Blog

  • კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება – ზელენსკი

    „ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს დრონების არმიის პირველი წლის შედეგები, უკვე არა პროექტის, არამედ უკრაინული დრონების ნამდვილი არმიის. არის შედეგები და ეს სიახლეებში ჩანს. კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება და ეს მნიშვნელოვანია“,

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ვაკეში ბიზნესმენის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

    დაკავებულია პირი, რომელმაც ვაკეში ბიზნესმენი ტატო გურგენიძე დაჭრა.

    შემთხვევა გუშინ, მზიურის პარკის მიმდებარედ, იურიდიულ ფირმასთან მოხდა.

    38 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს და ფეხში დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

    შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის ორი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

  • ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში! – გიორგი ამილახვარი

    “არანაირი კონსულტაცია, შეხვედრა, წინარე შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ ყოფილა და ვერც იქნება. ეს არის ჩვენი ოპონენტების, ქვეყნის მტრების ის დამაზიანებელი პროპაგანდა, რომელსაც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ან ვიღაცის უბრალოდ იდეაზე დაყრდნობით იყენებენ ხელისუფლების, განათლების სისტემისა და შემდგომ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

    ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ სახელმწიფოებრივად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში”,

    აცხადებს ამის შესახებ, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი

    ცნობისთვის, ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნაზე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისაუბრა.

  • სარფში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

    სარფში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

    ბათუმში, სარფში ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “აჭარა News”  ავრცელებს.

    როგორც თვითმხილველები ყვებიან,  ზღვაში მამაკაცი შენიშნეს,  რომელიც გამოსვლას ვერ ახერხებდა და 112-ში დარეკეს.

    არსებული ცნობით, კაცი წყლიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. დახმარება მას  ადგილზევე გაუწიეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ.

  • რუსეთი შავი ზღვის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს – დენის შმიგალი

    “რუსეთი შავი ზღვის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. მტერს აუცილებლად მოუწევს გადახდა, ხოლო ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ოდესასა და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებსა და სოფლებს “,

    უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დაეხმარონ უკრაინას ქვეყნის სამხრეთის ოლქების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერებაში.

  • პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია – ხაბეიშვილი

    კომუნიკაცია არსებობს, თუმცა, რომ გითხრათ, ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები მქონია-თქო, მოგატყუებთ. მაგრამ, ის, რომ მნიშვნელოვანია, ყველას ვესაუბროთ და რომ სხვადასხვა პროდასავლელ ლიდერებს აუცილებლად დაველაპარაკებით, ესეც ცხადია და ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას აუცილებლად ექნება […] ჩემი აზრით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია. შესაბამისად, სადაც არ უნდა იყოს და რა პოზიციაც არ უნდა დაიჭიროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის პუტინის კარის ოლიგარქისა და რუსული პარტიის წინააღმდეგ იბრძოლებს.

    აცხადებს ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე,  ლევან ხაბეიშვილი მისი პარტიისა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

  • სუს-მა დაგვიდასტურა, რომ გიორგი მუმლაძე მათი თანამშრომელია – მშვილდაძე თავდასხმაზე

    ჩემ საქმეზე დაგააფდეითებთ – პიროვნება რომელიც დვაინდენტიფიცირეთ როგორც სუსის თანამშრომელი გიორგი მუმლაძე, სუსმა დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად მისი თანამშრომელი გიორგი მუმლაძეა – სპეციალური მეთვალყურეობის რაღაცა დეპარტამენტისბდაზვერვების განყოფილების მზვერავი (ფარული) – ასე ეწერა იქაც ფრჩხილებში – ჰოდა ეს გიორგი მუმლაძე თავის ჩვენებაში ყვება, რომ საიდუმლო დავალებაზე იყვნენ იმ დროს იქ სრულიად შემთხვევით და უთვალთვალებდნენ ვიღაც საერთოდ სხვას და მე თუ თავს დამესხნენ არც გაუგიათ – რაც ამ ნაწილში რომ ტყუილია, კადრებშიც ნანახი გაქვთ და საგამოძიებო ექსპერიმენტითაც დადასტურდება, რომ ტყუილია და მთლიანად ტყუილია, თავიდან ბოლომდე ამ კაცის ჩვენება – ყვება იმას, ყველა მეგობარმა, ვინც ამ დღეებში ან შეხვედრისას ან მეისჯით ვერსია გამოთქვით, რო ეხა ეგენი იმას იტყვიანო რო სხვა ოპერაციაზე იყვნენო – და მეც რომ გეუბნებოდით, რომ მეც ეგ ვერსია მაქვს აბა სხვა რა უნდა თქვან-თქო – ზუუუსტად ის თქვეს.

    ამავდროულად, ჯერ კიდევ არ დაიდენტიფიცირებულა ორი ოპერატიული ბეემვე, რომლებიც კადრებში ჯერ ჩასაფრებულები არიან და ჩემი გამოჩენისთანავე ამოძრავდებიან და წრეებს ურტყამენ კვარტალს, საიდანაც ჩამოსხამენ ჯიპისის კუთხეში ჩემზე ოთხ თავდამსხმელს, იდენტიფიცირებისთვის კი 112 კამერის ჩანაწერებია ამოსაღები ბევრპიქსელიანია და ყველაფერი გამოჩნდება მანდ, მაგრამ სამწუხაროდ აქამდე არ ამოღებულა, ასეთი ინერცია გამოძიების მხრიდან მაშფოთებს მაგრამ ამ პარასკევს კვლავ მივალ გამომძიებელთან და იმედი მაქვს ამოღებული დამხვდება და გავეცნობი.
    More to come
    მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი”

    აცხადებს “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე.

  • უკრაინელები დონეცკის ოლქში 750 მეტრით დაწინაურდნენ

    უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ტავრის მიმართულების წარმომადგენლის, ვალერი შერშენის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ სტარომაიორსკში 750 მეტრით დაწინაურება შეძლეს.

    “შეტევითი მოქმედებების შედეგად უკრაინულ ჯარებს ნაკლები დანაკარგი აქვთ პერსონალსა და სამხედრო აღჭურვილობაში, საოკუპაციო არმიას კი მნიშვნელოვნად დიდი დანაკარგები,” – ამბობს შერშენი.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებაზე ვითარება არ შეცვლილა. უკრაინელი დამცველები მიღწეულ პოზიციებზე დგანან და მტრის სამიზნეებს ურტყამენ.

  • მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე – ოქრიაშვილი

    მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე – ოქრიაშვილი

    “ბოლო ორი დღეა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე  რუსეთ-ივანიშვილის მონების ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. მონები მონობაში გასამრჯელოს იღებენ და მათი დავალება ყველა იმ ადამიანის ავტორიტეტის შელახვაში გამოიხატება, ვინც მონობას არ დათანხმდა.
    მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე!  ჰოდა ახლა დგანან კობახიძეები, კალაძეები და მსგავსი მონები და სიამოვნებით „აშავებენ“ მარგველაშვილს, – თუ როგორ გაბედა მან, რომ იყოს მათზე უკეთესი და უარი თქვას პოლიტიკურ მონობაზე.
    გავიმეორებ კლასიკოსებს: ნებისმიერი ხალხი იმსახურებს, ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჰყავს, – ჰოდა, გამოდის, ქართველები ვიმსახურებთ მონურ ხელისუფლებას და თუ არ ვიმსახურებთ და თუ არ ვართ  მონები, ეს უნდა დავამტკიცოთ შემდეგ არჩევნებზე !”

    აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით.

  • სააკაშვილს ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან, ღიაა პროცესი მისი კვების, მშობელთა კრების – ოდიშარია

    “სააკაშვილი არის ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში, რომელიც საქართველოშია, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში, ლუქს პალატაში, უამრავი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან, ის როგორ ექცევა კი ხედავთ. და დანარჩენი რას აკვირდებიან ვერ გავიგე, კი ბატონო დაკვირვებას ახლა ვინ დაუშლის, ღია არის პრაქტიკულად პროცესი მისი მოვლა-პატრონობის, გასეირნების, კვების, მშობელთა კრების თუ პოლიტიკური ჯგუფების მასთან შესვლის”.

    თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.