Tag: ირანი

  • ერთ ღამეში უკრაინელებმა 24 ირანული “შაჰიდის” დრონი ჩამოაგდეს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა 24 ირანული “შაჰიდის” დრონი ჩამოაგდეს.

    რუსმა ოკუპანტებმა ირანული დრონები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. უკრაინელებმა დრონების უმრავლესობა ქვეყნის ცენტრში, საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გაანადგურეს.

    “წინასწარი მონაცემებით, მტერმა გამოიყენა 24 „შაჰიდი“. 24-ვე გაანადგურეს საზენიტო სარაკეტო დანაყოფებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებთან თანამშრომლობით”, – აცხადებს უწყება.

  • 8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯეს

    ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე სასამართლომ 4 ადამიანი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. შესაბამის  განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

    • “სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს. ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
  • ირანი შესაძლოა უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებში იყოს ჩართული-სალივანი

    “მათი იარაღი გამოიყენება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და ქალაქების სიცივესა და სიბნელეში ჩაძირვისთვის, რაც, ჩვენი აზრით, აყენებს ირანს ისეთ მდგომარეობაში, სადაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს ფართომასშტაბიანი სამხედრო დანაშაულების ჩადენას.”

    განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.მან აღნიშნა რომ ირანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, სამხედრო დახმარების გაწევითა და რუსეთისთვის შაჰედ-136 დრონების მიწოდებით.

  • რუსეთი მაისამდე უკრაინაში ყველა ირანულ დრონს გამოიყენებს – ISW

    ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2023 წლის მაისამდე რუსეთი ირანში წარმოებულ ყველა, 1 750-ვე დრონს გამოიყენებს. ISW-ს თანახმად, რუსული ძალები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ირანულ დრონებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების კამპანიაში და სავარაუდოდ, ამ სისტემების ამჟამინდელი მარაგი მნიშვნელოვნად ამოწურეს.

    “რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება შემდგომ ორმხრივ თანამშრომლობას ირანთან, რათა უზრუნველყოს უფრო ზუსტი მართვადი იარაღის სისტემები უკრაინაში გამოსაყენებლად. რუსული ჯარები მაისამდე ირანში წარმოებულ ყველა, 1750 დრონს ამოწურავენ, თუ მათ იმავე ტემპით გამოიყენებენ, როგორც სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში”,

  • წლის პირველ 2 დღეში უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების რიცხვი 80-ს აჭარბებს – ზელენსკი

    “მხოლოდ 2 დღე გავიდა წლის დაწყებიდან და უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების რიცხვი უკვე 80-ს აჭარბებს. ეს რაოდენობა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაიზარდოს.

    ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი Shahed-ებით ხანგრძლივ შეტევას გეგმავს. მისი ფსონი, შესაძლოა, ჩვენი ხალხის გადაღლაზე, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული სექტორის [განადგურებაზე] იყოს დადებული. თუმცა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტერორისტების ეს მიზანი იქნება წარუმატებელი, ისევე, როგორც სხვები. “

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

  • Sky News: რუსეთმა ირანს გადასცა დასავლური იარაღი, რომელიც უკრანაში ჩაუვარდა ხელში

    რუსული თვითმფრინავი 140 მილიონ ევროთი და  ბრიტანული და ამერიკული NLAW, Javelin და Stinger–ის რაკეტებით,  რომლებიც რუსებს უკრაინაში ჩაუვარდათ ხელში, 20 აგვისტოს ფარულად გაფრინდა მოსკოვიდან ირანში, განაცხადა Sky News-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების რედაქტორმა დებორა ჰეინსმა  უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.

    ირანში გაგზავნილი იარაღი, მისი წყაროს თქმით, უკრაინისთვის დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღის ნაწილი იყო , რომელიც რუსი სამხედროების ხელში აღმოჩნდა.

    შედეგად, მიღებული დასავლური იარაღი ირანს საშუალებას მისცემს შეისწავლოს და დააკოპიროს დასავლური ტექნოლოგიები, რათა აწარმოოს იარაღი, რომელიც შეიძლება მომავალ ომებში იქნას გამოყენებული, განუცხადა Sky News-ს ანონიმურმა წყარომ.

    დებორა ჰეინსის წყაროს თქმით, სწორედ ამ იარაღის სანაცვლოდ გადასცა თეირანმა რუსეთს  უპილოტო საფრენი აპარატიები, მათ შორის  შაჰედის დრონები.

  • სერიოზულად? “გამოწვევები და შესაძლებლობები” ირანთან? – კრამონი ბურჭულაძის და ელჩის შეხვედრაზე

    სერიოზულად? “გამოწვევები და შესაძლებლობები” ირანთან? – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში ირანის ელჩის შეხვედრას.

    ”სერიოზულად? “რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები” ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? ეს ახალი თანამშრომლობა აჩვენებს, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, აირჩია არასწორი გზა და პოლიტიკური იზოლაცია, რომლის წინაშეც უკვე დგას.” – აცხადებს კრამონი.

  • რუსეთი უკრაინაზე ირანული რაკეტებით მასირებული შეტევისთვის ემზადება – ზელენსკი

    რუსები ძალებს იკრებენ უკრაინის ქალაქებზე ახალი მასირებული დარტყმისთვის.

    როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ნოემბერს საღამოს გამოსვლაში განაცხადა, ამისთვის რუსეთმა ირანს ბალისტიკური რაკეტები შეუკვეთა.

    ზელენსკიმ განმარტა, რომ ეს, პირველ რიგში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ეხება.

    “ტერორისტული სახელმწიფო ძალების და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმების შესაძლო განმეორებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკაზე. ამისთვის რუსეთს სჭირდებოდა ირანული რაკეტები. ჩვენ ვემზადებით პასუხისთვის”, – თქვა მან.

    სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა ირანის პასუხისმგებლობა კრემლის შეიარაღებულ აგრესიაში მონაწილეობის გამო.

    “ირანის რეჟიმი უნდა დაისაჯოს. და ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების დონეზე. მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გაგრძელებაში… ყველამ, ვინც რუსეთს ეხმარება ამ ომის გაგრძელებაში, მასთან ერთად უნდა აგოს პასუხი და ამ ომის შედეგებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • ირანმა აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა

    ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს, უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა. განცხადება ამის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. როგორც მინისტრი აცხადებს, ირანმა დრონები რუსეთს, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მიაწოდა.

    • “ჩვენ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობა მივეცით უკრაინის ომამდე თვეებით ადრე”, – თქვა ამირაბდოლაჰაინმა ჟურნალისტებთან თეირანში გამართული შეხვედრის შემდეგ.

    მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის.

  • უკრაინელებმა ღამით, 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს

    გუშინ, ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ცხრა კამიკაძე დრონი Shahed-136, რომლითაც რუსეთმა ქვეყნის რეგიონები დაბომბა.

    ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ავრცელებს.