Blog

  • იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები – მორჩა კინო – ლომჯარია

    „საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მორჩილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა და პროპაგანდისტებმა კობახიძის ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად ერთი-ორი დღე იძახონ – „რა საოცარი ლექცია ჩაატარა ირაკლიმ, ეს რა მოვისმინეთო“. სულ ეს იყო ამ პროცესის მიზანი და შედეგი. პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები. მორჩა კინო“,

    ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.

  • საკონსტიტუციომ დიდი დარტმა მიაყენა საქართველოს შანსს, მიიღოს სტატუსი – დეკანოიძე

    არ ვიცი, იყიდა თუ არა ივანიშვილმა პარლამენტში საკმარისი ხმები პრეზიდენტის იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად – გამოჩნდება. რაც დანამდვილებით ვიცი, მისი დავალების შესრულებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დიდი დარტმა მიაყენა საქართველოს შანსს, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიიღოს მიმდინარე წელს. მორიგი რუსული დავალება.

    აცხადებს ლელოს დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.

  • შერჩენილი რომ ჰქონდეს ელემენტარული ღირსება, გადადგებოდა – კობახიძე ზურაბიშვილზე

    “სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში, ქართველი ხალხის მიერ მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურეს, რომ ის აღარ არის ღირსი საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. საქართველოს პრეზიდენტს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდგომ ის მყისიერად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან, თუმცა ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ”,

    აცხადებს, “ქართული ოცნების” თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

    საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

    სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა – ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

    პარლამენტი სასამართლოს დასკვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს.

  • ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა იმპიჩმენტი – ზარქუა

    „მთელმა საქართველომ, უმრავლესობამ, ოპოზიციამ და თვითონ პრეზიდენტმაც იცის, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. იმ სამი დღის განმავლობაში კობახიძე ლექციას უტარებდა პრეზიდენტის წარმომადგენლებს ანაბანაზე საკმაოდ შთამბეჭდავად, მგონი მოსამართლეებიც დარწმუნდნენ, რომ კონსტიტუცია იქნა დარღვეული და დღეს იქნება გადაწყვეტილება გამოცხადებული. არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, ვინ ხარ, თუ დაარღვევ კონსტიტუციას, ამაზე იქნება მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ მიზანი გვქონდა, ყველასთვის გვეთქვა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და მან ეს უნდა იცოდეს. ის რადიკალები, ვინც ქალბატონ სალომეს მოღალატეს, რუსეთის აგენტს, ჩანერგილს ეძახდნენ, დღეს მის დამცველად მოგვევლინა, რადგან იმ ქაოსში ეტყობა ეწერება მისი გააზრებული თუ გაუაზრებელი განცხადებები, მათ შორის სტატუსზე. ორჯერ თქვა საჯაროდ, რომ ეს ხალხი არ იმსახურებს – არაფერს აკეთებენ, მაგრამ მაინც უნდა მისცეთო. ასეთ განცხადებას რომ აკეთებ პრეზიდენტი, როცა მიზანი გაქვს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასწიო, ხომ არაადეკვატურობაა?! ამიტომ ეს ნარატივი ჯდება რადიკალების გეგმებში, რომელსაც არეულობა უნდათ, ასეთებისგან მხარდაჭერა არ ექნება ბუნებრივია, იმპიჩმენტს. ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა იმპიჩმენტი, ჩვენ ვთქვით, რომ ვინც დაადგინა კონსტიტუცია, ჩვენ უნდა დავადგინოთ და ოქმის სახით იქნას ეს დადებული,”

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

  • „ჰამასის“ ტყვეობაში 199 მძევალია.. გვაქვს გარკვეული ინფორმაცია ადგილსამყოფლის შესახებ – ისრაელის თავდაცვის ძალები

    ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში 199 ისრაელელია მძევლად აყვანილი.  აქამდე ცნობილი იყო დაახლოებით 155 მძევალზე.  ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ 199-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია. მისივე თქმით, სამხედროებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია “ჰამასის” მიერ ღაზის სექტორში მძევლების ადგილსამყოფელის შესახებ.

    • “ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სად არიან მძევლები ღაზაში და გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენ არ განვახორციელებთ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხალხს”, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.
  • ტერორისტს ადამიანების წამების ინსტრუქციის წიგნი ჰქონდა – ისრაელის პრეზიდენტი

    ლიკვიდირებულ ტერორისტს ადამიანების წამების ინსტრუქციის წიგნი ჰქონდა – შესაბამისი განცხადება,  ამის შესახებ, CNN-თან ინტერვიუში,  ისრაელის პრეზიდენტმა  იცხაკ ჰერცოგმა გააკეთა. გაკეთებული განცხადების დასტურად პრეზიდენტმა, პირდაპირ ეთერში ტერორისტის წიგნი აჩვენა, რომელშიც ახსნილია, თუ  როგორ უნდა შეიჭრას ისრაელში. წიგნში ასევე მოცემულია მოსახლეობის მოტაცებისა და წამების ინსტრუქციები.

    “საქმე ეხება არა ისრაელისა და პალესტინელების დაპირისპირებას, არც იუდაიზმისა და ისლამის დაპირისპირებას, არამედ საქმე ეხება კაცობრიობას – ბოროტები ვართ, თუ კეთილები”. – თქვა ჰერცოგმა ინტერვიუში.

  • “არ მინდა პარტიისთვის მუშაობა, მხარდამჭერიც რომ ვიყო” – TV იმედს ჟურნალისტი ტოვებს

    “არ მინდა პარტიისთვის მუშაობა, მხარდამჭერიც რომ ვიყო” – ტელეკომპანია “იმედს” ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ტოვებს.  ქეთი ფარცხალაძე იმედის კვირაში კულტურის ამბებს აშუქებდა.

    ”საარჩევნო წელი დაიწყო, პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. მითხრეს, რომ პოლიტიკურ თემებზეც მომიწევდა მუშაობა. მე არ მინდა, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს გაცხადებული აქვს სარედაქციო პოლიტიკა. მივდივარ სახლში. მივდივარ მადლიერებით ხელმძღვანელების მიმართ – შესაძლებლობებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ დრომდე შენარჩუნებისთვის… გულისწყვეტითაც მივდივარ… გზა გამოჩნდება!
    P.S. წარმატებას თუ მისურვებთ. გთხოვთ, სხვა შინაარსის კომენტარებიდან თავი შეიკავოთ”.

  • ხაშურში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

    ხაშურში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გოგოს ცხედარი კორპუსის ეზოში, მაცხოვრებლებმა იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, გოგო უკვე გარდაცვლილი იყო.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ჰამასი უნდა განადგურდეს! თუმცა ღაზის ოკუპაცია შეცდომა იქნება – ბაიდენი

    “ისრაელი დევნის ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბარბაროსობაში, ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს, ისინი უნდა წავიდნენ ჰამასის წინააღმდეგ, ჰამასი იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. მათ თავიანთი შტაბ-ბინები იქ განათავსეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

    ჰამასი და ჰამასის ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენენ მთელს პალესტინელ ხალხს, მე ვფიქრობ, შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია, მაგრამ შესვლა და ექსტრემისტების განადგურება ეს აუცილებელი მოთხოვნაა”,

    აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.