Blog

  • უპრინციპო მარიონეტია მიტროპოლიტი შიო, საზოგადოებას იმის ღირსად არ თვლის, ახსნას რასთან გვაქვს საქმე – პეტრე ცაავა

    “უპრინციპო მარიონეტია მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც იმალება და საზოგადოებას ფაქტობრივად იმის ღირსად არ თვლის, რომ თვითონ გამოვიდეს და აგვიხსნას რასთან გვაქვს საქმე. მას უბრალოდ უფლება არ აქვს დამოუკიდებლად განცხადების გაკეთებისა და ის არის ჩვეულებრივი ამ მახინჯი სისტემის მარიონეტი. ყოველთვის, როცა საპატრიარქო, ან პატრიარქი რაღაც უყურადღებოდ, ან რაღაც თამაშგარე გარემოებაში მოვლენებიდან გამომდინარე დარჩებოდა, მისი მდივან რეფერენტი არაფრისგან ქმნიდა პრობლემას, რომ საპატრიარქო და პირადად პატრიარქი ყურადღების ცენტრში გამხდარიყო. შეიძლება ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე მიტროპოლიტ შიოსთან მიმართებაში, არ გამოვრიცხავ”

    აცხადებს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა პატრიარქის მოსაყდრე, შიო მუჯირის მოწამვლასთან დაკავშირებით.

  • არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება, კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობა – პაპუაშვილი

    “ჩვენ, უპირველეს ყოვლისა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების წინაშე, და ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველოს ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას, და განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია, არა მეგობრობის დაფასების, მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ აირჩია გზა გარკვეული ასე ვთქვათ წინააღმდეგობის, როდესაც ერთ ადამიანზე კიდებენ მთელი ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა და უპირველეს ყოვლისა არ წაადგება თავად უკრაინის ხელისუფლებას, მე ვთქვი გუშინაც, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ თავად უკრაინისთვის არის დამაზიანებელი, ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.[…] აქ არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი, თავდაპირველად, მაშინ როდესაც ბელარუსშიც კი ელჩი ჰყავდა დატოვებული და უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა უკრაინიდან. ის ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო ელჩებს შორის, ვინც დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს, მაშინ როცა აშშ-ის, გერმანიის თუ სხვა ელჩებმა დატოვეს კიევი, საქართველოს ელჩი იქ იყო ბოლო წუთამდე, საქართველოს დროშა ერთი წუთითაც არ დაშვებულა კიევში, როცა სხვა ქვეყნის დროშები დაეშვა საელჩოების წინ. ამის საპასუხოდ როდესაც ხდება ამ ელჩის გამოძევება ქვეყნიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის მიმართ არადიპლომატიური ჟესტი. ამიტომ მე მოლოდინი მაქვს, რომ ყველა ქართველი, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაშია ადამიანი თუ ოპოზიციურ მედიაში, საქართველოს ოპოზიციაში არავინ არ უნდა იყოს, როდესაც საქართველოს მიმართ ხდება ასეთი დამოუკიდებლობა, ყელა უნდა იყოს მკაფიო ამ საკითხთან დაკავშირებით”,

     

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

  • “ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს“–სააკაშვილის სტატუსი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:

    “ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას“– წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • საგარეჯოში მომხდარზე შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

    საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

    ამ ეტაპზე დაკავებული, ან გამოკითხვაზე დაბარებული არც ერთი პირი არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

    საგარეჯოში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს ხვდებოდა, ადგილზე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ჯგუფი გამოჩნდა. მათ შეკრებილებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, ქვები დაუშინეს, დაუპირისპირდნენ ფიზიკურად და აგინეს.

  • გვარამიამ თქვა, რომ პრიგოჟინი იყო მისი გმირი იმ დღეს, ეს არაა საფრთხე და რუსი მშვიდობიანი ტურისტია საფრთხე? – მაჭარაშვილი

    “მე საფრთხეს ვხედავ, როცა რადიკალურმა ოპოზიციამ ჟენია პრიგოჟინი მოიწვია საქართველოში. რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ შორის გვარამიამ თქვა, რომ ჟენია პრიგოჟინი იყო მისი გმირი იმ დღეს. ეს არაა საფრთხე თქვენი აზრით და რუსი მშვიდობიანი ტურისტი რომ შემოვა ეს არის საფრთხე?”,

    აცხადებს “ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატი და  “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

  • ძალადობა მიუღებელია, ეს არ ნიშნავს, რომ პროვოცირებაზე არ ვისაუბროთ – სარჯველაძე  საგარეჯოზე

    ძალადობა მიუღებელია, ეს არ ნიშნავს, რომ პროვოცირებაზე არ ვისაუბროთ – სარჯველაძე საგარეჯოზე

    ძალადობის ფორმა ურთიერთობაში, რასაკვირველია, მიუღებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ პროვოცირებაზე. პროვოცირება კი არის, მაგალითად როდესაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რაღაცა ფორმით ისე წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რომ არ აქვს საზოგადოებისთვის ბოდიში მოსახდელი ბევრ საკითხზე, რასაკვირველია, ესეც მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს აგრესიული დამოკიდებულებისა.

    ამბობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

  • ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, მეუფე შიოს მოწამვლის მცდელობას

    ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, მეუფე შიოს მოწამვლის მცდელობას

    ”ამას სჭირდება დასაბუთებას, სპეციალურ სამსახურებს ევალებათ ეს. ამის მტკიცების უფლება მე არ მაქვს.  საქმე ეხება, ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები, ვიკლევთ ამ გარემოებას, და არსებობს მოწამვლის ვერსია თუმცა მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება, მე არ შემიძლია ამის დადასტურება.[…] მიზეზი შეიძლება იყოს, ყოფითი შემთხვევითობა და  ასევე ჩარევით. თუმცა გამორიცხული ვერსია არცერთი არ არის”.

    აცხადებს საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, თანამოსაყდრე შიოს მოწამვლაზე საუბრისას.

  • მიჩნდება კითხვა, რამდენად სურს ოცნებას იქცეს ევროპული ოჯახის წევრად? – იუკნევიჩიენე

    “ეს არის ძალიან ცუდი მიდგომა და ძალიან ცუდი განცხადება. არ ვფიქრობ, რომ ევროპული კომისიის წევრები ამ მიდგომას მიიღებენ. რა თქმა უნდა, მათ უნდა შეაფასონ ეს ყველაფერი და ევროპული კომისია, ისევე როგორც ყველა სხვა ინსტიტუტი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი აკეთებენ შეფასებებს და თვალს ადევნებენ პროგრესს სხვადასხვა ქვეყნებში.[…]

    თუ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ქვეყანას მიაქცევენ ყურადღებას, მაგალითად უნგრეთს, როგორც დღეს ვხედავთ, რომელიც მაინცდამაინც კარგი რეპუტაციის მქონე ქვეყანა არაა ევროკავშირში, ვფიქრობ, ეს არ იქნება კარგი მიდგომა ქართული ოცნების მხრიდან იმისათვის, რომ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, თუკი საერთოდ აქვთ ეს მიზნები იმიტომ, რომ ზოგჯერ მიჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად სურს საერთოდ ქართულ ოცნებას იქცეს ევროპული ოჯახის წევრად?”

    ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას ანტიდემოკრატიულს უწოდებს.

  • უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა

    უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა – თბილისში სავარაუდოდ უახლოეს საათებში დაბრუნდება.

    ამასთანავე მმართველმა გუნდმა და საგარეო საქმეთა მინისტრმაც უკვე დაადასტურეს, რომ კიევიდან გამოშვებულ საქართველოს ელჩთან კონსულტაციებს არ გამართავენ, შესაბამისად გაურკვეველია როგორ გაგრძელდება უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა.

  • შენ რომ გაიქეცი ქვეყნიდან აქ დარჩა ხალხი, ვინც დღემდე იბრძვის – მაჭარაშვილი არახამიას

    “ჩაიხედოს კონსტიტუციაში ან მიმართოს მეგობრებს, რა წერია ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ ხელისუფლების არის ხალხი, ბატონო არახამია და არა ზელენსკი და არახამია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ. საქართველოში ხელისუფლებას შეცვლის და აირჩევს საქართველოს საზოგადოება. შენ რომ გაიქეცი ქვეყნიდან და აქ დარჩა ხალხი, ვინც დღემდე იბრძვის და მშვიდობიანად ჩვენ ამას დავაბრუნებთ, ტერიტორიულ მთლიანობას, სხვა ადამიანები აქ დარჩნენ. ამიტომ, არა მგონია რომ ეს მაინც და მაინც გწყენოდა, რაც კობახიძემ თქვა, რომ უსამშობლო ადამიანია, მაგრამ უბრალოდ პასუხის გაცემა გინდოდა და ეს არ გამოგივიდა. ის აფხაზეთი, საიდანაც ხარ და საიდანაც ამბობ, რომ იქ არის სამშობლო, იმ აფხაზეთში და აფხაზების დასახოცად მოუწოდებ შენ ქართულ საზოგადოებას და ქართულ ჯარს და ამიტომაც გიწოდა კობახიძემ უსამშობლო”,

    აცხადებს “ქართული ოცნებიდან”  ფორმალურად წასული და “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.