მოსკოვის ოლქში რუსული Su-57 ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ, ტელეგრამ-არხი Exilenova+ ავრცელებს.
“დამატებითი კადრები მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონიდან, სადაც Su-57 ჩამოვარდა. რაც შეეხება პილოტს – დაველოდებით ოფიციალურ დადასტურებას. ჯერჯერობით არაფერია.” – წერს Exilenova+ და ფოტოებს ავრცელებს.
რუსული წყაროების მიხედვით, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.


