ქართულმა ოცნებამ არაერთი გაფრთხილება მიიღო, რომ მათი მხრიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, დემონსტრანტების დარბევას, პოლიტიკური პატიმრების გაჩენას ქვეყანაში, შეიძლებოდა, გამოეწვია უვიზო რეჟიმის შეჩერება.
ნაცვლად იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანები გამოუშვას ციხიდან ბიძინა ივანიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიონ ძალადობა და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში შედგეს დემოკრატიული პროცესი, ივანიშვილი მზადაა, რომ საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპაში, იმიტომ, რომ ასეთია რუსეთის დავალება.
სწორედ ის განცხადებები, რაც კეთდება ამ დღეებში, ეს არის უკვე ახალი პროპაგანდა ქართული ოცნების, რომელიც ცდილობს, თავიდან აირიდოს ის უზარმაზარი უკმაყოფილების ტალღა, რასაც პოტენციურად ქვეყანაში შექმნის უვიზო მიმოსვლის დაკარგვა ევროკავშირთან. ცდილობენ, ტვინი გამოურეცხონ, რომ თითქოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეს არ სჭირდება.
Tag: ბიძინაივანიშვილი
-

ივანიშვილი მზადაა, დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა, ასეთია რუსეთის დავალება – სამადაშვილი
-
შემოვიდა ივანიშვილი, დაიწყო მართვა და ბოლომდე წაიღო პროცესი – გახარია მელიას დაკავებაზე
“შემოვიდა ივანიშვილი, დაიწყო მართვა და ბოლომდე წაიღო პროცესი”.- პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პრემიერმინისტრობის პოზიციის დატოვების ფაქტსა და ნიკა მელიას 2021 წლის 23 თებერვალს, ენმ-ს ცენტრალურ ოფისში დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
“იმ ღამეს დაიწყო საპოლიციო ძალების მომზადება და რაღაც მომენტში მე გამიჩნდა აზრი, რომ დავიწყოთ საუბარი, იქნებ დღეს კი არ დავაკავოთ გამთენიისას, დავაკავოთ ხვალ საღამოს, ან ზეგ საღამოს. დღეებზე იყო აქ საუბარი. იქ დაპირება იყო გაცემული, რომ დასაკავებელია და ამ დაპირებას მე ყოველთვის ვასრულებდი და შევასრულებდი.
ამის შემდეგ, ვუკავშირდები პოლიტსაბჭოს ყველა წევრს, ვუკავშირდები მთავრობის ყველა წევრს და ვეუბნები, რომ მეგობრებო დილით ადრე, 8 საათი შემოგთავაზეთ თუ არ ვცდები, პოლიტსაბჭოს სხდომა ხომ არ მოვაწყოთ , რომ როგორ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ რეალურად, დავინახე სერიოზული შეჯახების რისკი არსებობდა.
ამასობაში მე ჩემი კაბინეტის წევრებთან – შს მინისტრთან, სუს-თან, ყველასთან კავშირზე ვარ, ინფორმაციები მომდის. ამ მიწერილზე ქალბატონმა თეამ, მე ეს ტექსტები მახსოვს- როდესაც თქვენ ამბობდით , რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს , ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია . ვციტირებ, თქვენ მოიწერეთ ეს – თუ საჭიროა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ…ამის შემდეგ ბევრი, პოლიტსაბჭოს და მთავრობის წევრებიც, მე არ ვიტყვი ახლა უმრავლესობას , მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩემს აზრზე. მერ უცებ ეს ხალხი ყველა გაქრა. ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი . ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრი რომელიც მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს , რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი – აბა გდდ-ის ძალებში რა ხდება? უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა . მარტივი რამ მოხდა – პროცესის სამართავად , მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან , შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. მე ეს ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი და მინისტრები, რომელსაც უმართავს ადამიანი რომელმაც 1 თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, ასეთი პრემიერი არავის აღარ სჭირდებოდა. “ განაცხადა გახარიამ.
-
ივანიშვილი ღელავს, რომ ბრიტანეთის სანქციები შეიძლება რეალობად იქცეს – ბრიტანელი დეპუტატი
“გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ივანიშვილს უკვე გავუტეხეთ ძილი, უკვე შიშობს, რომ შეიძლება გაიღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მას და მის აქტივებს სანქციები დააკისრა. early day motion-ი, როგორც ასეთი, ბრიტანულ საპარლამენტო სისტემაში განსაკუთრებულად წონად დოკუმენტად არ ითვლება. ამიტომ სახტად დავრჩი, საქართველოს მთავრობისგან ოფიციალური რეაგირება რომ მივიღეთ ამაზე. ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა. საერთოდ არ ველოდი, რომ რამეს იტყოდნენ. ეს ჩემთვის იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ამ თემასთან მიმართებაში, ძალიან განიცდიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან განიცდის, ძალიან ღელავს და აშფოთებს ის, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება რეალობად იქცეს. ამიტომაც რეაგირებენ ასე აგრესიულად. და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მთავრობამ სწრაფად იმოქმედოს. რუსეთთან განსხვავებით, საქართველოში ერთი ოლიგარქი აკონტროლებს ყველაფერს – და განსხვავებით პუტინისგან, ჩვენ მასზე რეალური ზეგავლენის ბერკეტი გვაქვს”.
ამბობს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი ჯეიმს მაკკლირი რადიო თავისუფლებასთან.
-
”ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა,თუ რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები, შესაძლოა, იქნას მიღებული” -გალერი
“ვფიქრობ, რომ უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია, რომ დემონსტრაციები ატარონ ყოველ საღამოს ამდენი დღის შემდეგაც. ისინი აჩვენებენ საქართველოს დროშებს, ევროპულ დროშებს და ასევე ბევრ უკრაინულ დროშასაც ნახავთ. ასე რომ, ისინი აჩვენებენ რომელ მხარეს დგანან ამ ომში. ისინი რუსეთთან არ დგანან და ისინი თავის პერსპექტივას რუსეთთან არ ხედავენ, რაც, როგორც ჩანს, ეწინააღდმეგება ივანიშვილის რეჟიმს.
უნდა შევაფასოთ რა მზადდება კონგრესში, ვაშინგტონში. რაღაცა მზადდება ორპარტიული მიდგომით და ასევე ბრიტანელებმა მიიღეს ზომები, და ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ. ვუერთდები მოწოდებას, რომ თუ ორბანი ბლოკავს ევროკავშირის დონეზე ზომებს, მაშინ მაინც არსებობს გარკვეული კოორდინაცია ჩვენი აღმასრულებელი მხრიდან სხვა წევრ სახელმწიფოებთან, რომ ზომები მიიღონ რეჟიმისა და, კონკრეტულად, ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ მეშლება, ის ასევე საფრანგეთის მოქალაქეა, ასე რომ, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, ასევე რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული.
ამის გარდა, ვფიქრობ, ნამდვილად გვჭირდება მხარდაჭერა გავაგრძელოთ იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც USAID აღარ არის – რათა ჩვენი რესურსები გამოვიყენოთ.”
განაცხადა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. [ინტერპრესნიუსის თარგმანი]
-
ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის – გახარია
ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის. წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება. ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს!
წერს გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია.
-
ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის.. – რომან გოცირიძე
“გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის. გაექცა ადამიანი, რომელმაც ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ნაღდი ფული გაიტანა კრიპტოვალუტის სახით და რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოახმაროს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს.” – წერს ამის შესახებ, პოლიტიკოსი რომან გოცირიძე.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ საქართველო დატოვა.
”გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის. გაექცა ადამიანი, რომელმაც ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ნაღდი ფული გაიტანა კრიპტოვალუტის სახით და რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოახმაროს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს.
ივანიშვილის მიზანი იყო მისი ციხეში გამოკეტვა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამებით ამ აქტივების ჩამორთმევა ( კრიპტოკოდების გამოძალვა).
ეს ფაქტი ძალოვანი სტრუქტურების ფიასკოს მაჩვენებელიცაა.
რა გადაწყვეტიკებაც უნდა მიიღოს ივანიშვილის სასამართლომ, მისი შედეგები უკვე არავის ადარდებს და სტრასბურგის სასამართლოში გაუქმდება.
ბაჩიაშვილის საკითხმა დამატებითი როლი ითამაშა ივანიშვილის რეჟიმის მხილებაში და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს გარედან.
ქოცებში კი ტრაურია. ყველა დროშა დაშვებულია ივანიშვილის კუთვნილი სასახლეებიდან.” – აცხადებს რომან გოცირიძე.
-
ივანიშვილის ბრუტალურმა რეჟიმმა იძალადა კანონიერ პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე – უილსონი
ივანიშვილის ბრუტალურმა რეჟიმმა იძალადა კანონიერ პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე და ყოფილ პრემიერზე გიორგი გახარიაზე. საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარის დიქტატურაში, რომელიც სრულად არის შეერთებული აშშ-ის მტრულ ძალებთან. გვჭირდება დაუყოვნებლივი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე.
-

“სად შეინახავს ივანიშვილი საქართველოში შემოტანილ ნახატებს? ერთადერთი ადგილი ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს საცავია – რომან გოცირიძე
ივანიშვილმა იანვარში ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 480 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები უცხოეთიდან საქართველოში შემოიტანა. ოფშორების კანონის წყალობით ამ მაქინაციის შედეგად ბიუჯეტში 86 მილიონი დოლარი არ გადაიხადა. ბლუმბერგის შეფასებით ნახატების რეალური ღირებულება დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია, ანუ ბიუჯეტს 180 მილიონი დოლარი დაუმალა.
სად შეინახავს ამ ნახატებს ივანიშვილი? სახლში გამორიცხულია, ჯარი უნდა დააყენოს დასაცავად. “ქართუს” სარდაფი ამისთვის არ გამოდგება, სპეციალური რეჟიმია საჭირო. ერთადერთი ადგილი, სადაც ტენიანობის და ტემპერატურის სტაბილური და სტანდარტების შესაბამისი გარემოა, არის ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს საცავი, სადაც 7 ტონა ოქროს ზოდები ინახება. ვნახოთ, კიდევ ერთხელ გაუწვდის დახმარების ხელს ეროვნული ბანკი ბიძინა ივანიშვილს თუ არა.
ეროვნული ბანკის საცავში, სადაც ნაღდი ფულისა და ოქროს მარაგები ინახება, სხვა პირების ნივთების შენახვა დაუშვებელია. ამისთვის სპეციალური გადაწყვეტილებაა საჭირო, რათა მოხდეს საკასო ცენტრის ფართის კერძო პირებზე გაქირავება. ასეთი რამ არასდროს მომხდარა.
სანქციიდან თავის დაღწევის ბევრ ამბავს შევიტყობთ თანდათანობით. მაინც ვერაფერი უშველის.ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
-
ივანიშვილი უმცირესობაშია, მაგრამ მისი ელექტორატი ჩაბეტონებულია – ჭიაბერაშვილი
ყველა სოციოლოგია ამბობს ერთსა და იმავეს:
1. ივანიშვილი თვითონ რომ გამოვიდეს ხელკეტით და ურტყას ძირს დაგდებულ ქალს, მის საარჩევნო ბაზას არაფერი შეარყევს. ივანიშვილი უმცირესობაშია, მაგრამ მისი ელექტორატი ჩაბეტონებულია.
გაგახსენებთ: 1990 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 9 აპრილიდან 18 თვეში კომუნისტურმა პარტიამ 30% აიღო.
2. ამ ვითარებაში ერთადერთი გზა არის ჩვენი – უმრავლესობის – სრული ერთიანობა და მესიჯის კაკაფონიის დასრულება. “შინაარსობრივი დებატები გვაკლია” არის სატყუარა, რომელის ფონზე უმცირესობის დიქტატურა სულ უფრო კონსოლიდირებული ხდება.
არ ვართ იდეების სფეროში, “შინაარსზე” რომ ვიდებატოთ. უხეში, ბრუტალური ძალის სფეროში ვართ და მხოლოდ ერთიანობა გადაგვარჩენს უფრო დიდ ბოროტებას.
-
“ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შესძლებოდათ, გამოეყენებინათ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები თავისი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად” ნეით სიბლი
“ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეძლებოდათ გამოეყენებინათ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები თავიანთი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად. მაგრამ თუ ისინი ასე გააგრძელებენ, მათ მოუწევთ იცხოვრონ შიშით, რომ ბრიტანეთი გამოიყენებს სანქციების ძალას მათ პასუხისმგებლობისთვის.”
ნათქვამია ჰადსონის ინსტიტუტის “კლეპტოკრატიის ინიციატივის” დირექტორის ნეით სიბლის სტატიაში “ბრიტანეთი უნდა შეუერთდეს ამერიკას და სანქციები დაუწესოს პუტინის მარიონეტს საქართველოში”