Blog

  • ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია – ოქრიაშვილი ქოლ-ცენტრებზე

    ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია – ოქრიაშვილი ქოლ-ცენტრებზე

    “ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია” – პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

    „მხარს ვუჭერ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ უმრავლესობას, გაირკვეს, ვინ არის ქოლ-ცენტრების რეალური მფლობელი, რადგან როგორც ცნობილია, ეს ქოლ-ცენტრები დღესაც ფუნქციონირებს.

    პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას: თუ ქოლ-ცენტრების ნაწილი ეკუთვნის ბატონ კეზერაშვილს, როგორ მოახერხა მან, ანუ საქართველოს მთავრობის მიერ ძებნაში მყოფმა ადამიანმა, მასშტაბურ (საუბარია მილიარდებზე) კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობა, ან ამ ქოლ-ცენტრების აწყობა საქართველოს ტერიტორიაზე .

    ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია – ამ ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს! ამიტომაც მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – აცხადებს ოქრიაშვილი.

  • მივუახლოვდით სახიფათო და შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ზღვარს – ლავროვი

    „ჩვენ ისევ, როგორც ცივი ომის წლებში, მივუახლოვდით სახიფათო და, შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ზღვარს. სიტუაციას ამძიმებს მრავალმხრივობისადმი რწმენის დაკარგვა, როდესაც დასავლეთის ფინანსური და ეკონომიკური აგრესია ანადგურებს გლობალიზაციის სარგებელს. როდესაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ტოვებენ დიპლომატიას და მოითხოვენ დაპირისპირებას „ბრძოლის ველზე”. ეს ყველაფერი – გაერო-ს კედლებშია, რომელიც შეიქმნა ომის საშინელებების თავიდან ასაცილებლად. პასუხისმგებელი, საღად მოაზროვნე ძალების ხმები, მოწოდებები, რომ აჩვენონ პოლიტიკური სიბრძნე, დიალოგის კულტურის აღორძინება, ჩაძირულია მათ მიერ, ვინც აიღო კურსი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების შელახვის მიზნით“,

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მისი სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდა იყო.

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქუთაისიდან სამხრეთ-დასავლეთით 8კმ-ში, სოფელ ფარცხანაყანევთან დაფიქსირდა.

     

  • სუდანიდან საქართველოს ყველა მოქალაქე გამოვიყვანეთ – საგარეო

    “სუდანიდან საქართველოს ყველა მოქალაქე გამოვიყვანეთ”  – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს.

    “ახლა საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სუდანისა და ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. ველოდებით, რომ მათ უკვე დატოვონ სუდანი და გადავიდნენ ეგვიპტეში, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება სამშობლოში, საქართველოში.

    შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საელჩოების, პარტნიორებისა და კომპანიების ჩართულობით, ეს ევაკუაცია განხორციელდა წარმატებით და საქართველოს არცერთი მოქალაქე დღეს სუდანში არ იმყოფება. ამ ქვეყნიდან ყველა უსაფრთხოდ არის გამოყვანილი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

  • საქართველოს სჭირდება მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს განიხილება კანდიდატის სტატუსი – ბორელი

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გვქონდა ლანჩი, რათა განგვეხილა ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის კუთხით, რომელსაც ასევე სჭირდება დემოკრატიის გაძლიერება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, მაგრამ სჭირდება მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მოვუწოდებთ, მინისტრ დარჩიაშვილს, გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების განხორციელებით

    ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • “გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები და ჩვენს მოსაზრებებს ორივე მომხსენებელს გავუზიარებთ” – კობახიძე სტრასბურგში

    “გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები და ჩვენს მოსაზრებებს ორივე მომხსენებელს გავუზიარებთ” – აცხადებს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე , ირაკლი კობახიძე. ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

    “ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რომ კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე. ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რჩება ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა დასრულდეს მუშაობა – ეს არის დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის თემები. ამ ყველაფერზეც მივაწვდით კოლეგებს ინფორმაციას ამ ფორმატშიც. გვექნება შეხვედრა ორივე მომხსენებელთან და ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში. მათთან ერთად ვიმსჯელებთ იმ ანგარიშზეც, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ცოტა ხნის წინ. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები და ჩვენს მოსაზრებებს ორივე მომხსენებელს გავუზიარებთ”, –ამბობს კობახიძე.

  • შსს-მ რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოდელ რენატა ბეგიაშვილზე ფიზიკური ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

    ცნობისთვის, მოდელი რენატა ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში მის მიმართ ძალადობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც ის წერს, ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა და მას ფიზიკურად ყოფილი ქმარი, შალვა იაშვილი უსწორდებოდა.

    “ბევრი ვიფიქრე ეს გამეკეთებინა თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა თუ არა.. და ვფიქრობ თამამად შემიძლია ეს გავაკეთო! სიბრალული არ მჭირდება. უბრალოდ ძალიან ბევრი ქალი არის ვისზეც ძალადობენ არაკაცი არსებები. მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში ჩემი შვილის მამააა ვითომ კაცი .. სახელი გვარი შალვა იაშვილია.. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ყავს და!

    ნეტა როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ესეთ მდგომარეობაში რომ ენახა! რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი.. პოლიციაში არ მინდა წასვლა მეშინია ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი.. მჯერა რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემ თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არა მეგობრებმა.

    ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის მაგრამ ეს ბოლო წვეთია ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა მაგრამ მჯერა ძალიან კარგად ვიქნებით მე რა სანდრაც!” – წერს ის სოციალურ ქსელში.

    შალვა იაშვილი რენატა ბეგიაშვილის ბრალდებებს Facebook-ზე პასუხობს და უარყოფს – “ვისაც გჯერათ, გაგიტყდებათ, რომ გაირკვევა სიმართლე” – ამტკიცებს იაშვილი.

  • “ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში… ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი, შალვა იაშვილი” – რენატა ბეგიაშვილი

    “ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში… ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი, შალვა იაშვილი” – მოდელი რენატა ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში მის მიმართ ძალადობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

    როგორც ის წერს, ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა და მას ფიზიკურად ყოფილი ქმარი, შალვა იაშვილი უსწორდებოდა.

    “ბევრი ვიფიქრე ეს გამეკეთებინა თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა თუ არა.. და ვფიქრობ თამამად შემიძლია ეს გავაკეთო! სიბრალული არ მჭირდება. უბრალოდ ძალიან ბევრი ქალი არის ვისზეც ძალადობენ არაკაცი არსებები. მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში ჩემი შვილის მამააა ვითომ კაცი .. სახელი გვარი შალვა იაშვილია.. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ყავს და!

    ნეტა როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ესეთ მდგომარეობაში რომ ენახა! რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი.. პოლიციაში არ მინდა წასვლა მეშინია ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი.. მჯერა რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემ თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არა მეგობრებმა.

    ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის მაგრამ ეს ბოლო წვეთია ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა მაგრამ მჯერა ძალიან კარგად ვიქნებით მე რა სანდრაც!” – წერს ის სოციალურ ქსელში.

    შალვა იაშვილი რენატა ბეგიაშვილის ბრალდებებს Facebook-ზე პასუხობს და უარყოფს – “ვისაც გჯერათ, გაგიტყდებათ, რომ გაირკვევა სიმართლე” – ამტკიცებს იაშვილი.

  • არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე – იოსელიანი

    “მთელი ეს პერიოდი ჩვენი თანამშრომლები არიან მათთან [აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან] ხაზზე. დღესაც ჩემი დეპარტამენტის უფროსი იმყოფებოდა მათთან და კიდევ ერთხელ დაათვალიერა, ნახა ის გარემო, სადაც მათ უწევთ პროტესტის გამოხატვა, ხომ არ აქვთ პროტესტის გამოხატვის ხელშეშლა.

    ეს არის შესაბამისი უწყების გადასაწყვეტი პრობლემა და სახალხო დამცველი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ კომუნიკაციაში. […] მე ძირითადად მიკავშირდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მთხოვენ აქციაზე მისვლას და პოლიტიკოსებთან მე არ ვაპირებ… ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე. მშობლებთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს”.

    განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მშობლების პროტესტზე საუბრისას.

  • უკრაინა მოსკოვზე მასობრივ დარტყმებს გეგმავდა – The Washington Post

    გამოცემა The Washington Post – ი პენტაგონის „გაჟონილ“ დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინა გეგმავდა მასობრივ დარტყმებს მოსკოვზე, რუსეთის შემოჭრის წლისთავზე, მაგრამ შეერთებული შტატების თხოვნით, ამ განზრახვაზე ხელი აიღო.

    გამოცემა, პენტაგონის „გაჟონილ“ დოკუმენტებზე დაყრდნობით, წერს, რომ ბუდანოვმა თავის ერთ-ერთ ოფიცერს დაავალა „24 თებერვალს მასობრივი დარტყმებისთვის მომზადებულიყვნენ ყველაფრით, რაც გააჩნდათ“.

    იმის გამო, რომ თეთრი სახლი შიშობდა, რომ ასეთი თავდასხმები პუტინის მიერ, ბირთვული იარაღის გამოყენების პროვოცირებას მოახდენდა, ეს გეგმა უნდა შეჩერებულიყო.

    ასევე, აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ასეთი თავდასხმები გაზრდის ჩინეთის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის მიმართ.