Blog

  • თუ ექიმების რეკომენდაცია იქნება, იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში – ბრეგაძე სააკაშვილზე

    “მე მოგახსენეთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებით. გამომდინარე აქედან , თუკი იქნება ექიმების რეკომენდაცია რომ შესაძლებელია მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. ამ დროისთვის ის იმყოფება კლინიკა “ვივამედში” და რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა იმისთვის რომ ის ან სხვა კლინიკაში იყოს გადაყვანილი ან პენიტენციურ  დაწესებულებაში, ამ ეტაპზე არ არსებობს. შესაბამისად ის არსებობს მკურნალობას კლინიკა “ვივამედში,”

    საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, რაიმე წინაპირობა იმისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სხვა სამედიცინო კლინიკაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში, არ არსებობს.

  • მელიას გუშინდელი ეთერი, ალბათ ენმ-თან გამოსამშვიდობებელი საღამო იყო – ბოტკოველი

    “მელიას გუშინდელი ეთერი, ალბათ ენმ-თან გამოსამშვიდობებელი საღამო იყო” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს.

    „წუხანდელი ეთერი ვერ ვიტყვი, რომ ეთერი იყო. ალბათ, გამოსამშვიდობებელი საღამო იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როგორ უნდა მოინდომო ან რამ უნდა გაიძულოს, რომ ის პარტია, რომელ პარტიაშიც 8-9 წელია ხარ, იჭორავო, ლანძღო და ფაქტობრივად, იქ მყოფ ყველა ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო.

    რაც შეეხება ადეიშვილის საკითხს, მე რომ რამე ვთქვა, ნიკა მელია ადეიშვილს ჩემგან უნდა იცავდეს, იმიტომ, რომ სწორედ ზურა ადეიშვილი იყო, როგორც მე ვიცი, რომელიც ნიკა მელიას კარიერულ წინსვლას ხელს უწყობდა და სამი მაღალი თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მისი ხელშეწყობით გამოიცვალა. ის პრობაციის სამსახურის უფროსი, თბილისის აღსრულების ბიუროს უფროსი და ქვეყნის აღსრულების ბიუროს უფროსი იყო. სამივე ეს პოზიცია ადეიშვილის ხელშეწყობით მიიღო. არ ვიცი, მას რა უნდა თქვას ამით, ჩემთვის საერთოდ ეს ყველაფერი გაუგებარი და უკვე წარმოუდგენელია.

    ფაქტობრივად, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის და სურვილი აღარ აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს. არ ვიცი, ჩაკითხვებზეც ვისმენდით, რომ მზად იყო სხვა პარტია გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს სხვა პარტიასაც ვერ აკეთებს და იქ ადამიანები არ მიყვებიან. მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობა“ დააზიანოს, მაგრამ მინდა, მასაც და ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიდის და მერე ლანძღავს პარტიას, ყველა ამ ადამიანს ვუთხრა, რომ ეს არცერთ წასულს არ წარსდგომია, მისი პოლიტიკური კარიერისთვის სიკეთე არ ყოფილა“, – განაცხადა ბოტკოველმა.

  • დემოკრატიაში უკუსვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა მათი სალოლიავებელი სააკაშვილი იყო პრეზიდენტი – ვოლსკი

    დემოკრატიაში უკუსვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა მათი სალოლიავებელი სააკაშვილი იყო პრეზიდენტი – ვოლსკი

    „ვფიქრობ, ნებისმიერი მისია, რომელსაც აუცილებლად მოვითხოვთ არჩევნებისთვის და გარკვეული პერიოდით ადრე, დაადასტურებს იმას, რომ არავითარი უკუსვლა დემოკრატიაში არ არის. დემოკრატიაში უკუსვლა, ადამიანის გატყავება და ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ, წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა მათი სალოლიავებელი მიშა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. უამრავი ადამიანი მკვლელებად და მწამებლებად აქციეს, ასეთი მართვა იყო. წინსვლა არ გექნებოდა სამსახურში თუ სადისტი არ იყავი. რაც შეეხება არჩევნებს, ყველა, მათ შორის, ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ითხოვდა, რომ პროპორციული იყოს, არათუ პროპორციული იქნება, ელექტრონულად ჩატარდება. თუკი ვინმემ დაარღვია და გააყალბა, ეს იყო პარალელური დათვლა, რომელიც ჩაატარა ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამი თვის მერე აღიარა, მას მერე რაც რევოლუციამ განვითარება ვერ ჰპოვა, თორემ შეტევა, ცეცხლი, დავი-დარაბა ხომ იყო? (თამარ) ჟვანია აღმოჩნდა მართალი და მტყუანი – პარალელურად დამთვლელი ორგანიზაცია. აი მაშინ შაჰინს თავის მკაცრი განცხადება უნდა გაეკეთებინა და დღესაც მისი განცხადება გაცილებით ავტორიტეტული იქნებოდა. რაც შეეხება მეთვალყურეობის თემას, არჩევნებზე მეთვალყურეობა აუცილებელია იმის მიუხედავად, რომ სულ რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი იყოს მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია, ვერანაირად ვერ შეძლებენ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, სისტემაა ასეთი,”

    ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერი გია ვოლსკი ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინის და ჯიმ რიშის განცხადებას, რომლებიც დემოკრატიული წინსვლის შეჩერებაზე საუბრობენ.

  • შეიძლება EU-ს საქართველოს წინსვლის შეფერხება სჭირდებოდეს – ვოლსკი

    შეიძლება EU-ს საქართველოს წინსვლის შეფერხება სჭირდებოდეს – ვოლსკი

    “მე ვფიქრობ, დამაზიანებელი იქნება, თუკი სარკისებურად გადმოვიტანთ იმ წინადადებებს, რასაც ნაცმოძრაობა გვთავაზობს – დავუწესოთ სანქცია. სანქციის დაწესება მას მერე, რაც იმან მოგიხსნა სანქცია, ეს არის საკუთარ თავზე ისეთი ზიანის მიყენება, რომელსაც არ გაპატიებს საზოგადოება და სწორადაც მოიქცევა.[…] ამ შემთხვევაში გონიერება მართებს ევროკავშირსაც. როგორ არის, იცით? ევროკავშირს, შესაძლოა, ამის საჭიროება ჰქონდეს კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომ საქართველოს წინსვლა შეაფერხოს გარკვეული მოსაზრებებით. ამასთან დაკავშირებით ის მიზეზი მოიყვანოს, რომ იმან (რუსეთმა) სანქცია მოუხსნა ქართველებს და ამით საშუალება მისცა ჩვენს თანამემამულეებს, რომ იმოძრაონ გაცილებით უფრო ნაკლები ხარჯებით და თავის ადამიანური უფლებების რეალიზაცია მოახდინონ, ეს იქნება უსამართლობა. ჩვენ არ შეიძლება ევროკავშირისგან უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც საკუთარ თავს ზიანს მოუტანს. თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ, არა?”

    აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

  • სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა – მურუსიძე

    ”უსმენთ ხოლმე ამერიკულ გადაცემებს? კორუმპირებულიაო იძახიან ხოლმე ბევრ ისეთ თანამდებობის პირზე თვითონ აშშ-ში და ბევრი ლაპარაკობს… ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კორუმპირებულია? ყველაფერს ხომ დამტკიცება უნდა. ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა.”

    განაცხადა შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ.

  • “ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს საკუთარი ოპონენტების ფიზიკური ლიკვიდაცია – ვაშაძე

    “მე ვარ მომხრე იმის, რომ რომ ჩავრთოთ ასე ვთქვათ კონკრეტული წამზომი, რაზე და როგორ, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი ოპოზიციურ სპექტრში. “ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს ფიზიკური ლიკვიდაცია საკუთარი ოპონენტების, მერწმუნეთ, ასე მოხდება. “მთავარი არხის” ეთერში ვსაუბრობთ, იყო თუ არა გაბუნიასთან მიმართებაში ფიზიკური ლიკვიდაცია დაგეგმილი, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც იგივე მზადდებოდა. ეს რეჟიმი წამსვლელია ყველაფერზე, მას ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი ერთიანობის”,

    აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

  • თბილისის აეროპორტის სანქცირების განხილვა ოცნების მავნებლობის მტკიცებულებაა – ბოკერია

    თბილისის აეროპორტის სანქცირების განხილვა ოცნების მავნებლობის მტკიცებულებაა – ბოკერია

    ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რამხელა ზიანს აყენებს ივანიშვილის რეჟიმი, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, მათი განცხადებები, მათი განწყობაც კი და მათი გადადგმული და არგადადგმული ნაბიჯები, ყველაფერი უწყობს ხელს საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან და დაუცველად დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე. ეს ადამიანები, თითქოს, მშვიდობის დროშის დაცვის ქვეშ, რუსული აგრესიის საფრთხეს გვიზრდის. ისეთი განცხადებები გააკეთეს, ამ ფონზეც კი, რომ განიხილება საქართველოში თბილისის აეროპორტის სანქცირების საკითხი. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება ამ მავნებლობის. თუ აქამდე მივიდა საქმე, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების რეაქცია და მოჰყვება კიდეც, დარწმუნებული ვარ. ჯამში, ეს ყველაფერი ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებით უნდა დამთავრდეს, მაგრამ, სანამ ეს ცვლილება მოხდება, ეს იმხელა დარტყმაა, თუ მაქამდე მივიდა საქმე, რომ ამას არ გაატარებს საქართველოს საზოგადოება.

    ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია.

  • უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს – მალიარი

    „მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები. მათ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადეს. ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“,

    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელ დამცველებს ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ

  • უკრაინელებმა, დიდი ალბათობით, ბახმუტთან რუსების ზოგიერთი პოზიცია გაარღვიეს – ISW

    უკრაინელმა ჯარებმა, ლოკალური კონტრშეტევების შედეგად, დიდი ალბათობით, ბახმუტთან რუსი სამხედროების დაცვის ხაზები გაარღვიეს.ამის შესახებ ნათქვმაია, ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

    “უკრაინის სამხედრო ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ თქვა, რომ რუსეთის ჯარებმა ბახმუტის ფრონტის დაუდგენელ სექტორებში ორი კილომეტრით დაიხიეს უკან. სირსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის წარმატებამ გამოიწვია პრიგოჟინის პასუხის პროვოცირება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინელმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს და ბახმუტის ტერიტორიის სამი კილომეტრი დაიკავეს,” – წერია ISW-ის ანგარიშში. 

  • მოდით ბახმუტში და თავად შეაფასეთ ვითარება! – პრიგოჟინი შოიგუს მიმართავს

    ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მიმართავს და მოუწოდებს მას ბახმუტში ჩავიდეს და სიტუაცია თავად შეაფასოს.

    “ამჟამად კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ბახმუტის დასახლებული პუნქტის 95%-ზე მეტს აკონტროლებს და აგრძელებს იერიშს მისი სრული გათავისუფლებისთვის. ვაგნერის ფლანგებზე, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან, მოწინააღმდეგემ რამდენიმე წარმატებული კონტრიერიში შეასრულა.

    რთული ოპერაციული სიტუაციისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, მობრძანდით ბახმუტის დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფები აკონტროლებენ და თავად შეაფასეთ არსებული ვითარება.

    წინასწარ მადლობას გიხდით, თქვენი თანხმობის იმედი მაქვს”. – მიმართავს პრიგოჟინი შოიგუს.