Blog

  • ”რეალურად, დიპლომატიის სრულიად ახალი სკოლაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება” – სააკაშვილი უკრაინაზე

    როგორ მინდა, რომ მწყობრში ვიყო და პრეზიდენტის გუნდს ვეხმარებოდე. თუმცა, ის და მისი გუნდი ფანტასტიკურად მოქმედებენ და ჩემს ისედაც მაღალ მოლოდინსაც გადააჭარბეს.

    ვამაყობ ასეთი პრეზიდენტით. ვამაყობ, რომ ერმაკთან ერთად ვსწავლობდი. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ, თუ როგორ მუშაობს კულება და როგორ აანალიზებს სიტუაციას პოდოლიაკი. ეს, რეალურად, დიპლომატიის სრულიად ახალი სკოლაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება.

    ერთადერთი, რითაც მე შევეცადე, მათ დავხმარებოდი, იყო ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს გავუგზავნე 2008 წელს, თითოეული დელეგაციის მიერ დაშვებული შეცდომების მემორანდუმი,

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრობს.

  • საქართველო მზადაა, რომ NATO-ს წევრი გახდეს, მაგრამ NATO არაა მზად – ზარქუა

    საერთაშორისო მისიებში გამოცდილებით, სხვადასხვა ოპერაციაში მონაწილეობით, აღჭურვილობით, იმ სტანდარტიზაციით, რაც ჩვენს საჯარისო შენაერთებს აქვს – დიახ, დღეს საქართველო მზად არის, რომ NATO-ს ღირსეული წევრი გახდეს, მაგრამ NATO არ არის მზად, რომ ეს თამამი ნაბიჯი გადადგას. ჩვენ რადიკალური ოპოზიციასავით პროვოკატორები ან მავნებლები ხომ არ ვართ, რომ კუთხეში მივამწყვდიოთ. ეს რა შედეგს მოგვცემს? როცა ამისთვის თვითონ იქნებიან მზად და გაბედულ ნაბიჯს გადადგამენ, აი, მაშინ მივიღებთ და ეს იქნება აღიარებული.

    აცხადებს, “ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი იმართება.

  • სიცხადე, მონდომება და სიმტკიცე არის საუკეთესო თავდაცვა – ზურაბიშვილი ზელენსკის განცხადებაზე

    ”სიცხადე, მონდომება და სიმტკიცე არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მუდმივი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე  და უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებას აზიარებს, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს აკრიტიკებს.

  • დარჩიაშვილის ცოლის ძმა პოლიტიკური დევნის გამო აშშ-ში თავშესაფარს ითხოვს – “გირჩი ტივი”

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი დარჩიაშვილის ცოლის ძმა პოლიტიკური დევნის გამო აშშ-ში თავშესაფარს ითხოვს – ინფორმაციას ამის შესახებ, “გირჩი ტივი”,  საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    როგორც “გირჩი ტივი” წერს, დარჩიაშვილის ძმა თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნას ასახელებს.

    “გირჩი ტივის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი დარჩიაშვილის, ცოლის ძმა, ირაკლი ვაშაკიძე, იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს.

    მიზეზად კი, ასახელებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნას.” – ნათქვამია ”გირჩი ტივის” განცხადებაში.

  • NATO-ს სამიტის პარალელურად, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

    ვილნიუსში ნატოს სამიტის გახსნის პარალელურად, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე  საჰაერო განგაში გამოცხადდა.

    უკრაინის საჰაერო ძალები უკრაინის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.

    როგორც ცნობილია, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, Savasleyka-ს აეროდრომიდან MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.

  • შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება, მივიღებთ საპასუხო ზომებს – პესკოვი

    “რუსეთის ფედერაცია გეგმავს იმავე ზომების მიღებას, როგორც ფინეთის ალიანსში გაწევრიანებისას გეგმავდა,”

    ​კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და საპასუხო ზომებს მიიღებენ.

  • საფრანგეთი უკრაინას შორის მანძილის რაკეტებს გადასცემს

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NATO-ს ვილნიუსის სამიტის დაწყების წინ თქვა, რომ, მისი გადაწყვეტილებით, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემენ.

    “სიტუაციისა და კონტრშეტევის გათვალისწინებით, რომელსაც უკრაინა ხელმძღვანელობს, მე გადავწყვიტე გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებს შემდგომი დარტყმის შესაძლებლობა მივცე, ჩვენი დოქტრინის სიცხადისა და თანმიმდევრულობის შენარჩუნებით, ანუ უკრაინას საშუალება მისცეს დაიცვას თავისი ტერიტორია”, – განაცხადა მაკრონმა.

  • ყველას ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს! – სალომე ზურაბიშვილი NATO-ს სამიტზე

    როცა ვილნიუსში NATO-ს სამიტი იწყება ამ მნიშვნელოვან დროს, ყველას ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს.

    საქართველო ერთგულად აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას

    ამის შესახებ twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

    ცნობისთვის, ვილნიუსში 11-12 ივლისს NATO-ს სამიტი გაიმართება.

  • ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე, ვილნიუსში მივემართებით – ზელენსკი

    “ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბრებს. უკრაინა წარმოდგენილი იქნება ნატოს სამიტზე ვილნიუსში, რადგან საქმე პატივისცემას ეხება. მაგრამ პატივისცემას უკრაინაც იმსახურებს.

    ახლა, როდესაც ვილნიუსისკენ მივემართებით, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

    უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის ნატოში მიპატიჟებისთვის და არც ნატოს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის ნატოში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისთვის და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის.

    ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში წევრობა გამოყენებულ იქნას რუსეთთან ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, რომ გააგრძელოს ტერორი. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ამის შესახებ ღიად ვისაუბრებ სამიტზე.”

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი twitter-ზე წერს და აღნიშნავს,  უკრაინა ვილნიუსში NATO-ს სამიტს დაესწრება.

  • უკრაინის მიმართ ომის მდგომარეობის გამო ყურადღება გასაგებია, არ უნდა შეგვშურდეს – კობახიძე

    როდესაც დიფერენციაციის საფუძველი არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იყო ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, ენმ , უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით.

    უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები. ამის არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში. 2008 წელს, როცა ჩვენ ვიყავით ომში, მაშინ მაპიც კი არ მოგვანიჭეს. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. კარგია, რომ დღეს უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. რა თქმა უნდა, ამის არ უნდა შეგვშურდეს და არც შეგვშურდება

    აცხადებს ამის შესახებ,  ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დმიტრო კულებას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ NATO  უკრაინის გაწევრიანების გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდა.