Blog

  • Reuters: აშშ–ს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას

    სავარაუდოდ, რუსეთი ან პრორუსული ელემენტები, დგანან სოციალურ მედიაში აშშ-ის რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვის უკან უკრაინის შეტევის მომზადების შესახებ, რომლებიც ნაწილობრივ ასახავს უკრაინაში ერთი თვის წინანდელ ომის სურათს, იტყობინება Reuters პარასკევს სამ ამერიკელ ჩინოვნიზე დაყრდნობით.

    გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა უკიდურესად უჩვეულოა და ავტომატურად გამოიწვევს გამოძიებას.

    ამასთან, დამკვირვებელთა ყველაზე დიდი ყურადღება მხარეთა ზარალის შესახებ მონაცემებმა მიიქცია, რომლებიც გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია მოცემული. სწორედ ეს მონაცემები იწვევს  დიდ ეჭვებს. დოკუმენტის ვერსიით, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, უკრაინასთან ომში  მხოლოდ 16-17,5 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

    როგორც ჩანს, დოკუმენტები შეცვლილი იყო რუსული ძალების მიერ მიყენებული მსხვერპლის რაოდენობის შესამცირებლად, განუცხადეს სააგენტოს აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და დასძინეს, რომ მათი შეფასებები არაოფიციალურია  და არ ეხება გამოძიებას თავად გაჟონვის შესახებ.

    თუმცა, Reuters-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ პენტაგონის მონაცემებით, რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია – დაახლოებით 200 000 დაღუპული და დაჭრილი რუსი.

    პენტაგონმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე დოკუმენტების ავთენტურობაზე, რომლებიც აშკარად არ ეთანხმება მათ შეფასებებს.

    უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტები უკრაინის შეტევითი გეგმების შესახებ “რუსეთის მიერ არის გაყალბებული”.

    პენტაგონმა უარი თქვა კომენტარი გააკეთოს დოკუმენტების ავთენტურობაზე, რომლებიც  ვებგვერდებზე ვრცელდება, მათ შორის Twitter-სა და Telegram-ზე, დათარიღებულია 1 მარტით და აქვს  წარწერები “საიდუმლო” და “სრულიად საიდუმლო”.

    დოკუმენტები თითქოსდა  უკრაინის ფრონტზე ვითარებას აფასებდა. დოკუმენტები ასევე შეიცავს მონაცემებს ბრიგადების შესახებ დასავლური აღჭურვილობით , რომლებიც სავარაუდოდ უკრაინაში ყალიბდება მომავალი კონტრშეტევისთვის.

    ამ „გაჟონვის“ კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები შედგენილია ნაწილობრივ ღია ინფორმაციაზე, ნაწილობრივ კი ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მისი თქმით, თუ რუსეთი მართლაც მიიღებდა საიდუმლო ინფორმაციას პენტაგონისგან, მას არ გაავრცელებდა საზოგადოებაში.

    იგივე მოსაზრებას გამოთქვამენ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ დოკუმენტები აშკარად შედგენილია ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და არა საიდუმლო მონაცემებით.

    თუმცა, მანამდე პენტაგონის სპიკერმა დაუდასტურა CNN-ს, რომ მისი ოფისი გაჟონილ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

    რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა პასუხის გაეცა სააგენტოს შეკითხვებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით.

     

  • “მოვუწყოთ პუტინს წვეულება” – უკრაინელი დეველოპერი 20 მლნ გრივნას გადასცემს ადამიანს, რომლის დრონიც 9 მაისს მოსკოვში დაეშვება

    Monobank-ის თანადამფუძნებელმა და Dovbush T10 UAV-ის დეველოპერმა ვლადიმერ იაცენკომ განაცხადა, რომ 20 მილიონ გრივნას მიიღებს ის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი, რომლის დრონიც 9 მაისის აღლუმის დროს, მოსკოვის წითელ მოედანზე დაეშვება. ამის შესახებ, დეველოპერმა, ერთიანი ნაციონალური ტელემარათონის პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.

    “9 მაისი ძალიან კარგი მომენტია. რადგან, როგორც წავიკითხე, პუტინი აღლუმს გეგმავს წითელ მოედანზე და ბევრი სამხედრო იქნება. ანუ ეს იქნება, როგორც ამბობენ, „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვინც უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაშია ჩართული – მოვუწყოთ მას წვეულება. მე ოფიციალურად ვაძლევ პრიზს უპილოტო საფრენი აპარატების უკრაინულ მწარმოებელს, რომლის თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, სამხედროების დახმარებით, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გაფრინდება და დაეშვება. პრემიის ოდენობა ახლა 20 000 000 გრივნაა. იმედია  ის სამართლიანად გაიყოფა მწარმოებელსა და სამხედრო ოპერატორებს შორის, რომლებიც წარმატებით შეასრულებენ დავალებებს და თანხა მოხმარდება უპილოტო საფრენი აპარატის გაუმჯობესებას.გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საფრენ აპარატს უნდა ჰქონდეს უკრაინული სლოგანი, მაგალითად, „დიდება უკრაინას!“, „დიდება გმირებს“ და ა.შ. ” განაცხადა ვლადიმერ იაცენკომ.

  • ელჩმა თქვა არაა სანქცია, სავიზო შეზღუდვააო, ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო – პაპუაშვილი

    ელჩმა თქვა არაა სანქცია, სავიზო შეზღუდვააო, ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    “ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი სანქცია, ალბათ, აქ არ გამოიყენება”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

  • აშშ-მა შეიძლება დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, ნუ გავიბუტებით, გავაანალიზოთ – ზურაბიშვილი

    მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნუ გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ, რა არის გამოსასწორებელი. მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ, რაც ძალიან გაგვიხარდება.

    ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, თუ არ გვინდა რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი –  სალომე ზურაბიშვილი  სანქციებზე

    საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, თუ არ გვინდა რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი – სალომე ზურაბიშვილი სანქციებზე

    “არ მიხარია და კიდევაც განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. […] არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამე თუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი ქვეყნის რეპუტაციაა. თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხი პირს ეხება და ამ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს თვით ელჩი, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი. […] არც ნიშნისმოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა, ყველაზე ქვეყნის იმიჯის გამოსწორება, თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. ეს იქნება სრული გამოძიება თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და მის მიმართ ნდობას”,

    ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მოლოდინია, რომ ან წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები, ან გაუქმდეს შემზღუდველი ზომა – პაპუაშვილი

    “საუბარია იმაზე, რომ თუ მტკიცებულებები არ არსებობს მაშინ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეზღუდვები იქნება გაუქმებული. ყველა გადაწყვეტილებას სჭირდება მტკიცებულება. ამიტომ, თუკი ეს მტკიცებულება არ არსებობს და სწორედ ეს იყო საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში, რომელიც მან საკუთარ კოლეგას მიწერა, ჩვენი მოლოდინია, რომ ან წარმოდგენილი იქნება ქართველი ხალხის მიმართ ეს მტკიცებულებები, თუ ეს მტკიცებულებები არ წარმოდგენილა, ან არ არსებობს ან არ არის საკმარისი, არ ვიცი, მაშინ გაუქმდეს ეს შემზღუდველი ზომა, მაგრამ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ქართველ მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულად, რა თქმა უნდა, ვერ მოვახსენებინებთ,”

    აცხადებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებაზე.

  • ბლინკენის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს კვირებში დაიწყება

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში, უკრაინის კონტრშეტევა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას, BBC-ი ავრცლეებს.

    სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სანამ რუსული აგრესია გრძელდება, დასავლეთის ქვეყნები რუსეთზე სანქციებითა და ექსპორტის კონტროლით უპრეცედენტო ზეწოლას გააგრძელებენ.

  • დაგეგმილია სკვერის მოწყობა – კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია “ლაზარეს თავისუფლებისთვის” პარლამენტთან გაიმართება

    მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რკინის კონსტრუქციები და სამშენებლო მასალები მიიტანეს – პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ხორციელდება კეთილმოწყობითი სამუშაოები და მიმდებარედ სკვერის მოწყობაა დაგეგმილი.

    ხვალ, 8 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი ლაზარეს თავისუფლებისთვის აქცია პარლამენტთან გაიმართება.

    • “სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება”, – ამბობენ მთავრობის პრესსამსახურში. 

    განმარტება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სოციალურ ქსელში, გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ადმინისტრაციის შენობასთან რკინის კონსტრუქციები და სამშენებლო მასალები მიიტანეს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ 8 აპრილს, 20:00 საათზე ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტისა და ევროპული საქართველოს ორგანიზებით ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციაზე ქართველი მუსიკოსები, მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას გამოუცხადებენ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ლაზარეს.

    “რუსულ კანონზე უკანდახევის შემდეგ, რეჟიმმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო – ქართული სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არიან.

    გვჯერა, რომ მოქალაქეების თანადგომას შეუძლია ლაზარე სანქცირებული სასამართლოს შერჩევითი სამართლისგან იხსნას და საერთო ეროვნულ წარმატებას მსხვერპლად არ შეეწიროს!

    ადამიანის შავრაზმული დემონიზაციის მცდელობა, ბუმერანგად უნდა დაუბრუნდეს ყველას, ვინც ამას ცდილობს!

    აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები”. – წერენ აქციის ორგანიზატორები.

     ლაზარეს მხარდასაჭერად აქციაზე თითო სიმღერას შეასრულებენ:

    STEPHANE
    აჩიკო გულედანი
    ჯგუფი “დაგდაგანი”
    ჯგუფი “წერილი”
    LOUDSPEAKERS
    შაბათ-კვირა

  • ხალხი იმსახურებს, როცა მათი მოსამართლეებისკენ იშვერენ თითს, წარუდგინონ ფაქტები – პაპუაშვილი

    ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო იჩენს შეერთებული შტატების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ისე, როგორც იქცევიან პარტნიორები, როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეების და მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება იმ კონტექსტში, რომ არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა და მითითება საჯარო წყაროებზე, რომლებიც ყველამ ვიცით. ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. რაც არ უნდა ყოფილიყო საფუძველი თუ მიზანი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ ვხედავთ რა ხდება და ვინ სარგებლობს ამით – სარგებლობს რადიკალიზმის გაღვივება, პოლარიზაციის გაღრმავება და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის წყლის შეყენება. იმედგამაცრუებელია ასეთი მოქმედება, აშშ 30 წელზეა მეტია საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება და სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯებით ხდება გარკვეული ხინჯის მიყენება იმ დახმარებების მიმართ, რომლებსაც თუნდაც სასამართლო სისტემის მიმართ იჩენდა აშშ.

    ჩვენ ვნახეთ მოსამართლეების განცხადებები, რომ ხდება ჩარევა მათ საქმიანობაში. ისინი ისაუბრებენ ამაზე კიდევ, თუმცა თავად ეს განცხადებების ძალიან პრობლემურია. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი არაპარტნიორული ნაბიჯი გადაიდგა.

    ვფიქრობ, რომ იმ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ, ქართველი ხალხი იმსახურებს, როდესაც მისი მოსამართლეებისკენ იშვერენ თითს და ეძახიან კორუმპირებულებს, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ისინი, ვინც ამას აკეთებენ და იარლიყს აწებებენ მოსამართლეებს, მათ წარმოადგინონ მტკიცებულებები.

    ასე ეხმაურება, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებას.

  • ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება – კალაძე

    “ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით. თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში. მქონდა უზრუნველი ცხოვრება, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს”.

    განაცხადა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.