შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, თუ „ჰუსიტები“ გემებს ცეცხლს გაუხსნიან, მაშინ აშშ ირანს პასუხისმგებლობას დააკისრებს.
„ერთი წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენა „ჰუსიტებს“ იმის გამო, რომ ისინი გემებისთვის ცეცხლის გახსნით ვაჭრობაში ერეოდნენ. ამის შემდეგ და ირანთან ჩვენი კონფლიქტის დროს, ისინი პასუხისმგებლობით იქცეოდნენ. სამწუხაროდ, ახლა ისინი ისევ თავიდან იწყებენ და გუშინ ღამით საუდის არაბეთის ორ გემს ცეცხლი გაუხსნეს“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ეს განცხადება „ჰუსიტებისთვის“ იმის შეხსენება უნდა იყოს, რომ „თუ ისინი ამას კვლავ გაიმეორებენ, აშშ პასუხისმგებლობას ირანს დააკისრებს, რადგან „ჰუსიტები“ ირანის მარიონეტები და პროქსი ძალები არიან“.


