Blog

  • იმედი გვაქვს, ან განმარტება გაკეთდება, ან გადაწყვეტილება გადაიხედება- ოხანაშვილი სანქციებზე

    იმედი გვაქვს, ან განმარტება გაკეთდება, ან გადაწყვეტილება გადაიხედება- ოხანაშვილი სანქციებზე

    საქართველოს მოქალაქის სასამართლოსადმი ნდობა რაიმე ფორმით არ უნდა დაზიანდეს. ამ ნდობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არაფრის დიდებით არ უნდა გაჩნდეს […] თუ მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი, ეს კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ? ამიტომ, დაუშვებელია, ვინმემ ვინმესთან მიმართებაში ასე უაპელაციოდ ასეთი მძიმე ბრალდება წამოაყენოს. ამიტომ, იმედი გვაქვს, ან შესაბამისი განმარტება გაკეთდება, ან ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ს მიერ ქართული სასამართლო კლანის დასანქცირებაზე.

  • რუსეთს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა ემუქრება – უილიამ ბერნსი

    აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი აცხადებს, რომ რუსეთს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა ემუქრება. 

    “რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და, გარკვეული თვალსაზრისით, მას ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა, მის ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულება ემუქრება”

  • სისულელეა, პასიურად გვქონდეს იმის იმედი, რომ გამარჯვებას ვინმე სხვა მოგვიტანს – ზელენსკი

    ჩვენ ახალა ომის ისეთ ეტაპზე ვართ, როდესაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ არ დავკარგოთ იმ გზის [მნიშვნელობის] შეგრძნება, რომელიც გასავლელი გვაქვს. სწორედ გზის. გზის, რომელიც წინაა.

    წინა წელთან შედარებით, ბევრ ადგილას ახლა უფრო სიმშვიდეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომის იგნონირება შეიძლება, ან ნაკლებად ორიენტირებულნი ვიყოთ სახელმწიფოს დახმარებაზე.

    ჩვენ პარტნიორებთან ერთად ბევრის გაკეთება შევძელით ხალხის დასაცავად, უკრაინისა და მთლიანად ევროპის დასაცავად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ამ წარმატებით განცხრომის დროა. გზა წინაა, მოძრაობა წინაა. ამისთვის ჩვენ არანაკლები ერთიანობა და კონცენტრირება გვჭირდება.

    სისულელეა, პასიურად გვქონდეს იმის იმედი, რომ გამარჯვებას ვინმე სხვა მოგვიტანს, ის ვინც სანგრებშია, ან ის ვინც ახლა იბრძვის. ეს ყველას საერთო დავალებაა. გამარჯვება ყველასთვისაა. იმარჯვებს ის, ვინც ამისთვის იბრძვის და ვინც აწვდის იარაღს. ვინც ამცირებს ტერორისტული სახელმწიფოს შესაძლებლობებს, ვინც ზრდის უკრაინის შესაძლებლობებს. დიდება ყველა ჩვენს ჯარისკაცს, დიდება ჩვენს ძლიერ ხალხს, დიდება უკრაინას

    თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველწლიური ვიდეომიმართვისას.

  • რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

    რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანი გადადგა. ამის შესახებ იმედის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. მას ამ პოზიციაზე თეა თავართქილაძე ჩაანაცვლებს.

    “რესპუბლიკურის პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია და გუშინდელი შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, პოზიტიურ ტალღაზე იყო. ყველა ის დეტალი გავიარეთ, რაც ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილია. ყველა სავარაუდო კითხვას, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ჩვენ მიმართ ამომწურავად ვუპასუხეთ და გვქონდა შესაძლებლობა, რომ დახურულ ფორმატში ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის გვეპასუხა. იყო მცირედი ინციდენტი, როცა ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა კითხვა-პასუხი და მოხდა სამწუხარო ფაქტი, აუდო ჩაწერის და შემდეგ უკვე, ერთ-ერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიას გადასცდეს ეს ჩანაწერი, რაზეც მომზადდა სრულიად აბსურდული სიუჟეტი. ამ სიუჟეტშიც კარგად ჩანდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად კონსტრუქციულად მივყვებოდით ყველა საკითხს. ამ მომენტისთვის ყველა შესაძლო საკითხი ამოწურულია და არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების არ არსებობს”. – თქვა აზარაშვილმა იმედთან ინტერვიუში.

     

  • “მოგთხოვენ აშშ-EU-ის გაკრიტიკებას, სანქცირებულების მხარდაჭერას” – სირცხვილია მოსამართლეებს

    “მოგთხოვენ აშშ-EU-ის გაკრიტიკებას, სანქცირებულების მხარდაჭერას” – სირცხვილია მოსამართლეებს

    “მოგთხოვენ აშშ-EU-ის გაკრიტიკებას, სანქცირებულების მხარდაჭერას” – მოძრაობა სირცხვილია მოსამართლეებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.  “სირცხვილია” აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია, რომ სანქცირებული მოსამართლეები და მათთან დაახლოებული პირები მოსამართლეების ნების საწინააღმდეგოდ მუქარის საშუალებით მოსთხოვენ აშშ-ის, EU-ის გაკრიტიკებას, ასევე სანქცირებული მოსამართლეების მხარდაჭერას.

    ძვირფასო მოსამართლე, უკვე ორი ათწლეულია, რაც სასამართლო სისტემაში დასაქმებული ღირსეული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლეების სახელი და რეპუტაცია მმართველი პარტიისა და სანქცირებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოლიტიკური კავშირების გამო ილახება.

    ჩვენ კარგად გვესმის, რომ უსამართლობასთან დაპირისპირება მარტივი არ არის, თუმცა, თქვენ მარტო არ ხართ: ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მზად ვართ გვერდით დაგიდგეთ და თითოეული თქვენგანი დავიცვათ ზუსტად ისე, როგორც დავიცავით საქართველო 2023 წლის მარტში, რუსული კანონისგან, ზუსტად იმ ფორმით, როგორც ეს 2022 წლის 20 ივნისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე გავაკეთეთ.

    ჩვენი ინფორმაციით, ერთიანობის ილუზიის შესაქმნელად, სანქცირებული მოსამართლეები და მათთან დაახლოებული პირები, შეეცდებიან, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ მოგთხოვონ:

    1. საჯაროდ დაუჭიროთ მხარი სანქცირებულ მოსამართლეებს;
    2. საჯაროდ გააკრიტიკოთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები (აშშ და ევროკავშირი)
    3. უარი თქვათ საგანმანათლებლო-გაცვლით პროგრამებზე (აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.)

    ამ მიზნის მისაღწევად, სანქცირებულ მოსამართლეთა ჯგუფი შეეცდება თქვენზე გავლენა მოახდინოს:

    • სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით;
    • დაწინაურებაზე უარის თქმით;
    • დაწინაურების შემოთავაზებით;
    • მიმდინარე საქმეებიდან ჩამოშორებით;
    • იძულებითი მივლინებით ან სხვა ტიპის დისციპლინური სასჯელით.

    ამასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებებითა და სანქცირებულ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერით ნათელი ხდება, რომ პოლიტიკური ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს პოლიტიკური მართლმსაჯულების მრავალწლიანი ტრადიცია, რომელმაც შეარყია ქართული საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და შეანელა საქართველოს სვლა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. მმართველი პარტიის უპირობო ერთგულება სანქცირებული მოსამართლეების მიმართ ნერგავს შიშს, ნეპოტიზმსა და კონფორმიზმს სასამართლო სისტემაში, ახალისებს ფარული გარიგების კულტურას, დევნის კრიტიკულ აზრს, აქრობს მოსამართლეთა ინდივიდუალიზმს და ართმევს ქართველ ხალხს ისტორიულ შესაძლებლობას, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი.

    ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ევროპული სტანდარტების სასამართლო, სადაც:

    1. მოსამართლეს ექნება საზოგადოების მაღალი ნდობა და პატივისცემა;
    2. მოსამართლე აირჩევა და დაწინაურდება კეთილსინდისიერების, კომპეტენციისა და დამსახურების საფუძველზე;
    3. მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს მიუკერძოებლად, ფაქტებზე დაყრდნობით და კანონის შესაბამისად;
    4. მოსამართლე თავისუფალი იქნება ზეგავლენისგან, იძულებისგან, დაშინებისგან და პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევისგან;
    5. მოსამართლეს ვერავინ დაემუქრება საქმიდან ჩამოშორებით, იძულებითი მივლინებით ან სხვა ტიპის დისციპლინური სასჯელით, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების გამო;
    6. მოსამართლე დამოუკიდებლად, ფართო დისკუსიისა და კონკურენციის შედეგად, დააკომპლექტებს სასამართლო სისტემის მმართველ ორგანოს და აირჩევს თავმჯდომარეს;
    7. მოსამართლეს ექნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სტანდარტის შესაბამისი ანაზღაურება და განსახილველ საქმეთა რაოდენობა“, – წერს სირცხვილია.
  • მგონია, არსებობს შეთანხმება მიშას გამოშვებაზე და თუ არ არსებობს, მაშინ უფასოდ უჩუქებიათ „ნაცები“ „ქოცებისთვის“ – ხვიჩია

    მგონია, არსებობს შეთანხმება მიშას გამოშვებაზე და თუ არ არსებობს, მაშინ უფასოდ უჩუქებიათ „ნაცები“ „ქოცებისთვის“ – ხვიჩია

    „უნდა გავიაზროთ, რომ „ნაცების“ „ვერხუშკა” „ქოცების“ ხელშია. კანონი უნდა მიგვეღო დღეს. აქ უნდა ყოფილიყვნენ, კენჭი უნდა ეყარათ და წავიდნენ პოლონეთში. როდის ყოფილა აქამდე, რომ ამერიკელებს დაესანქცირებინოთ საქართველოს მოსამართლეები და როდის ყოფილა შანსი, რომ ოპოზიციას ამაზე საგამოძიებო კომისია შეექმნა, ეს უბრალოდ არასერიოზულია. მე მგონია, რომ არსებობს შეთანხმება მიშას გამოშვებაზე და თუ არ არსებობს შეთანხმება, მაშინ უფასოდ უჩუქებიათ „ნაცები“ „ქოცებისთვის“, რადგან მეტს რას ნიშნავს ის, რომ ფაქტობრივად „ქოცების“ საქმეს აკეთებ ღიად?

    ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება კონცენტრირებული ყოფილიყო საგამოძიებო კომისიაზე და მთელი შტურმი ამაზე წასულიყო, წავიდნენ პოლონეთში. რა შუაშია საერთოდ. მე მგონია, რომ სრულიად რაციონალურად ქნეს ეს, იმ თვალსაზრისით, რომ მურუსიძის საქმის გარჩევა შინაარსობრივად არის მისი („ნაციონალური მოძრაობის“) საქმის გარჩევა. წარმოიდგინეთ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ შეუძლია თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს შეუქმნას საგამოძიებო კომისია იმ მოტივით, რომ ვაი, თუ ჩემი საქმეებიც გამოიძიონო. ამით კობახიძე ღიად დაემუქრა.

    მურუსიძის სასამართლოს გასამართლება სინამდვილეში არის „ქოცების“ და „ნაცების“ გასამართლება ერთად. შინაარსობრივად ეს ერთი და იგივე რეჟიმია. გასაგებია, რომ ბიძინას ნაკლებად უყვარს ძალადობა და ერიდება ამას, მაგრამ ნებისმიერი ტიპის რეპრესიული ქმედებები პოლიტიკური მოწინააღმდეგეებთან და ოპონენტებთან ორივემ ამ სასამართლოში გააკეთა და ეს სასამართლო ამაშია სპეციალიზებული. სხვა რითია უნიკალური მურუსიძის სასამართლო გარდა იმისა, რომ იცის მმართველი პარტიის ოპონენტებთან ბრძოლა, ამაშია გამობრძმედილი“,

    ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც საგამოძიებო კომისიის საკითხზე რიგგარეშე პლენარული სხდომის გადადებას და ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის პოლონეთში ვიტიტს გამოეხმაურა.

  • “საქართველოს მონაპოვარი აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობა, რის წინააღმდეგაც გააფთრებული შეტევა მიდის”- სარჯველაძე

    “სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ვერ იძლევა შესაძლებლობას, რომ საპარლამენტო ტრიბუნებიდან ხდებოდეს, მათ შორის, კონკრეტული მოსამართლეების ავკარგიანობის შეფასება. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციას, ძალიან სახიფათო და მავნებლური. მავნებლური იმიტომ, რომ ის, რაც საქართველოს მონაპოვარი აქვს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის სახით, გამოდის რომ ამის წინააღმდეგ გააფთრებული შეტევა მიდის.

    როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება ხელში აიღებს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე, მათზე შეფასების შესაძლებლობას, მათი სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას, უნდა ვიცოდეთ, რომ მანდ დამთავრდება ნაწვალები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის იდეა”

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ სარჯველაძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა, რითიც ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას გამოეხმაურა.

  • WSJ-ის დაკავებულმა რეპორტიორმა რუსეთის კანონმდებლობა დაარღვია – პესკოვი

    “WSJ-ის დაკავებულმა რეპორტიორმა რუსეთის კანონმდებლობა დაარღვია” – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხად კრემლი სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.

    “შეერთებულ შტატებს შეუძლია და უნდა დაიცვას თავისი მოქალაქის უფლებები, რომელიც დაიჭირეს და რომელმაც დაარღვია რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კანონი. სწორედ ამაშია ის ეჭვმიტანილი. ეს არის ყველაფერი რაც შემიძლია ვთქვა”, – თქვა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

  • თუ აღმოჩნდება დანაშაულის ნიშნები, გაჩნდება შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება – ანანია გაჩეჩილაძე გამოკითხეს

    თუ აღმოჩნდება დანაშაულის ნიშნები, გაჩნდება შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება  – თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანანია გაჩეჩილაძე გამოკითხეს. “ქართული ოცნების” პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის მამხილებელი აუდიო ჩანაწერები ანბანია გაჩეჩილაძემ 2 კვირის წინ გაასაჯაროვა.გავრცელებული აუდიოჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება – სექსუალური ხასიათის ვერბალური ძალადობის შემდეგ, ისმის როგორ უახლოვდება შალვა რამიშვილი გოგონას, გვერდით უჯდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.

    “გამომძიებელი ქალი იყო საკმარისად ემპათიური და ასე ვთქვათ ორიენტირებული ჩემი ინტერესების დაცვისკენ და გამომდინარე იმ გამოკითხვის შინაარსიდან, რაც მე მივაწოდე შსს-ს, თუ აღმოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება. შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება აუცილებლად გაჩნდება, თუ დადგინდება სისხლის სამართლის ნიშნები ამ ჩვენ ურთიერთობის ფარგლებში” – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

  • ველით, ხელისუფლება უზრუნველყოფს სრულიად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას – სტანო სანქციებზე

    “ველით, ხელისუფლება უზრუნველყოფს სრულიად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას” – ასე უპასუხა, საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ ტელეკომპანია  “ფორმულას” კითხვას სანქცირებული მოსამართლეების შესახებ.

    “მივიღეთ ცნობად აშშ-ის გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სისტემასთან კავშირში მყოფი ოთხი ქართველი პირის შესახებ. აშშ-ის გადასაწყვეტია საკუთარი პოლიტიკის შესახებ კომენტარის გაკეთება და მართლაც, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში ეს უკვე გააკეთეს. მართლმსაჯულების რეფორმა არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, რომელიც კომისიამ განსაზღვრა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მოელიან, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს სასამართლო სისტემას, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში და გაატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის, სასამართლო და პროკურატურის დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის მცდელობებს.”