Blog

  • 2023-ის მარტიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილი აქტივებზე წვდომას ვერ ახერხებს – ადვოკატი

    ” 2023-ის მარტიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილი აქტივებზე წვდომას ვერ ახერხებს ” – ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  ლაშა კალანდაძე აცხადებს, რომ ადგილობრივ ადვოკატებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებით პროცედურებს განზრახ აბრკოლებენ – მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, მინიჭებული უფლების რეალიზება ვერ ხერხდება.

    ”უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების დარღვევა და მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან ხელოვნული დაბრკოლებები, რომ დროში გაჭიანურდეს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება.

    საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრებისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების თაობაზე.

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში. Credit Suisse-ს აღნიშნული თანხებთან მიმართებით რაიმე ინტერესი ვეღარ ექნებოდა, რადგან თანხები, როგორც ითქვა, აღარ ირიცხებოდა Credit Suisse-ში, ის გადატანილი/განთავსებული იყო სხვა ბანკში. სხვა ბანკში გადატანილი აქტივების მმართველად კი დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

    ტრასტის ფუნქცია ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება რომ არის, დამატებით აღარ გავამახვილებთ ყურადღებას. უნდა ითქვას, რომ ტრასტი თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით თავს ართმევდა 2022 წლის მარტამდე.

    შემდეგ ეტაპობრივად შეიცვალა ტრასტის დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით.

    ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას.

    აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში:

    ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

    ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე.

    შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული.

    აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებია ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელეთა მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილების ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

    საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის სექტემბერში. სხდომები გადაიდო არაერთხელ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და 2023 წლის მარტი). საქმის არსებითი განხილვა დასრულდა 2023 წლის 20 მარტს.

    საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ტრასტის ლიკვიდაცია ხდება მხარეთა შორის შეთანხმებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გამონაკლისი კი არის მხოლოდ ორი შემთხვევა: (1) როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა ტრასტის მართვის ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით ან/და (2) როდესაც არის შეუთანხმებლობა ტრასტის ბენეფიციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან და აქტივების განაწილების წესთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა არც აზრთა სხვადასხვაობა ხარჯებთან მიმართებით (არსებობდა თანხმობა ტრასტის მიერ შემოთავაზებულ დაანგარიშების ფორმულასთან დაკავშირებით) და არც უთანხმოება ბენეფიაციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან მიმართებით. პირიქით, არსებობდა ბენეფიაციართა ერთობრილივი სურვილიც და მოთხოვნაც. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტრასტმა უარი განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაზე და მიუთითა, რომ ტრასტის ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოსთვის მიმართვა.

    როგორც წესი, ერთდღიან სასამართლო პროცესებს აქვს ადგილი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა და შეიძლება ითქვას, რომ თავისი უსაფუძვლო და ხელოვნური სტრატეგიული ნაბიჯებით მიაღწია საქმის განხილვის გაჭიანურებას.

    ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გენზის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა.

    შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ.

    შეიძლება ითქვას, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც.

    ფაქტიურად, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღსდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას.

    და ბოლოს, გაცნობებთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე საქმეებთან მიმართებით. “- ნათქვამია განცხადებაში.

  • რუსულმა ძალებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს

    11 აპრილის ღამეს, რუსულმა ძალებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

    “ღამით, რუსულმა არტილერიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარს დაარტყა. დაბომბვის შედეგად ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია სახურავი და კედლები”, – აცხადებს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.

    უკრაინის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.

  • ვის აინტერესებს, ადამიანზე, ვინც საქართველოს ისტორია დაწერა, გამოძიება დაუწყიათ – ღუდუშაური ივანიშვილზე

    “გადით საზოგადოებაში და ჰკითხეთ, ვინმეს რაში აინტერესებს იმ ქველმოქმედ ადამიანზე, რომელმაც საქართველოს ისტორია დაწერა და დემოკრატიული პრინციპები დაუდო საფუძვლად განვითარებას ქვეყნისა, სადღაც ვიღაცას გამოძიება დაუწყია”,

    აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის და აცხადებს, რომ არავის აინტერესებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბაობაბების საქმეზე კენიაში გამოძიება დაიწყეს.

  • მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

    თბილისში, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

    მაშველებმა ცხედარი მარცხენა სანაპიროზე რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.

    მისი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

    ცნობილია, რომ ცხედარი მდინარემ გამორიყა.

  • გენერალურ შტაბს ახალი მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არ აქვს – რეზნიკოვი

    “ამჟამად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვედანაყოფების მომზადებას, რომლებიც კონტრშეტევაში მიიღებენ მონაწილეობას.

    რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში დამტკიცებული სამობილიზაციო გეგმა ნამდვილად არ არის დასრულებული და უფრო მეტიც, არ არის გადაჭარბებული. გენერალურ შტაბს ახალი მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არ აქვს”,

    აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

  • უკრაინული ძალების კონტრშეტევაზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული – დანილოვი

    “უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც არ არის საკმარისი.

    ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი”,

    აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.

  • მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად ვგომბ აშშ-ს გადაწყვეტილებას – წულუკიანი სანქციებზე

     

    “მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. ამ მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობითვის დაუშვებელი აქტი სანქცირების სახით”.

    კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გმობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველ მოსამართლეებზე სანქციების დაწესებას.

     

  • მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ – ჯაფარიძე

    „მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ შეუშვას თავის ქვეყანაში. საქართველოს საზღვრიდან ატრიალებენ უამრავ ადამიანს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არავინ არის ვალდებული, ვინმეს მტკიცებულებები წარუდგინოს, მით უმეტეს, ვინ არის გურამ მაჭარაშვილი, რუსთავის „ქართუს“ ფილიალის იურისტი იყო და უცებ დასვეს პარლამენტში. ახლა პრეტენზიები აქვს ამერიკასთან. მოიკლავენ თავს, კი, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დეპარტამენტი 20-გვერდიან ახსნა-განმარტებას დაუდებს მაჭარაშვილს, მეტი საქმე არ აქვთ“. [პირველი არხი]

    აცხადებს გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, “ოცნებისა” და მისი დანაყოფის მოთხოვნაზე, წარმოადგინოს აშშ-მ მტკიცებულებები, რის საფუძველზე დაასანქცირა მოსამართლეთა კლანი. 

  • მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება – იოსელიანი

    “შემიძლია, ვისაუბრო რეკომენდაციებზე, პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა. ეს დაკავშირებული იყო, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან, იუსტიციის სკოლის გამიჯვნასთან, გამჭვირვალობის პროცესის შემოღებასთან. ეს არის რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც, მათ შორის, პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ყოველთვის აკეთებდა აქცენტირებას და ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას.

    ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს. სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს თავის დროზე მთელი რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული”

    აცხადებს სახალხო დამცველი  ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირდებით.

  • ვიზის აკრძალვა დისკრეციულია, მტკიცებულების მოთხოვნა უაზროა – კრამერი

    “გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ვიზის აკრძალვას, დისკრეციულია, რაც ნიშნავს რომ, იმ ადამიანს, ვინც ვიზაზე უარს მიიღებს, მას არ გააჩნია მტკიცებულების უფლება. ეს ჩრება სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ არ ვაკეთებთ აქტივების კონფისკაციას. ეს პოზიცია შეიძლება, სასამართლომ გადასინჯოს. მტკიცებულების მოთხოვნა უაზროა, ჩვენ არ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა უზრუნველვყოთ მტკიცებულება. ჩვენ გვაქვს უფლება ვიზაზე ვუთხრათ უარი ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი ქვეყნიდან. იმედს ვიტოვებ, საქართველოს ოფიციალური პირები გაიგებენ, რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი”

    აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი.