Blog

  • პენტაგონმა 2000 ჯარისკაცის საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა

    პენტაგონმა  ბრძანება გაუგზავნა 2000 ამერიკელ სამხედროს “მზად იყვნენ განლაგებისთვის”. ამის შესახებ AP-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით აცნობა.

    ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, საუბარია სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა დამხმარე ფუნქციებს, როგორიცაა დამატებითი სამედიცინო დახმარება, ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის შენახვა და განადგურება და დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკონტროლო–გამშვებ პუნქტებზე.

    ისინი არ გაიგზავნებიან ისრაელში, მაგრამ შესაძლოა გაიგზავნონ რეგიონის სხვა ქვეყნებში.

  • ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა – ზურაბიშვილი

    „დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ ქვეყნად. ეს არის „ოცნების“ მცდელობა, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. თვითონ იფიქრონ მერე რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო, ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს, ამას ახლო მომავალი გვეტყვის.
    მთელი საზოგადოება ამ ევროპულ გზაზე არის გაერთიანებული, ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს. პირველ შედეგს წლის ბოლოს, რაც არ უნდა უშლიდეს ხელს შიგნიდან, ვიღაც ვიღაცები. მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპია. წინ გვაქვს წელიწადი და ამ ყველაფერს მივაღწევთ. ნურავინ დაკარგავს იმედს , ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად“,

    ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.

  • “აშშ ისრაელს მიაწვდის ყველაფერს, რაც თავის დასაცავად სჭირდება” – ბლინკენი ნეთანიაჰუს

    “სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი ჰამასის ტერორიზმისგან და კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, მიაწოდოს ისრაელის მთავრობას ის, რაც მას სჭირდება თავისი მოქალაქეების დასაცავად”,

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მეორე შეხვედრის დროს დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა “ჰამასის” ტერორიზმისგან დასაცავად.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 17 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

     საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 10:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და იგოთის ქუჩის მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, ორთაჭალის, ჯაფარიძის და ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და ალექსეევკის დასახლების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულის და ფალიაშვილის ქუჩების   მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის აღმართის, წავკისის და ამაღლების ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

  • კარგი იქნება, მიიღოს გადადგომის გადაწყვეტილება – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

    საქართველოს პრეზიდენტი დღეს დგას ასეთი ალტერნატივის წინაშე, ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მისთვის კარგი, რომ გადადგეს, ან ატაროს ის ტვირთი, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც, პრაქტიკულად, აღარც ხალხისგან გააჩნია ლეგიტიმაცია და აღარც საკონსტიტუციო სასამართლოსგან.

    მე რომ მისი მრჩეველი ვიყო, რა თქმა უნდა, ვურჩევდი, რომ ცუდსა და უარესს შორის ალტერნატივა ცუდზე გაეკეთებინა. ცუდია, რა თქმა უნდა, რომ გადადგება პრეზიდენტი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. მაგრამ, უარესი იქნება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი არ დაუჯეროს და ამის მერეც ზიდოს ის ტვირთი, რასაც კონსტიტუციის დარღვევა ჰქვია.

    მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს იყოს იმ ხასიათზე, რა ხასიათზეც იყო დაახლოებით ერთი თვის თუ თვენახევრის წინ, როდესაც ღიმილიან ფოტოებს უგზავნიდა საკუთარ საზოგადოებას.

    მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

  • გორში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა

    გორში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გორში, სოფელ სობისში შვილის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.

    გარდაცვლილს დაზიანებები მამამ ნაჯახით მიაყენა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. დაკავებული ბრალს აღიარებს.

    მომხდარის მიზეზად უთანხმოება სახელდება.

    მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა შვილს – 1984 წელს დაბადებულ კ.ა.-ს.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტის სხდომაზე კანონის დაცვით გამოვა – თალაკვაძე

    ქართულ ოცნებას პარლმენტში არ აქვს საკმარისი ხმები იმისთვის, რომ მხოლოდ ჩვენ მივიყვანოთ ეს იმპიჩმენტი ბოლომდე. თუმცა, თავიდანვე ვთქვით, რომ ამ იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, პოლიტიკური და სამართლებრივი და რა თქმა უნდა, ორივე მიზანი ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც ვთქვით, კანონის დაცვით საკითხი გამოვა უკვე პარლამენტის სხდომაზე და შედგება კენჭისყრა მიმდინარე კვირაში.

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

  • “ქოცების მიერ მის დამცირებაზე ერთადერთი პასუხი პრეზიდენტის მხრიდან, სააკაშვილის გათავისუფლება იქნებოდა” – გვარამია

    “სხვათა შორის, “არა და არასდროს” არ დაუმცირებიათ საქართველოს არც ერთი პრეზიდენტი ისე, რომ კონსტიტუციის დამრღვევად ოფიციალურად ეცნოთ და ღია ეთერში მოწყობილ საჩვენებელ პროცესზე მასზე “გადაეჯლიგინებია” ხელისუფლების საპარამენტო “ბედაურებს” (სხვა საკითხია, რომ ზურაბიშვილს რეალურად კონსტიტუცია არც დაურღვევია).

    ჰოდა, ქოცების მიერ მის ღია და მძიმე დამცირებაზე ერთადერთი პროპორციული და ადეკვატური პასუხი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

    ლაპარაკიც არ უნდა, რომ ყველაფერი დანარჩენი ბოდიალი და ბოლია”

    წერს სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია.

  • დადასტურდა, რომ საქართველო არის ბევრად ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული, ვიდრე იყო 10 წლის წინ – თალაკვაძე

    დღეს დადასტურდა, რომ საქართველო არის ბევრად უფრო ევროპული, ბევრად თავისუფალი და დემოკრატიული, ვიდრე იყო 10 წლის წინ, როცა ხელისუფლების ყველა შტო და ინსტიტუტი იყო ერთი ადამიანის ხელში.[…] ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა იმას, რომ ყველა არჩეულმა ლიდერმა, ყველა ინსტიტუტმა თავის საქმე უნდა აკეთოს კონსტიტუციის დაცვით. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და ის წესები, რაც სახელმწიფოსთვის არის ძირითადი და ყველასთვის სახელმძღვანელო. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ განამტკიცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და უთხრა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რომ პირველ რიგში, ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, წესები და მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მათ შორის ის, რისიც ძალიან გვჯერა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ისევე როგორც დასავლურ დემოკრატიებში, არსებობს კონსტიტუციური წესრიგი, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა დავა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება”,

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

  • კიდევ ერთხელ დაამტკიცა „ოცნებამ“, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიაა – გოცირიძე

    „ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია: თავის ბოღმა დაიკმაყოფილა, თავის ჭკუით დასაჯა სალომე ზურაბიშვილი, ასევე კვლავ დაუმტკიცა ერთგულება რუსეთს და შეუზღუდა პოლიტიკური საგარეო საქმიანობა ზურაბიშვილს ვინაიდან, ეშინიათ, რომ არ ჩავიდეს უკრაინაში და არ გააკეთოს ანტირუსული განცხადებები. თუმცა, იმპიჩმენტი არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური და ის პოლიტიკურად პარლამენტში ვერ დამტკიცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს არც სამომავლოდ შეუშლის რაიმე ხელს გააგრძელოს თავის საქმიანობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეწეოდა და რაც გახდა იმპიჩმენტის ინიცირების საბაბი. შედეგი არის ის, რომ ქვეყნის რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეილახა და გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ერთი ადამიანი, “

    ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.