Blog

  • “საუბარი შეეხო საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესს” – ზურაბიშვილი ზბიგნევ რაუს შეხვდა

    “საუბარი შეეხო საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესს”  – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

    აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.

    საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

  • რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს დავიცავთ – თალაკვაძე საგამოძიებო კომისიაზე

    “რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს დავიცავთ” – ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს.

    “ოპოზიცია ცდილობს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიების საკითხი გააერთიანოს. სინამდვილეში, ამ საკითხებს ერთმანეთთან საერთო არ აქვს. სრულიად სხვადასხვა საკითხს ეხება, სხვადასხვა დროს არის დაინიცირებული და სხვადასხვა მიზანს ემსახურება. როდესაც ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე დადგენილება დააინიცირა, ეს დადგენილება, ეს ინიციატივა პირდაპირ ემსახურება სამ ამოცანას:

    1. ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლოს დისკრედიტაციას და ამ გზით კანდიდატის სტატუსის დაბლოკვას.
    2. მათ სურთ, შური იძიონ იმ სასამართლოზე და იმ მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა.
    3. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიონ და სასამართლოზე გარკვეული გავლენა დაიბრუნონ.

    სასამართლო არის სახელმწიფოს ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს დავიცავთ. დავიცავთ ინსტიტუტს, რომელიც საჯარო ინტერესებს ემსახურება […] შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და არც დავუჭერთ”. – თქვა თალაკვაძემ.

  • “ოცნების” დეპუტატმა, მივლინებებზე ბიუჯეტიდან 19 648 ლარი დაიხარჯა

    “სტუდია მონიტორი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა სამსახურებრივ მივლინებებზე 2022 წელს, ბიუჯეტიდან 19 648 ლარი დაიხარჯა. ზავრადაშვილი გასულ წელს ტაილანდში, ესპანეთსა და პორტუგალიაში იმყოფებოდა.

  • რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს

    საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება მოდელ რენატა ბეგიაშვილის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას, რომლის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.  სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126  პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა”,- ნათქვამია განცხადებაში.

    საქართველოს პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    რენატა ბეგიაშვილმა ქმრის, შალვა იაშვილის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია და ფოტო 24 აპრილს გაავრცელა.

    “მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში, ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი. სახელი-გვარი შალვა იაშვილია. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ყავს და ნეტა, როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ასეთ მდგომარეობაში, რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი. პოლიციაში არ მინდა წასვლა. მეშინია, ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო, არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი. მჯერა, რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემს თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არამეგობრებმა. ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის, მაგრამ ეს ბოლო წვეთია. ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა, მაგრამ მჯერა, ძალიან კარგად ვიქნებით მე და სანდრაც!” – დაწერა ბეგიაშვილმა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    ეპიცენტრი სოფელი მამიშლარი იყო. ხოლო მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

  • ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხი სასაცილოა – პეტრე ცისკარიშვილი

    „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულებულია. ჩვენ ვგეგმავთ რეგიონებში თავმჯდომარეების, რეგიონალური პოლიტიკური საბჭოებს არჩევნებს. ყველას, ვისაც შიდაპარტიული დემოკრატია აინტერესებს, ამ საკითხებზე ფოკუსირდეს. ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხი სასაცილოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთის მხრივ შიდაპარტიული დემოკრატია, რომელიც ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებას და მეორეს მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერება თავის მხრივ ემსახურება რაც შეიძლება სწრაფად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას”,

    ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

  • დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მგონია პოლიტიკური შეცდომა – სამნიძე

    „მე არ ვეთანხმები არც ერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც დღეს საუბრობს რიგგარეშე არჩევნებზე, ან საზოგადოებაში აღვივებს განცდას, ან ქმნის ისეთ მოლოდინს, თითქოს ამ ქვეყანას არ ექნება კანდიდატის სტატუსი. ჯერ კიდევ არის დრო, ჯერ კიდევ არის პუნქტების შესრულების დრო და საზოგადოება არის ძალიან ფხიზელი, როდესაც ხედავს, რომ ხელისუფლება ზურგს აქცევს 12 პუნქტის შესრულებას. ამიტომ ვერ გაბედავს ამას „ქართული ოცნება“ და დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მგონია პოლიტიკური შეცდომა, შეცდომაში შეყვანა როგორც საზოგადოების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომელიც ჩვენგან ელოდებიან მუშაობას და არა რიგგარეშე არჩევნების მოწყობას“,

    ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

  • 28 აპრილს თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება – ჩამონათვალი

    28 აპრილს თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება – GWP მიზეზად ბახტრიონის სატუმბო სადგურზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. წყალმომარაგება 28 აპრილის 12:00 საათიდან 29 აპრილის 12:00 საათამდე შეეზღუდება:

    მთწმინდის რაიონში:

    პოლიკარპე კაკაბაძის, კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას 1 შესახვევს, კოსტავას 2 შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, გაბუნიას, უმიკაშვილის, ლარსის (რეზო ჩხეიძე), გალის, თერგის, რჩეულიშვილის ჯაფარიძის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, აბაკელიას, ცხემის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, არსენას, ზ.ქიქოძეს, ვეძინის, გიგაურის, ლიხის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ზ. ჟვანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, ვ. აბაშიძის, ნიაღვრის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ვ. ბერიძის, ამაღლების, ზ.დუმბაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, ჩირგაძეს, გურგულიას, ა. მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, ოქროყანის, შინდისის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, ჩაიკოვსკის, თაბუკაშვილის N 30-48 (ლუწებს), N25-53 (კენტებს), კოჯრის, გერონტი ქიქოძის, ა. ქუთათელაძის, სანაპიროს, ს.ჟღენტის, ვ.მოსიძის, კ. უკლებას, ლ. ბოცვაძის, ბროსეს ქუჩებს, ჯამბულის ქუჩას და შესახვევს, ოქროყანას.

    კრწანისის რაიონში:

    პუშკინის, აბესაძის, ახოსპიელის, კუფტინის, ვ. ივერიელის, საიათნივას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გომის, თუმანიანი, ასკანის, ორპირის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას ქუჩებს. კოტე აფხაზის N1-25 (კენტებს), N2-22(ლუწებს), ორთაჭალის ქ. N I,II,III,IV,V ჩიხები,  აბო თბილელის, აბანოს ქ. N2, გრიშაშვილის ქ. N11, თავისიფლების მოედანი, ახუნდოვის ქ.

    საბურთალოს რაიონში:

    დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის (ქაფიანიძე), ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს,  იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ჩიქოვანის, კოსტავას ქ, ალექსიძის, ალმასიანის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ნატახტრის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, სხირტლაძის, სხვიტარიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას N1-41(კენტებს), N2-58(ლუწებს), ყაზბეგის გამზ. N1-41(კენტებს), N 2-24(ლუწებს), ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, მ. დავითაშვილის, ვ. წულაძის, ოდიშელიძის, არდაზიანის, სახოკიას, უნივერსიტეტის N2-დან N8-ის ჩათვლით, ო. ლორთქიფანიძის ( N32-ის გარდა), აფაქიძის და ხვიჩიას ქუჩებს. კვერნაძე, ბერბუკი, ზ. ბენდელიანი, ნასიძე, ა.სულაკაურის, შანხაის დასახლება ოთარ ჩხეიძე ქუჩებს, 26 მაისის მოედანს.

    ვაკის რაიონში:

    ყაზბეგის გამზ. N26-30(ლუწებს), N43-55(კენტებს), ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის ქ. ფალიაშვილის ქ, რ. მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირს (გარდა N43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84), აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, არაყიშვილის, მზიურს, რამიშვილის, საჯაიას, ავალიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილის, წყნეთის ქუჩებს. ჭავჭავძის გამზირი 1 შესახვევს.

    ჩუღურეთის რაიონში:

    მარჯანიშვილის N2-18(ლუწებს); N1-21(კენტებს), უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

    წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge “.- აღნიშნულია განცხადებაში.

  • მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ დაჩქარებულად მიიღო ეს პრეპარატი – ზაალ კოკაია აქონდროპლაზიაზე

    მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ დაჩქარებულად მიიღო ეს პრეპარატი – განაცხადა ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა, ზაალ კოკაიამ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში .

    “მე გიდასტურებთ, რომ ეს პრეპარატი დარეგისტრირებულია შვედეთში, გაყიდვაშიც არის და გიდასტურებთ იმას, რომ ნებისმიერი მკურნალობა, რაც ტარდება შვედეთის ტერიტორიაზე, შვედეთის მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის 18 წლამდე აბსოლუტურად ნებისმიერი მკურნალობა არის უფასო და სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს ამას სრულად”, – აღნიშნა მან.

    მისივე განცხადებით, კომპანია ბიომარინმა, რომელიც პრეპარატის შექმნაზე მუშაობდა, 8 სამედიცინო კლინიკური კვლევა ჩაატარა. ის აღნიშნავს, რომ მსგავსი სარწმუნო კვლევებისა და მონაცემების საფუძველზე, ამერიკამ მედიკამენტი დაჩქარებული წესით მიიღო.

    “ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე [იყენებენ], ასევე, თავისუფლად შვედეთშიც დარეგისტრირებულია ეს პრეპარატიც და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება. ერთი საინტერესო კვლევა ჩატარდა, რომელიც მარტში გამოქვეყნდა – მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იშვიათი დაავადებაა და იშვიათი დაავადებების კვლევა, როგორც წესი, ევროპაში როცა ხდება, ქვეყნები ერთიანდება, რომ სათანადო რაოდენობის პაციენტები და მონაცემები ჩართონ, ზუსტად 6 ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა ეს კვლევა და დადგინდა, რომ ამ დაავადების მქონე პაციენტებში ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად დაქვეითებულია.

    ასევე, კლინიკური სიმპტომები, რომლებიც გამოვლინდა, ეს არის ქრონიკული ტკივილები, სუნთქვის პრობლემები და მრავალი სხვა, დაკავშირებულია ზუსტად ამ ცხოვრების ხარისხის მკვეთრ დაქვეითებასთან.

    ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ დაჩქარებული წესით მიიღო ეს პრეპარატი, რაც მიუთითებს საჭიროებაზე ამ პრეპარატის გამოყენების და სარწმუნოებაზე. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელზეც ეს პრეპარატი მიიღეს, მიუთითებს, რომ თუკი ამ ორგანიზაციისთვის – რომელიც ზოგიერთი პრეპარატის დამტკიცებას წლები უნდება – მე არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ეს პრეპარატი ეფექტურია”, – განაცხადა მან.

  • ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობას იმსახურებს, ახლა ბურთი მთავრობის ხელშია – იუკნევიჩიენე

    ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობას იმსახურებს, ახლა ბურთი მთავრობის ხელშია – იუკნევიჩიენე

    პოზიტივის პოვნა მარტივი არ არის. კარგი მხოლოდ ისაა, რომ აგენტების შესახებ კანონი გაიწვიეს, მაგრამ ეს მოხდა არა ხელისუფლების სურვილით, არამედ ხალხის ნებით. ასევე ბიძინიზაციაც, რაც ოლიგარქიზაციას ნიშნავს, იმავე დონეზე ნარჩუნდება. თუმცა, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ახლა ბურთი მთავრობის ხელშია. თავად ევროკავშირის გადაწყვეტილების პროგნოზირება კი რთულია.

    განაცხადა ამის შესახებ,  ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.