ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან რთული გზის გავლა გვიწევს მთელი ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ იწყება ეს ყველაფერი, როგორ დაიწყო და რისი გადალახვა მოახერხეს უკრაინელებმა.
წერს Facebook-ზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
17 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 18-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
“რეალურად ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, რომ ეს ადამიანები არიან ერთი მსოფლმხედველობის. ერთი პარტია იყო თავის დროზე, შემდეგ დაიშალნენ და ცალკეულ პოლიტიკოსებად და პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინნენ. ეს ადამიანები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, ჰყავთ ერთი პატრონი. შეიძლება დღეს ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე, მაგრამ ყველანი ერთნი არიან. როგორ წარდგებიან ისინი ან რა ფორმულირება ექნებათ, ეს მე არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი არის ჩემი პარტია, თუ როგორ წარდგება, რა სიახლეებს შემოიტანს, რა ახალი პროექტები გვექნება. რაც შეეხება ამ ადამიანებს, საერთოდ არ არიან საინტერესო. მათ ყველას ერთი ხერხემალი აქვთ”.
თქვა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.
„ამ ადამიანს სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს წინდების გარეშეც გამოატანდნენ. […]მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოგვეტანა, მაშინ როდესაც საჯაროდაც ატანდნენ და ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ იყო. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოაწყო (პოლონელმა ექიმმა) ფინტი, რაც შემდგომ „ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენა […]მაშინაც კი, როცა მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გავგზავნოთ – ეს იმიტომ, რომ სააკაშვილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში შარი იყო”
ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
„ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“,
ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას.
“ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ევროკავშირის პოზიცია რუსეთთან კონტაქტებთან და რეისების განახლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხებათ ტურისტებს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი აგრესიის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეზღუდა კონტაქტები რუსეთის მოქალაქეებთან. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ერთადერთი გზა ამ ომის შეჩერებისა არის რუსეთზე ზეწოლის განხორციელება. რუსეთმა მძიმე ფასი უნდა გადაიხადოს ამ აგრესიისთვის და სწორედ ამიტომ დავაწესეთ სანქციები, სწორედ ამიტომ არის უფრო რთული რუსებისთვის ევროპაში ჩამოსვლა.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი ჩვენი თანამოაზრეები და ისინი, ვინც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იღწვის, ამავე მიდგომას გამოიყენებენ”.
ამბობს საქართველოში ევროკავშირი ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.
“მსჯავრდადებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს, გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოჰყვა.
ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები. თუმცა, მოგვიანებით, ვიხილეთ ექიმის მიერ, ყველა წესის დარღვევით, მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშების ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანის მცდელობა.
საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით, გეტყვით, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებთ. ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან”,
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პოლონელ ექიმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“გასულ კვირას აღმოსავლეთით და სამხრეთით შეტევითი მოქმედებების შედეგად თითქმის 18 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული. საერთო ჯამში გათავისუფლებულია 210.5 კვადრატული კილომეტრი”,
აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარი.
ორშაბათს ღამით, ყირიმის ხიდზე, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს, აფეთქება მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხიდზე მოძრაობა შეჩერდა.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ყირიმის ხიდის 145-ე საყრდენის მიდამოში ყუბანის მხრიდან “საგანგებო შემთხვევა” მოხდა. მომხდარის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ სახელდება.
თუმცა, ადგილობრივი წყაროები წერენ ორი ძლიერი აფეთქების შესახებ, ხოლო Telegram-ის არხების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს ხიდის ორი მონაკვეთის სერიოზული დაზიანება. ტამანის მხარეს მონაკვეთი განადგურებულია, ქერჩის მხარეს კი დაწეული, წერს ტელეგრამის არხი Shot.
აფეთქებას ბელგოროდის რეგიონიდან ცოლ-ქმარი დაიღუპა, მათი 14 წლის ქალიშვილი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის ხელისუფლებამ დახურა ყველა მოძრაობა ქერჩის სრუტეზე: ხიდის ორივე ხაზი, რკინიგზა და საბორნე გადასასვლელი.
მატარებლებისა და ბორნების მოძრაობა მალე აღდგება, მაგრამ მათ, ვინც ყირიმში ან ყირიმიდან მანქანით მიემგზავრება, ურჩევენ გაიარონ გზა უკრაინის “მატერიკზე” ოკუპირებული ტერიტორიების ფრონტის ხაზის გავლით. გარდა ამისა, დაგეგმილია ტურისტებისთვის დროებითი განსახლების ცენტრების გახსნა ყირიმის აღმოსავლეთით.
ეს არის მეორე დიდი ინციდენტი ანექსირებულ ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ხიდზე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. წინა შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში მოხდა.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა უკრაინული გამოცემის Suspilna-ს კომენტარში აღნიშნა, რომ ხიდის ნაწილის განადგურების გამო, უკრაინაში რუსეთის არმიას პრობლემები შეექმნება ლოჯისტიკასთან დაკავშირებით.
„ნახევარკუნძულს რუსები იყენებენ, როგორც დიდ ლოჯისტიკურ კვანძს უკრაინის ტერიტორიაზე ძალების და აქტივების გადასაადგილებლად. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ლოგისტიკური პრობლემა დამპყრობლებისთვის დამატებითი გართულებაა“, – განაცხადა იუსოვმა. მან ასევე მოიყვანა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადება, რომელმაც ხიდს “ზედმეტი კონსტრუქცია” უწოდა.
ოფიციალურად, უკრაინის ხელისუფლებას ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა, BBC-ის წყარომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ყირიმის ხიდზე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია.
„ხიდს თავს დაესხნენ წყალზედა დრონებით. ხიდთან მისვლა რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს მოხერხდა“, – ამბობს წყარო. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
აშშ-ს ხელისუფლებამ გამოაცხადა მნიშვნელოვანი გარღვევა გაუხსნელი მკვლელობების სერიაში, რომელიც ნიუ-იორკის მახლობლად ათ წელზე მეტი ხნის წინ მოხდა.
საუბარია 11 ადამიანის, ძირითადად ახალგაზრდა ქალების მკვლელობაზე, რომელთა ცხედრები 2010-2011 წლებში ლონგ აილენდის სამხრეთ სანაპიროზე, გილგო ბიჩზე იპოვეს.
მრავალწლიანი გამოძიების შემდეგ, ადგილობრივმა პროკურორებმა პარასკევს განაცხადეს, რომ დააკავეს მთავარი ეჭვმიტანილი, 59 წლის ნიუ-იორკელი არქიტექტორი რექს ჰეუერმანი. პოლიციამ მისი დაკავება მას შემდეგ შეძლო, რაც დნმ-ის კვალი ამოიღეს მისი პიცის ნარჩენებიდან, რომელიც ერთ-ერთ მსხვერპლზე აღმოჩენილ ნიმუშებს ემთხვევა.
ჰეიერმანს ერთდროულად ბრალი წაუყენეს პირველი და მეორე ხარისხის მკვლელობაში სამი ქალის მკვლელობის საქმეებში, რომელთა ცხედრების ნარჩენების აღმოჩენის შემდეგ გამოძიება დაიწყო: მელისა ბართლემის, მოკლული 2009 წელს, მეგან ვატერმენისა და ამბერ კოსტელოს საქმეებზე რომლებიც 2010 წელს მოკლეს.
ჰეიერმანი ასევე არის მთავარი ეჭვმიტანილი მეოთხე ქალის, მორინ ბრეინარ-ბარნსის გაუჩინარებასა და სიკვდილში 2007 წელს.
ეს ოთხი ქალი პრესაში „გილგო ოთხეულის“ სახელით გახდა ცნობილი. მათი ნაშთები შემთხვევით იპოვეს 2010 წლის დეკემბერში, კიდევ ერთი დაკარგული ადამიანის – 23 წლის შენენ გილბერტის ძებნის ოპერაციის დროს, რომელიც იმავე წლის მაისში გაუჩინარდა.
პროკურორ რეი ტიერნის თქმით, „ოთხივე მსხვერპლი იპოვეს ერთსა და იმავე მდგომარეობაში, ერთნაირად შეკრული თასმებით ან წებოვანი ლენტით, ხოლო სამი მსხვერპლი გახვეული იყო ტომარის ტიპის მასალაში“.
გილგოს სანაპირო
ამ ოთხი გვამის შემდეგ პოლიციამ გილგოს სანაპიროზე აღმოაჩინა მსგავსი სამარხების მთელი სერია, სულ 11. გამომძიებლები თვლიან, რომ მოკლული ახალგაზრდა ქალების უმეტესობა პროსტიტუციით იყო დაკავებული.
სერიული მკვლელის მსხვერპლთა შორის მამაკაცი და გოგონაც არიან. ოთხის, მათ შორის გოგონას,მისი დედისა და მამაკაცის ვინაობა უცნობია.
“გარყვნილების უკიდურესი ხარისხის დანაშაულები”
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰეიერმანი დააკავეს ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს, ბრალდების წარდგენის შემდეგ, სასამართლომ მისი გირაოთი გათავისუფლება უარყო დანაშაულების “უკიდურესი გარყვნილების” გამო.
”რექს ჰეუერმანი არის დემონი, რომელიც დადის ჩვენ შორის, მტაცებელი, რომელიც ანადგურებს ოჯახებს”, – თქვა საფოლკის ოლქის პოლიციის კომისარმა როდნი ჰარისონმა პრესკონფერენციაზე.
სასამართლო პროცესზე ადვოკატის მეშვეობით ბრალდებულმა თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. ამის შემდეგ მას ცრემლები წამოუვიდა.
ჰეუერმანის ადვოკატმა მაიკლ ბრაუნმა თქვა, რომ მისი კლიენტი უკიდურესად დაჩაგრულია და მის წინააღმდეგ მტკიცებულებებს “უკიდურესად ირიბი” უწოდა.
ჰეიერმანის საქმეზე შემდეგი მოსმენა 1 აგვისტოს არის ჩანიშნული.
დნმ პიცის ქერქზე
სერიული მკვლელი არქიტექტორი
ჰეიერმანი – არქიტექტორი, რომელიც მანჰეტენზე 1987 წლიდან მუშაობდა – ეჭვმიტანილიად იდენტიფიცირებულ იქნა 2022 წლის დასაწყისში. მას შემდეგ გამომძიებლები აკვირდებოდნენ მას და მის ოჯახს, აგროვებდნენ დნმ-ის ნიმუშებს მათი ნაგვიდან.
ბოლო მტკიცებულება, რომელიც საჭირო იყო ბრალდების წასაყენებლად, სწორედ ნაგავი აღმოჩნდა – პიცის ნარჩენები, რომელიც მან მანჰეტენში 2023 წლის იანვარში ჩააგდო ურნაში, თქვა პროკურორმა.
მისი თქმით, პიცის ქერქზე აღმოჩენილი დნმ-ის სრულფასოვანი ნიმუში იდენტური იყო იმ გენეტიკური მასალისა, რომელიც ნაპოვნია ტომარაზე, რომელშიც ერთ-ერთი მსხვერპლი იყო გახვეული. ეს იყო გარღვევა გამოძიებაში.
2022 წლის თებერვალში ჰარისონმა შექმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გილგო ბიჩის მკვლელობების გამოსაძიებლად. ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების გარდა, მასში შედიოდნენ ნიუ-იორკის შტატის პოლიცია და FBI.
ჰეუერმანის წინააღმდეგ საქმეში გამოყენებული იყო ჩანაწერები სატელეფონო ანძებიდან, ასევე საკრედიტო ბარათებისა და მობილური ტელეფონის გადასახადები, რომლებმაც გამომძიებლებს აჩვენეს, რომ ის დანაშაულის ჩადენის დროს დანაშაულის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდა.
სამართალდამცავები დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდებულს ჰქონდა სპეციალური „ერთჯერადი“ მობილური ტელეფონები, რომლებითაც მოკლულ ქალებს ურეკავდა, შემდეგ კი ეს ტელეფონები მოიშორა.
გარდა ამისა, ისინი თვლიან, რომ ჰეუერმანმა გამოიყენა თავისი მსხვერპლების, ბრეინარ-ბარნსისა და ბართლემის პირადი ტელეფონები მათი ხმოვანი ფოსტის შესამოწმებლად, ასევე რამდენიმე დამცინავი ზარი გააკეთა ქალების ნათესავებთან მათი გაუჩინარების შემდეგ.
კიდევ ერთი ხელჩასაჭიდი საქმეში იყო მწვანე პიკაპი, რომელიც მოწმემ დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა. მოგვიანებით ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ჰეუერმანმა მართავდა მწვანე პიკაპს, რომელიც დარეგისტრირდა მის ძმაზე და დაემთხვა თვითმხილველთა აღწერილობას, იტყობინება CNN.
გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ გასული წლის განმავლობაში, ჰეუერმანმა 200-ზე მეტჯერ შეიყვანა საძიებო სისტემაში კიდევ ერთი „ერთჯერადი“ ტელეფონიდან კონკრეტიზირებული მოთხოვნები სერიულ მკვლელებთან და ლონგ აილენდის მკვლელობის გამოძიებებთან დაკავშირებით.
ტიერნის თქმით, ჰეიერმანის კომპიუტერში ნაპოვნი იქნა „წამების პორნო“ და „ქალებზე ძალადობისა და მათი მკვლელობის სურათები“ .
სხვა ნაპოვნ ცხედრებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
“სამსახურში კოსტიუმით და ჰალსტუხით დადიოდა”
შენენ გილბერტის ნეშტი, რომლის გაუჩინარებით დაიწყო საზარელი აღმოჩენები გილგოს სანაპიროზე, 2011 წელს იპოვეს, მაგრამ ოფიციალურმა გაკვეთამ შედეგი არ გამოიღო. მისი ოჯახი თვლის, რომ ის შეიძლება მოკლული ყოფილიყო, და ეს თეორია, დამოუკიდებელი გაკვეთითაც დადასტურდა, რომელიც მათ შეუკვეთეს.
ამ მოვლენებს მიეძღვნა Netflix-ის სატელევიზიო ფილმი Lost Girls, რომლის მთავარი გმირი იყო გილბერტის დედა, რომელიც აიძულებდა პოლიციას საქმის საწყის ეტაპზე უფრო აქტიურად ეძია მისი ქალიშვილი. ფილმში აღნიშნული იყო, რომ პოლიციაში და საზოგადოებაში ბევრი გოგონების სიკვდილში ისევ გოგოებს ადანაშაულებდა იმის გამო, რომ ისინი პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულნი.
ჰეიერმანი არის RH Consultants and Associates-ის მფლობელი, მანჰეტენზე დაფუძნებული არქიტექტურული ფირმისა, რომელიც საკუთარ თავს ნიუ-იორკის წამყვან არქიტექტურულ ფირმას უწოდებს.
სააგენტო AP-ის ცნობით, მას ჰყავს ქალიშვილი და გერი ბიჭი.
ეჭვმიტანილის მეზობელი ამბობს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, არქიტექტორი ყოველ დილით სამსახურში მიდიოდა კოსტიუმითა და ჰალსტუხით, პორტფელით ხელში.
ტიერნის თქმით, ჰეუერმანს ჰქონდა ლიცენზია 92 იარაღზე და “ძალიან დიდი სეიფი”, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.