Tag: ბიძინაივანიშვილი

  • ივანიშვილი და მისი კრუმპირებული მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე – ბრიტანელი პარლამენტარი

    “ძალიან საპატიო იყო, რომ ზურაბ ჯაფარიძებ ციხიდან თავის ძლიერ წერილში მახსენა.

    ივანიშვილი და მისი კრუმპირებული მთავრობა დაუყონებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე.

    ზურაბი და ყველა ქართველი პოლიტპატიმარი იმსახურებენ თავისუფლებასა და სამართალს – ახლავე”

    ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

  • ტელეარხებისთვის ცენზურის დაწესებით ივანიშვილის რეჟიმი რუსეთს ჰბაძავს და მის დირექტივებს ემორჩილება  – ზურაბიშვილი

    ტელეარხებისთვის ცენზურის დაწესებით ივანიშვილის რეჟიმი რუსეთს ჰბაძავს და მის დირექტივებს ემორჩილება – ზურაბიშვილი

    დარჩენილი ორი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხისთვის ცენზურის დაწესება, რაც მძიმე ჯარიმებისთვის და მაუწყებლობის ლიცენზიების შეჩერებისთვის ნიადაგს ამზადებს, ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ახალი ნაბიჯია, რომლითაც რუსეთს ჰბაძავს და მის დირექტივებს ემორჩილება. აშშ-სა და ევროკავშირს რეაგირებისკენ მოვუწოდებ!

    აცხადებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო იყვნენ. რჩება კობახიძის ანაბარა – ზურაბიშვილი

    ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო იყვნენ. რჩება კობახიძის ანაბარა – ზურაბიშვილი

    „ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ჩამოშლის, რყევების პროცესს ვხედავთ. პრაქტიკულად, დღე არ გადის ისე, რომ [არ დავინახოთ] ახალი ნიშანი იმის, რომ ის პირველი წრე იშლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მას აქამდე ამაგრებდა. ეს არის ნიშანი იმის, რომ ერთი მხრივ, სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სხვათა შორის, ეს დამახასიათებელია სანქციების, რომ ის მოქმედებს ჯერ ნელ-ნელა და მერე აჩქარებული ტემპით.

    მეორე ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, ამ ბოლო გადაადგილებებით, ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო, სანდო და მისი საყრდენი იყვნენ. ის რეალურად შიშველი რჩება და ანაბარა ერთი ირაკლი კობახიძის, რაც იმის მაჩვენებელი არ არის, რომ ეს რეჟიმი შინაგანი ძლიერებით სარგებლობდეს. ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც მათ თვალი უნდა გაუსწორონ.

    ამავე დროს, ჩვენს დემოკრატიულ მეგობრებთან ყველა პარტნიორობა იკარგება, ესეც ნათელია. თუნდაც წერილები, გზავნილები ამერიკის საელჩოსთან, ადმინისტრაციასთან გაცვლა, იმის მაჩვენებელია, რომ დალაგებების იმედები სწრაფად ქრება, თუ არა ჩამქრალია. ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. მგონი, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც არასოდეს, უფრო მძლავრად უნდა ვიყოთ, ჩვენს თავში დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა არის მართალი ბრძოლა და ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლოს გამარჯვებას მოიტანს.“

    განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ თქვა უარი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე

    ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც  განმარტავს, რატომ თქვა უარი საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე.

    „დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც „ტრამპის ადმინისტრაციის“ გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული.

    ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და „მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე.

    ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე.

    წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)

    ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც.

    ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ – 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე.

    გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა.

    იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა.

    აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.

    შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი.

    იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

  • დასტურია, ივანიშვილი ქვეყანას მართავს კრიმინალური მეთოდებით – კუპრაძე ბაჩიაშვილზე

    თუ ოფიციალურად მოხდა ექსტრადაცია ბაჩიაშვილის, რატომ არ გადმოსცეს ოფიციალურად ქართველ სამართალდამცავებს, თუ ეს იყო კრიმინალური ხერხებით მოპოვება, რაზეც მიუთითებს ბაჩიაშვილის აღმოჩენა სასაზღვრო პუნქტებს შორის, მწვანე ზოლში, არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს კრიმინალური მეთოდებით და ამ მმართველობაში ჩართული ჰყავს საერთაშორისო ქსელები, რომლებთანაც წლების განმავლობაში კრიმინალურად თანამშრომლობს.

    თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ თანაინვესტირებს ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით TV პირველთან.

  • რუბიომ დაადასტურა, რომ ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი – სამადაშვილი

    რუბიომ დაადასტურა, რომ ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი – სამადაშვილი

    „ჩვენ ძალიან ნათელი განაცხადი მოვისმინეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან, რომელმაც ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ, მათ შორის „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმაც იციან, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში აშშ-ს მხარდაჭერა, ამ სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი იყო და დღეს, ჩვენ ამ მხარდაჭერას, სწორედ იმიტომ ვკარგავთ, რომ ქვეყანას ანტიამერიკული ხელისუფლება მართავს.

    რუსეთი ამ ქვეყანაში დიდი ხანია ცდილობს, სწორედ მსგავსი ხელისუფლების მოყვანას ქვეყნის მართვის სადავეებში და დღეს, როდესაც რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, რა თქმა უნდა, ისინი სიხარულით ადასტურებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიამერიკულ ხელისუფლებას წარმოადგენენ და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის”,

    ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

  • ”ძალიან მკაცრი გაფრთხილებაა ივანიშვილისთვის – ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს ტრამპის ადმინისტრაციისგან” – ბოკუჩავა

    “იცით, რომ “მეგობარი აქტის” ინიციატორი საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც ბოლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახე, სადაც ის საქართველოსა და აშშ-ის დროშებს არიგებდა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მეც მისახსოვრა, იმისთვის, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა საქართველოს და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობისთვის. “მეგობარი აქტის” მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე სპეცოპერაციის შედეგად, ან მიიღებს დამატებით და უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი. გუშინდელი მიღებული აქტი ქვედა პალატის მხრიდან, ახლა გადაეცემა ზედა პალატას ანუ სენატს, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ „მეგობარი აქტი“ ასევე მიიღებს ძალიან დიდ მხარდაჭერას”.

    განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

  • ივანიშვილის მაქინაცია არავის გაუგია საერთოდ არც გარეთ არც შიგნით –  ვოლსკი

    ივანიშვილის მაქინაცია არავის გაუგია საერთოდ არც გარეთ არც შიგნით – ვოლსკი

    ბიძინა ივანიშვილის მაქინაცია არავის გაუგია საერთოდ არც გარეთ, არც შიგნით. ერთი, ჩვენ ვიცით, უშველებელი ჩამონათალი იმ კეთილი საქმეებისა, რაც მან საქართველოს, თავის ქვეყანას გაუკეთა როგორც პატრიოტმა შეძლებულმა ადამიანმა. თუ რატომ არ იძებნება ბლუმბერგის სიაში, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ მაქვს. მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით მსჯელობს და რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს ბლუმბერგის ეს ჩამონათვალი.

    ასე პასუხობს ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი გია ვოლსკი კითხვას, რატომ აღარ იძებნება ოლიგარქი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში.

  • Bloomberg-მა ივანიშვილი მილიარდერების სიიდან, ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო

    Bloomberg-მა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მილიარდერების სიიდან ამოიღო.  როგორც Bloomberg-მა  “პირველებს” განუმარტა, ივანიშვილი მილიარდერების 500 ადამიანის სიიდან,  ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო.

    Bloomberg-ის მიხედვით, ივანიშვილმა  აპრილის 3 კვირაში 3.2 მილიარდი დაკარგა.

    ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. ოფიციალური მონაცემებით,  500 ყველაზე მდიდარ ადამიანში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი აღარ ფიგურირებს.

    Bloomberg-ის 2025 წლის 31 მარტის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 7.45 მილიარდი დოლარი იყო და ის რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.

  • უვიზოს გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია – არასამთავრობოები

    უვიზოს გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია-სამოქალაქო ორგანიზაციები, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

    “ვეხმაურებით ივანიშვილის მაღალჩინოსნების – მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების – განცხადებებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები აღმაშფოთებელია და ცხადყოფს: ქართული ოცნება თავად აცნობიერებს, რომ მათი ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ევროპულ მომავალს სერიოზული საფრთხე ექმნება. სწორედ ამიტომ ცდილობენ, ჯერ გაამართლებინონ საზოგადოებას ის, რასაც თავად ემსახურებიან – საქართველოს ევროპული პერსპექტივის ნგრევა გაამართლონ და გააუფასურონ.

    იმ დროს, როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ხალხის დაკვეთის შესაბამისად, წლებია იბრძვის საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად, ქართული ოცნება მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ ამ მიღწევებს. მათთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა – თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ფასად.

    მეორე მხრივ, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და ქართველებისთვის ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია.

    ჩვენი პოზიცია ნათელია – საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიმართონ სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც არაკონსტიტუციური კანონების მიღებას, რეპრესიებსა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ჯგუფების დევნას ემსახურება. თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკითა და ანტიდასავლური პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, რითააცქართველი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება. რეჟიმი ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობლობას პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით. მათ ზუსტად იციან უვიზო მიმოსვლის გაუქმების აღდგენას ბევრი წელი დაჭირდება.

    დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გააუქმეს უვიზო რეჟიმი ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის – მათ შორის, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის, ბევრს კი – პირდაპირ აუკრძალეს კონკრეტულ ქვეყნებში შესვლა. ახლა ივანიშვილის „ოცნებას“ იგივე ბედი სურს ქართველი ხალხისთვის.

    ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს. ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი! ეს არის საქართველოს მოქალაქეების რუსეთთან შეურიგებელი ბრძოლის, მრავალწლიანი უდიდესი შრომისა და დასავლური არჩევანის შედეგი – და არა იმ ხელისუფლების, რომელიც დღეს საქართველოს მომავლის წინააღმდეგ და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს”. – ნათქვამია განცხადებაში.

    განცხადებას ხელს აწერენ:

    • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
    • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
    • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
    • სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
    • ღია სივრცე კავკასია
    • გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია- ეკო
    • საქართველოს ევროპული ორბიტა
    • სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
    • პრევენცია პროგრესისთვის
    • ყვარლის ევროკლუბი
    • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
    • საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო  ურთიერთობის კვლევის ფონდი.
    • ევროპის ფონდი
    • კანონის უზენაესობის ცენტრი
    • სამართიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
    • საქართველოს  რეფორმერების ასოციაცია (GRASS)
    • შშმ პირთა ინტეგრაციისა და გავნითარების ასოციაცია „ჰანგი“
    • სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
    • დემოკრატიის მცველები
    • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
    • საფარი 
    • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
    • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი