Blog

  • მთავრობამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია, ივანიშვილის სანქცირების დროა! – გონჩარენკო

    “მთავრობამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია, ივანიშვილის სანქცირების დროა! ” – ამის შესახებ,  უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო Twitter-ზე წერს.

    ”საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში ხმის მიცემისას მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები. დროა მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა.  ” – განაცხადა გონჩარენკომ.

    ცნობისთვის,  27 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. მასში საქართველოს არც ხელისუფლების  და არც ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ.
  • აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ აქციას ხვალ სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან

    ხვალ, 29 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციას სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან.

    “ხვალ 14:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, საიდანაც მსვლელობით შევუერთდებით მშობლების პროტესტს. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, წამალი უნდა მიეცეთ ბავშვებს”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტები ევროპული მომავლისთვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება – მორიგი აქცია შაბათს, 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება.

    26 აპრილს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა აქონდროპლაზიას ეხებოდა, კერძოდ, პრეპარატ ვოზორიტიდის დანერგვის ეტაპებს და ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილებას.

    ჯანდაცვის ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პრეპარატის დასამტკიცებლად “რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, რთული პროცესია”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    კვირაზე მეტია მშობლები მორიგეობით მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათენებენ. ისინი მანამდე არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ ქვეყანაში მედიკამენტ “ვოზორიდიტის” შემოტანა და დაფინანსება არ დაიწყება.

  • მოლდოვა ადგილობრივმა ბოსებმა რუმინეთს მიჰყიდეს, ის ქვეყანა აღარაა – მედვედევი 

    “მოლდოვა ადგილობრივმა ბოსებმა რუმინეთს მიჰყიდეს, ის ქეყანა აღარაა” – ასე გამოეხმაურა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი მოლდოვის პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის კომენტარს. რეჩანამ განაცხადა,  რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.

    “ადგილობრივმა ბოსებმა ქვეყანა რუმინეთს მიჰყიდეს, უღალატეს რა საკუთარ სამშობლოს. აზრი არ აქვს მათთან მოლაპარაკებებს”. – აღნიშნა მან.

  • დავითვალე, სამი კაცი იყო, მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს – კალაძე თემთა პალატაში განხილვაზე

    ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. დავთვალე და სამი კაცი იყო დარბაზში. გასაგებია ყველაფერი. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 2012 წელი გარდამტეხი იყო. ვისმენდით განცხადებებს, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში იყო დემოკრატიის შუქურა, ახლა კი ამ მიმართულებით თურმე პრობლემებია. რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. 2012 წლის შემდეგ, დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები,რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ თავზე გრძნობს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუ რას გრძნობენ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ თავზე. მარტივია, გავაკეთოთ შედარება, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს. არის რეფორმები გასატარებელი?! კი ბატონო. მაგაში გეთანხმებით. რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

    ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე თემთა პალატაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ განხილვას, სადაც ერთ-ერთმა დეპუტატმა, ადამ ჰოლოუეიმ ქართულ ოცნებას “პროპუტინური და პრორუსული ძალა” უწოდა.

  • ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული – მის შეფასებებს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები – შაჰინი

    ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული – მის შეფასებებს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები – შაჰინი

    „ჩემი აზრით ქალბატონი ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე, ამით უნდა აიხსნას გაკეთებული შეფასებები, რომელსაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. გაცილებით მეტია საქართველოში თავისუფლების ხარისხი, ვიდრე ეს შეიძლება ოდესმე ყოფილიყო ბოლო ათწლეულებში ჩვენს სახელმწიფოში, აქედან გამომდინარე, ეს შეფასება კატეგორიულად მიუღებელია. ეს აიხსნება იმით, რომ არ არის სწორად ან სრულად ინფორმირებული არსებული ვითარების შესახებ. ცხადია, არ მაქვს საფუძველი გამოვთქვა ვარაუდი რომ შეგნებულად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს“,

    ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიისკენ მიდის.

  • ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციის კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი – ჯაფარიძე

    ”ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციის კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი” – ამის შესახებ, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ,  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

    “მგონია, რომ კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი, როცა ასეთი ტიპის რეჟიმს ებრძვი იმიტომ, რომ

    რესურსები არის მწირი, ყველას უჭირს, არავის ფული არ აქვს, მათ შორის კოორდინაცია, თუნდაც დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რაიმე წარმატების ფორმულა ვაჩვენეთ ჯამში ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ეს იყო მარტის დასაწყისში განვითარებული მოვლენები, როცა კონსოლიდირებული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი სამოქალაქო სექტორი და ჯამში, მთელი საზოგადოება. ამაზე უკეთესი წარმატების ფორმულა ჯერჯერობით არ დაგვიდია. […] ყურადღების ქვეშ ვართ და დასავლეთს ეს ქვეყანა მიტოვებული არ ჰყავს, მაგრამ იმის იმედი, რომ ამის გამო “ქართული ოცნების” პოლიტიკა შეიცვლება, ეს არის ილუზია, არ შეიცვლება. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მერე შეიცვლება პოლიტიკა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

  • რუსეთს სხვა გზა არ დაუტოვეს – სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი – შოიგუ

    “დღეს ვაშინგტონი და მათი თანამზრახველები ახორციელებენ თავიანთ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც გულისხმობს სხვა ქვეყნების პროვოცირებას სამხედრო დაპირისპირებაში საძაგელ სახელმწიფოებთან, პირველ რიგში რუსეთთან და ჩინეთთან.

    ასეთი კრიმინალური პოლიტიკის ნათელი დადასტურებაა კონფლიქტი უკრაინაში. მისი ნამდვილი მიზანია რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენოს, საფრთხე შეუქმნას ჩინეთს და შეინარჩუნოს მონოპოლიური პოზიციები მსოფლიოში.[…] რუსეთს სხვა გზა არ დარჩა, გარდა უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრისა სამხედრო გზით. ჩვენი ამოცანები ნათელია და სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება”,

    აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ.

  • უნდა მივმართოთ რესურსები საქართველოს 2024 წლის არჩევნებზე დასაკვირვებლად – USAID-ის ხელმძღვანელი

     არ ვიცი, როგორი იქნება [2024 წლის არჩევენბში აშშ-ს სადამკვირვებლო მისია] ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია.

    მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის რეალური შესაძლებლობა, მოქალაქეების ხმა გაჟღერდეს. და მე ვფიქრობ, რომ ეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს გულისხმობს.

    ამის შესახებ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერმა განაცხადა.

    მანამდე, სენატორმა ჯინ  შაჰინმა დასვა შეკითხვა : “შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები საქართველოში და ფიქრობს, თუ არა USAID-ი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?”.

  • უწყების ობიექტზე სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს – თავდაცვის სამინისტრო

    “უწყების ობიექტზე სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს” – ნათქვამია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე უწყების ერთ-ერთ ობიექტზე გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე  დაწყებულია გამოძიება.

    “თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, რომელმაც უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხჩო.

    საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”. – წერია განცხადებაში.

  • რუსმა ოკუპანტებმა, მძინარე ქალაქი უმანი დაბომბეს – რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

    უკრაინის ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს კორპუსს მოხვდა. 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი განადგურდა.  უკრაინულ მედიაში წერენ, რომ დაინგრა ათსართულიანი სახლის სადარბაზო.

    სარაკეტო იერიშის შედეგად, ამ დროისთვის 7 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი,  17 კი დაშავდა.

    სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ოკუპანტები თავს ჯერ კიდევ მდინარაძე ქალაქს დაესხნენ.

    სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

    ასევე, რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ქალაქ დნიპროზეც. შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი.