Blog

  • “აქ წყდება დღეს ჩვენი ბედიც” – დედა სიდონია უკრაინაში ჩავიდა და მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა

    დედა სიდონია უკრაინაში ჩავიდა, სადაც ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქს მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა.

    ამის შესახებ ინფორმაციას დედა სიდონია Facebook გვერდზე ავრცელებს.

    “დღეს, პირველად შევხვდი უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქს, მიტროპოლიტ ეპიფანეს.

    ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ მძიმე დროს მისგან საოცარი სითბო, ნუგეში, სიძლიერე და იმედი ვიგრძენი!

    მქონდა შეგრძნება რომ გმირს შევხვდი, და ასეცაა, უკრაინის ეკლესიის რუსეთისგან გათავისუფლების მთელი სიმძიმე მან იტვირთა!მადლობა ყველა მათ, ვისი იდეა და ორგანიზებულიც იყო ეს ვიზიტი და შეხვედრა!”, – წერს დედა სიდონია.

    დედა სიდონიამ ტელეკომპანია “ფორმულასთან”  განაცხადა, რომ  დღეს საქართველოს ბედიც უკრაინაში წყდება, ამიტომ გადაწყვიტა, ფიზიკურად გამოეხატა საკუთარი მხარდაჭერა.

    “ერთი წელი ჩემი მორალური მხარდაჭერა ჩემი სიმშვიდისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი და ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, მივხვდი, რომ ფიზიკურადაც უნდა ვყოფილიყავი იმ მხარეს, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც არიან ამ უზარმაზარი უსამართლობის, სისასტიკის მსხვერპლი. ფიზიკურადაც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი იმ ადამიანებთან და შესაბამისად, უნეტარეს ეპიფანესთანაც გამომეხატა როგორც სასულიერო პირს მხარდაჭერა და თანადგომა.

    შეხვედრა იყო არაჩვეულებრივად თბილი, მეგობრული, ისინი არიან ძალიან მადლიერები, კეთილგანწყობილები საქართველოს მიმართ – ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა ჯერ ვერ გავაჟღერებ. ძალიან მალე დავიწყებთ თანამშრომლობას […] უკრაინის გადარჩენა არის საქართველოს გადარჩენა და ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, უკრაინაში წყდება დღეს ნამდვილად ჩვენი ბედიც”, – განაცხადა მან.

     

  • რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება – მედვედევი

    რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება – ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა პუბლიკაცია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში. მან ასევე  უკრაინის ამჟამინდელ სახელმწიფოს სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობა უწოდა.

    “და ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ის. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი”. – წერს იგი.

    რაც შეეხება თავად უკრაინელებს, მედვედევის თქმით, ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ მუდმივ შფოთვასა და შიშში.

    “ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომ ის არ იარსებებს”. – წერს მედვედევი.

  • პენტაგონი უკრაინის კონტრშეტევაზე აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს

    საერთაშორისო მედია The Guardian-ის ცნობით,  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვის აქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის,  Twitter-ზე გავრცელდა და დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებას.გამოცემის ცნობით, საიდუმლო დოკუმენტები გავრცელდა Twitter-სა და Telegram-ზე და, გავრცელებული ინფორმაციით, შეიცავს სქემებსა და დეტალებს იარაღის მოსალოდნელი მიწოდების, ბატალიონის სიძლიერისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ.

    ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, Reuters-ს განუცხადეს, რომ დოკუმენტები, როგორც ჩანს, გადაკეთებული იყო რუსების მიერ ომში განცდილი მსხვერპლის რაოდენობის შემცირების მიზნით.

    • „ჩვენ ვიცით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ანგარიშების შესახებ და დეპარტამენტი განიხილავს საკითხს”, – თქვა საბრინა სინგმა, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ. 

    დოკუმენტები დათარიღებულია 2023 წლის 23 თებერვლიდან 2023 წლის 1 მარტამდე და გრიფით „საიდუმლოა“.

    საუბარია დოკუმენტებზე, რომლებიც დეტალურად ასახავს აშშ-ისა და ნატოს მიერ უკრაინის არმიის მომზადებას კონტრშეტევისთვის. NYT-ის ცნობით, დოკუმენტები არ შეიცავს სამხედრო ოპერაციების კონკრეტულ გეგმებს – როგორ, როდის და სად აპირებს უკრაინა შეტევის დაწყებას. თუმცა, დოკუმენტებში საუბარია უკრაინის არმიის საჭიროებებზე 1 მარტის მდგომარეობით.

    გამოცემა წერს, რომ გავრცელებულ დოკუმენტებში ნახსენები HIMARS საბრძოლო მასალის მოხმარების დონე.  ერთ-ერთ ფოტოზე ნაჩვენებია, რომ ომში 16-დან 17,5 ათასამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, უკრაინამ კი, სავარაუდოდ, 71,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. პენტაგონის შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა და თითოეული მხრიდან დაახლოებით 200 000 ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

    ანალიტიკოსებმა განუცხადეს NYT-ს, რომ ზოგიერთი დოკუმენტი გამოიყურება ავთენტურად და შეუძლია რუსეთს მიაწოდოს ღირებული ინფორმაცია იარაღისა და ჯარების მიწოდების გრაფიკის, ფორმირებული უკრაინული შენაერთების რაოდენობისა და სხვა სამხედრო დეტალების შესახებ.

    NYT-ი წერს, რომ  დოკუმენტში არის ინფორმაცია უკრაინის სამხედრო ნაწილების, აღჭურვილობისა და წვრთნების შესახებ იანვარ-აპრილის განრიგით.

    “დოკუმენტი შეიცავს შეჯამებას 12 საბრძოლო ბრიგადის შესახებ, რომელიც ამჟამად იქმნება, რომელთაგან 9, როგორც ჩანს, გაიწვრთნა და ამარაგებს აშშ-სა და ნატოს სხვა მოკავშირეების მიერ. ამ 9 ბრიგადადან, დოკუმენტების მიხედვით, 6 31 მარტამდე იქნება მზად, დანარჩენი კი 30 აპრილამდე”, – წერია სტატიაში.

     

  • შეიარაღებული დაპირისპირება ჟვანიას ქუჩაზე – შსს-მ გამოძიება დაიწყო

    ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

    სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში, ასევე, ჩანს, რომ დაპირისპირებული ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილს აჯახებდნენ,  ასევე, ჩანს იარაღი, რომლიდანაც ერთ-ერთი მოქალაქე, სავარაუდოდ, ისვრის.

    დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

    შსს-მ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ხულიგნობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.

  • ჩინეთი ამბობს, რომ მშვიდობა სურს, თან რუსეთს ომში ეხმარება – ბლინკენი

    “პირველ რიგში, სამშვიდობო იდეები, რომლებიც ჩინელებმა მოლაპარაკებების მაგიდაზე წამოაყენეს, ზოგიერთი მათგანი პოზიტიურია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ელემენტი – აქცენტი უნდა გაკეთდეს სუვერენიტეტზე, ხოლო ჩინეთის ფოკუსი უნდა იყოს, რათა დაარწმუნოს რუსეთი, რომ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაუბრუნოს ტერიტორია, რომელიც მან ძალით წაართვა გაეროს წესდების დარღვევით.]…] ვფიქრობ, ჩინეთი ერთდროულად ორივე გზის გამოყენებას ცდილობს. მას სურს აღიქმებოდეს, როგორც მშვიდობის მიღწევის მოსურნე და ამავე დროს, ის აგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას სხვადასხვა გზით, ეხმარება რუსეთის პროპაგანდას  და როგორც რამდენიმე კვირის წინ ვთქვით, რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევასაც განიხილავს.”

    განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოცემა Euronews-თან  ინტერვიუში.

  • ბოლო 24 საათში, უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში  უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

    “ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

     

  • მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად წამიყვანა და უფასოდ მასწავლა – სააკაშვილი

    „ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ახლოვდება 9 აპრილი, ამ გზის ერთ-ერთი გამორჩეული დღე. მას შემდეგ არაერთი 9 აპრილი გამოვიარეთ, არაერთი გმირი შეეწირა მიზნის მიღწევას. კვლავ გზის გასაყარზე ვიმყოფებით.

    ამერიკის მე-6 ფლოტმა ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. რა თქმა უნდა ამაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ლეხ კაჩინსკის, იუშენკოს და ბალტიის სამი ლიდერის ჩამოსვლამ. ხოდა დღეს ამ ქვეყნებს უნისონში ოკუპანტებთან ერთად საქართველოს მომჯდარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდა ლანძღავს. მე ვამაყობ იმით, რომ ჩამოვიყვანე და ქართული ცეკვები ვაცეკვე ამერიკის პრეზიდენტს, რომ აქ ამერიკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და ორი მომავალი პრეზიდენტი გვყავდა. გავიხსენოთ ყველამ ერთად საქართველოს ეროვნული გმირი ჯონ მაკკეინი და მისი თავგადაკლული „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“- ნათქვამი მისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ გამოსვლაში მთელი მსოფლიოს გასაგონად.

    მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. აზრზე მოვიდეთ ყველა და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც წყალს ვსვამდით მთელი ეს დრო. ესენი მიგვათრევენ უფსკრულში და უბედურებაში და თითოეულის გადასაწყვეტია მივყვებით იქ დავიღუპავთ ჩვენს თავსაც და ქვეყანასაც, თუ ვდგებით ერთად, ვქმნით წინააღმდეგობის მოძრაობას, დაფუძნებულს არა პარტიულ კუთვნილებაზე ან წარსულის მოგონებებზე, არამედ ჩვენს ქართულ გენზე და თავისუფლების სიყვარულზე და თავისუფლებისაკენ დაუღალავ სწრაფვაზე.

    სანქციების გამოშვებით ამერიკამ მხარი დაუჭირა მარტში ჩვენს ბრძოლას. თუ ბევრად მძლავრად გამოვალთ, მხარდაჭერაც ერთი ათად გაძლიერდება.

    ამერიკას უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის და თავის მოვალეობად თვლის დაეხმაროს მათ.

    ვარდების რევოლუციის დროს თავიდან არ გვიჭერდნენ მხარს და მხოლოდ მაშინ, როცა დაინახეს, რომ უკან არ დავიხევდით, პრეზიდენტის ჩართულობით დაგვიჭირეს მხარი.

    2008 წელს ფლოტი მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, როცა დაინახეს ჩვენი ჯარის გმირობა, დაინახეს, რომ მე არ დავტოვე დედაქალაქი და პირიქით, დაჟინებით და გაუთავებელი ზარებით ვარწმუნებდი ბუშს დახმარების აუცილებლობაში. ახლაც ჩამესმის ვიცე-პრეზიდნტი ჩეინის ხმა, რომელიც ჩამოყვა ფლოტის ფლაგმანს – „შენ გემზე მართლა სასმელი წყალი ხომ არ გგონიაო? “. ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც მათ დაინახეს ქუჩაში გამოსული უამრავი ხალხი.

    იგივე გამეორდა უკრაინაში შარშან. თუ ჩვენ აღვუდგებით კრემლის მცდელობას დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ მეხინკლეების ერი, და ვირწმუნებთ რომ ჩვენ არ ვართ პატარა სოფელი, არამედ გვაქვს საამაყო წარსული და დიდი მომავალი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ უახლოეს ისტორიულ მომავალში აფხაზეთი და ცხინვალი. მაშინ ყველანი დავდგეთ ერთად, როგორც მაშინ, იმ 9 აპრილს, საქართველოს და საკუთარი თვისუფლების გადასარჩენად”,

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • თბილისში ხელისუფლება ერთი არადემოკრატიული ინიციატივიდან მეორეზე გადადის – კორტნი

    თბილისში, როგორც ჩანს, ხელისუფლება ერთი არადემოკრატიული ინიციატივიდან მეორეზე გადადის.

    წერს ამის შესახებ ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, პარლამენტში კრიტიკული მედიის სამი ჟურნალისტისა და მათი ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე. 

  • ყირიმის შემთხვევაში, დეოკუპაციის გარდა, სხვა გზა არ განიხილება – ზელენსკი

    “ახლა ყირიმში რუსეთის სამფეროვანი დროშის ქვეშ ბოროტება, ძალადობა, მკვლელობები და ომი სუფევს. თუმცა, მე მჯერა, რომ სადაც ამ ბოროტებამ საწყისი პოვა, სწორედ იქ მოელის მარცხი.

    ყირიმის გათავისუფლება ერთადერთი სწორი გზაა, არამარტო უკრაინისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ამაში დარწმუნებული ვარ.

    როგორც ჩვენ ვცემთ პატივს ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ანალოგიურად მოვითხოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც სცენ პატივი, მთელ უკრაინას პოლესიედან შავი ზღვისა და აზოვის ზღვის სანაპიროებამდე, ჩრდილოეთის ქალაქებიდან სევასტოპოლამდე და ქერჩამდე.

    ჩვენი ხალხი აღმოსავლეთსა და სამხრეთში თანაბრად იმსახურებს თავისუფლად ცხოვრებას”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ჩემს ვიზას მოგცემთ, ამოვხევ. ათწლიან ვიზა მაქვს ამერიკის – უცნობი

    “ჩემს ვიზას მოგცემთ, ამოვხევ. ათწლიან ვიზა მაქვს ამერიკის”-ამბობს გია გაჩეჩილაძე (უცნობი) საკუთარ გადაცემაში.

    ”ძალოვანო სტრუქტურებო და ყველა, ვინც არის სახელმწიფო სტრუქტურებში, ყველას მოგმართავთ, დანარჩენი ახლა, რაც დავინახეთ, სულ თვალწინ მიდგას ის კადრი, პოლიციელი დროშას რომ იღებს და კოცნის მარტის დღეებში, ისე შემოგევლეთ თქვენ. თქვენი იმედი აქვს მთელ საქართველოს და საზოგადოებას. თქვენ არ უნდა ჩამოინგრეთ მოკლედ რა და ბულინგის ქვეშ არ უნდა მოყვეთ, რომ, ა, ვიზებს წაგართმევთ და, ვაი, დაგასანქცირებთ. წაიღონ ყველაფერი, თუ გინდათ, ჩემს ვიზას მოგცემთ, ამოვხევ იმიდან, ათწლიანი ვიზა მაქვს ამერიკის. საერთოდ არანაირი კავშირი მაქვს იქ სულიერი დღესდღეობით.” – განაცხადა უცნობმა.