Blog

  • კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი – თალაკვაძე ჩარკვიანს

    “მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო. ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი”.

    ასე უპასუხა, ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამარ ჩარკვიანს.

  • პარლამენტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

    პარლამენტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 23 კი წინააღმდეგ წავიდა.

    • კანონპროექტის თანახმად ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. კერძოდ, კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

    ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

    კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი – 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

  • თბილისი საკმაოდ მისაღებად იქცევა, ერევანზე უკეთ – მარგარიტა სიმონიანი

    თბილისი საკმაოდ მისაღებად იქცევა, არ დავიღლები ამის გამეორებით. სამწუხაროდ, იმაზე უფრო მისაღებად, ვიდრე ერევანი იქცევა.

    ამის შესახებ, კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა  საკუთარ საავტორო გადაცემაში განაცხადა.

  • რატომ ამთხვევთ ყველა პრორუსულ ქმედებას, როცა წყდება საქართველოს EU-ში გაწევრიანების საკითხი? – გოცირიძე “ოცნებას”

    “რაც შეეხება ამ კანონს, რომელიც ეხლა გამოგაქვთ, რატომ გამოგაქვთ დღეს? არ შეიძლებოდა, რომ ეს კანონპროექტი წარმოგედგინათ 15 დეკემბერს? ხომ იცით, რომ ყველაფერი წყდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე. თუ არ ვცდები, ევროკომისიის სხდომა დანიშნულია 12-ში.

    ხომ იცით, რომ ოქტომბერში ხდება საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასება? რატომ წამოიწყეთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი დღეს, ოქტომბერს? რატომ დაამთხვიეთ ის ამ დღეებს, როდესაც უკვე ოფიციალური დოკუმენტი იქნება განსახილველად წარდგენილი?..

    რატომ ამთხვევთ ყველა მავნებლობას ყველა პრორუსულ ქმედებას და პრორუსული კანონების ინიცირებას მაინცდამაინც მაშინ, როდესაც წყდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი?”

    ასე მიმართა, პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ ქართულ ოცნებას.

  • 2 წელში, შსს-დან 4 929 პოლიციელი წავიდა – ხომ არ დაფიქრდებოდით, რატომ? – ანა ნაცვლიშვილი

    ძალიან ვდარდობ იმ ადამიანებზე, რომლებისთვისაც ახლა ეს მორიგი შეტევაა სინამდვილეში პოლიციაზე, რომ კიდევ უფრო მძიმე უფსკრული გააჩინოთ პოლიციასა და საზოგადოებას შორის, მაშინ როცა სინამდვილეში პოლიცია ის სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომლის მიმართაც ყველას პატივისცემა, ნდობა და თანადგომა გვჭირდება სახელმწიფოს ასაშენებლად.

    ერთი კონკრეტული წერილი მინდა გაგაცნოთ, რომელიც ვიცი არ დაგაფიქრებთ თქვენ, იმიტომ რომ ფიქრი არ მოგეთხოვებათ – ეს არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩემი კითხვის პასუხად მიღებული წერილი, სადაც მინისტრის მოადგილე მიდასტურებს, 2023 წელს არის მიღებული ეს წერილი, მიდასტურებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, პირადი განცხადების საფუძველზე, წავიდა 4 929 ადამიანი. ხომ არ ფიქრობთ, ხომ არ დასვამდით კითხვას, ამდენი პოლიციელი რატომ წავიდა ბოლო 2 წლის განმავლობაში? შემდეგ ამ სტატისტიკის განახლება ვითხოვე და ჯერჯერობით პასუხი არ არის, როგორც ჩანს, ციფრი ძალიან გაზრდილია და არ უნდა მოადგილეს, რომ ახალი სტატისტიკა მომაწოდოს.

    რატომ ტოვებენ პოლიციელები სამსახურებს, რატომ გარბიან, ზოგი ცდილობს, ქვეყნის შიგნით ნახოს სამსახური, ზოგით მექსიკით მიდის. არაერთს ჩემთვის პირად საუბარში დაუდასტურებია, რომ უბრალოდ აღარ უნდა ამ უსამართლობას ემსახუროს, აღარ უნდათ ადამიანებს, იმიტომ რომ კარგად ხვდებიან, რომ ეს ფარსი არც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემსახურება. […] რატომ არის ამხელა გადინება? რატომ გარბიან ამ ქვეყნიდან?

    აცხადებს, ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.

  • უკრაინელებმა რუსეთის 1,2 მილიარდ დოლარიანი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი C-400 „ტრიუმფი“ გაანადგურეს

    უკრაინელებმა ბელგოროდში, რუსეთის ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის კომპლექსი C-400 „ტრიუმფი“ გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია, უკრაინის უშიშროების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    სპეცსამსახურის დრონებით თავდასხმა გასულ ღამეს მოხდა.

    ერთი ასეთი კომპლექსი დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი ღირს.

    რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის 20-მდე აფეთქება “ტრიუმფისა” და მისი სარადარო სისტემის ლოკაციებზე.

    ეს უკვე მეორე “ტრიუმფის” კომპლექსია, რომელიც SBU-მ გაანადგურა ბოლო ერთ თვეში.  პირველი დარტყმა “ტრიუმფზე” უკრაინამ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, 14 სექტემბერს მიიტანა.

     

  • უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა დაჩი ბერაიას ატესტატი და დიპლომების ასლები მომიტანა, ოროსანი არ დაუძახოთო – წითლიძე

    “თუ ვხუმრობდე
    სესიის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში – უმრავლესობის ერთ ერთი წევრი რომელიც ძირითადად ჩუმად ზის, არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია – რაღაც დიდი დასტა ქსეროქსებით მოვიდა, ეს უნდა გადმოგცეთ და განახოთო რომ აწი ოროსანი არ დაუძახოთო))
    თუ გამოიცნობთ რა იყო?
    დაჩი ბერაიას სკოლის ატესტატი და დიპლომების ასლები

    ალბათ როინ მეტრეველისგან იყიდა ეგ დიპლომები – მაგ დროს მიწისქვეშა გადასასვლელებში ყიდდნენ ნებისმიერი ფერის დიპლომსთქო
    რა დარდები ჰქონია დაჩის, რუსს რომ ვეძახი არ ადარდებს და ოროსანი უტყდება”

    წერს ამის შესახებ, ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძე ფეისბუქზე.

  • აქცია რომ მოვაწყო, ჯვრის კონსტრუქცია აღვმართო პარლამენტთან, როგორ მოიქცევით? – ხათუნა სამნიძე

    ”მინდა გთხოვოთ, რომ მაგალითი მოგვიყვანოთ, რა შემთხვევაში მოხდება თქვენ მიერ ინიცირებული მუხლის ცვლილების ამოქმედება, მაგალითად, ჩვენ პარლამენტის წინ გვაქვს ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია, რომელზეც დადასტურებული პასუხი მაქვს მერიისგან, რომ მას არ აქვს ნებართვა, ამ კონსტრუქციის აღმართვას, თუმცა არანაირ ზომებს არ იღებს ამასთან დაკავშირებით საქალაქო სამსახური. მინდა გკითხოთ, მე რომ მოვაწყო აქცია და ჯვრის კონსტრუქცია გადავწყვიტო რომ აღვმართო ამ ჯვრის ფორმის კონსტრუქციის გვერდით, როგორ მოიქცევით ამ კონკრეტული ცვლილების შესაბამისად? ამ კონკრეტულ ვითარებაში რა ხდება? თუ შეეზარდა ეს ჯვრის ფორმის კონსტრუქცია უკვე ჩვენი პარლამენტის ფასადს და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არაფერს თქვენთვის.”

    ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.

  • ვენეციის კომისიას არ გაეგზავნება – მიქანაძე “კარვების კანონზე”

    “ვენეციის კომისიას ეს თემა არ გაეგზავნება […] ამ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით ვიხილავთ, ხვალ კი ეს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით მოხდება. არც არის გეგმაში, რომ ეს ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს – ერთადერთი მიზეზის გამო: ამ ნორმის მიღება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია. მისი პრევენციულობა აქტუალურია. ამაზე მეტყველებს იმ კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, რომელზეც არანაირი ეჭვის საფუძველი არ გვაქვს. ამ ორგანომ იმ განცხადებების მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა, რაც 18 სექტემბერს გაკეთდა”.

    აცხადებს “კარვების კანონის” ერთ-ერთი ინიციატორი და  მმართველი გუნდის დეპუტატი, გივი მიქანაძე.

  • ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება?! – კობახიძე ზურაბიშვილზე

    “მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი. გადადგება თანამდებობიდან თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?! ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება?! რა თქმა უნდა, არ გადადგება, რატომ, იმიტომ რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის არც უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი, ან იმან უნდა იაროს, ან მინიმუმ მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ, ამას ამბობს კონსტიტუცია”.

    თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას.