Blog

  • “ვგმობთ აზერბაიჯანის ნახიჩევანზე დრონებით შეტევას” – საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ირანს არ ახსენებს

    “ვგმობთ აზერბაიჯანის ნახიჩევანზე დრონებით შეტევას” – საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ირანს არ ახსენებს

    ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ “გმობს აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევას”. განცხადებაში ირანს არ ახსენებს, რომელსაც თავად აზერბაიჯანი თავდასხმაში ბრალს ოფიციალურად სდებს.

    “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ.საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ვმობთ ირანის ტერორისტულ აქტს,  მოგვიხადონ ბოდიში! – ალიევი

    ვმობთ ირანის ტერორისტულ აქტს, მოგვიხადონ ბოდიში! – ალიევი

    “ვმობთ ირანის ტერორისტულ აქტს, მოგვიხადონ ბოდიში! ” – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის დრონებით იერიშს “ტერორისტული აქტი” უწოდა.

    “დღეს ირანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯს ტერორისტულ აქტს. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა გააკეთონ ახსნა-განმარტება, ბოდიში მოუხადონ აზერბაიჯანულ მხარეს. ამ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ”, – თქვა ილჰამ ალიევმა.

  • ამ კანონების მიღება სამწუხაროა, აჩვენებს, რომ მთავრობა არ მიდის სწორი გზით – კალასი

    ამ კანონების მიღება სამწუხაროა, აჩვენებს, რომ მთავრობა არ მიდის სწორი გზით – კალასი

    “ამ კანონების მიღება ძალიან სამწუხაროა და აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა არ მიდის სწორი გზით, როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე”,

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა უპასუხა ევროსკოპის კითხვას ქართული ოცნების მიერ მიღებულ მორიგ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით.

  • „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა – ჯო უილსონი

    „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა – ჯო უილსონი

    „ეს სახელმძღვანელო სრულად არის ასახული საქართველოს რესპუბლიკაში. ბიძინა ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების“ დიქტატურამ დააპატიმრა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, არაფრად ჩააგდო ქართველი ხალხი, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა ჩინეთის „ვალის ხაფანგის დიპლომატია“ და რუსული ოლიგარქია“, – აღნიშნა კონგრესმენმა.მისი მტკიცებით, რუსეთი დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ოპერაციების ბაზა და სიმდიდრის წყაროა, ხოლო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება „2024 წელს გაყალბებული არჩევნების გზით მიიტაცა, სწორედ ჩინეთი აწვდის მათ სათვალთვალო ტექნოლოგიების, პროპაგანდის არხების და ფინანსური მხარდაჭერის დიდ ნაწილს, რაც საჭიროა პროამერიკელი ქართველი ხალხის ნების ჩასახშობად. […] პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიას, შუა დერეფანს ჩვენი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად და დივერსიფიკაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ ჩააბარა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომა შუა დერეფანზე არსებითად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლდება“,

    ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა კომისიაში გამართულ მოსმენაზე – “რეაგირება ევროპაში ჩინეთის ინფილტრაციასა და იძულებაზე” – განაცხადა.

  • აშშ-მა იპოვა და მოკლა იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც ტრამპის მკვლელობა სცადა – ჰეგსეთი

    აშშ-მა იპოვა და მოკლა იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც ტრამპის მკვლელობა სცადა – ჰეგსეთი

    3 მარტს აშშ-მა იპოვა და მოკლა იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა. ირანი პრეზიდენტი ტრამპის მოკვლას ცდილობდა, პრეზიდენტი ტრამპი კი ბოლოს იცინის.

    თქვა აშშ-ის ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა ბრიფინგზე.

  • ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს დაარტყას – Middle East Eye

    ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს დაარტყას – Middle East Eye

    ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენს დაარტყას. ამის შესახებ, Middle East Eye-სთან საუბარში არაბმა მაღალჩინოსნებმა თქვეს.

    ნავთობსადენის საბოლოო დანიშნულება თურქეთში მდებარე ქალაქი ჯეიჰანია, თუმცა აქედან ნედლი ნავთობის ნაწილი ისრაელს გემებით მიეწოდება.  ირანის მუქარა “მტრის ნავთობის ხაზებზე” დარტყმის შესახებ ზრდის შიშს, რომ შესაძლოა სამიზნე გახდეს აზერბაიჯან-თურქეთის მილსადენი, რომელიც ისრაელს ამარაგებს.

    “ირანის მუქარა, დაარტყას “მტრის ნავთობის ხაზებს” მხოლოდ BTC-ის თუ შეიძლება მოიაზრებდეს, რადგან ის ისრაელისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია”. – თქვა წყარომ MEE-სთან საუბარში.

    ისრაელი BTC-ის მეშვეობით ნავთობის იმპორტის დაახლოებით 30%-ს იღებს.

    MEE-ს წყარომ აღნიშნა, რომ ნავთობსადენი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გადის და თავდასხმის მცდელობის შემთხვევაში ირანმა შეიძლება ყველაზე მარტივად მისაწვდომ აზერბაიჯანის ტერიტორიას დაარტყას.

     

  • ვიწყებთ ოპერაციების გაფართოებას ირანის  სიღრმეში და განვაგრძობთ სულ უფრო და უფრო ღრმა წერტილების დაბომბვას – გენერალი დენ კეინი

    ვიწყებთ ოპერაციების გაფართოებას ირანის სიღრმეში და განვაგრძობთ სულ უფრო და უფრო ღრმა წერტილების დაბომბვას – გენერალი დენ კეინი

     

     “ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების მაჩვენებელი საბრძოლო მოქმედებების პირველ დღესთან შედარებით 86%-ით შემცირდა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში კლებამ 23% შეადგინა. მათი ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენება საწყის დღეებთან შედარებით 73%-ით არის შემცირებული.ჩვენ ვიწყებთ ოპერაციების გაფართოებას ქვეყნის სიღრმეში და განვაგრძობთ ირანის ტერიტორიაზე სულ უფრო და უფრო ღრმა წერტილების დაბომბვას.   ჩვენ გავანადგურეთ ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 20-ზე მეტი ხომალდი”.

    აცხადებს ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების მეთაური, გენერალი დენ კეინი.

  • კვირაზე ნაკლებ დროში მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნება – პიტ ჰეგსეტი

    კვირაზე ნაკლებ დროში მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნება – პიტ ჰეგსეტი

    „ჯერ მხოლოდ მეოთხე დღეა. ჩვენ ახლა დავიწყეთ მათი შესაძლებლობების ჩამოშლა და განადგურება. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ საჭირო დროს დავუთმობთ იმას, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნება“,

    ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • ისრაელის F-35-მა ირანული Як-130 ჩამოაგდო

    ისრაელის F-35-მა ირანული Як-130 ჩამოაგდო

    ისრაელმა  F-35I Adir-მა თეირანის თავზე ირანის საჰაერო ძალების შემადგენლობაში მყოფი რუსული წარმოების Як-130 ჩამოაგდო.  ეს არის პირველი შემთხვევა, როცა F-35-მა თვითმფრინავი ჩამოაგდო.

    ეს ბოლო 40 წელში პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა სხვა თვითმფრინავის წინააღმდეგ საჰაერო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.

  • თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ

    თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  განაცხადა თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მიმართვა შევა, განაცხადს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ. ამის შესახებ მათ,  BMG-ს განუცხადეს.

    BMG-მ სებ-ს ჰკითხა: “შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით – ვგულისხმობთ დიდი ბრიტანეთის მიერ იმედის ჰოლდინგის დასანქცირებას, რატომაც როგორც „ტელეიმედში“ აცხადებენ, არ სურთ რომელიმე ბანკი რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და აპირებენ შექმნან საკუთარი ბანკი, გასცემს თუ არა სებ-ი საბანკო ლიცენზიას?”, რაზეც უპასუხეს:

    • “ლიცენზირების პროცესი ეროვნულ ბანკში სალიცენზიო განაცხადის წარდგენით იწყება. იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განიხილავს”, – უთხრეს BMG-ს ეროვნულ ბანკში.

    27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია იმედი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია პოსტტვსთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.