ”.

    “უკანონოდ რომ იყო გაცემული ნებართვა, მაგას ვყვირით ამდენი ხანი და მაგას ყვიროდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ამ მშენებლობას აპროტესტებდნენ. ბატონმა უგულავამ, რომელიც ქალაქის მერი გახლდათ, რა თქმა უნდა, არასწორად გასცა ნებართვა. სპეცნებართვაა გამოცემული იმისთვის, რომ ვაკის პარკში აშენებულიყო 30-მეტრიანი, 8-9 სართულიანი შენობა-ნაგებობა. ეს, რა თქმა უნდა, უკანონო იყო და ამას ვეწინააღმდეგებით ყველა და ვიბრძვით, რომ არ მოხდეს ასეთი მასშტაბური მშენებლობა ვაკის პარკში, განაცხადა კახა კალაძემ.

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკში, სასტუმროსთვის გამიზნული 2863.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კომპანიების სახელები წლების განმავლობაში იცვლებოდა: „გრაალი“ „აგრო ლენდ ჯორჯიამ“ შეცვალა და ბოლო პერიოდამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებში „ტიფლის კოსტავა“ ფიგურირებს.

  • #10YearChallenge შეიცვალა თუ არა მსოფლიო 10 წელიწადში

    სოციალურ ქსელებში ახალი კამპანია დაიწყო – ათი წლის წინანდელი ფოტოების გაზიარება ჰეშთეგით #10YearChallenge. ქსელების მომხმარებლები იხსენებენ, რა ხდებოდა მათ ცხოვრებაში ათი წლის წინ და როგორც წესი, მსგავსი რეაქციები აქვთ: “ღმერთო ჩემო, როგორ დავბერდი!“. საინტერესოა, თუ გახსოვთ რა ხდებოდა მსოფლიოში ათი წლის წინ. 2009 წელს მაიკლ ჯექსონი მოკვდა, ბარაკ ობამა აშშ–ს პრეზიდენტი გახდა, მსოფლიო ღორის გრიპის ვირუსს ებრძოდა. ათი წლის მანძილზე ალბათ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, ცვლილებები შესაძლოა არც ისე მნიშვნელოვანი იყოს.

    იგივე სახეები

    ათი წლის წინ რომ დაგეძინათ და 2019 წლის იანვარში გამოგეღვიძათ აღმოაჩენდით, რომ ბევრ ქვეყანაში სამთავრობო კაბინეტებში იგივე ხალხი ზის.მათ შორის არიან ისინი, ვინც პროტესტის თუ გადატრიალების მცდელობის მიუხედავად ძალაუფლება შეინარჩუნა. არიან ისინიც, ვინც ხელისუფლებაში დასარჩენად კონსტიტუცია შეცვალა. არიან ისინიც, ვინც კოალიციური მთავრობის შექმნა შეძლო. ან უბრალოდ საპრეზიდენტო არჩევნების მრავალგზის გამარჯვებულები, ვინც პოსტს ათ წელზე მეტია ინარჩუნებს. ამ ფოტოს თამამად შეგვიძლია “მარადიულების გალერეა“ დავარქვათ:

    {{ARTICLEIMAGE}}ზედა რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: ფეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო (ეკვატორიული გვინეა), ემომალი რახმანი (ტაჯიკეთი), ისაიას აფევერკი (ერითრია), ალექსანდრ ლუკაშენკო (ბელორუსი), ფორ ესოზიმნა გნასინგბე (ტოგო), ანგელა მერკელი (გერმანია), ილჰამ ალიევი (აზერბაიჯანი), პიერ ნკურუნზიზა (ბურუნდი), ევო მორალესი (ბოლივია).

    შუა რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: პოლ ბიია (კამერუნი), ჯოზეფ კაბილა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ბენიამინ ნეთანიაჰუ (ისრაელი), მაჰმუდ აბასი (პალესტინის ტერიტორია), ნურსულთან ნაზარბაევი (ყაზახეთი), აბდელ აზიზ ბუტეფლიკა (ალჟირი), პოლ კაგამე (რუანდა), იოვერი კაგუტა მუსევენი (უგანდა), ომარ ალ ბაშირი (სუდანი).

    ქვედა რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: ალი ბონგო ონდიმბა (გაბონი), იდრის დები (ჩადი), ვლადიმერ პუტინი (რუსეთი), დენი სასუ–ნგესო (კონგო), რეჯეპ ტაიპ ერდოგანი (თურქეთი), ისმაილ ომარ გელე (ჯიბუტი), ბაშარ ასადი (სირია), გურბანგული ბერდიმუხამედოვი (თურქმენეთი).

    ათი წლის განმავლობაში კიდევ უფრო დათბა

    უკვე ერთი საუკუნეა ვიცით რა გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა კლიმატის ცვლილებაზე, თუმცა ამ ცოდნის მიუხედავად ცოტა რამ თუ შეიცვალა კლიმატის ცვლილების პრობლემის მიმართ კაცობრიობის მიდგომასთან დაკავშირებით. გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმების მისაღწევად მსოფლიო ლიდერებს 21 წელი დაჭირდათ.

    2018 წლის დეკემბერში პოლონეთში გაეროს მსოფლიო კონფერენცია ჩატარდა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პარიზის კლიმატის შეთანხმების რეალიზაციის წესები მიღეს.თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ საკითხში პროგრესი უმნიშვნელო იყო, არადა პლანეტაზე ტემპერატურა ზრდას განაგრძობდა.

    2009 წელს ნასას მონაცემებით დედამიწის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურამ 1951–1980 წლების ნიშნულთან შედარებით 0.63 გრადუს/ცელსიუსამდე მოიმატა. 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 0.9 გრადუსამდე გაიზარდა.

    ისევ ისეთი ღარიბები

    ბოლო ათ წელში შესამჩნევი ცვლილებებიც მოხდა. პირველ რიგში ეს ეკონომიკას ეხება. 10 წლის წინ ყველაზე მდიდრები მსოფლიოში ნავთობის და ფინანსური კომპანიები იყვნენ. 2018 წელს Financial Times Global 500 –ის რეიტინგის წამყვანი ადგილები ტექნოლოგიურ გიგანტებს უკავიათ – Apple, Google, Microsoft, Amazon და Tencent–ს.

    მაგრამ უცვლელი დარჩა უზარმაზარი ნაპრალი ღარიბი ფენებისა და მდიდრების ცხოვრების დონეს შორის. უფრო მეტიც, ეს ნაპრალი უფრო გაიზარდა. ეს პროცესი განსაკუთრებით 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაჩქარდა.

    ბრიტანეთის თემთა პალატის მონაცემებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოსახლეობის – 1%–ის სიმდიდრე 2008–2017 წლებში ყოველწლიურად 6% –ით იზრდებოდა, მსოფლიო მოსახლეობის 99%–ის შემოსავლები კი წელიწადში მხოლოდ 3%–ით იზრდებოდა.

    ანალიტიკების პროგნოზით 2030 წლისთვის მსოფლიოს 1%–ის, ანუ ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება მსოფლიო სიმდიდრის 64% –ს მიაღწევს.

    თანასწორობამდე ისევ შორია


    მიუხედავად 2018 წელს ატეხილი დიდი ხმაურისა ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების შესახებ, რეალურად მათთვის დიდად არაფერი შეცვლილა.

    რა თქმა უნდა, არის ცვლილებები – მაგალითად ეგრეთწოდებული აფსქერთინგი, ანუ კაბის ქვეშ ფარული ფოტოგადაღება ბრიტანეთში დანაშაულად აღიარეს. სამხრეთ კორეაში ერთ–ერთი პორნოსაიტი დაიხურა, სადაც ფარული კამერით გადაღებული შიშველი ქალების ფოტოები ქვეყნდებოდა. საუდის არაბეთში ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრების და მანქანის მართვის უფლება მისცეს. ინდოეთში ქალებს სიწმინდეებთან მიახლოების უფლება მისცეს, სადაც ადრე მხოლოდ მამაკაცები დაიშვებოდნენ.

    ამის მიუხედავად ბევრ ქვეყანაში ქალების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ნეპალში ქალები იძულებულნი არიან მენსტრუაციის დღეებში სპეციალურ ქოხებში იცხოვრონ. ინდოეთში გოგონები კვლავ ძალადობის მსხვერპლნი არიან. სალვადორში დღემდე ქალს აბორტის გაკეთების გამო ციხე ემუქრება. და კვლავ ყველაზე საშიშ ადგილად უამრავი ქალისთვის საკუთარი სახლია, სადაც ძალადობას ყველაზე მეტად განიცდიან.

    გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა იმდენად ნელა მიმდინარეობს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების შეფასებით ქალისა და მამაკაცის შრომის ანაზღაურების გათანაბრება მხოლოდ 202 წლის შემდეგ არის შესაძლებელი.

  • რას გამოიწვევს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა

    {{ARTICLEIMAGE}}

    არასამთავრობო ორგანიზაციები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მოქალაქეები თბილისის მერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ.


    განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაკის პარკში სასტუმროსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ნაგებობის განთავსება მიუღებელია ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისათვის. საკითხის მიმართ ამგვარი მიდგომა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქალაქის ისედაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ეკოლოგიურ გარემოს, უგულებელყოფს საზოგადოების მოთხოვნას და შექმნის საზიანო პრეცედენტს მომავალში ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და განვითარების პროცესისათვის. წერილის ავტორები თბილისის მერს სთავზობენ, გაიმართოს საჯარო შეხვედრა, სადაც ვაკის პარკში მშენებლობის ახალ ნებართვაზე უარის თქმის სამართლებრივი არგუმენტები შეთანხმდება.


    რატომ არ შეიძლება ვაკის პარკში სასტუმროს აშენება, – ამ საკითხის შესახებ საუბრობს, ქალაქმგეგმარებელი, ზურაბ ბაქრაძე. მისი განმარტებით, ყველა ქალაქს პარკი, სარეკრეაციო სივრცეები სჭირდება იმისთვის, რომ იქ ცხოვრება იყოს გაწონასწორებული. ვაკის პარკი კი მისი შეფასებით, საქალაქო პარკია. ბაქრაძის თქმით, ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს კანონდარღვევით მოიპოვეს და უგულავამ თბილისის განაშენიანების მოთხოვნები, ადმინისტრაციული კოდექსი და სივრცითი მოწყობის კანონი დაარღვია.

    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს.

    ამის შესახებ კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ 18 იანვარს განაცხადა.

    “ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია. სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი და ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. აქ საზოგადოების მხარდაჭერა დამჭირდება და ვფიქრობ, ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“.


    როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით “მწვანე ალტერნატივის” საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

    უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ.

    საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.

    “თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა”, – წერდა “მწვანე ალტერნატივა”.

    თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის, გოგა ზაქაიძის თქმით, კომპანიას 2013 წლის ნებართვა გაუგრძელდა და ახალი ნებართვის მიღება არ სჭირდებათ.

    მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეხვდებიან მერიას და იმ ჯგუფს, ვინც წინააღმდეგი იყო მშენებლობის და ამის შემდეგ გააგრძელებენ სამშენებლო სამუშაოებს.

  • საქართველოში ხმებს მოსყიდვის ახალი ფორმის მოწმეები გავხდით – დებატები სტრასბურგში

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე. ევროსაბჭოს დეპუტატებმა გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

    მათ ყურადღება საპრეზიდენტო არჩევნებისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ვალების განულების პროგრამასა და ამომრჩევლის ნების კონტროლზე გაამახვილეს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დასახელდა.

    ევროსაბჭოს დეპუტატების განცხადებით, არსებობს კითხვა – ჰქონდა თუ არა ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

    “თბილისში სადამკვირვებლო მისიის მუშაობამ, რომლის წევრიც მე გახლდით, წარმატებულად ჩაიარა, რასაც რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი საპრეზიდენტო არჩევნებში შესახებ საქართველოში. ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, დისბალანსი კამპანიების შემოწირულობებს შორის და დასჯის შიში – ეს იყო რაც არჩევნებზე ვნახეთ. საქართველოში ხმებს მოსყიდვის ახალი ფორმის მოწმეები გავხდით. მოხდა ხელისუფლების მიერ 600 000 ადამიანის დავალიანების დაფარვის შესახებ განცხადება, კერძო ფინანსური ინსტიტუტი მიერ, რომელსაც პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” ლიდერის ხელმძღვანელობს და რომელიც ოფიციალური მხარდამჭერი იყო ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის. განცხადების გაკეთების დრომ შექმნა სერიოზული დარღვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესში. ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენება. სუსტი იყო ასევე სათანადო უწყებების რეაგირება რეაგირება არჩევნების დროს დაწერილს საჩივრებზე”, განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ტორი რინსენმა.

  • ეკა ბესელია სტრასბურგში იმყოფება

    {{ARTICLEIMAGE}}
    ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ეკა ბესელიას კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ვადა ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში.

    პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკა ბესელია პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში იმყოფება, სადაც 21-25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია იმართება.

    ქართველი პარლამენტარი, სესიის ფარგლებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებში როგორც კომიტეტის ძირითადი წევრი მონაწილეობს.

    ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ეკა ბესელიას ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ვადა.

    კომიტეტის წევრებმა აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარე და  კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე. განხილული იყო ქვეკომიტეტების სტრუქტურა და დაინიშნენ კომიტეტის წარმომადგენელები ვენეციის კომისიასა და კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფში.

    სხდომაზე  გაიმართა მსჯელობა პატიმართა გადაყვანისას ადამიანის უფლებების დაცვის ანგარიშის პროექტის, ანგარიშის რეზოლუციისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ. შედგა თემატური დებატები ადამიანის უფლებათა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

  • ტვ პირველში სამძიმრის წიგნი გაიხსნა

    ტელეკომპანია პირველი საკუთარ ფეისბუქ გვედზე ფოტოს სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს:

    “გამორჩეული ჟურნალისტის და ტელეწამყვანის, ლევან ჩხაიძის (ჯაკოს) გარდაცვალების გამო TV პირველში სამძიმრის წიგნია გახსნილი. კოლეგების და მეგობრების სახელით მადლობას გიხდით თანაგრძნობისთვის“.

    ტელეკომპანია პირველის ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 21 იანვარს ბუდაპეშტში გარდაიცვალა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია როდის მოხდება მისი სამშობლოში გადმოსვენება. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო ამ საკითხში ჩართულია. საკონსულოს კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ სტრუქტურებთან და გადმოსვენება მას შემდეგ მოხდება, როგორც კი ყველა საჭირო პროცედურა დასრულდება.