Blog

  • კენჭისყრის პროცესში პრეზიდენტის თხოვნით და პატივისცემით, არ ვიქნებით – ნაცვლიშვილი

    კენჭისყრის პროცესში პრეზიდენტის თხოვნით და პატივისცემით, არ ვიქნებით – ნაცვლიშვილი

    ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის თხოვნა, რომელსაც უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების დროს აქვს სურვილი, რომ იყოს მარტო ქართულ ოცნებასთან. ამ ვითარებაში, მე ვფიქრობ, რომ კენჭისყრის პროცესში პრეზიდენტის თხოვნით და პატივისცემით, არ ვიქნებით. რაც შეეხება დებატებს და მანამდე პოლიტიკურ პროცესს, ეს ცოცხალი პროცესია და ვნახავთ.

    აცხადებს ლელოს დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

  • მონაწილეობას არ მივიღებთ არც განხილვაში, არც დებატებში, არც კენჭისყრაში – წითლიძე

    ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოზიცია გვქონდა ამასთან დაკავშირებით თავიდანვე, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ საერთოდ არ ვაპირებთ [მონაწილეობის მიღებას]. ეს პროცესი, როგორც კი დადგება დღის წესრიგში, დღეს სხვა საკითხებიც არის, გარდა პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და სხვა საკითხებში, ცხადია, დღის წესრიგი რომ დამტკიცდება, ვიქნებით სხდომათა დარბაზში, თუმცა, რეალურად, მაშინ, როდესაც ამ საკითხის განხილვა დაიწყება, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ არც განხილვაში, არც დებატებში, არც კენჭისყრაზე. ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოზიცია რეალურად გვაქვს, რომ არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისი, რომ ახლა საქართველოს, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდებით, ჭირდებოდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. არ არსებობს მიზეზი, სამართლებრივ მიზეზს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რის გამოც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაიწყეს. თუ ვინმე არღვევს ამ ქვეყანაში კონსტიტუციას, არღვევს ქართული ოცნება, რომელიც უკარგავს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყანას მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

    მეტი რა უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის თავს, რომ მან გაბედოს და ეს თქვას… მე არ მგონია სალომე ზურაბიშვილი იმდენად გულუბრყვილო იყოს, ეგონოს, რომ მხოლოდ კობახიძე და მდინარაძე არიან იმპიჩმენტის შემოქმედი და ბიძინა ივანიშვილმა არაფერი არ იცის ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკოს ღიად იმაზე, ჰგონია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ჰგონია, თუ არა, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა კობახიძე კი არა, ბიძინა ივანიშვილია.

    ამბობს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძე მთავარ არხთან საუბარში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით.

  • ვერ გაიაზრა, რომ ეს არაა მისი სასახლე, იქ ვინც უნდა, ის მიიწვიოს – ზარქუა პრეზიდენტზე

    ქალბატონმა პრეზიდენტმა  ვერ გაიაზრა, მოვიდა ახლა აქ და გვევაჭრება, ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა სტაფის, შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეზობლები, მეგობრები. კაცო, ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე, იქ ვინც უნდა, ის შეუძლია მოიწვიოს. ორი დღეა გვევაჭრება. უნდა რაღაც სტუმრები და შოუ რომ დადგას. ოპოზიციასაც მიმართა, გარეთ დამელოდეთო. საგიჟეთში ვცხოვრობთ. პარლამენტში უნდა, რომ ადვოკატებით მოვიდეს? ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ერთ-ერთი რიგითი საკითხია, სადაც კიდევ ერთხელ აეხსნება ქალბატონ პრეზიდენტს, მისი მოვალეობები, კიდევ ერთხელ შევეცდებით რომ განვუმარტოთ და ავუხსნათ და თუ გაიგებს, გაიგებს.

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა.

  • ისრაელის არმია: ღაზას საავადმყოფოს დაბომბვაზე “ისლამური ჯიჰადია“ პასუხისმგებელი

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ინფორმაციით  ალ აჰლის ჰოსპიტალზე თავდასხმა პალესტინელი ბოევიკების სარაკეტო თავდასხმის შედეგი იყო.

    „ისრაელის არმიის  ოპერატიული სისტემების ანალიზმა აჩვენა, რომ ტერორისტებმა ღაზას სექტორში რაკეტები გაისროლეს, რაკეტები დაფრინავდნენ ღაზას სექტორში ალ-აჰლის ჰოსპიტალთან ახლოს იმ მომენტში, როდესაც საავადმყოფოზე დარტყმა მოხდა. სადაზვერვო მონაცემები  მრავალი წყაროდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, მიუთითებს, რომ ისლამური ჯიჰადი პასუხისმგებელია ღაზას სექტორში მდებარე ჰოსპიტალზე წარუმატებლად გაშვებული რაკეტის დაცემის გამო“.–ნათქვამია განცხადებაში.

    ღაზაში მდებარ ალ–აჰლის საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმა გვიან საღამოს მოხდა. ღაზას ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარდაიცვალა ასეულობით ადამიანი, თუმცა ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია. ჰამასის ინფორმაციით დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი.

    ალ–აჰლის ბაბტისტური საავადმყოფო ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ჰამასი აცხადებს, რომ ნანგრევებში შეიძლება უამრავი მსხვერპლი იყოს.

    ბრიტანელ–პალესტინელი ქირურგი, პროფესორი ჰასან აბუ სიტა ამბობს, რომ ის ოპერაციას ატარებდა, როცა საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა და საავადმყოფოს ნაწილს ცეცხლი მოედო.

    ისრაელის არმიამ აფეთქებისთანავე განაცხადა, რომ მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და ისრაელის არმიის სამიზნე ღაზას საავადმყოფო არ ყოფილა.

    ჰამასი საავადმყოფოს დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს.

  • პრეზიდენტმა, ”შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ”შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    ”საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”.-ნათქვამია განცხადებაში.
  • სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

    სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    ”პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”.-აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

    შეგახსენებთ, რომ სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა პრეზიდენტს 20 სექტემბერს გადაუგზავნა.

  • ATACMS-ის რაკეტები უკრაინაშია – უკრაინელებმა რუსეთის პოზიციებზე პირველი იერიშები მიიტანეს

    გასულ ღამეს, ოკუპირებულ ბერდიანსკის აეროდრომზე დარტყმისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა,  პირველად გამოიყენეს აშშ-დან მიწოდებული ახალი რაკეტები.

    რუსული წყაროების მიხედვით, ეს იყო ყველაზე მძლავრი დაბომბვა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

    უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ამერიკული ATACMS-ის რაკეტები უკვე უკრაინაშია და მათი მეშვებოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე აეროდრომებზე იერიშები მიიტანეს.

    • “ATACMS-ები უკვე ჩვენთანაა. ბერდიანსკის აეროდრომზე მტრის ტექნიკას მათი მეშვეობით დაარტყეს. მადლობა ჩვენს პარტნიორებს! რუსები უკვე ფოტოებს აქვეყნებენ”. – წერს გონჩარენკო.

    უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებზე დარტყმების შედეგად, დაზიანდა რუსების ორი ვერტმფრენი, საბრძოლო მასალის საცავი და საარტილერიო დანადგარები.

    ATACMS-ის ტიპის რაკეტები აშშ-მა უკრაინას ცოტა ხნის წინ გადასცა. რაკეტის მოქმედების მანძილი 160-დან 300 კმ-მდეა და იმის გამო, რომ რაკეტა ბალისტიკურია, მისი ფრენის სიჩქარე ბევრად აღემატება Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა იყენებს.

    ”გამოყენებული იქნა არანაკლებ 6 ცალი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა ATACMS და პლანირებადი ბომბით აღჭურვილი 150 კმ-მდე მოქმედი ჰიბრიდული რაკეტა GLSDB ( ინფორმაცია კომენტარებში ლინკზე) აეროდრომზე აღმოჩენილია M-74 ტიპის კასეტური მსხვრევადი ელემენტები რაც იმაზე მიანიშნებს რომ გაშვებული იქნა MGM-140B Block 1A (M39A1) მოდიფიკაციის 300 კმ-მდე მფრენი კასეტურ ქობინიანი ATACMS.

    • რაკეტა შეიარაღებაში 1998 წელს შევიდა, სიგრძე 3,96 მეტრი
    • დიამეტრი 610 მმ
    • მასა 1320 კგ
    • ქობინის მასა – 160 კგ
    • ქობინის შემადგენლობა – 275 ცალი M-74 ელემენტი.
    • ფრენის მანძილი – 300 კმ
    • დამინების სისტემა – GPS/INS
    • სიზუსტე – 100 მეტრი.ATACMS ის რაკეტები გაშვება შესაძლებელია M-142 HIMARS და M-270 MLRS ტიპის სარაკეტო სისტემებიდან. ზოგადად კასეტური ქობინის მქონე საბრძოლო მასალა ყველაზე ეფექტურია აეროდრომზე მდგარი, დიდ ფართობზე გაშლილი საფრენი აპარატების დასაზიანებლად.”- აცხადებს შეიარაღების ექსპერტი, გიგა ინაშვილი.

    უცნობია თუ რა რაოდენობის Atacms-ის რაკეტები მიაწოდა ამერიკამ უკრაინას.

     

  • არ შეიძლება ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები – ბურჭულაძე

    ლიბერალიზმის საფრთხეს და კონსერვატიულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე ეს კვალიფიკაცია მივეცი კონკრეტულ საკითხს და დავამატე, რომ დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოს არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპის ბევრ ერსა და სახელმწიფოს. ამ საკითხის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე ზუსტად. არ შეიძლება ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები. არგუმენტიც მოვიყვანე ამისთვის, მერე სხვანაირად გამოიყენეთ, სამუხაროდ. დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენი და ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ გააუარესებს, ამაზე მეტად ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, არატრადიციული ქორწინების მიმართ გვქონდეს ლიბერალური დამოკიდებულება, ეს ვიგულისხმე, თორემ, ზოგადად, მე თვითონ ლიბერალი ვარ, ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ბევრი საკითხის მიმართ. ამაზე ლიბერალურად როგორ გამომეხატა ეს საკითხი, მე არ ვიცი. ჩვენი დემოგრაფია, თუ ნახავთ თქვენ და დაინტერესებულხართ, როგორი იქნება 2050 წელს და ეს არ ეხება მარტო საქართველოს. ეს ეხება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას. იცით თქვენ, როგორიც არის პროგრესი და არ გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის ფუფუნება, რომ ამას ხელი შევუწყოთ ნეგატიურ ასპექტში.

    განაცხადა  თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.
  • გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა

    გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა – აეროპორტში მას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. შოლცი უცხო ქვეყნის პირველი უმაღლესი წარმომადგენელია, ვინც 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში ჩავიდა.

    “ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას”. – თქვა კოენმა.

    კანცლერმა,  ჰეზბოლასა და ირანს მოუწოდა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ. ამის შესახებ შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა II ბი ალ ჰუსეინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • არ გრცხვენიათ, რომ თქვენს შვილს აბანოს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქესთან ერთად? – სამადაშვილი თავდაცვის მინისტრს

    არ გრცხვენიათ, რომ თქვენს შვილს აბანოს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქესთან ერთად? – სამადაშვილი თავდაცვის მინისტრს

    “მაინტერესებს, თქვენ, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ქვეყნის, რომელიც 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არ გრცხვენიათ, რომ თქვენს შვილს აქვს ბიზნესი რუსეთის მოქალაქესთან ერთად და რუსულ აბანოებს აშენებს ჩვენს ქვეყანაში? უკეთესი ბიზნესი ვერ იშოვა თქვენმა შვილმა?

    მაინტერესებს ასევე განგვიმარტოთ, ღარიბაშვილის მამა რომ არის დაჯილდოებული განსაკუთრებული ნიჭით გავიგეთ, მაგრამ დედათქვენიც ყოფილა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, კომერციას ვგულისხმობ, იმიტომ, რომ მოახერხა და კიკეთში მიითვისეთ უზარმაზარი მიწები 95 ლარად კვადრატული მეტრი. მაინტერესეს, რომ გაგვიზიაროთ ეს კომერციული ნიჭი, რომელიც თქვენ ოჯახს აქვს”

    პარტია “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი თავდაცვის მინისტრს მისი ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართავს.