Blog

  • რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას. ეშმაკთან გარიგებისას კი ეშმაკი იმარჯვებს – უკრაინის საგარეო

    “რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას. ეშმაკთან გარიგებისას კი ეშმაკი იმარჯვებს ” – ამის შესახებ, ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას. ეშმაკთან გარიგებისას კი, მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმების და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ პოლიტიკურ კომპენსაციად მივიჩნევთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისა და ევროინტეგრაციის შენელების გამო.

    თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების კურსი მიმდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, მცოცავი “ბორდერიზაციის”, საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეში დარღვევისა და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით შევსების ფონზე. კრემლი თბილისისგან იღებს დათმობებს ისე, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მწუხარებაზე, რაც ქართველ ხალხს მიაყენა.

    2008 წელს რუსული თვითმფრინავები უკვე გაფრინდნენ საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად. ახლა გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას. რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით, მისი კეთილდღეობითა და განვითარებით. მოსკოვის მიზანია შექმნას პროგრესისთვის შეუძლებელი პირობები. ეს დადასტურდა ბელარუსის გამოცდილებით, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შთანთქა რუსეთის ფედერაციამ.

    აგრესორთან დაახლოების პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარდაჭერას ვერ პოულობს ქართველი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ნაწილში, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია საჯაროდ, განსაკუთრებით საპროტესტო აქციებში.

    ამ კონტექსტში, ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას და მხარდაჭერას ქართველების მიმართ მათ ლეგიტიმურ სურვილში, ააშენონ წარმატებული ევროპული სახელმწიფო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოახდინოს რუსეთის მიმართ თავისი პოლიტიკის სინქრონიზება ევროკავშირის პოლიტიკასთან, ასევე, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც გამორიცხავს საქართველოს ევროპისკენ მოძრაობას.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • EU მოუწოდებს “ოცნებას”, რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს

    EU მოუწოდებს “ოცნებას”, რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს –  ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ არსებული სანქციების გამო რუსეთს საკუთარი თვითმფრინავების განახლება უჭირს, შესაბამისად, სტანო თვლის, რომ საქართველომ ეს თვითმფრინავები საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას.

    “მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ.

    უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.

    ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით.

    გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.

    ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად”. – ნათქვამია განცხადებაში. 

  • რუსეთისთვის სანქციების დაწესებით დავსჯით საკუთარ ხალხს და ქვეყანას – კობახიძე

    “დაუწესეს თავის დროზე საქართველოს მოქალაქეებს სასჯელი, სანქცია, დღეს ეს სანქცია მოიხსნა, რაც კარგია, იმისთვისა, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს უკეთ რეალიზებული, მათ შორის როდესაც საუბარია ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებაზე, ასეთი რაღაცაც კი გაისმა ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ ხელი უნდა შევუწყოთ, არა ხელი უნდა შევუშალოთ, ხელი უნდა შევიწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან, საკუთარ სამშობლოსთან. ამ პირობებში მითუმეტეს მიუღებელია ყოველგვარი საუბარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, ჩვენ დავსჯით საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. როცა შესაბამისად ოპოზიცია ასეთ რაღაცებზე საუბრობს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ”.

    ამბობს  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

  • გავრილოვთან ღვინით დგომა, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი – კობახიძე

    “გავრილოვი რატომღაც არის კონკრეტული სამი ტელევიზიის ფავორიტი რესპონდენტი. რაც შეეხება ღვინით დგომას, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგრამ, რაც შეეხება იმას, რომ გავრილოვი არის თქვენი ტელევიზიების ფავორიტი რესპონდენტი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს”,

    ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • “შემდეგი თქვენ იქნებით, დედამო**ნული ქართველები” – “ვაგნერელების” ვიდეო

    ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეო სადაც, რუსი ოკუპანტები ქართველებს ემუქრებიან,  საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს შეურაცხყოფას აყენებენ და აგინებენ.

    ვიდეოში, ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ ქართველების პოზიციები ფრონტზე გაანადგურეს თუმცა მათ არცერთი ქართული ნაწილი არ გაუნადგურებიათ. ვიდეოში არსებული საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ახლებია და სადმე შტაბში ან პოზიციებზე ნამყოფს არ ჰგავს.

    “გაფრთხილება ყველა ნაბიჭვარს – ჩვენ ვნახეთ თბილისის ცენტრში  ქართველმა ნაცისტებმა როგორ დაწვეს რუსული დროშა. ჩვენ ასევე ვნახეთ, სხვადასხვა ქართველი ეშმაკები როგორ ბილწავენ რუსების სახლებს საქართველოში. ისე მოხდა, რომ მხოლოდ “ვაგნერელები” დავრჩით, ვინც ჩვენს სამშობლოს საგარეო საფრთხისგან იცავს – მაგალითად დღეს დედა მოვუ**ნით ქართველების პოზიციებს და იქ მათი წყეული დროშები ვნახეთ.

    ნახეთ, რას ვუზამთ ახლა იმ ქვეყნების დროშებს, რომლებიც ჩვენს დროშას დასცინიან. თავად ნახეთ და იცოდეთ, შემდეგი თქვენ იქნებით, დედამო**ნული ქართველები” –ისმის ვიდეოში. 

  • “ქართული ოცნება” “ევროპის სოციალისტურ პარტიას” ტოვებს

    ევროპის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელების ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე ევროპის სოციალისტურ პარტიას არ გაუკეთებია არც ერთი ხმამაღალი განცხადება ოცნების მხარდასაჭერად, მეტიც, რეგულარულად უერთდებოდნენ ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. ევროპის სოციალისტურ პარტიაში ქართული ოცნების წევრობა არა თუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო. 

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც დაუყოვნებლივ გაეგზავნებათ განცხადება“,

    ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

  • ძალიან დიდი საჩუქარია ჩვენი თანამემამულეებისთვის – ირმა ზავრადაშვილი რუსეთთან უვიზო რეჟიმზე

    ეს არის იმ ადამიანებისთვის ძალიან დიდი საჩუქარი, ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე და შემოვლითი გზით აღარ დასჭირდებათ საქართველოში დაბრუნება თავიანთ ოჯახებთან იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ესეც არ შეუძლია.

    გადანცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა.

  • რატომ მოქმედებენ რუსები ასე ნელა? რადგან რუსეთი არ ომობს – პესკოვი

    “თქვენ იტყვით, რატომ მოქმედებენ რუსები ასე ნელა? რადგანაც რუსეთი არ ომობს, ჩვენ არ ვომობთ. ომის წარმართვა – ეს სულ სხვა საქმეა, ეს ინფრასტრუქტურის ტოტალური განადგურება, ეს ქალაქები სრული განადგურებაა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ”.

    აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი.

  • ქართველ ხალხს რუსული ჯარის გასვლა უფრო უნდა, ვიდრე უვიზო რეჟიმი – აშშ

    ”ქართველ ხალხს რუსული ჯარის გასვლა უფრო უნდა, ვიდრე უვიზო რეჟიმი”- ამერიკის ხმა (VOA) საქართველოს რუსეთთან უვიზო რეჟიმის აღდგენასა და პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარს ავრცელებს.

    “ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ, ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან”. – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

    განცხადებაში, ასევე საუბარია, იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც სავიზო რეჟიმის გაუქმებას შეიძლება მოჰყვეს.

    “ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • თუ პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებთ, ომის დასრულება რთული იქნება – ტრამპი

    “თუ თქვენ პუტინს უწოდებთ ომის დამნაშავეს, გაცილებით რთული იქნება ომის დასრულებისთვის შეთანხმების მიღწევა. თუ ვუწოდებთ ომის დამნაშავეს, ხალხი მას აიტაცებს და დასჯას მოითხოვს, ამიტომ ის უფრო ძლიერად დაიწყებს ბრძოლას”.

    აცხადებს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.