Blog

  • გაუგონარია პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები ენმ-ს წევრებად ასაღებენ თავს – ენმ

    გაუგონარია პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები ენმ-ს წევრებად ასაღებენ თავს – ენმ

    გაუგონარია პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები ენმ-ს წევრებად ასაღებენ თავს – ენმ – ასე ეხმაურება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას.

    “მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ახალი პარტია და შესაბამისად, განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა თუმცა, ღარიბაშვილის, კობახიძის, ტვ “იმედის”, პოსტივის და “ქართული ოცნების” რიტორიკით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენ პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა. მათ მიერ გაჟღერებული გზავნილები პირდაპირ ხელს აძლევს რუსული ოცნების მტრული პროპაგანდის განმტკიცებას.

    გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას.

    პარტიას თბილისში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, რამდენიმე ოფისი აქვს, სადაც ჩვენი თანაგუნდელები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობენ და საქმიანობენ.

    სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგები. ყველა ვინც საკუთარ თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრად მივიჩნევთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა ვიმუშაოთ.

    “ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელი რიტორიკით, გაუგებრობისა და ბუნდოვანების შემოტანა, არ ემსახურება არც პარტიის და არც სახელმწიფოს ინტერესებს”. – წერია განცხადებაში.

  • “ვაგნერის” ლიდერი პრიგოჟინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მოწოდებით გამოდის

    კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიიდერი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ დროა რუსეთმა უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაასრულოს:

    „იდეალური ვარიანტია გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული, ვაცნობოთ ყველას, რომ რუსეთმა მიაღწია იმ შედეგებს, რაც დაგეგმა და, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მათ. ჩვენ შეიარაღებული ძალების მებრძოლების დიდი რაოდენობა გავანადგურეთ. და ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს ანგარიში ჩავაბაროთ იმის შესახებ, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის”-ს ამოცანები დასრულებულია.

    თეორიულად, ეს მსუყე ქულა რუსეთმა უკვე მიიღო უკრაინის აქტიური მამრობითი მოსახლეობის დიდი ნაწილის განადგურებით, ევროპაში გაქცეული მეორე ნაწილის დაშინებით. რუსეთმა დაიპყრო აზოვი და შავი ზღვის დიდი ნაწილი, წაართვა უკრაინის ტერიტორიის მსუყე ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე. ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩება: მტკიცედ მოვიკიდოთ ფეხი,  კლანჭებით ჩავეჭიდოთ იმ ტერიტორიებს, რომლებიც უკვე გვაქვს“, – ამბობს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული “ვაგნერის“ მეთაური.

  • არ დავტოვებთ რუსეთის კვალს ჩვენს მიწაზე და არც ერთ მტერს დაუსჯელად – ზელენსკი

    “ოკუპანტებმა ქალაქი სლავიანსკი  სასტიკად დაბომბეს. დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსებს. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ბოროტი სახელმწიფო კიდევ ერთხელ ავლენს თავის არსს. ის უბრალოდ კლავს ხალხს დღის შუქზე და ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას. აუცილებლად იქნება სამართლიანი პასუხისმგებლობა ტერორიზმის ყველა გამოვლინებაზე. ჩვენ არ დავტოვებთ რუსეთის არცერთ კვალს ჩვენს მიწაზე და არც ერთ მტერს დაუსჯელად”,

    წერს უკრაინის პრეზიდენტი სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვასთან დაკავშირებით.

  • პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილ პირს ბრალი წარუდგინეს

    საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე დაკავებულ 21 წლის ჯეკ ტეშეირას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, – ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

    21 წლის ჯეკ ტეშეირას ბრალად ედება ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის, ასევე საიდუმლო ინფორმაციისა და თავდაცვის მასალების არაავტორიზებული შენახვა და გავრცელება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

    CNN წერს, რომ ბრალდებულის მომდევო სასამართლო სხდომა შემდეგ კვირას გაიმართება. მანამდე კი ჯეკ ტეშეირა წინასწარ პატიმრობაში დარჩება.

    გასულ კვირას The New York Times-მა შეამჩნია, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ასლები, ან მსგავსი დოკუმენტები.

    უკრაინის ხელისუფლებამ სასწრაფოდ განაცხადა, რომ რუსული IPSO-ს ეს პუბლიკაციები, შექმნილია უკრაინის დისკრედიტაციისთვის, ასევე მოკავშირეებს შორის ნდობის შელახვისთვის და, თუ ეს შესაძლებელია იქნებოდა, ჩაეშალა უკრაინის კონტრშეტევის გეგმები. მეორე მხრივ, რუსულმა მხარემ დოკუმენტების ფოტოშოპირება დაიწყო, რათა უკრაინას უფრო მეტი ზარალი მიეწერა, თავისთვის კი ნაკლები.

    გუშინ, 13 აპრილს, ინტერნეტში პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავა. FBI-ს განცხადებით, ოპერაცია ნორთ დაიტონში, მასაჩუსეტსის შტატში ჩატარდა.

    სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ შეიარაღებული სამართალდამცავები ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ნაცრისფერი მაისური და წითელი შორტები აცვია. როგორც ცნობილია, დაკავებამ სირთულეების გარეშე ჩაიარა.

    დოკუმენტები სოციალურ ქსელებში მარტში გამოჩნდა და მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა უკრაინის არმიის შესახებ ანგარიში და ინფორმაცია მოკავშირეების – ისრაელის, სამხრეთ კორეისა და თურქეთის შესახებ.

    ყველაზე მეტად ყურადღება მიიქცია სწორედ უკრაინასთან დაკავშირებულმა დოკუმენტებთან, რომელიც არმიის შესაძლებლობებსა და ნაკლოვანებებს ეხებოდა.

    ეჭვმიტანილის დაკავებამდე ჯერ კიდევ The New York Times წერდა, რომ 21 წლის ტეიშირა ეროვნული გვარდიის წევრი იყო და Discord-ზე Thug Shaker Central-ის ონლაინ-ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელშიც 20-30 ადამიანი იყო გაერთიანებული. გამოცემის ინფორმაციით, ამ ჯგუფში ტეიშირა ყვებოდა იმის შესახებ, რომ უყვარდა იარაღი, აზიარებდა მიმებსა და ვიდეოთამაშებს. შესაძლებელია საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის პირველწყაროც სწორედ ეს ჯგუფიც იყოს.

    რატომ გაავრცელა ჯეკ ტეიშეირამ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები

  • უკრაინა ფინანსური კუთხით არარსებული ქვეყანაა, თუ მხარს აღარ დავუჭერთ, ომი დასრულდება – უნგრეთის პრემიერი

    „უკრაინა ფინანსური კუთხით არარსებული ქვეყანაა, მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. მთავარი კითხვაა, შეგვიძლია თუ არა უკრაინის მხარდაჭერა. როგორც კი ჩვენ ვიტყვით, არა, ომი დასრულდება”

    ამის შესახებ, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოცემა 24.hu-სთან ინტერვიუში  განაცხადა.

  • პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც არის, რომ ნიკა გვარამია დღემდე ციხეში ზის – ლომჯარია

    თუ გჯერა და გწამს, რომ კონკრეტული ადამიანი არასწორი ბრალით ზის ციხეში, დანაშაული არ ჩაუდენია და მაინც ციხეშია და თუ გჯერა, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური მოტივაცია არსებობს და შენ ბერკეტი გაქვს, რომ ეს ადამიანი ციხეში არ იჯდეს, მაშინ, შენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ.

    პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია ამიტომ აქვს, რომ მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები თუ რაიმე პოლიტიკური გავლენები დააბალანსოს […] ეს ბერკეტი სწორედ იმიტომ აქვს პრეზიდენტს, რომ მანაც აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა ქვეყანაში სამართლიან მართლმსაჯულებაზე და ჩაერიოს, როდესაც მართლმსაჯულების მნიშვნელოვან ხარვეზებს ადგილი აქვს. ამ შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ნამდვილად სახეზე გვაქვს და რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობაც არის ის, რომ ნიკა გვარამია დღემდე ციხეში ზის.

    განაცხადა საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

  • პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? – ოდიშარია

    „წასულიყვნენ, 17- ში არ არის? ვერ გავიგე პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? – მოიკითხეთ აბა. დეპუტატებს ნებართვა ხომ არ სჭირდებათ მთავრობის? ადგნენ, ჩემო ბატონო და წაბრძანდნენ. აგერ, „ვიკენდებზე“ დადიან ჩაშალეს კომისიის შექმნის საკითხი. როცა უნდათ, სადაც უნდათ იქ მიბრძანდებიან ქალიც და კაციც და რას წუხან, ვერ გავიგე [… შესაფასებელიც არაფერი გახლავთ, როცა წერილი შედის კონკრეტულ თარიღში და მეორე დღესვე ხდება პასუხის გაცემა, მით უმეტეს დადებითის, ფაქტები თავისთავად მეტყველებს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ხელი არავის შეუშლია ხელოვნურად ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტისთვის და თანმხლები პირებისთვის, ვგულისხმობ დელეგაციას, რომ გამგზავრებულიყვნენ და მიეღოთ შესაბამის პლატფორმაში მონაწილეობა“

    ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სტრასბურგში პრეზიდენტთან ერთად სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ქალი დეპუტატების ვიზიტიც იგეგმებოდა.

  • ბელარუსი რუსეთის ბირთვული იარაღის განსათავსებლად ობიექტებს ამზადებს – თავდაცვის მინისტრი

    “ბელარუსი რუსეთის ბირთვული იარაღის განსათავსებლად ობიექტებს ამზადებს ” – ამის შესახებ, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საწვრთნელ მოედანზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

    “ჩვენ მოვამზადეთ აღჭურვილობა, თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ატომური იარაღის ტარება, მივიღეთ თანამედროვე ისკანდერის კომპლექსი, რომელსაც ასევე შეუძლია ბირთვული ქობინიანი რაკეტების გამოყენება. მომავალ კვირას რუსეთში შესაბამისი შენაერთის მომზადება დასრულდება და ის დაგვიბრუნდება… საჭირო თუ იქნება, ჩვენ გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ჩვენ უკვე ვამზადებთ ობიექტებს. მტრული რიტორიკა თუ გაგრძელდება, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ძალას მხოლოდ ძალით ვუპასუხებთ. დასავლეთში სხვანაირად არ ესმით“- განაცხადა ხრენინმა.

  • ვიღაცას აქვს სურვილი, პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმოაჩინოს როგორც დევნილი, ჩაგრული – მსხვერპლის როლში – სარჯველაძე

    ვიღაცას აქვს სურვილი, პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმოაჩინოს როგორც დევნილი, ჩაგრული – მსხვერპლის როლში – სარჯველაძე

    „თვალს ვადევნებთ მცდელობას, რომ ვინმე მსხვერპლისა და ჩაგრულის მანტიით შეიმოსოს – ცალმხრივად გავრცელებული ფაქტები სენსაციური აღმოჩნდება ხოლმე და შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ „ფეიკია“. ითქვა, რომ თითქოს ნებართვა არ იყოს გაცემული. შემდეგ კი მთავრობამ განაცხადა, რომ ნებართვა გაცემული იყო. ფაქტია, რომ ცვლილებების მიზეზი ნებართვის გაუცემლობა არ იყო. საქართველოში არავის აქვს შეზღუდული საქმიანობისა და აზრის გამოხატვის შესაძლებლობა“,

    ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. სარჯველაძის შეფასებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის სტრასბურგში გამგზავრების საკითხზე მთავრობის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენება.

  • ვითვალისწინებთ დასავლეთის მცდელობებს გახნას “მეორე ფრონტი” საქართველოში, მოლდოვაში – ლავროვი

    ვითვალისწინებთ დასავლეთის მცდელობებს გახნას “მეორე ფრონტი” საქართველოში, მოლდოვაში – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.

    “ამ ფაქტორების კომბინაცია არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვდუნდეთ, ჩვენ არ ვდუნდებით, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და ვითვალისწინებთ მათ ჩვენს გეგმებში – ორივეგან, სამხედრო – პოლიტიკურ და დიპლომატიურ და სხვა ასპექტებში,” – უთხრა ლავროვმა ჟურნალისტებს.

    ლავროვი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აქებს და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაინახა საქართველოს ხელმძღვანელობის ჩართვის მცდელობები „მეორე ფრონტის“ შექმნაში, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და უარი თქვა მსგავს ქმედებებზე.

    “როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელმძღვანელობას ნათლად აჩვენა, როდესაც მოლდოვაში იყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური ხაზის წინააღმდეგ, პროტესტი ეკონომიკური განვითარების ინტერესების უგულებელყოფის წინააღმდეგ.

    და დასავლეთმა დაგმო ეს თითქმის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობად, ამავდროულად საქართველოში იყო პროტესტი აბსოლუტურად მკაფიო, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, თუ ფულს იღებთ საზღვარგარეთიდან და ეწევით სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას, გთხოვთ, მითხარით, საიდან მოდის ფული”, – თქვა ლავროვმა.