საქართველოში მიწისძვრა მოხდა – მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ახალქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამცხე-ჯავახეთი იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 2.6 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა თბილისის დროით 08:45 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ახალქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამცხე-ჯავახეთი იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 2.6 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა თბილისის დროით 08:45 საათზე დაფიქსირდა.
ეს არის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, რომლებსაც ადასტურებს მსოფლიოს 7 საუკეთესო დემოკრატია. არასდროს გვქონია ასეთი უსაფრთხოების საფუძველი და ეს არის G7-ის დონე. ამ საფუძველზე ჩვენ ავაშენებთ უძლიერეს ქვეყნებთან უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულებების ახალ, იურიდიულად სავალდებულო არქიტექტურას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ მოვხსენით ნებისმიერი ეჭვი და გაურკვევლობა იმის შესახებ, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში. იქნება! პირველად, ამას ეთანხმება არა მხოლოდ ალიანსის ყველა წევრი, არამედ ალიანსის მნიშვნელოვანი უმრავლესობა ენერგიულად აახლოებს მას. არასდროს არ ჟღერდა ნატოს სხვა წევრების სიტყვები “თქვენ თანასწორი ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია – თანასწორთა შორის თანაბარი. და ჩვენ ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატოში შესვლით”,
აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
„თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუთხარი, რომ არ მჯერა „ქართული ოცნების“ პირობებში მათ აინტერესებთ ძლიერი შეიარაღებული ძალები, ძლიერი თავდაცვის ძალები, ვინაიდან, ეს არის ხელისუფლება, რომელიც 11 წლის განმავლობაში საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ გამოუხატავს გულისხმიერება და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. გარდა ამისა „თავდაცვის კოდექსში“ არის თავები, რომელთა წინააღმდეგი ვარ, ეს არის ალტერნატიული სამსახური, რომელიც შეიძლება გადაიქცეს კორუფციის ერთ-ერთ ნიშნულად. კანონი ყველას არ მიესადაგება, არის დისკრიმინაციული და გარდა ამისა არსებობს საშიშროება, რომ არჩევნებზე შესაძლებელია ახალგაზრდების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული“,
საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ დისკრიმინაციულია.
“ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.
გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.
ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.
არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს.”
წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ მიიწვიეს.

“მთავრობას, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელოვნება უნდა მართოს და ისე უნდა გადაიღონ კინო როგორც მას მიაჩნია სწორად და ისე არა, როგორც რეჟისორს მიაჩნია, ისე უნდა წერონ მწერლებმა, როგორც ირაკლი იტყვის და შარლ პერომ ისე უნდა დაწეროს ზღაპარი როგორც ირაკლი იტყვის, უწიგნურების შეტევა წიგნიერებაზე, არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამ შემთხვევაში პირველი და ერთადერთი დამარცხებაც კი ნიშნავს კატასტროფას. კინოცენტრი არ უნდა დამარცხდეს იმიტომ, რომ ესაა საქართველოს დამარცხება. თუკი აქ ირაკლი ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და თეა წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ უნდა წავიდეთ, ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრების ღირსი აღარა ვართ”
ამბობს მწერალი ლევან ბერძენიშვილი კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.
“ცუდზე არ ვფიქრობ, ღმერთმა კარგად ამყოფოს. მიზეზი ვნახოთ. შეიძლება, ჩინური პროდუქცია იყოს. ხომ იცით, სათამაშოებზე რაც ხდებოდა. მე არ ვიცი, მის სისხლში რომელი მეტალი იყო აღმოჩენილი, ვერ გეტყვით. მაგრამ, ძალიან ბევრია, საწვავია, ის არის და შეიძლება, ნებისმიერ თქვენგანსაც ჰქონდეს […] საერთოდ, ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ, დაველოდოთ. მე რომ თავიდანვე საქმის კურსში ვყოფილიყავი, რომ მას ვიღაც მტერი ჰყავს, ჩემი ვერსია მექნებოდა, მაგრამ, მერწმუნეთ, მას შიგნით, საპატრიარქოში მტერი არ ჰყოლია, რაზე უნდა ყოლოდა?”.
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას გამოეხმაურა. მეუფე იაკობის თქმით, შესაძლოა, მეუფე შიო ჩინურ პროდუქციასაც მოეწამლა.

“დიპლომატიურად როცა გამოთქვამდნენ თავის მოსაზრებებს მაშინ ვერ გაიგეს, მაგრამ სრულიად გასაგებია სინამდვილეში რაც ხდება. როცა ქვეყნის პრემიერმინისტრს ეუბნებიან, რომ არასასურველი სტუმარი იქნება ნატოს სამიტზე, ეს ძალიან მარტივ რამეს ნიშნავს, რომ საქართველო გასულია იმ სივრციდან, რასაც ევროატლანტიკური სივრცე ჰქვია. გასულია როგორც მისი ოფიციოზი და გაყვანილი ჰყავს მას ქვეყანა თან”
აცხადებს, ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

პირდაპირ გეტყვით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩვენი ელჩი უკრაინიდან დაითხოვა. მანამდე, აქედანაც ელჩი გაიწვია. მისგან ეს არ გამიკვირდება. იცით, რატომ? ის უკრაინის პრეზიდენტია და ცდილობს, რომ მისი ქვეყანა უფრო წარმატებული და ძლიერი იყოს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან სწორი შეფასება გააკეთეს […] ბევრმა სწორი დასკვნა გააკეთა, რომ ეს არ მოიწონა. ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში კაცობა უნდა გქონდეს, ძლიერი კაცობა – პატარა კაცი არ უნდა იყო […] დადგნენ ჩვენთან და ზელენსკის მხარე დაიჭირეს. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება, ვიღაცის, თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მხარე დაიჭირო, რომელიც არასწორად გექცევა. ვინ ხარ? ვინ ხარ და ქვეყნისა და ღმერთის მოღალატე ხარ […] ქართველები არ ვიმსახურებთ იმას, რომ ვინმე ასე გვეპყრობოდეს – თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს.
“ეს არის საბაბი [გაცდენები]. რეალურად, დავით სერგეენკო გააძევეს რუსული ოცნების უმრავლესობის წევრებმა პარლამენტიდან იმის გამო, რომ მან რუსულ კანონს არ დაუჭირა მხარი და ყველა ოცნების დეპუტატი, რომელმაც გაბედა და შინაგანი მრწამსიდან გამომდინარე არ დაუჭირა რუსულ კანონს მხარი, დაისაჯა. ეს არის რეალურად სადამსჯელო ოპერაცია დავით სერგეენკოს მიმართ, გაცდენები არის მხოლოდ საბაბი, გაცდენებს სხვა არც ერთ რუსული ოცნების დეპუტატს არ უთვლიან.”
ამბობს ენმ-ის წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა დავით სერგეენკოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სადეპუტატო მანდატს ტოვებს
იაპონია უკრაინას დრონების ამომცნობ სისტემებს გადასცემს – ამის შესახებ, შესაბამისი განცხადება, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კაშიდამ NATO-ს ვილნიუსის სამიტის გააკეთა. მისი თქმით, იაპონია, NATO-ს ფონდის შუამავლობით, უკრაინისთვის არალეტალური აღჭურვილობის მიწოდებისთვის 30 მილიონ დოლარს გამოიყენებს, რომელიც უკრაინის ფონდისთვისაა გამოყოფილი.