Blog

  • საქართველოში მომავალ კვირას ვიქტორ ორბანი ჩამოვა

    საქართველოში მომავალ კვირაში საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოვა.ამის შესახებ ორბანმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

    • “მე თქვენი წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერი ვარ. სრულიად უსამართლოა, როდესაც არ დაგპირდნენ, რომ არ გახდებით წევრები როგორც კი შეძლებთ, რადგან თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით. მიზეზი, რატომაც ვერ მიიღეთ სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი. მათ არ სურთ, შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც თქვენ გჭირდებათ. ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც სრულიად უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ უნდა გაგიზიაროთ ის, რაც გვაქვს, რადგან ჩვენ თქვენ გვჭირდებით ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ სტრატეგიული პოზიცია. მე თქვენი სტატუსის დიდი მხარდამჭერი ვარ. შემდეგ კვირაში თქვენს ქვეყანაში ვიქნები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა თბილისში. უნგრეთის მთავრობა იქნება თბილისში,” – განაცხადა ორბანმა.
  • “ფუჭი ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს” – პაპუაშვილი კარვების კანონზე

    “რა თქმა უნდა, ფუჭი ვეტო იქნება. პარლამენტი დაძლევს ამას. იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და, მათ შორის, პასუხობს იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. და თავადვე ადასტურებენ, საბოლოო ჯამში, ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან, ვინც არიან რადიკალური ჯგუფის ნაწილი ან წამხალისებლები. ამიტომ, ეს პროცესი, მათ შორისმ ლუსტრაციაც იყო ძალიან კარგი. მარტშიც ვიხილეთ, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აქტორებისგან, “კაგებეს”
    სახელმძღვანელოდან ამოწერილი ტაქტიკები, რომ მოახდინონ ბრენდირება რაღაც თემის.
    სამწუხაროდ, მარტში ქართული საზოგადოება მაშინ მოუმზადებელი იყო ამ პორპაგანდისთვის. ეხლა უკვე მომზადებულია,”

    აცხადებს ​პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

  • ცნობა, რომ რუსეთი აპირებს ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნას, შემაშფოთებელია – ჰერჩინსკი

    ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის მტკიცე და მკაფიო პოზიცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა კიდევ ერთი სამხედრო ბაზის გახსნას, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ეს არის რუსეთის მხრიდან იმ 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევა, რომელიც 2008 წელს იქნა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული და ნათელია, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება ძალიან შემაშფოთებელია“,

    საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

  • იმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან – ხვიჩია

    „მე მჯერა ჩემი კოლეგების, რომ საჯაროდ არ გადახტებიან [„ქართულ ოცნებაში“] და იმპიჩმენტი არ შედგება. ეს დისკუსია იმხელა დონეზე აიწია, რომ ჩემი ნებისმიერი კოლეგისთვის უხერხული იქნება იაფად „გაყიდვა“, „ქოცები“ კიდევ ძალიან ძვირს არ გადაიხდიან. საკმაოდ რთული იქნება ამხელა ყურადღების და ბულინგის ფონზე 12 დეპუტატი გადახტეს მათკენ, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ, ეს დამოკიდებულია იმაზე, “ქოცები” რამდენს გადაიხდიან, მაგრამ მე ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას გუშინ სასამართლო პროცესზე და მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან ბევრი ფული გადაიხადონ, შეიძლება ასეც ურჩევნიათ საქმის შენარჩუნება”,

    ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

  • პირველად ისტორიაში ვარშავა საჰაერო თავდაცვის სისტემით დაიფარება – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

    “ეს ისტორიული მოვლენაა, ისტორიაში პირველად ვარშავა საჰაერო თავდაცვას მიიღებს. სარაკეტო თავდაცვა ძალიან თანამედროვე, პატრიოტის სისტემის აღჭურვილობას იყენებს”,

    ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა დღეს გაავრცელა.

  • “მტკიცედ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას” – EU-ის ელჩი კარვების კანონზე

    “ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის პოზიცია, რომელმაც გამოხატა საკუთარი პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გუშინ. მე რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ როგორც ევროკავშირი, ვგმობთ ძალადობას, ნებისმიერი სახის ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული. მაგრამ, მეორე მხრივ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას”,

    საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მიღებულ გამკაცრებულ ცვლილებებს ეხმაურება.

  • პუტინი: ავიაკატასტროფაში დაღუპული პრიგოჟინისა და მისი თანამგზავრების სხეულებში ხელყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

    რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის და სხვა ადამიანების სხეულებში, რომლებიც 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

    „საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა წინა დღეს მომახსენა, რომ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ ყოფილა. ეს უკვე დადგენილი ფაქტია – რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები“, – განაცხადა პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბში საუბრისას.

    მან დასძინა, რომ ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების კვალის არსებობის დასადგენად დაღუპულთა ცხედრებზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა პრიგოჟინის ოფისის ჩხრეკისას მისი თქმით 5 კგ კოკაინი აღმოაჩინეს.

    პუტინის თქმით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

  • 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში, ფერენც კრაუსი მიღებულ თანხას უკრაინის სკოლებს გადასცემს

    2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ფიზიკის დარგში, უნგრელმა
    მეცნიერმა ფერენც კრაუსმა განაცხადა, რომ ნობელის კომიტეტიდან მიღებულ თანხას უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს, ​​იუწყება უნგრული გამოცემა Portfolio.

    წლევანდელი ნობელის პრემია ფიზიკაში 11 მილიონი შვედური კრონაა (დაახლოებით $995,000), მაგრამ რადგან სამი გამარჯვებული იყო, ეს თანხა მათ შორის გაიყო.

    გავრცელებული ინფორმაციით, კრაუსი პრიზის თავის ნაწილს გადასცემს საერთაშორისო ინიციატივას Science4People, რომელიც აღადგენს სკოლებს უკრაინაში.

    იუნესკოს მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1300-ზე მეტი სკოლა მთლიანად განადგურდა.

  • ევროპარლამენტი რეზოლუციით გამობს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმას და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს

    ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს. მიზეზი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმაა, რომელსაც ევროპარლამენტი გმობს ა გაუმართლებელს უწოდებს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ  თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარება, როდესაც 100 ათასზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ეთნიკურ წმენდას უტოლდება.

    ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ინდივიდუალური სანქციები შემოიღოს ბაქოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე მთიან ყარაბაღში.

    ევროპარლამენტი ასევე გმობს, თურქეთის ჩართულობას აზერბაიჯანის შეიარაღებასა და 2020 და 2023 წლების ბაქოს შეტევების მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ევროპარლამენტარები ანკარას მოუწოდებენ, მისი მოკავშირე შეაკავოს.

    რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების “ყოველმხრივი მიმოხილვა” უნდა მოახდინოს. ევროპარლამენტარების თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის მაგვარ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, და ადამიანის უფლებების მხრივ საგანგაშო ვითარება აქვს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამება.

    ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს, ხოლო სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი.

    რეზოლუციას 491-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღდეგ წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.

  • ომის გაყინვის შემთხვევაში, 2028 წელს რუსეთმა შესაძლოა სხვა ქვეყნებს შეუტიოს – ზელენსკი

    “ამჟამად რუსეთი განიხილავს განსხვავებულ სცენარს მომდევნო რამდენიმე წლისთვის. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. თუკი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია შეჩერდება და ომის პროცესი ადგილზე გაიყინება, მაშინ ახალი კრიტიკული მომენტი დადგება – 2028 წელი.

    თუ რუსეთს ახლა ადაპტაციის უფლებას მივცემთ, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ ჩამოვართვით, შედეგად რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი ექსპანსიონისტური ამბიციების ყურადღების ცენტრია. გარდა უკრაინისა, ეს ნამდვილად არის ბალტიისპირეთის ქვეყნები და ქვეყნები, რომელთა ტერიტორიაზე ბევრი რუსია.ეს ინფორმაცია არის ცალსახად სიმართლე, შესაბამისად გაფრთხილებთ  ამის შესახებ”.

    განაცხადა ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.