Tag: ბიძინაივანიშვილი

  • გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილისგან მიღებული მუქარის წერილის გასაჯაროებას გეგმავს

    წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში – თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლიგარქისგან წერილი მიიღო, რომელშიც ივანიშვილი ემუქრებოდა.

    “ამ წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში. მე მთავაზობდნენ რომ გადამეხადა 5000 ბიტკოინი ჩემი  თავისუფლებისთვის. თუ ამას არ გადავიხდიდი ეს თანხა ყოველთვიურად 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. ამას ჰქვია კრიმინალური “სჩოტჩიკი”. ეს წერილი არის მიღებული მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო.

    ჩემს წინააღმდეგ გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ მე უარი ვთქვი ივანიშვილს წავყოლოდი იმ სიგიჟეში და ანტიქართულ საქმეში, რასაც დღეს ჩადის. იმ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა ჩემზე შურისძიება და თანხის გამოძალვა. შესაბამისად ივანიშვილი იყენებს თავის აბსოლუტურ პოლიტიკურ ძალაუფლებას იმისათვის, რომ მე ადამიანი, რომელიც ვდგავარ ჩვენი დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე, გამაჩუმოს, შური იძიოს და გამომძალოს თანხა.” – აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი “მთავარ არხთან”.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცა.

    გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

  • “ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი… “იმედი” 24/7 ავრცელებს ამერიკის სიძულვილს. სანქციები მოდის” – უილსონი

    “ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი და ფლობს უამრავ კორუფციულ აქტივს მისი ბოსისთვის, რომელიც საქართველოს ყიდის ჩინეთის კომუნისტურ რესპუბლიკას, ომის დამნაშავე პუტინს და ირანის რეჟიმს. მისი პროპაგანდისტული ჯგუფი, ტელეკომპანია “იმედი”, 24/7 ავრცელებს ამერიკის სიძულვილს. სანქციები მოდის”

    წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე და ირაკლი რუხაძის ბიზნეს აქტივების შესახებ სქემას აქვეყნებს.

     

    ცნობისთვის, ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას, როგორც აშშ-ის მოქალაქეს, “ვერ დაასანქცირებს”.

  • ანტი-ამერიკული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ხალხი აღნიშნავს ტრამპის ინაუგურაციას – უილსონი

    ანტი-ამერიკული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ხალხი აღნიშნავს ტრამპის ინაუგურაციას – უილსონი

    “მსოფლიოს მასშტაბით ხალხი, მათ შორის, ანტი-ამერიკული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ხალხი, აღნიშნავენ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და სიტყვების ნაცვლად ქმედებების საგარეო პოლიტიკის დაბრუნებას აღნიშნავენ”

    წერს ამის შესახებ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი  X-ზე.

  • ბრიტანელ მოკავშირეებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი – უილსონი

    მოვუწოდებ ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი უახლოესი ოჯახის წევრები და ხელშემწყობთა ქსელი! მადლიერი ვარ, ვიყო კონგრესში გაერთიანებული სამეფოს კოკუსის თანათავმჯდომარე.

    წერს ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი X-ზე.

  • მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიჰყვება კონგრესს ივანიშვილის რეჟიმის არაღიარებაზე – უილსონი მაკალისტერის განცხადებას ეხმაურება

    “მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიჰყვება ჩვენი კონგრესის დეკლარაციას ქართული კოშმარის არაღიარების აქტს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური ლიდერია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე”,

    ასე გამოეხმაურა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯო უილსონი,  ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებას.

  • ტრამპს მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე – უილსონი

    ”ტრამპს მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე”-  წერს ამის შესახებ, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, რომელიც აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა

    “მადლობელი ვარ, რომ დონალდ ტრამპს შევხვდი. მე მას მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე, კორუფციულ კავშირებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის რეჟიმთან, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა. მას ასევე გავაზიარე “საქართველოს მეგობრების” წერილი”- წერს უილსონი.

  • დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმი იზოლაციაში უნდა მოაქციონ – იუკნევიჩიენე

    დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმი იზოლაციაში უნდა მოაქციონ – იუკნევიჩიენე

    დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმი იზოლაციაში უნდა მოაქციონ – არანაირი მაღალი რანგის შეხვედრები იქამდე, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება!

    ე.წ. ქართული ოცნება დემოკრატიის სირცხვილია – ივნიშვილი და მისი ახლობლები საქართველოს ლეგიტიმაციის გარეშე მართავენ, დასცინიან თავისუფალ არჩევნებს.

    წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში.

  • მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან! – უილსონმა და 43-მა პოლიტიკოსმა განცხადება გაავრცელეს

    “დემოკრატიულ მთავრობებსა და [საქართველოს] ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის არ უნდა გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები” – აცხადებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი და თან ურთავს  განცხადებას რომელსაც ხელს უილსონთან ერთად კიედვ  43-ი  პოლიტიკოსი აწერს ხელს.

    გავრცელებული წერილით ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მიმართავენ თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან.

    “მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვუხელმძღვანელო ამ განცხადებას „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე, მოვითხოვთ ერთიან სანქციებს ამ რეჟიმის წინააღმდეგ”, – წერს ჯო უილსონი X-ზე და განცხადებას ავრცელებს.

    “ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკის შემქმნელები სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ არალეგიტიმური ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ ერთიან პოლიტიკას, რომლის თანახმადაც თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის არ უნდა გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები, სანამ იგი არ დათანხმდება ახალ, სათანადოდ მონიტორინგით და ჩატარებულ არჩევნებს. ასევე, მოვუწოდებთ ერთიან სანქციებს ივანიშვილის რეჟიმისა და “ქართული ოცნების” იმ ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განადგურებას უწყობენ ხელს.

    ივანიშვილის “ქართული ოცნების” პარტიამ უგულებელყო ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმური შეშფოთება ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩამოაყალიბა ერთპარტიული პარლამენტი და ერთპიროვნულად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სასტიკად უპასუხეს ასობით ათასი დემონსტრანტის ღამის პროტესტს. ქართველი ხალხი მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, და ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ”, – ნათქვამია განცხადებაში რომელსაც უილსონი თავის ტვიტს ურთავს.

  • ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს ! – უილსონი

    “ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!”,

    აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი.

  • კონგრესმენები კონოლი და ტერნერი განცხადებას ავრცელებენ და ივანიშვილის სანქცირებას მიესალმებიან

    ”ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელთან, როდესაც მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, იძალადა მომიტინგეებზე და შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები”-   კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, ჯერი კონოლი და კონგრესმენი, დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი, საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მიესალმებიან.

    კონგრესმენები წერენ, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობების დაკისრება მათთვის, ვინ ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობენ.

    “ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგ, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის შელახვის გამო. ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელთან, როდესაც მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, იძალადა მომიტინგეებზე და შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციების გზით”, – ნათქვამია, კონგრესმენების განცხადებაში.