Blog

  • რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში NATO-სთან ომობს, რადგან უკრაინის დამარცხება არ შეუძლია – ზელენსკი

    “სასაცილოა, რომ თითქოს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს ეომება. რუსეთი ეომება უკრაინას. და რადგან მას არ შეუძლია პატიოსნად ომი, ამიტომ ის უკვე ამბობს, რომ NATO-ს ეომება. მას რცხვენია აღიაროს, რომ ქვეყანას, რომელიც 40-ჯერ აღემატება სიდიდით უკრაინას, არ შეუძლია ჩვენი დამარცხება”.

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცით – ღარიბაშვილი აქონდროპლაზიაზე

    ასე წარმოაჩინეს საკითხი, რომ მიეცით წამალი ბავშვს. თითქოს მთავრობამ რომ წამალი მისცეს, ყველაფერი შეიცვლება. იმასაც კადრულობენ, რომ, თითქოს, მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია. იცით ძალიან ბევრი ჩვენ გარშემო, მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილსაც ასეთი დიაგნოზი აქვს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცით მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება, ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ მოწოდებული.

    თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტზე საუბრისას.

  • წამალის დაფინანსებაზე უარს არ გეუბნებით, საჭიროა ცოტა მოცდა – ღარიბაშვილი მშობლებს

    “წამალის დაფინანსებაზე უარს არ გეუბნებით, საჭიროა ცოტა მოცდა ” – ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, მედიკამენტს ქვეყანაში მას შემდეგ შემოიტანენ, რაც მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს.

    “ჩვენ უარს არ გეუბნებით ჩემო ძვირფასო მოქალაქენო. თანხაზე არ არის საუბარი, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 10 მილიონზე და ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ უფრო ცუდად წავიდეს მათი ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი ანუ მთავრობის, ამიტომ საჭიროა ცოტა მოცდა, დრო გჭირდება. სამინისტრო მზადაა ერთად გავიაროთ ეს პროცესი, დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება”, – თქვა ღარიბაშვილმა.

    ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებას აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ მათ სურთ, რომ პრემიერმინისტრმა “დაზუსტებით” უთხრას მშობლებს პასუხი აფინანსებს თუ არა სახელმწიფო ბავშვებისთვის მედიკამენტს. ისინი ასევე ამბობენ, რომ უარის შემთხვევაში, არ დანებდებიან და გააგრძელებენ ბრძოლას.

    “ჩვენ მშობლები ვართ ძალიან მკაცრნი, საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში გაყინულნი და დამცირებულნი. ასეთი არასდროს არ ვყოფილვართ, მაშინაც არ ვყოფილვარ ასეთი გამწარებული, როდესაც ჩემი შვილის დიაგნოზი გავიგე. ჩვენ წუხელ გვქონდა უმძიმესი ღამე, ვიყავით წვიმაში, სიცივეში და კანკალში, მაინც არავინ არ მოგვაქცია ყურადღება. ამიტომ ახლა ველოდებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას, გვითხრას საბოლოო პასუხი, გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს. წავალთ ჩვენ აქედან სახლში მედიკამენტის მიღების დაპირებით არა, დაზუსტებით. ჩვენ ერთი წელი ვითმინეთ, წელიწადი და ოთხი თვე ჯანდაცვის სამინისტროდან დაპირება, ყოველდღიური და ყოველთვიური ამიტომაც, არანაირი დაპირება, მხოლოდ და მხოლოდ გვითხრას გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს, ჩვენს შვილებს სწირავს თუ არა სამუდამოდ ტკივილისთვის , ტანჯვისთვის და ინვალიდობისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს. ჩვენ მშობლები არ დავიღლებით. თუ იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება და იქნება, რომ ჩვენი შვილები არ არიან ამ სახელმწიფოსგან აღიარებულები, არ დავტოვებ ამ ქვეყანას, აქ ვიბრძოლებ, ამ ქვეყანაში ჩემი სამი შვილით. დღეს თუ ჩვენ დავმარცხდით დამარცხდება საქართველოს ყველა ბავშვი.”– ამბობენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები.

  • ველოდებით პრემიერმინისტრის საბოლოო პასუხს, გვიფინანსებს თუ არა მედიკამენტს – მშობლები

    “ველოდებით პრემიერმინისტრის საბოლოო პასუხს, გვიფინანსებს თუ არა მედიკამენტს” – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებას აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ მათ სურთ, რომ პრემიერმინისტრმა “დაზუსტებით” უთხრას მშობლებს პასუხი აფინანსებს თუ არა სახელმწიფო ბავშვებისთვის მედიკამენტს. ისინი ასევე ამბობენ, რომ უარის შემთხვევაში, არ დანებდებიან და გააგრძელებენ ბრძოლას.

    “ჩვენ მშობლები ვართ ძალიან მკაცრნი, საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში გაყინულნი და დამცირებულნი. ასეთი არასდროს არ ვყოფილვართ, მაშინაც არ ვყოფილვარ ასეთი გამწარებული, როდესაც ჩემი შვილის დიაგნოზი გავიგე. ჩვენ წუხელ გვქონდა უმძიმესი ღამე, ვიყავით წვიმაში, სიცივეში და კანკალში, მაინც არავინ არ მოგვაქცია ყურადღება. ამიტომ ახლა ველოდებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას, გვითხრას საბოლოო პასუხი, გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს. წავალთ ჩვენ აქედან სახლში მედიკამენტის მიღების დაპირებით არა, დაზუსტებით. ჩვენ ერთი წელი ვითმინეთ, წელიწადი და ოთხი თვე ჯანდაცვის სამინისტროდან დაპირება, ყოველდღიური და ყოველთვიური ამიტომაც, არანაირი დაპირება, მხოლოდ და მხოლოდ გვითხრას გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს, ჩვენს შვილებს სწირავს თუ არა სამუდამოდ ტკივილისთვის , ტანჯვისთვის და ინვალიდობისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს. ჩვენ მშობლები არ დავიღლებით. თუ იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება და იქნება, რომ ჩვენი შვილები არ არიან ამ სახელმწიფოსგან აღიარებულები, არ დავტოვებ ამ ქვეყანას, აქ ვიბრძოლებ, ამ ქვეყანაში ჩემი სამი შვილით. დღეს თუ ჩვენ დავმარცხდით დამარცხდება საქართველოს ყველა ბავშვი.”– ამბობენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები.

  • დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ყველაფერს მიიღებს მხედველობაში – დეგნანი გვარამიას შეწყალებაზე

    გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ ეს, არსებობდა შეშფოთება მისი საქმის დროსა, ბრალდებებსა და შემდგომ უკვე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს წერილი პრეზიდენტის მიმართ არის ორგანიზაციისგან, რომელიც არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი დემოკრატიის განვითარების და ევროკავშირის წევრობის. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს სრულიად მისი პრეროგატივაა, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაფერს მიიღებს მხედველობაში“,

    აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

  • იმედი მაქვს პარლამენტი ამ ინსტრუმენტს სრულად გამოიყენებს – დეგნანი საგამოძიებო კომისიაზე

    “იმედი მაქვს პარლამენტი ამ ინსტრუმენტს სრულად გამოიყენებს ” – განაცხადა ამის შესახებ, საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა. დეგნანმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მექანიზმია, რომელიც უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის არის საჭირო.

    “საგამოძებო კომიტეტის შექმნა არის მექანიზმი, რომ შემოწმდეს და მოკლევა მოხდეს იმ საკითხების, რომლებიც ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი და რომლებიც უფრო მეტ გამჭვირვალობას მოითხოვენ, მეტ ინფორმაციულობას და მოქალაქეებს საშუალებას აძლევენ იყვნენ უფრო ინფორმირებულები.

    მიზეზი, რატომაც შექმნა პარლამენტმა ეს ინსტრუმენტი არის ის, რომ მოქალაქეებს მიაწოდონ მეტი ინფორმაცია. ეს არის ძალიან სასარგებლო მექანიზმი, რომელიც ბევრი სხვა ქვეყნის პარლამენტში და კონგრესშიც  გამოიყენება. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი და პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტს, რომელიც მათ შექმნეს თავიანთი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე”.- განაცხადა კელი დეგნანმა.

  • ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო – ენმ-ის ბათუმის ორგანიზაცია

    “ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო” – ბათუმის საკრებულოს ფრაქციის წევრები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ. გიორგი კირთაძის გუნდის წევრები ამბობენ, რომ პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა და სიიდან ის ადამიანები ამოაშლევინა, ვინც მის მიმართ კრიტიკულ აზრს აფიქსირებდა.

    ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნაცვლად იმისა, დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით, იცლის იმისთვის, ნაცვლად ამ საკითხების გადაწყვეტისა, რომ ცვლის ბათუმელების ნებას. ვფიქრობ, ზუსტად ისევე, როგორც ამისი მცდელობა ჰქონდა და გამოუვიდა დავით რიჟვაძეს და ირაკლი კობახიძეს, უბრალოდ, მათ მოკლეს ნუგზარ ფუტკარაძე და ისე მოხდა ნუგზარ ფუტკარაძის აცილება ბათუმის საკრებულოდან. ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა და სიიდან ამოიღო ლევანი, როინი, ელიზა და შორენა აბაშიძე. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე.

  • მოსკოვის მახლობლად დრონი ჩამოვარდა. რუსები ამბობენ, რომ ის უკრაინულია

    რუსული მედიის ინფორმაციით მოსკოვის რეგიონში კამიკაძე დრონი აღმოაჩინეს.არაერთი ტელეგრამ არხის ცნობით, ის მოსკოვის მახლობლად ქალაქ ნოგინსკთან ჩამოვარდა. სავარაუდოდ, დრონზე 17 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული. რუსული არხების ცნობით, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რადგან საწვავი ამოეწურა. თუმცა არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვით  დრონი ხეებს წამოედო და ჩამოვარდა.

    რუსული მხარის ინფორმაციით  ეს უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, უკრაინული წარმოებისაა. საუბარია UJ-22 Airborn-ზე.

    კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილი დრონის ნამსხვრევები 23 აპრილს, ერთ-ერთი სააგარაკე დასახლების მახლობლად, ტყეში იპოვეს და ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს.

    ტელეგრამ-არხების, Baza-ს და Shot-ის ინფორმაციით, დრონი ტყეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 300 მეტრში იპოვა დასახლებაში მცხოვრებმა ქალმა.

    საიდან გაუშვეს დრონი, ჯერჯერობით დაუდგენელია. თებერვლის ბოლოს, მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის კოლომენსკის რაიონში, „გაზპრომის“ სადგურთანაც.

    რუსეთი თავის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაში უკრაინას ადანაშაულებს. კიევი მსგავს ფაქტებს ოფიციალურად არ ადასტურებს.

  • პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა იწყებს რეპრესიას, დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს–მელია

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს შიდაპარტიულ რეპრესიებში ადანაშაულებს. მელიას განცხადება ფეისბუქზე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრების პრესკონფერენციას მოყვა, რომლებმაც თქვეს, რომ ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო:

    “მაშინ როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს!

    იწყებს რეპრესიას დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.

    ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში!

    ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგაქიული რეჟიმის წინააღმდეგ.
    ეს ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ ვერ დარჩება უპასუხოდ!
    საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი და ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით, მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიას და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება მივყავდეთ მომავლისკენ!„– დაწერა მელიამ ფეისბუქზე.

    ბათუმის ორგანიზაციაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვენ. მიზეზი საკრებულოს სიის კორექტირებაა. გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან ის დეპუტატები ამოიღო, რომლებიც ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს.

    “ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით, მას ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ის მუშაობდეს აქტიურად ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პასუხობდეს სხვა გამოწვევებს, რაც არის ქვეყანაში, წამლებს არ ყიდულობს რუსული ოცნება ჩვენი გადახდილი ფულით ბავშვებისთვის, ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაშორება გვაქვს და საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ამ დროს იცლის იმისთვის, ნაცვლად ამ საკითხების გადაწყვეტის, ცვლის ბათუმელების ნებას. ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა, და სიიდან ამოიღო ლევანი, როინი, ელიზა და შორენა აბაშიძე. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს”, – თქვა გიორგი კირთაძემ.

    ენმ-ს წევრმა, ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ ახალი მენეჯმენტის მიზანია ბათუმში ფრაქციის თავმჯდომარე შეიცვალოს.

  • სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა Telegram-ზე ავრცელებს.

    ლავროვი აშშ-ში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა. სხდომის თავმჯდომარე ლავროვი იქნება. ვიზიტი 24-25 აპრილს გაგრძელდება და მის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშისთან შეხვედრაც იგეგმება.

    შეერთებულმა შტატებმა რუსული სამთავრობო მედიების ჟურნალისტებზე ვიზები არ გასცა, რასაც ლავროვმა “სისულელე” უწოდა და თქვა, რომ მოსკოვი ამას “არ დაივიწყებს და არ აპატიებს”.