Blog

  • აჯანყებაზე, პუტინმა წინასწარ იცოდა, თუმცა გადამწყვეტი მოქმედება ვერ შეძლო – Washington Post

    რუსეთში მომხდარ აჯანყებაზე, პუტინმა წინასწარ იცოდა, თუმცა გადამწყვეტი მოქმედება ვერ შეძლო – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Washington Post-ი სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ არეულობის დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი  ფაქტობრივად “პარალიზებული” იყო და ვერ შეძლო გადამწყვეტი მოქმედებების მიღება. გამოცემა სტატიას უკრაინელ და ევროპელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

    გამოცემასთან საუბარში, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ  არეულობის დღის უმეტეს ნაწილში კრემლიდან ბრძანებები არ გაცემულა.

    ამასთანავე გამოცემის ცნობით, უშიშროების სამსახურებმა პუტინი რამდენიმე  დღით ადრე გააფრთხილეს, რომ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი შესაძლო აჯანყებას აპირებდა. გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები უსაფრთხოების გასაძლიერებლად რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის კრემლშიც, სადაც გაიზარდა საპრეზიდენტო გვარდიის პერსონალი და გაიგზავნა მეტი იარაღი, თუმცა აჯანყების დღეს არანაირი ქმედება არ განხორციელებულა.

    • “ვლადიმერ პუტინს ჰქონდა დრო, მიეღო გადაწყვეტილება აჯანყებულების ლიკვიდაციისა და ორგანიზატორების დაპატიმრების შესახებ. როცა აჯანყება დაიწყო მოხდა პარალიზება ყველა დონეზე…იყო შეშფოთება და დაბნეულობა. დიდი ხნის განმავლობაში, მათ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ”, – უთხრა გამოცემას ევროპიდან უშიშროების წარმომადგენელმა.

    ამავე წყაროს განცხადებით, მკაფიო ბრძანებების გარეშე, ადგილობრივმა სამხედროებმა და უშიშროების ხელმძღვანელებმა დამოუკიდებლად  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ შეეჩერებინათ ვაგნერელები.

    • “ადგილობრივი ხელისუფლება არ იღებდა ბრძანებებს ხელმძღვანელობისგან. ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი რუსეთის შიგნით არსებული არაჯანსაღი მდგომარეობისა. ავტორიტარული სისტემა ისეა ჩამოყალიბებული, რომ ხელმძღვანელობის მკაფიო ბრძანების გარეშე ხალხი არაფერს აკეთებს. როდესაც ხელმძღვანელობაში არეულობაა, იგივე სიტუაციაა ადგილობრივ დონეზე და კიდევ უფრო უარესი”, – ამბობს გამოცემასთან უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსანი.
  • ირლანდიის თავშესაფრებში ყველაზე მეტი მოქალაქე საქართველოდანაა

    ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კვლევის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის პირველ ადგილს ქართველები იკავებენ.

    საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა, ნიგერია, ბოტსვანა, უკრაინა, ეგვიპტე, ბანგლადეში და ა.შ.

    16 ივლისის სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში იმყოფება საქართველოს 3473 მოქალაქე. შემდეგ მოდიან ნიგერია – 2872, ალჟირი – 2612, სომალი – 2150, ზიმბაბვე – 1963 და ა.შ.

  • რუსები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ – TI

    უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ –  ამის შესახებ შესაბამის ცნობას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

    1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსების მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით 21 326 კომპანია. ბოლო ორი წლის მონაცემები, წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

  • კაცი პატიმარია, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არაა – კობახიძე სააკაშვილზე

    “თქვენ ნახეთ იმავე ვიდეოკადრებიდან, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და, საპირისპიროდ, როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს, როდესაც დამატებითი მინიშნებები კეთდება, უბრალოდ, არასწორია, არაეთიკურიცაა. ეს შემიძლია გითხრათ. კაცი პატიმარია, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არაა. კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს, ეს, უბრალოდ, არასწორია. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან”

    აცხადებს ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

  • რუსეთზე ზეწოლა გზაა ომის დასასრულებლად, ამას ველით ყველა პარტნიორისგან – ჰერჩინსკი

    ევროკავშირმა კოლექტიურად გადავწყვიტეთ, რომ შეგვეზღუდა ჩვენი კონტაქტი რუსეთთან. ჩვენ გვინდა რუსეთის იზოლირება, მასზე ზეწოლის მოხდენა. გვინდა, რუსეთმა გადაიხადოს ფასი აღმაშფოთებელი ქცევისთვის უკრაინაში. ყოველდღე ვხედავ, რა დანაშაულებს და უბედურებას სჩადიან და ამას ვერ დავუშვებთ. ამიტომ, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით, მხარს ვუჭერთ, როგორც შეგვიძლია. რუსეთზე ზეწოლა და იზოლირება არის ერთადერთი გზა, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად. ამას ველით ყველა პარტნიორისგან, განსაკუთრებით იმ პარტნიორებისგან, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა.

    განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

  • სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია – მილერი

    “სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია” – ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვის პასუხად განაცხადა.

    • კითხვა: კიდევ ერთი საქართველოს შესახებ, თუ წინააღმდეგი არ ხართ. აშშ-ის ყოფილი ელჩების ჯგუფმა, ხუთმა ელჩმა საქართველოში, გასულ კვირას გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა დაუშვას. მხარს უჭერთ ამ მოწოდებებს?

     

    • მეთიუ მილერი: ვიტყვი, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბატონ სააკაშვილის საქმეს. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა. როგორც საჯაროდ და პირადად არაერთხელ ვუთხარით საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რომ დაცული იყოს მისი უფლებები. და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე დაკვირვებას.
  • როგორი ამინდი იქნება 29 ივლისამდე

    როგორი ამინდი იქნება 29 ივლისამდე

    26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურამ 27 ივლისს შესაძლოა,  +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.

    აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.

    თბილისში 25-26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი იქნება. 28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

  • საქართველოს გაუმართლა, ისტორიის ამ ეტაპზე ”ოცნება” რომ არის ხელისუფლებაში – პაპუაშვილი

    ბოლო ერთმა წელმა, რაც რუსეთის აგრესიული ომი დაიწყო, თუმცა ალბათ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი საკმაოდ კრისტალიზირდა და ფაქტობრივად, ვნახეთ, ერთ მხარეს როგორ შეიკრიბნენ ის პოლიტიკური ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, რომლებსაც აერთიანებთ ერთი პრინციპი. ეს პრინციპია, რომ მათთვის ამოსავალი არის არა საქართელოს ეროვნული ინტერესები, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესები და ლიდერების მოწოდებები.

    ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე, რომ ქართველი პოლიტიკოსები დღეს უყურებენ არა ქართველ ხალხს, ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს და მოქმედებენ არა ქართველი ხალხის ინტერესებით, არამედ მოქმედებენ სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების ინტერესებით.

    ამიტომ 2024 წლის არჩევნებს მე სწორედ ასე ვხედავ, რაც უფრო მეტი ასეთი გაერთიანება იქნება მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს, იქნება არჩევანი პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ ქართულ ოცნებასა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებისთვისაც საქართველო საერთოდ არ არის არანაირი ღირებულება. სულ რომ ჰქონოდათ ერთი გრამი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ბერკეტიც კი, დღეს საქართველო იქნებოდა არეულობაში, აჩვენეს ეს ყოველ ეტაპზე, განსაკუთრებით, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი, თავიდანვე აჩვენეს. გახსოვთ, რას მოითხოვა ოპოზიცია. მოითხოვდა, საქართველოს სამხედროები გაგვეგზავნა ომში მოხალისეების სახით, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, სამხედრო დახმარება გაგვეგზავნა უკრაინისთვის, შემდეგ უარყოფდა, იმიტომ რომ ყველა ხვდებოდა,  ეს ყველა ნაბიჯი იყო ნაბიჯი ომში ჩართვისკენ.

    ასე რომ, საზოგადოებამ ერთი დასკვნა უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ მისი ისტორიის ამ ეტაპზე ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და ქართულმა ოცნებამ არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი.

    ამის შესახებ, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • რეზნიკოვის თქმით, უკრაინა ყირიმსა და ყირიმის ხიდზე თავდასხმებს გააგრძელებს

    უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ყირიმსა და ყირიმის ხიდზე თავდასხმებს, რამდენადაც ეს საჭირო იქნება, რათა მტრის ლოგისტიკა გაანადგურონ. [ყირიმის ხიდზე თავდასხმები] შეამცირებს ჩვენს წინააღმდეგ რუსების ბრძოლის შესაძლებლობებს და უკრაინელების სიცოცხლეს გადაარჩენს…

    ნორმალურია ტაქტიკაა – გაანადგურო მტრის ლოგისტიკუტი ხაზები, რათა შეაჩერო მეტი საბრძოლო მასალის, საწვავის, საკვების და ა.შ. მიღება. ამიტომ ჩვენ მათ [რუსების] წინააღმდეგ ამ ტაქტიკას გამოვიყენებთ”,

    აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

  • ბოდიში რომ ვამტკიცებდი, ევროპულ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა შესაძლებელია თქო – ცოტნე კობერიძე

    მოკლედ, ყველა იმ ადამიანს, ჟურნალისტს, მეგობარს, თანაპარტიელს, სხვა პრტიელს – ბოდიშს ვუხდი იმის გამო, რომ ვუმტკიცებდი ევროპულ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა შესაძლებელიათქო.
    მათი ის პოზიცია რომ მე კარგ ამომრჩეველს დავაგროვებ და რაც არ უნდა ცუდად ვიქცეოდე მაინც ხომ დამელაპარაკებით არჩევნების წინ არის სისულელე.
    მე ატომისტი ვარ, ვუყურებ ინდივიდებს, სულ რომ ჩემმა ოჯახმა, შეყვარებულმა,
    ძმაკაცმა, დაქალმა, მთელმა საქართველომ მისცეს ხმა, მე მკიდია. იდეოლოგიური თანხვედრა აფერისტობაა როცა ადამიანს როგორც ღირებულებას ვერ განიხილავ, თუ მას პატივს არ სცემ, შეუძლებელია მისი ავტონომიურობის და უფლებების გესმოდეს.
    მოჩვენებითი იდეოლოგიური თანაკვეთა იაგოსთან და ვახოსთან რომ მაქვს ეგეთი უნდა, ოფისში ილია ჭავჭავაძის პოსტერი რომ გიკიდია არ ნიშნავს რომ შენ მისი რამე გცხია.
    ჰოდა, იმის მუქარა რომ ხმებს წამართმევ, ისე როგორც ფანდრაიზერი წამართვით და ყოფილი თანაპარტიელი, ღიმილს იწვევს და იცოდეს ევროპულმა საქართველომ აი მარტო მე და ჩელემ, ერთი კამერა და შტატივი რომ დავიჭიროთ, ცოტა ხანს ჭკუა და გონება მაგ კუთხით დავძაბოთ, ვინ ვის რას წავართმევს მაგასაც ვნახავთ.
    უბრალოდ ახლა იმის მიზნად დასახვა რომ ევროპულმა საქართველომ კონკურენცია ვერ გამიწიოს არაფრის მომცემია, სხვა ამბიციით ვმოძრაობთ.
    გიგა ბოკერია ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი იყო, ცუდია რომ შექმნა პარტია, რომელთან ურთიერთობას ყველაზე ტოქსიკურ გოგოსთან ურთიერთობა მირჩევნია.
    პს. აქეთ დავბლოკე დავასწარი, გშურდეთ

    ამის შესახებ, “გირჩი მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი წევრი, ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც