Blog

  • უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება – სააკაშვილი

    “უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება.
    დღეს უკრაინა იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისაც და პრეზიდენტ ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპატია აქვს
    ქართველი ხალხის მიმართ.
    უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5-ე კოლონა რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა ასევე ხელს ითბობს საქართველოს და უკრაინის ინტერესების ღალატზე. ძალიან მალე ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა.”

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოს ელჩის ჩამოსვლას ეხმაურება.

  • საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა

    საქართველოს სამუშაო ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ფაშინიანს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.

    სომხეთის პრემიერის დახვედრის ცერემონიაში ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდა.

    ნიკოლ ფაშინიანის თანმხლებ დელეგაციაში შედიან სომხეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.

  • 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება – მორგოშია

    „8 ივლისი ასევე ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს. პირდაპირ გეტყვით. 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“,

    ამის შესახებ, განცხადებას, პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტია „ალტ-ინფოს“ ლიდერი, კოკა მორგოშია აკეთებს, რომელიც, ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ Telegram-არხებით ვრცელდება.

  • წინ მივდივართ და არა უკან, როგორც ამას რუსები აკეთებენ – ზელენსკი კონტრშეტევაზე

    რა შეიძლება ჩვენთვის იყოს იდეალური ვარიანტი? ის, რომ ალიანსმა მიგვიწვიოს. ჩვენ გვესმის, რომ შეიძლება იყოს სირთულეები ფორმულირების შერჩევის კუთხით იმისთვის, რომ მივიღოთ ალიანსის ყველა პარტნიორის ერთიანი მხარდაჭერა. ვიღაც კვლავ მოსკოვს უყურებს,  ვიღაცას ეშინია რუსეთის. თუმცა მე მჯერა, რომ ეს არის ალიანსის გამბედაობისა და სიმტკიცის ჩვენების მომენტი. ჩვენ გვჭირდება ეს მოტივაცია. ჩვენ გვჭირდება გულწრფელობა ჩვენს ურთიერთობებში. მაგრამ გვესმის, რომ სამიტის ფარგლებში სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილება. მათ შორის თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტებიც განიხილება. რაც შეეხება კონტრშეტევას, ჩვენ წინ მივიწევთ. ახლა ჩვენ გვაქვს ინიციატივა. შეტევა არ არის სწრაფი, ფაქტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ წინ მივდივართ და არა უკან, როგორც ამას რუსები აკეთებენ.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

  • თიბისიმ და საქართველოს ბანკმა ალტ-ინფოს ანგარიშები დაბლოკეს – “პუბლიკა”

    საქართველოში ორმა უმსხვილესმა ბანკმა, თიბისიმ და საქართველოს ბანკმა, ძალადობრივ და რადიკალურ ორგანიზაციას ალტ-ინფოს ანგარიშები დაუბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას, „პუბლიკა“  საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ბანკების მიერ ალტ-ინფოს ანგარიშის დაბლოკვის შესახებ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამასთან, „პუბლიკა“ ანგარიშების დაბლოკვაზე ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ცნობისთვის, თბილისში პრაიდის კვირეული დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება პრაიდფესტივალი 8 ივლისს გაიმართება მოძალადე და პრორუსული ჯგუფები კი ღონისძიების ჩაშლით იმუქრებიან.

    ამ მიზნით, რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად, ძალადობრივმა ჯგუფებმა საბანკო ანგარიშის ნომრები გაავრცელეს.

    ამასთან დაკავშირებით ბანკებში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

  • გეგონება, „ოცნების“ ოფისში დაწერეს – ელისაშვილი სუს-ის ანგარიშზე

    „სამაჩაბლოს და აფხაზეთს რაც შეეხება, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ანგარიშია და ანალიზიც მეტ ნაკლებად სწორია და ზუსტი. თუმცა, გულდასაწყვეტია, რომ ეს ანგარიში რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშია, გეგონება „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერესო. აქ ზუსტი სახელმწიფოებრივი ხედვა კი არ არის, არამედ არის ზოგ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ნარატივის გამეორება და „ჩაკვეხება“ უადგილოდ, რომ როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ან ვიღაცას არ აწყენინონ, რატომ აკეთებენ ამას, ვის მოსწონს ეს? „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ დოკუმენტს ჰგავს და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს“,

    ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან სუს- ის ანგარიშს, რომელსაც დღეს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილავენ.

  • თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

    თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

    თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც ცნობილია  შემთხვევა თხევადი გაზის სადგურზე მოხდა.

    დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

    დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

  • იარაღი და მეტი იარაღი, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალა – პოდოლიაკი

    “დიდ სისხლიან ომში, რომელიც 16 თვეზე მეტია გრძელდება – არის თუ არა ის უკანონო (რუსული), არსებობს თუ არა საერთაშორისო სამართალი – იარაღის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. ასე, რომ იარაღი, მეტი იარაღი და მეტი იარაღი, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალა. და არავითარი საუბარი “რუსული გეგმებისა და შეშფოთებების” სასარგებლოდ – ომის დამნაშავეები უნდა იყვნენ რიგში მყუდრო ნავსადგურში დასაჯდომად”,

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • გამოძიებისთვის ჯერ არ მიგვიმართავს – რაღაცები გვაქვს გასარკვევი – ჯაღმაიძე მეუფე შიოზე

    გამოძიებისთვის ჯერ არ მიგვიმართავს – რაღაცები გვაქვს გასარკვევი – ჯაღმაიძე მეუფე შიოზე

    “ჯერ არ მიგვიმართავს. ჩვენ ეს თემა საჯარო მსჯელობის საკითხად არ გამოგვიტანია; არც ვაპირებდით, რადგან ჯერ გვინდოდა თავად გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე, იყო თუ არა სრულიად ყოფითი შემთხვევა… ზოგადად ნივთიერებები, რომელიც სისხლში აღმოაჩნდა, არის შემთხვევები რომ ეს გამოყენებულა, ადამიანის … იყო ფაქტები და მაგალითები… უცხოეთიდან კვლევის შედეგებს ველოდებით… საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვითხოვია – თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ გვაქვს რაღაც ნიუანსები გასარკვევი; მაგალითად სამედიცინო ექსპერტიზა… მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, ის არის შრომისუნარიანი”,

    აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე.

  • სოფელ მეჯვრისხევიდან დღეს დილით ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე გაიტაცეს

    სოფელ მეჯვრისხევიდან დღეს დილით ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე გაიტაცეს

    დღეს დილით, შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ გაიტაცეს.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარ ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები. საკითხზე პარლამენტში ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა.

    “საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს – 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. საერთო ჯამში, 2022 წლის დასასრულს, უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს 9 მოქალაქე.

    აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე, ეს ადამიანები დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს”, – თქვა მან.