Blog

  • სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ – ბორელი

    უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ცნობით, სუდანში ევროკავშირის ელჩს, აიდან ოჰარას მის რეზიდენციაში თავს დაესხნენ.

    “რამდენიმე საათის წინ ევროკავშირის ელჩს სუდანში, საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებაა”- აცხადებს ბორელი.

    სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალების” მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 1 000-ზე მეტი.

  • ოფისი გაიხსნა იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ყრილობის შემდეგ დადგა – ნიკა მელია

    “გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით ოფისის გამო. ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ (რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით) არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.

    სწორედ ამ “ყრილობის” შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო. ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს. ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!”

    ასე ეხმაურება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ თბილისში პარტიის ოფისის გახსნის შესახებ კრიტიკას.

  • რატომ დაიწყო რუსეთმა მოულოდნელად წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნები – ISW-ის განმარტება

    ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა განმარტეს, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნები. ანალიტიკოსების თქმით, ამ წვრთნების მიზანი, რუსეთის საზღვაო ძალის დემონსტრირებაა რათა პეკინს ჩინეთის თავდაცვის მინისტრის მოსკოვში ვიზიტამდე აჩვენოს.

    “წყნარი ოკეანის ფლოტის მზადყოფნის შემოწმება სავარაუდოდ მიზნად ისახავს ჩინეთისთვის სიგნალის გაგზავნას, რომ რუსეთი მხარს უჭერს ჩინეთის უსაფრთხოების მიზნებს წყნარ ოკეანეში და რუსეთი რჩება თანაბარი სამხედრო პარტნიორად, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს როგორც წყნარი ოკეანის ძალა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მძიმე დანაკარგები აქვს უკრაინაში.” – ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

    ISW-ი აცხადებს, რომ კრემლი აპირებს წყნარი ოკეანის ფლოტის გამოყენებას, რათა G7-ის შეხვედრის წინ, შეზღუდოს იაპონიის შემდგომი მხარდაჭერა უკრაინისადმი.

    რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებები მიზნად ისახავს მეთოდების შემუშავებას, რათა თავიდან აიცილონ მტრის ძალების განთავსება ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილში და მოიგერიონ დესანტი სამხრეთ კურილის კუნძულებზე და სახალინზე.

    “ეს არის სიგნალი იაპონიისთვის, რომელიც აცხადებს, რომ არქიპელაგის ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო”, – ხაზს უსვამს ინსტიტუტი.

  • “რუსებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს” – ერმაკი

    “რუსებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს” – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა  ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით,  პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერი” უკრაინის მიწაზე უდანაშაულო ბავშვებს იტაცებს და კლავს.

    “რუსმა ტერორისტებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს. დაჯგუფება “ვაგნერის” ეს ქმედებები ნათელს ფენს რუსული არმიის დანაშაულებს უკრაინაში, ისინი ჩვენს შვილებს იპარავენ და კლავენ. კიდევ რამდენი ასეთი დანაშაულია ჩადენილი? ერთი აღიარება საკმარისი არ არის.

    მონსტრებისა და მკვლელების ნაცია, მსოფლიოს ბიოლოგიური ნაგავი. მხოლოდ აღიარება არაფერს ნიშნავს, მას სასტიკი და სამართლიანი სასჯელიც უნდა მოჰყვეს. სასჯელი კი აუცილებლად იქნება. ჩვენ ყველა დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ შევიტყობთ და ვიპოვით თითოეულს, ვინც ეს ჩაიდინა.

    რუსებმა ათასობით უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანი გადარჩა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი შვილები დავიბრუნოთ. მსოფლიომ რუსეთის სახე უნდა ნახოს, არ უნდა შეეშინდეს მისი და მას სასტიკად უნდა გაუსწორდეს”, –წერს ერმაკი.

  • ლატვია კარა-მურზას განაჩენის გამოტანის მონაწილე 10 რუსს სანქციებს უწესებს

    ლატვია კარა-მურზას განაჩენის გამოტანაში მონაწილე 10 რუსს სანქციებს უწესებს და ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამასთანავე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი ევროკავშირს რუსებისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

    “ვგმობ უსამართლო და მკაცრ სასჯელს გამოჩენილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ, რომელიც რუსეთის სასამართლომ დღეს გამოაცხადა. გადავწყვიტე, სამოგზაურო აკრძალვა დავაწესო 10 რუსის წინაღმდეგ, რომლებიც ამ “ფიქტიურ საქმეში” მონაწილეობდნენ. მოვუწოდებ ევროკავშირსაც, დააწესოს სანქციები” – წერს რინკევიჩი.

    ცნობისთვის, პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი კრემლმა, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა და 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს. მას ბრალად ედება  რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

  • რუსეთი დახმარებას ყველა ქვეყანას სთხოვს, მათ შორის ჩინეთსაც, იარაღი აკლიათ – დანილოვი

    “ახლა ჩვენს ფრონტზე ჩინურ იარაღს ვერ ვხედავთ. როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე ვაცნობებთ საზოგადოებას და მსოფლიოს. მაგრამ ჩინეთის გლობალური საკითხებიდან გამომდინარე, ვერ ვიგებთ, რატომ უნდა მიაწოდოს მან იარაღი რუსეთის ფედერაციას.

    ახლა რუსეთი დახმარებას ყველა ქვეყანას სთხოვს, მათ შორის ჩინეთსაც, იარაღი აკლიათ. მაგრამ რუსეთს ესმის, რომ სამხედრო გზით ვერ დაგვამარცხებს, მათ ახლა შიდა დესტაბილიზაციის გეგმა აქვთ. ეს ამ ეტაპზე მათთვის პრიორიტეტია”,

    რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.

  • რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების სიკვდილით დასჯის ათობით ვიდეო მივიღეთ – დიმიტრი ლუბინეცი

    “პირველ რიგში, მათ სურთ რუსულ საზოგადოებაში ანტიუკრაინული ისტერიის შენარჩუნება. მეორეც, ამ გზავნილით მათ უნდათ დაარწმუნონ თავისი ჯარისკაცები, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჩაბარდნენ, “ასე მოგკლავენ, თუ გადაწყვეტთ, რომ ჩაბარდეთ”. და მესამე, ისინი ამით კონტრშეტევისთვის მომზადების პროცესში უკრაინელი სამხედროების დათრგუნვას ცდილობენ”

    აცხადებს,   Украинская правда-სთან ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი.

  • სუდანში დაახლოებით 30-მდე ქართველია, უსაფრთხოდ არიან, გამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება – მინისტრის მოადგილე

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანში დაახლოებით 30-მდე ქართველია, რომლებიც უსაფრთხოდ არიან თუმცა  მათი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

    “ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან, დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ჩვენც ვთხოვთ ჩვენ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან შესაძლებლობა მოვძებნოთ რამენაირად, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან, რომ უსაფრთხოდ დავაბრუნოთ შემდეგ საქართველოში. […] სამწუხაროდ ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ ვთქვათ, რომელიმე მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და მოხდეს იმ მხარესთან მერე ნებართვებზე და დოკუმენტებზე დალაპარაკება. ველოდებით რომ ცოტა ჩაწყნარდეს, რომ შესაძლებლობა გვქონდეს ორივე მხარეს დაველაპარაკოთ, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გველაპარაკებიან, იმიტომ რომ შეტაკებებში არიან ჩართულები. ქართველები ყველა უსაფრთხოდ არიან, ჯანმრთელად არიან, იმ ადგილზე არიან, სადაც ცხოვრობენ”,- ამბობს ხვთისიაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება. ექიმების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100-ს აღწევს.

  • ასობით მილიონია დავალიანება – შეიძლება, კიდევ ერთი საქმე იყოს – თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილზე

    “ეს 5 მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომლითაც გაძარცვა სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ფინანსური ანგარიშგება ჩვენი უწყების, იგივე პერიოდის. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის, შეიძლება დამატებით იყოს კიდევ ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული.

    [ახალი გამოძიების ანონსად] არ უნდა მიიღოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ და ჩამოვწეროთ დავალიანებიდან. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ეს არ არის ერთი პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება”.

    განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყოფილ მინისტრ და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილზე საუბრისას.

  • რუსული რელიგია არის მკვლელობა, გაუპატიურება და ძარცვა – პოდოლიაკი

    რუსები ისეთივე “გულმოდგინე ქრისტიანები” არიან, როგორც “მშვიდობისმყოფელები”. რუსული რელიგია არის მკვლელობა, გაუპატიურება და ძარცვა. აღდგომის დღესასწაულზე მათ ცინიკურად მოკლეს ბავშვები სლოვიანსკში, დაბომბეს ეკლესია ზაპოროჟიეში, დაბომბეს რაიონები ნიკოპოლში. ამ ერს ღმერთი არ ჰყავს, მხოლოდ – “ბუნკერის კერპები”.

    წერს კრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.