Blog

  • შვედეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ქალი დააკავეს

    შვედეთში ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე ქალი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია TV4 ავრცელებს. რუსი ქალი ხუთშაბათს, პრემის ქარხანაში დააკავეს.

    გამოცემის ცნობით დაკავებული რუსი ქალი,  გოტენბურგის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის თანამშრომელია და კორპორატიულ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.  გავრცელებული ცნობით, ინფორმაციით, ამ საქმეზე ჩხრეკა ჩატარდა და რამდენიმე პირი დაიკითხა – კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება. ტელეარხის წყაროები აღნიშნავენ, რომ დაკავების მიზეზი სამრეწველო ჯაშუშობაა.

    “რაც შეგვიძლია დავადასტუროთ არის ის, რომ პოლიცია მოვიდა ჩვენს ქარხანაში, გოტებურგში და აიყვანა ერთი ადამიანი ხუთშაბათს, ნაშუადღევს. აღნიშნული პირი დასაქმებულია ჩვენს ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორთან” – ამბობს Dani Backteg-ის მენეჯერი.

  • პეკინი არ აპირებს უკრაინაში მიმდინარე ომის რომელიმე მონაწილეს იარაღი მიაწოდოს – ჩინეთის საგარეო

    ოფიციალური პეკინი არ აპირებს უკრაინაში მიმდინარე ომის რომელიმე მონაწილეს იარაღი მიაწოდოს – ამის შესახებ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ცინ განიმ განაცხადა.

    „რაც შეეხება სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტს, ჩინეთს გონივრული და პასუხისმგებლიანი პოზიცია აქვს. ჩვენ არ მივაწვდით იარაღს კონფლიქტის მხარეებს, ასევე გავაკონტროლებთ ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, წესებისა და კანონების მიხედვით“, – განაცხად მან.

    მედიის ინფორმაციით, ცინ განი ჩინეთის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირველი პირია, რომელმაც რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ვარაუდები საჯაროდ უარყო.

  • ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილ ხანძარს მოხუცი ქალი ემსხვერპლა

    ნუცუბიძის მესამე პლატოზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ასაკოვანი ქალი ემსხვერპლა.

    ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სახლში გაჩნდა.

    ადგილობრივების თქმით, ხანძრის გაჩენის დროს ასაკოვანი ქალი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

  • იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

    იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა. მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა.

    იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძარში მრევლი შეიკრიბა.

    რიტუალი, რომელიც რამდენიმე საუკუნეა სრულდება, მაცხოვრის აღდგომას ეძღვნება.

    მორწმუნეთა ნაწილი ცეცხლს ზებუნებრივად მიიჩნევს, თუმცა ასეთ სასწაულს არც მსოფლიო საეკლესიო კრებების დოგმატები და არც საეკლესიო კანონები არ ცნობენ.

     

  • ომის არასწორი დასრულება დასავლური უსაფრთხოების სისტემის დამარცხებაა რუსეთთან – პოდოლიაკი

    ვიყოთ გულწრფელები… ომის არასწორი დასრულება ნიშნავს დასავლური უსაფრთხოების სისტემის დამარცხებას რუსეთის დიქტატურასთან ბრძოლაში. მშვიდობისა და კანონის უზენაესობისკენ გზა ევროპაში მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით გადის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი, ტერორისტული თავდასხმები მთელ მსოფლიოში და რუსეთის საიდუმლო სამსახურის ოპერაციების თავიდან აცილება შეუძლებელია.

    წერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.

  • “შოკირებული ვარ ფუმიო კიშიდაზე თავდასხმის გამო, დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის” – მიშელი

    შოკირებული ვარ ფუმიო კიშიდაზე თავდასხმის გამო საარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობისას.

    დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის.

    მთელი ჩემი მეგობრობა და მხარდაჭერა შენ, ფუმიო.

    მოუთმენლად ველი მომავალ G7 სამიტს ჰიროშიმაში თქვენი თავმჯდომარეობით.

     დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ზე. 

  • კეზერაშვილის სკანდალმა დიდი დარტყმა მიაყენა ზოგადად დემოკრატიის ისედაც სუსტ ინსტიტუტებს – ნოდია

    დავით კეზერაშვილის სკანდალმა დიდი დარტყმა მიაყენა არა ამათუიმ პარტიას ან მედია-კომპანიას, არამედ ზოგადად დემოკრატიის ისედაც სუსტ ინსტიტუტებს. კეზერაშვილზე გაბრაზება სრულიად ბუნებრივი და სამართლიანია, მაგრამ ამ ვითარების გამო სიხარული – არა.
    ცხადია, დამნაშავე ამაში, პირველ რიგში, თავად კეზერაშვილია. ბიბისი მეტისმეტად მაღალი რეპუტაციის ფირმაა, რომ მისი კვლევა უკუვაგდოთ. უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივი უნდა ვცეთ და დაველოდოთ სასამართლოს (მით უმეტეს, რომ ბრიტანეთის სასამართლო ჩვენსაზე მეტ ნდობას იმსახურებს), მაგრამ რაც უკვე გავიგეთ, საკმარისია, რომ კეზერაშვილი – სასამართლომდე მაინც – მორალური თვალსაზრისით, პერსონა ნონ-გრატად იქცეს.
    მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ მისი ასეთი სტატუსი უკანა რიცხვით გავავრცელოთ ყველაზე, ვისაც ოდესმე კეზერაშვილისგან დაფინანსება მიუღია ან რამე საქმეში მისი პარტნიორი ყოფილა. ბევრი ადამიანის თვალში, კეზერაშვილს არც მანამდე ჰქონდა მაღალი რეპუტაცია; კონკრეტულად ქოლ-ცენტრების საქმეზე მასზე მანამდეც დადიოდა ჭორები. მაგრამ სანამ კონკრეტული ფაქტები არ დაიდება, ვერავინ გამოცხადდება კრიმინალად (ივანიშვილის კონტროლირებადი სასამართლოს ბრალდებებს სერიოზულად, ბუნებრივია, ვერ მივიღებ, შემთხვევით ჭეშმარიტების მარცვლის შემცველიც რომ აღმოჩნდეს).
    მთავარი ზოგადი პრინციპია: როდის უნდა თქვა დონორის ფულზე უარი, თუ ეს ფული კარგი საქმის გასაკეთებლად გინდა? მხოლოდ სრულიად შეუბღალავი რეპუტაციისა უნდა იყოს დონორი? ეს არარეალისტურია. აშკარა კრიმინალით მოპოვებული ფული უნდა აიღო? ჩემი აზრით, არა (თუმცა 1990-იანებში მრავალი ეკლესია სწორედ კრიმინალების ფულით, რასაც სამართლიანად ვაკრიტიკებდით). ზღვარი სადღაც გადის, მაგრამ კონკრეტულად სად – ეს ჯერ გარკვევით არავის უთქვამს.
    ჩვენი უბედურება ისაა, რომ კარგი საქმისთვის დონორი ცოტაა, არჩევანი ძალიან შეზღუდულია. თეორიულად ვიცით, რომ დივერსიფიკაცია და ქრაუდფანდინგი ზოგადად ჯობია, მაგრამ, ყველა პრობლემას ეს ამ ეტაპზე ვერ გადაწყვეტს. იდეალში კარგი იქნებოდა, მაგალითად, ვინმე იდეალისტი მდიდარი სპონსორი გამოჩენილიყო და ტვ „ფორმულა“ უხერხული მდგომარეობისგან ეხსნა. მაგრამ თუ არ გამოჩნდა, ვამბობთ, რომ უნდა დაიხუროს? თუ პირიქით, თანადგომა უნდა გამოვუცხადოთ სწორედ ამ ძალიან რთული მდგომარეობის გამო? საკითხი ასე დგას.

    ამის შესახებ, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

  • დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს – ტრუდო

     

    “ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სავაჭრო და კომერციულ მხარდაჭერას, რათაშ შექნნათ წარმატებული მომავალი ჩვენთვის და ყველა მათთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს”.

    აცხადებს კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო.

  • 2024-ში კენჭის ყრას ვგეგმავ, ოფიციალურ განცხადებას მალე გავავრცელებ – ბაიდენი

    შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის მეორე ვადისთვის კენჭისყრას გეგმავს და საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად მალე წარადგენს.

    “ამის შესახებ მალე განვაცხადებთ. თუმცა, ამ მოგზაურობამ გააძლიერა ჩემი ოპტიმიზმის გრძნობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს”. – აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას ირლანდიაში.

  • სააკაშვილის სიცოცხლე სრულად ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – ზელენსკი

    მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაიმე პერსონალურ, არამედ სრულად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე… რასაც სუფთა და მყარი იურიდიული საფუძველი აქვს. თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, თუ ამაზე სიცოცხლეა დამოკიდებული, ეს ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწრაფო მიმართვა შეიტანეს, რათა მან შესაბამისი მკურნალობა მიიღოს. და როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

    განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.