Blog

  • თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება იმ იმედით, რომ მისი ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება – ოქრიაშვილი იმპიჩმენტზე

    თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება იმ იმედით, რომ მისი ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება – ოქრიაშვილი იმპიჩმენტზე

    “როგორც „რუსული ოცნება“ აცხადებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმიტომ წამოიწყეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. სამწუხაროდ, კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის მიერ მრავალჯერ გადაიწერა და მას შეიძლება „კობახიძის კონსტიტუციაც“ ეწოდოს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება.
    მაშ, რა არის იმპიჩმენტის მთავარი მიზეზი ?! „რუსულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და რადგან პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ ენდობა და ხედავს რისკს, რომ ის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გაყალბებულ არჩევნებს თავის სახელს დაარქმევს, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას ნიშნავს, ამიტომაც გამოუცხადეს ბრძოლა.
    ვითომ ოპოზიციური და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების გარეშე, იმპიჩმენტი ვერ შედგება. იმედი მაქვს, პარლამენტის არცერთი დამოუკიდებელი და რეალურად ოპოზიციონერი წევრი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის უკანონო იმპიჩმენტს.
    მართალია, პროცედურა ფარული კენჭისყრით ტარდება, მაგრამ თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!”

    აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით.

  • “შეშფოთებას გამოვთქვამთ” – საქართველოს საგარეო უწყება ბჟანიას განცხადებაზე

    “შეშფოთებას გამოვთქვამთ” – საქართველოს საგარეო უწყება ბჟანიას განცხადებაზე

    საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, მსგავსი ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

    შეშფოთებას გამოთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ.

    მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.

    საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

    მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია“, – აცხადებენ საგარეოში.

    ცნობისთვის, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის მოწყობის შესახებ. როგორც ის ამბობს, შესაბამის “შეთანხმებას” მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს და დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში ახალი რუსული ბაზა “უახლოეს მომავალში” იქნება.

  • ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება – დეკანოიძე კარვების კანონზე

    „მესმის ეს შიში გასაგებია. რაღაც შიში გაქვთ იმიტომ, რომ როდესაც არადემოკრატიულია ხელისუფლება, ყოველთვის აქვს მანიფესტაციების, გამოხატვის თავისუფლების შიში. ყველა ქვეყანაში ასე იყო, უკრაინაში, მოლდოვაშიც, კანონებს იღებდნენ, წერდნენ, რაღაც კონსტრუქციებზე, კარვებზეც იყო საუბარი, მაგრამ არადემოკრატიულ ხელისუფლებას არაფერმა უშველა. ერთი შემთხვევა მინდა გითხრათ, კონსტრუქციებზე კი არა, საქართველოს ტერიტორიაზე, პარლამენტის წინ რუსეთის მოქალაქე დგას დღეების განმავლობაში, რომელსაც გაურკვეველია, რა უდევს ჩანთაში. სანამ პოლიციას არ გამოიძახებ, შიგნით შემოდის შენობაში. ამ დროს, თქვენ გეშინიათ ადამიანების, რომელმაც ხელში ბანერი შეიძლება დაიჭიროს. თქვენი მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ კანონში რაღაცას ჩაწერთ, ეს კანონები ხშირ შემთხვევაში არაფერი არის. ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, მერწმუნეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება. თქვენი მთავარი პრობლემა არის ზუსტად ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც მოდიხართ. არადემოკრატიულ ხელისუფლებებს ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების ეშინიათ. არადემოკრატიულ ხელისუფლებებს ეშინიათ ადამიანების, რომლებიც შეიძლება ბანერით ხელში იყვნენ, შეიძლება ეს ადამიანიც დააპატიმროთ. კარგად იცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, ამ კანონს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. თქვენთვის მთავარია ერთი რამ, იყოთ კომფორტში და ეს კომფორტი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ კანონში რას ჩაწერთ“,

    ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.

  • გარუჯულმა ახალმა მენეჯმენტმა ჩემი შეკრების დღეს მიშასთვის მსვლელობა ჩანიშნა – ნიკა მელია

    “7 ოქტომბერს, თანამოაზრეებმა, ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი გვინდა, ვისაც გვინდა ცვლილება და ქართული ოცნების მმართველობის სისტემის დემონტაჟი, დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომ განვიხილოთ როგორ ვაგრძლებელთ ბრძოლას… მენეჯმენტმა მოსვლიდან 5 დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, დაპირება რომელზეც ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭრი წამოაგო, უთხრა, რომ მიშას თავისუფლება, რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი. გავიდა 9 თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია. ბოლო უმასშტაბო აქცია კი ვივამედთან 3 თვის წინ ვიხილეთ. და ახლა, როდესაც ადამიანებმა, რომელთაც ქვეყანაზე, ცვლილებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეზე შეგვტკივა გული – გადავწყვითეთ შეკრება, დაინიშნა ბათუმში “აქცია”: საკრებულოს წევრებს მისდით შეტყობინებები, მიშას თავისუფლებისათვის მსვლელობააო. დიახ, საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული, დასვენებული და გარუჯული “ახალი მენეჯმენტი” მართავს აქციას, მიშას თავისუფლების მოთხოვნით”

    აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავჯდომარე, ნიკა მელია.

  • დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

    ხორავას ქუჩის საქმეზე,  დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა.  ინფორმაციას ადასტურებს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. მისი განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს.

    • „კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენის ნაწილში უდიდესი როლი შეასრულოს, რადგან თვლის, რომ მის მიმართ შერაცხული ბრალი დღემდე დაუსაბუთებელია და განაჩენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალების შედეგად საქართველოს სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლითაა დამდგარი. ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კალანდია ელოდება, რომ ქალბატონი პრეზიდენტი თავის დისკრეციას გამოიყენებს და სამართლიანობას ნაწილობრივ მაინც აღადგენს მიხელ კალანდიას ნაწილში. პრეზიდენტმა ეს დეტალურად უნდა შეისწავლოს განაჩენთან ერთად და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.კალანდია შერაცხულ ბრალს არ აღიარებს, მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სასამართლოზე, სამართალდამცავ ორგანოებზე ზეწოლა განახორციელეს და საპყრობილეში ამიტომ მოხვდა. ის პრეზიდენტს ამ მტკიცებულებებით მიმართავს, რომ საქმეს თავად გადახედოს და თავისი დისკრეცია გამოიყენოს სამართლიანობის აღდგენის ნაწილში. პრეზიდენტმა მიხეილ კალანდია უნდა შეიწყალოს, რადგან განაჩენი ერთადერთ ჩვენებას ემყარება, რომელიც გიორგი ჯანაშიამ მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და საპყრობილიდან გაათავისუფლეს“, – განუცხადა თოდუამ “ინტერპრესნიუსს”.

    შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის გიორგი ჯანაშია, მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე დააკავეს.

  • “ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა” – ასლან ბჟანია

    “ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენს პორტში პატარა სარაკეტო ხომალდი შემოვიდა. ძალიან თანამედროვე გემი – სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება”.

    ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия – სთან ინტერვიუსას განაცხადა.

  • პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ კარვების კანონპროექტს II მოსმენითაც დაუჭირა მხარი

    პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ კარვების კანონპროექტს II მოსმენითაც დაუჭირა მხარი

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში” შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

    კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების  და  მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”.

    კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან 14:00 საათზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა ტალღის, ჯიუტის, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის წევრები არიან. ორგანიზატორების თქმით, “რუსულ მთავრობას არ გაატანინებენ მორიგი რუსული კანონის” დამტკიცებას.

    კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მტკიცებით, კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას არ ზღუდავს.

    “ეს არ არის თვითონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შემზღუდავი კანონპროექტი. აქ ორიენტირი  კეთდება იმ დამხმარე საშუალებებზე, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს შესაძლოა გამოიყენონ  შეკრებისა და მანიფესტაციის წარმომადგენლებმა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

  • ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ევროპაში – პუტინი

    “იცით, ჩვენი ევროპაში ბევრი მეგობარი გვყავს, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები გაქრა ძალიან აგრესიულად იქცევიან, განსაკუთრებით ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამავდროულად ევროპულ ქვეყნებში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ ძალიან მაღალია. ისინი უბრალოდ ჩუმად არიან და საკუთარ პოზიციას სხვებს თავზე არ ახვევენ”

    განაცხადა ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

  • სტუდენტები უყურებენ ამ ყველაფერს, თავის მოჭრაა – კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებზე

    “სრული ნონსენსია, მართლა, მე ახლა ვფიქრობდი, რომ სტუდენტები უყურებენ ამ ყველაფერს, უბრალოდ თავის მოჭრაა, როდესაც სტუდენტები ხედავენ, რომ ასეთი ზრდასრული ადამიანები, იურისტები, ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის შემაშფოთებელი და გამაოგნებელი. სუსტი არგუმენტები კი არ არის, გაუგონარია, გაუგონარ რაღაცებს ლაპარაკობენ”,

    აცხადებს, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებზე.

  • “კონსტიტუციის დარღვევაა პრემიერმა ჩინეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას რომ მოაწერა ხელი” – ჩუგოშვილი

    პირველ რიგში, სტატუსიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ნაბიჯი, თუ კონტაქტი, რომელიც შეიძლება დაამყაროს, საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ის ვერ აიღებს ვერანაირ ახალ ვალდებულებას, ვერ შევა მოლაპარაკებებში, მას შეუძლია მხოლოდ ესაუბროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რათა მოიპოვოს მათი მხარდაჭერა იმ პოლიტიკისთვის, რაც დეკლარირებული აქვს პარლამენტსა და მთავრობას.

    მაგალითად, რა იქნებოდა დარღვევის ყველაზე მკაფიო და უკიდურესი ზომა? ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც მაგალითად აღიარებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას.

    მაგალითად, ის, რაც პრემიერმა გააკეთა და რაც კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს – ჩინეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს მთავრობის მხრიდანაც დარღვევაა და ეს რომ პრეზიდენტსაც განეხორციელებინა, 52-ე მუხლის დარღვევა იქნებოდა.

    საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი კონსტიტუციით განსაზღვრა, რომ საქართველოს მიზანია იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი – ეს მთავარი ხაზი უკვე განსაზღვრულია. პრეზიდენტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს პარლამენტის მიერ დადგენილი და მთავრობის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებს გარეთ, ეს იქნება მისგან არაკონსტიტუციური ქმედება.

    პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, რომელიც საგარეო ურთიერთობების კუთხით მოიცავს კონტაქტს, მაგრამ არ მივყავართ ხელშეკრულების დადებამდე, პოლიტიკური ვალდებულების წარმოშობამდე, თუ სხვა ტიპის შედეგამდე, წარმოდგენილი საგარეო პოლიტიკის ცვლილებამდე პრეზიდენტის მხრიდან არის კანონიერი და კონსტიტუციური ქმედება

    ამის შესახებ საკონსსტიტუციო სასამართლოში, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა.